ქეის სთადი / ტურიზმი

ტურისტული კომპანიის ვებსაიტი Glad Travel-ისთვის: ტურები, მარშრუტები და მოთხოვნა ერთ სივრცეში

Glad Travel ტუროპერატორია, რომელიც უცხოელ მოგზაურებს საქართველოში ტურებს უწყობს. შევქმენით სამენოვანი საიტი, სადაც მოგზაური ტურს ირჩევს, დღეების მიხედვით მარშრუტს ეცნობა და მოთხოვნას პირდაპირ ტურის გვერდიდან აგზავნის.

კლიენტიGlad Travel

სფეროშემომყვანი ტურიზმი, ტუროპერატორი

წელი2026

საიტიgladtravel.ge

Glad Travel-ის ტუროპერატორის ვებსაიტი კომპიუტერსა და მობილურზე

პროექტი მოკლედ

Glad Travel (gladtravel.ge) საგარეჯოში დაფუძნებული ტუროპერატორია, რომელიც საქართველოში ტურებს უცხოელი მოგზაურებისთვის აწყობს. ITLover-მა 2026 წელს შექმნა მისი საიტი WordPress-ზე, Elementor-ითა და WP Travel Engine-ით: საიტი ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე მუშაობს, ყველა ტურის გვერდზე კი დღეების მიხედვით მარშრუტი, ღირებულება, ხშირად დასმული კითხვები და რუკაა. ონლაინ გადახდა განზრახ არ არის: დაჯავშნა ტურის მოთხოვნის ფორმით, საკონტაქტო ფორმით ან WhatsApp-ით იწყება.

გამოწვევა

რა სჭირდება უცხოელ მოგზაურს ტუროპერატორის საიტზე

მოგზაური, რომელიც საქართველოში მოგზაურობას გეგმავს, Glad Travel-ს წინასწარ არ იცნობს. მას სჭირდება ტურების ნახვა გასაგებ ენაზე, მარშრუტისა და ღირებულების გაგება და მარტივი გზა კითხვის დასასმელად.

მოგზაურობის დაგეგმვა მესიჯების მიმოწერით მიმდინარეობდა, სადაც ტურის დეტალები ერთ ადგილას არ იყო თავმოყრილი

აუდიტორია უცხოელია, ამიტომ საიტი ძიებაში ინგლისურად უნდა ჩანდეს, თუმცა ქართული და რუსული ვერსიებიც საჭიროა

დაჯავშნა კომპანიასთან საუბრით უნდა დაიწყოს, ამიტომ კალათა და ონლაინ გადახდა ამ ბიზნესს არ ერგება

Glad Travel-ის ვებსაიტის მთავარი გვერდის პირველი ეკრანი პლანშეტზე

მთავარი გვერდის პირველი ეკრანი პლანშეტზე

გადაწყვეტა

როგორ პოულობს მოგზაური სასურველ ტურს

საიტი ხუთი ტიპის გვერდისგან შედგება: მთავარი, ჩვენ შესახებ, ტურების კატალოგი, ცალკეული ტურის გვერდები და კონტაქტი. კატალოგში მოგზაური ტურებს მიმართულების, ფასისა და ხანგრძლივობის მიხედვით ფილტრავს და პოულობს, მაგალითად, „5-Day Tour Across Georgia“-ს ან „10-Day Combined Mountains and Sea Tour“-ს.

ტურები WP Travel Engine-ით იმართება, საიტი კი WordPress-სა და Elementor-ზეა აწყობილი Tourm თემით, ჰოსტინგი Hostinger-ზეა. კატალოგი ცოცხლად ნახეთ Glad Travel-ის ვებსაიტზე.

თუ მსგავს საიტს გეგმავთ, გაეცანით ჩვენს WordPress საიტის დამზადების სერვისს და ვებსაიტის დამზადების ფასებს.

Glad Travel-ის საქართველოს ტურების კატალოგი მიმართულების, ფასისა და ხანგრძლივობის ფილტრებით

ტურების კატალოგი ფილტრებით

დაჯავშნა

როგორ მუშაობს ტურის დაჯავშნა ონლაინ გადახდის გარეშე

ყველა ტურის გვერდს ერთი სტრუქტურა აქვს: მიმოხილვა, დღეების მიხედვით მარშრუტი, ღირებულება, ხშირად დასმული კითხვები და რუკა.

იქვეა მოთხოვნის ფორმა „Send Us A Message“. მოგზაური წერს, რომელი ტური აინტერესებს, Glad Travel კი მას უკავშირდება და დეტალებს ათანხმებს.

ვისაც მიმოწერა ურჩევნია, WhatsApp-ის ღილაკს ყველა გვერდის ზედა ზოლში იპოვის. საკონტაქტო გვერდზე მისამართი, ტელეფონი, ელფოსტა, ფორმა და რუკაა.

Glad Travel-ის ათდღიანი ტურის გვერდი ჩანართებით, ფასის ბლოკითა და მოთხოვნის ფორმით

ტურის გვერდი: ჩანართები, ფასი და მოთხოვნის ფორმა

ტექნიკური მხარე

ხუთი გადაწყვეტილება, რომელიც მოგზაურს დაჯავშნამდე მიიყვანს

თითოეული პუნქტი უცხოელი მოგზაურის კონკრეტულ საჭიროებას პასუხობს.

ტურების კატალოგი WP Travel Engine-ით

ტურები ცალკე ჩანაწერებადაა შეყვანილი, ამიტომ კატალოგს მიმართულების, ფასისა და ხანგრძლივობის ფილტრები აქვს.

ერთი სტრუქტურა ყველა ტურისთვის

მიმოხილვა, მარშრუტი დღეების მიხედვით, ღირებულება, FAQ და რუკა ყველა ტურის გვერდზე ერთნაირადაა განლაგებული, ამიტომ ტურების შედარება მარტივია.

მოთხოვნა გადახდის ნაცვლად

ონლაინ გადახდა განზრახ არ ჩავრთეთ: დაჯავშნა ფორმით ან WhatsApp-ით იწყება. მოთხოვნაზე დაფუძნებული სხვა სქემა ნახეთ BuildRent-ის ტექნიკის გაქირავების საიტის ქეისში.

სამი ენა GTranslate-ით

ინგლისური საიტის მთავარი ენაა და ძიებისთვისაც ის გამოიყენება. ქართული და რუსული ვერსიები GTranslate-ის ავტომატური თარგმანით მუშაობს.

განახლებული ლოგო

საიტთან ერთად Glad Travel-ის ლოგოც გადავამუშავეთ, რომ ბრენდი და ახალი საიტი ერთიან სახეს ქმნიდეს.

შედეგი

რა შეიცვალა მოგზაურისთვის ახალი საიტით

ინგლისური, როგორც მთავარი ენა, საიტს უცხოელი მოგზაურების ძიებისთვის ამზადებს. ასეთი სტრუქტურის დაგეგმვა ჩვენი SEO ოპტიმიზაციის სერვისის ნაწილია.

მოგზაურობა მესიჯების მიმოწერით იგეგმებოდა

ტურები, მარშრუტები და მოთხოვნა ერთ საიტზე

ერთი აუდიტორია, რომელიც სხვადასხვა ენაზე კითხულობს

საიტი ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე

დაჯავშნისთვის მოგზაურს კომპანიასთან კონტაქტი სჭირდება

მოთხოვნის ფორმა ყველა ტურზე და WhatsApp ყველა გვერდზე

ინტერფეისი

როგორ გამოიყურება საიტი დესკტოპსა და მობილურზე

gladtravel.ge-ის მთავარი გვერდი დესკტოპზე: ტურები, კომპანიის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ბლოკი

მთავარი გვერდი სრულად, ჩარჩოში ჩამოსქროლეთ

Glad Travel-ის მთავარი და ჩვენ შესახებ გვერდები მობილურ ტელეფონზე

მთავარი და ჩვენ შესახებ გვერდები მობილურზე

Glad Travel-ის ორი ტურის გვერდი და საკონტაქტო გვერდი მობილურ ტელეფონზე

ტურის გვერდები და კონტაქტი მობილურზე

Glad Travel-ის საკონტაქტო გვერდი მისამართით, ტელეფონით, ფორმითა და რუკით

საკონტაქტო გვერდი ფორმითა და რუკით

ვიდეო

საიტი მოქმედებაში

Glad Travel-ის საიტის 43-წამიანი ვიდეო პრეზენტაცია.

ვიდეო YouTube-იდან იტვირთება. ჩართვით ეთანხმებით მათ cookie-ებს.

მოგეწონათ ეს პროექტი?გაუზიარეთ მას, ვისაც ტურისტული კომპანიის ან ტუროპერატორის საიტი სჭირდება

თქვენს ტურისტულ კომპანიას საიტი სჭირდება?

ორ წუთში შეავსეთ მოკლე ფორმა და მიიღეთ ზუსტი ფასი და ვადა. კონსულტაცია უფასოა.