საიტის დამზადების ფასები პაკეტები და კალკულატორი

გამჭვირვალე ფასები, ფარული ხარჯების გარეშე. აირჩიე მზა პაკეტი ან გამოთვალე შენი პროექტის ღირებულება კალკულატორით — ფასი დამოკიდებულია საიტის სირთულესა ფუნქციონალის კომპლექსურობაზე.

ვებგვერდის დამზადების ფასები და პაკეტები: ლენდინგი, კორპორაციული და ონლაინ მაღაზიის სერვისები.

საიტის დამზადების პაკეტები

სტარტი
მცირე და დამწყები ბიზნესისთვის
1 190
ან 350 ₾ დაწყებისას + 140 ₾ × 6 თვე · 0% პროცენტი
  • 5 გვერდამდე, ერთ ენაზე
  • ბრენდზე მორგებული დიზაინი
  • მობილურზე და პლანშეტზე სრული ადაპტაცია
  • საკონტაქტო ფორმები, რუკა და სლაიდები
  • სამართავი პანელი და ტრენინგი
  • 1 წლიანი ჰოსტინგი, დომენი, SSL და ბიზნეს ელ-ფოსტა
  • ვადა 7 სამუშაო დღე · 1 რევიზიის ციკლი
  • პირველი თვე საიტის მართვა საჩუქრად (ღირებულება 150 ₾)
აირჩიე პაკეტი →
მაღაზია
ონლაინ გაყიდვებისთვის
2 990
ან 890 ₾ დაწყებისას + 350 ₾ × 6 თვე · 0% პროცენტი
  • ყველაფერი „ბიზნესიდან", პლუს:
  • WooCommerce: კატალოგი, კალათა, ფილტრები
  • ონლაინ გადახდები — მოდულის ლიცენზია შედის
  • 50 პროდუქტის ატვირთვა და კატეგორიები
  • მიწოდების ზონები და ტარიფები
  • პროდუქტის schema — გამოჩენა Google-ის შოპინგში
  • ვადა 20 სამუშაო დღე ხელშეკრულებით · 2 რევიზიის ციკლი
  • პირველი ორი თვე საიტის მართვა საჩუქრად (ღირებულება 580 ₾)
აირჩიე პაკეტი →

ყველა პაკეტი მოიცავს: მობილურ ადაპტაციას, უსაფრთხოებას, საბაზისო SEO-ს და პირველი წლის ჰოსტინგს. ვადა და ფასი ფიქსირდება ხელშეკრულებაში — დამატებითი ხარჯი მხოლოდ მაშინ ჩნდება, თუ თქვენ თავად მოითხოვთ სამუშაოს მოცულობის გაფართოებას.

საიტი, დომენი და ყველა ფაილი თქვენს საკუთრებაშია პირველივე დღიდან. განვადება მხოლოდ გადახდის გრაფიკია და არა ქირა — თანამშრომლობის დასრულების შემდეგ საიტი თქვენთან რჩება.

ნაკლები გჭირდებათ?
ჯერ სრული საიტი არ გჭირდებათ?
ერთგვერდიანი ლენდინგი — 650

ლენდინგი არ არის „იაფი საიტი" — ის სხვა დანიშნულების ინსტრუმენტია. ერთი გვერდი, ერთი შეთავაზება და ერთი მოქმედება: ზარი, ჩაწერა ან შეკვეთა.

გამოგადგებათ, თუ:

  • რეკლამას უშვებთ და ტრაფიკს სადმე უნდა მიმართოთ
  • ერთ პროდუქტს ან აქციას უშვებთ
  • ღონისძიება გაქვთ და რეგისტრაცია გჭირდებათ
  • იდეის შემოწმება გინდათ, სანამ სრულ საიტში ჩადებთ

რა შედის: 1 გვერდი · ინდივიდუალური დიზაინი · მობილურზე ადაპტაცია · Analytics და კონვერსიის თრექინგი · 1 წლიანი ჰოსტინგი, დომენი და SSL · ვადა 4 სამუშაო დღე

თუ 6 თვეში სრულ პაკეტზე გადახვალთ, 325 ₾ გამოგაკლდებათ. მცირედით დაწყება ფულის დაკარგვას არ ნიშნავს.
შეუკვეთე ლენდინგი →
მეტი გჭირდებათ?
უფრო რთული პროექტი გჭირდებათ?
ინდივიდუალური პროექტი — 6 000-დან

ზოგიერთი პროექტი პაკეტების ჩარჩოში არ თავსდება. თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს იცნობთ — ეს თქვენი შემთხვევაა:

  • დაჯავშნის სისტემა კალენდრით, ონლაინ გადახდით და ავტომატური დადასტურებით
  • საბითუმო კლიენტებისთვის ცალკე ფასები, ლიმიტები და შეკვეთის სისტემა
  • საიტის დაკავშირება ბუღალტრულ, საწყობის ან CRM სისტემასთან
  • მრავალი გამყიდველის პლატფორმა
  • 1 000-ზე მეტი პროდუქტი ან რთული ფილტრაცია
  • კალკულატორები, კონფიგურატორები, პირადი კაბინეტები

როგორ მუშაობს:

  1. გამომიგზავნეთ პროექტის აღწერა — თუნდაც რამდენიმე წინადადება
  2. საჭიროების შემთხვევაში დაგირეკავთ დამაზუსტებელი კითხვებისთვის
  3. 24 საათში მიიღებთ ტექნიკურ დავალებას, ფიქსირებულ ფასს და ვადას
ფასის დადგენა უფასოა და ვალდებულებას არ ქმნის.
აღწერე შენი პროექტი →

საიტის ფასის კალკულატორი

არ არსებობს ორი ზუსტად იდენტური პროექტი. მიუთითეთ თქვენი მოთხოვნები ქვემოთ მოცემულ კალკულატორში და ალგორითმი ავტომატურად დაითვლის ვებსაიტის დამზადების საორიენტაციო ღირებულებას.

საიტის ტიპი
ენების რაოდენობა
1
დამატებითი გვერდები (+150 ₾ / გვერდი)
0
დამატებითი სერვისები
საორიენტაციო ჯამი
1990
ან განვადებით: 610 ₾ დაწყებისას + 230 ₾ × 6 თვე
ზუსტი ფასი დგინდება უფასო კონსულტაციაზე — საშუალოდ 10 წუთი. კონსულტაციის შემდეგ იღებთ წერილობით შეთავაზებას ფიქსირებული ფასითა და ვადით.

გადახდის პირობები

ორი ვარიანტია. ფასი არცერთში არ იცვლება — განსხვავება მხოლოდ გრაფიკშია.

ვარიანტი 1 სტანდარტული — სამ ეტაპად

  • 30% — პროექტის დაწყებისას
  • 40% — ძირითადი სტრუქტურის დასრულებისას
  • 30% — ჩაბარებისას

ვარიანტი 2 6-თვიანი განვადება — 0% პროცენტი

  • სტარტი — 1 190 ₾: 350 ₾ დაწყებისას, შემდეგ 140 ₾ × 6 თვე
  • ბიზნესი — 1 990 ₾: 610 ₾ დაწყებისას, შემდეგ 230 ₾ × 6 თვე
  • მაღაზია — 2 990 ₾: 890 ₾ დაწყებისას, შემდეგ 350 ₾ × 6 თვე

30% დაწყებისას, დანარჩენი — თანაბრად 6 თვეზე, ბანკის ან ფინანსური ორგანიზაციის ჩართვის გარეშე. საიტი, დომენი და ყველა ფაილი თქვენს საკუთრებაშია პირველივე დღიდან — თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაშიც საიტი თქვენთან რჩება.

ვებგვერდის დამზადება განვადებით: მოქნილი გადახდის გრაფიკი და ეტაპობრივი დაფარვა

საიტის ადმინისტირების პაკეტები

სტარტი
პატარა საიტებისთვის — უსაფრთხოება და სტაბილურობა
150/თვე
თქვენი ჰოსტინგით — 120 ₾/თვე
  • ჰოსტინგი 3 GB + SSL სერტიფიკატი
  • WordPress-ის, თემისა და პლაგინების განახლება
  • ყოველკვირეული backup (ღრუბელში)
  • უსაფრთხოების მონიტორინგი + malware სკანი
  • Uptime მონიტორინგი 24/7
  • 30 წუთი კონტენტის ცვლილება / თვე
  • ყოვეთვიური ანგარიში
აირჩიე პაკეტი →
პრო
eCommerce / მაღალი დატვირთვის საიტებისთვის
490/თვე
თქვენი ჰოსტინგით — 440 ₾/თვე
  • ჰოსტინგი 20 GB + CDN + SSL სერტიფიკატი
  • ყველაფერი „ბიზნესიდან" +
  • 4 სთ ცვლილება / თვე
  • გაძლიერებული უსაფრთხოება (Firewall / WAF)
  • AI-ხილვადობის მონიტორინგი (GEO)
  • კვარტალური სტრატეგიული ზარი
  • პასუხი 30 წუთში
აირჩიე პაკეტი →

წლიური გადახდისას — 2 თვე უფასოდ. თუ ჰოსტინგის გადმოტანა არ გსურთ, ყველა პაკეტი მუშაობს თქვენს არსებულ ჰოსტინგზეც, დაბალი ფასით — იხ. ფასის ქვეშ.

SEO პაკეტები

უფასო ექსპრეს-შემოწმება
10-პუნქტიანი ავტომატური სკანი
უფასო
  • სისწრაფის შემოწმება (PageSpeed)
  • ინდექსაციის სტატუსი Google-ში
  • Title/Description-ის გადამოწმება
  • მობილურზე ადაპტაციის ტესტი
  • SSL სერტიფიკატის სტატუსი
  • PDF ანგარიში 24 საათში, ელ-ფოსტაზე
მიიღე უფასოდ →
SEO აუდიტი
ერთჯერადი — ჯერ ვნახოთ, სად არის პრობლემა
600
  • სრული ტექნიკური აუდიტი
  • საკვანძო სიტყვების კვლევა
  • კონკურენტების ანალიზი
  • პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა (ანგარიში)
  • 1 საკონსულტაციო სესია
შეუკვეთე აუდიტი →
AI-ხილვადობის აუდიტი
ერთჯერადი — ხსენდები თუ არა ChatGPT-სა და Gemini-ს პასუხებში
450
  • 20 რეალური კითხვის ტესტი ChatGPT / Gemini / Perplexity-ში
  • ბრენდის ხსენების შემოწმება
  • ვინ ხსენდება თქვენ ნაცვლად — კონკურენტების ანალიზი
  • რეკომენდაციები ხილვადობის გასაზრდელად
  • წერილობითი ანგარიში
შეუკვეთე აუდიტი →
SEO სტარტი
შესვლის საფეხური — მცირე ბიზნესისთვის
600/თვე
  • ტექნიკური SEO მხარდაჭერა
  • თვეში 2 გვერდის ოპტიმიზაცია
  • პოზიციების მონიტორინგი
  • თვიური ანგარიში
  • ელ-ფოსტით მხარდაჭერა
დაიწყე 600₾/თვე-დან →
ერთჯერადი ოპტიმიზაცია
არსებული საიტის სრული ტექნიკური გამართვა
1 500-დან
  • On-page ოპტიმიზაცია (მეტა, სათაურები, სტრუქტურა)
  • სისწრაფის ოპტიმიზაცია (Core Web Vitals)
  • Schema / structured data
  • Search Console + Analytics-ის დაყენება
  • საბაზისო კონტენტის რეკომენდაციები
მოითხოვე შეთავაზება →

ერთჯერადი სერვისები (შემოწმება, აუდიტი, ოპტიმიზაცია) — სტარტისთვის ან წერტილოვანი პრობლემისთვის. ყოველთვიური პროგრამა — მდგრადი ზრდისთვის, მინიმალური ვადა 3 თვე.

AI ავტომატიზაციის პაკეტები

ავტომატიზაცია
ერთი კონკრეტული პროცესი, რომელიც დროს ჭამს
890
ვადა — 3 სამუშაო დღე
  • ერთი ავტომატიზაციის სცენარი (workflow)
  • დაკავშირება 3 სისტემამდე — ფორმა, ელ-ფოსტა, Sheets, Telegram, CRM
  • ლოგიკა და პირობები — რა ხდება რომელ შემთხვევაში
  • ტესტირება რეალურ მონაცემებზე
  • n8n-ის დაყენება და კონფიგურაცია
  • ვიდეო-ინსტრუქცია: როგორ მუშაობს და როგორ შეცვალოთ
  • 1 თვე ტექნიკური გარანტია

მაგალითად: Facebook-ის ლიდი → CRM → შეტყობინება · საიტის ფორმა → Sheets → ავტომატური პასუხი · ახალი შეკვეთა → ინვოისი → Telegram

აირჩიე პაკეტი →
ბიზნეს სისტემა
რამდენიმე პროცესი და სისტემა ერთ ჯაჭვში
3 990-დან
+ 290 ₾/თვე — სერვერი, მონიტორინგი და მხარდაჭერა · ვადა 15 სამუშაო დღიდან
  • 3 ავტომატიზაციის სცენარამდე ერთ სისტემაში
  • ინტეგრაციები: CRM, ბუღალტერია, საწყობი, ბანკები, RS.ge
  • AI ჩატბოტი შედის პაკეტში
  • დოკუმენტების ავტომატური დამუშავება — ინვოისები, შეკვეთები
  • ავტომატური ანგარიშები Sheets-ში ან Telegram-ში
  • n8n თქვენს ან ჩემს სერვერზე — მონაცემები არსად არ გადის
  • 3 თვე ტექნიკური გარანტია და მონიტორინგი 24/7
დაგეგმე კონსულტაცია →

ყოველთვიური ღირებულება მოიცავს სერვერს, AI-ს მოხმარებას და მონიტორინგს — ცალკე ანგარიშები არ დაგჭირდებათ. არ იცით, საიდან დაიწყოთ? პროცესის აუდიტი — 490 ₾, სრულად გამოაკლდება პროექტს, თუ 3 თვეში აირჩევთ პაკეტს.

მზად ხართ დავიწყოთ?

პაკეტების ფასები ფიქსირებულია და კონსულტაციის შემდეგ არ იზრდება. კონსულტაცია იმისთვის გვჭირდება, რომ განვსაზღვროთ, რომელი პაკეტი გამოგადგებათ და საჭიროა თუ არა დამატებითი სერვისები — მაგალითად, მრავალენოვნება ან დამატებითი გვერდები.

თუ თქვენი პროექტი პაკეტების ჩარჩოში არ თავსდება, ფასს ვადგენ ტექნიკური დავალების შემდეგ და ის ასევე ფიქსირდება ტექნიკურ დოკუმენტში.

პროფესიონალური ვებგვერდების დამზადება WordPress-ზე: სწრაფი, უსაფრთხო და რესპონსიული დიზაინი

FAQ.

დიახ, და ხშირად ეს სწორი არჩევანია. Wix-ის, Tilda-ს ან Framer-ის AI ბილდერები 2026 წელს რეალურად კარგ შედეგს იძლევა, თუ გჭირდებათ ონლაინ ვიზიტკა და გაქვთ დრო მის აწყობასა და მოვლაზე. თვეში 30–60 ლარი დაგიჯდებათ და ამას ღიად გირჩევთ. დეველოპერი მაშინ გჭირდებათ, როცა საიტმა უნდა იმუშაოს:
  • როცა Google-ში და AI-პასუხებში უნდა ჩანდეთ კონკურენტების წინ
  • როცა საიტი უნდა დაუკავშირდეს სხვა სისტემებს — CRM-ს, ბუღალტერიას, საწყობს
  • როცა გჭირდებათ ადამიანი, ვინც პასუხს აგებს იმაზე, რომ ის მუშაობს
პირველი ორი ტექნიკური საკითხია. მესამე — არა, და სწორედ ის არის ის, რასაც ბილდერი ვერ მოგცემთ.

დიახ. ნებისმიერი პაკეტი იყოფა 6 თვეზე, 0% პროცენტით: 30% დაწყებისას, დანარჩენი თანაბრად. ბიზნეს პაკეტზე ეს ნიშნავს 610 ლარს დაწყებისას და 230 ლარს თვეში.

ეს განვადებაა და არა ქირა — საიტი, დომენი და ყველა ფაილი თქვენს საკუთრებაშია პირველივე დღიდან. ბანკის ან ფინანსური ორგანიზაციის ჩართვა არ სჭირდება.

ყველა პაკეტი ერთენოვანია. მეორე ენა 790 ლარია ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში და მოიცავს Polylang Business-ის ლიცენზიას პირველი წლისთვის, ენების სტრუქტურას, hreflang-ს და ყველა გვერდის დუბლირებას. მესამე და ყოველი შემდეგი ენა — 390 ლარი, რადგან ლიცენზია უკვე შეძენილია.

მე ვაწყობ სისტემას და ვამოწმებ, რომ თითოეული ენა Google-ისთვის ცალკე გვერდად ინდექსირდება — ეს ტექნიკური ნაწილია, სადაც ყველაზე ხშირად უშვებენ შეცდომას.

არა. ხელშეკრულებაში ჩაწერილი ფასი საბოლოოა და მასში შედის ჰოსტინგი, დომენი, SSL და პაკეტისთვის საჭირო ლიცენზიები პირველი წლისთვის.

ორი რამ, რაც ფასის გარეთაა და ამას წინასწარ ვწერ: მრავალენოვნება (790 ლარიდან) და მეორე წლიდან დომენის, ჰოსტინგისა და მოდულების განახლება.

დამატებითი თანხა პროექტის მიმდინარეობისას მხოლოდ მაშინ ჩნდება, თუ თქვენ თავად მოითხოვთ სამუშაოს, რომელიც შეთანხმებულ მოცულობაში არ იყო — და მაშინაც წინასწარ, წერილობით.

ეს ხშირია და ნორმალურია. პაკეტები ფარავს ტიპიურ პროექტებს — სავიზიტო საიტს, ბიზნეს-საიტს და ონლაინ მაღაზიას. თუ გჭირდებათ დაჯავშნის სისტემა, B2B პორტალი, ინტეგრაცია ბუღალტრულ ან საწყობის სისტემასთან, ან სხვა არასტანდარტული ფუნქციონალი — ეს ინდივიდუალური პროექტია და 6 000 ლარიდან იწყება.

პროცესი მარტივია: გამომიგზავნეთ პროექტის აღწერა, საჭიროების შემთხვევაში დაგირეკავთ დამაზუსტებელი კითხვებისთვის და 24 საათში მიიღებთ ტექნიკურ დავალებას, ფიქსირებულ ფასს და ვადას. ფასის დადგენა უფასოა.

შესაძლებელია საპირისპიროც: თუ პაკეტი ზედმეტად დიდია და მხოლოდ ერთი გვერდი გჭირდებათ კამპანიისთვის — ლენდინგი 650 ლარია.

პროექტის ჩაბარებიდან ერთი წლის შემდეგ:

  •  .ge დომენი — დაახლოებით 50 ლარი წელიწადში
  • სტანდარტული ვებ-ჰოსტინგი — 250 ლარიდან წელიწადში
  • Polylang (თუ მრავალენოვანი საიტი გაქვთ) — დაახლოებით 380 ლარი წელიწადში
  • გადახდის მოდული (მაღაზიისთვის) — 169 ლარი წელიწადში

ეს ხარჯები თქვენია და პირდაპირ პროვაიდერებს უხდით — მე შუამავალი არ ვარ და საკომისიოს არ ვიღებ.

ალტერნატივა: საიტის მართვის პაკეტი 150 ლარიდან თვეში, სადაც ჰოსტინგი, SSL და ბიზნეს ელ-ფოსტა უკვე შედის.

დომენი საიტის მისამართია, ჰოსტინგი — მისი სერვერი. მათი დამოუკიდებლად ყიდვა თუ გსურთ, რათქმაუნდა, შესაძლებელია. საიტის დამზადების ყველა პაკეტში შედის პირველი წლის ჰოსტინგისა და სტანდარტული დომენის საფასური, თუ დამოუკიდებლად ვერ დაირეგისტრირებთ.

დიახ, წინასწარ შევთანხმდებით საიტის დამზადების ფასზე, საიტის დამზადების ვადებსა და ყველა იმ საჭიროებაზე რისი განსაზღვრაც შესაძლებელია საიტის დაგეგმვის ეტაპზე. იგივე წესი მოქმედებს სხვა სერვისებზეც.

„გიორგი აფციაურს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო 🙏 ასე მოკლე დროში შექმნა ძალიან პროფესიონალური, თანამედროვე და ხარისხიანი ვებგვერდი, სადაც თითოეულ დეტალში იგრძნობა შრომა, გამოცდილება და პასუხისმგებლობა. მართლა იშვიათია ადამიანი, ვინც თავის საქმეს ასეთი გულით და პროფესიონალიზმით უდგება ❤️ დიდ წარმატებებს გისურვებ, გიორგი — ნამდვილად იმსახურებ 🙌“

genios ·

„Giorgi is very professional on what he do. I had very pleasant business project with him. Highly recommend.“

ashkan ·

„საუკეთესო საიტის დამზადების სერვისი და რაც ყველაზე მთავარია საიტის შექმნა შეთანხმებულ ვადებში დასრულდა. თუ საიტის გაკეთება გჭირდება, ჩემი რეკომენდაცია აიტილავერს 💙“

თამთა ·

„Best WordPress development services.“

Mariam ·

„თავისი საქმის პროფესიონალი, მისაღები ფასები სხვა კომპანიებთან შედარებით და მაღალი ხარისხი! რეკომენდაციას ვუწევ ამ კომპანიას :)“

Альберт ·

„საუკეთესო სერვისი, რაც კი ოდესმე გამომიყენებია! ბიჭი პროფესიონალზე მეტია.“

Giorgi ·

„Professional WordPress website creation service in Tbilisi! I had an amazing experience working with ITLover – fast, reliable, and highly skilled. If you need a modern, SEO-friendly website, I highly recommend them!“

Tamar ·

„Giorgi is an exceptional web developer who delivered our website exactly as advertised. Really like the clean layout and easy navigation. His service was not only highly professional but also friendly and approachable. Would highly recommend Giorgi to anyone looking to build a new website. Thank you!“

Kakha ·

„თბილისში საიტის დამზადების და ვებ დიზაინის მიმართულებით საუკეთესო მომსახურება აქვთ. ძალიან კომპეტენტური და დეტალებზე ორიენტირებული ჯგუფია, რომელმაც იდეალურად აწყობილი და გამართული საიტი ჩაბარა. Thank you It lover team 🤝👍“

erekle ·

„Georgi took on my project when no one else was interested, just the design of a webpage for language teaching but he made it into a thing of beauty. Good prices, nice results and a load of top advice. It's all good!“

RICHARD ·

„Best, flexible and affordable WordPress development service in Tbilisi. You should try working with this guy, if you need fast and quality web design services.“

Leqso ·