სეო ოპტიმიზაცია და ხილვადობა AI-ძიებაში

ტექნიკური სეო, კონტენტი და GEO — ერთ პროგრამაში. თვიური ანგარიში რეალური პოზიციებით.

ძიება 2026 წელს ორად გაიყო. ნაწილი ადამიანებისა ისევ Google-ში ეძებს. უფრო მეტი პასუხს ChatGPT-ს, Gemini-სა და Google-ის AI-შეჯამებაში იღებს.

საიტი ორივესთვის უნდა მოემზადოს: Google-ის რობოტისთვის – ტექნიკური სისწრაფით და სუფთა სტრუქტურით, AI-სთვის კი – კონტენტით.

სეო საიტის აუდიტით იწყება. თუ ტექნიკური ფუნდამენტი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, მარკეტინგში ჩადებული რესურსი არეფექტურად მუშაობს.

საიტის ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია, სისწრაფე და AI ადაპტაცია საძიებო სისტემებში მაღალი პოზიციებისთვის.
თვიური ანგარიში GSC-ის რეალური მონაცემებით ფიქსირებული ფასი მინიმალური ვადა 3 თვე
პასუხი 24 საათში

უფასო სეო შემოწმება — 24 საათში

გამომიგზავნეთ საიტის მისამართი და მიიღებთ ანგარიშს:

  • ჩატვირთვის სისწრაფე მობილურზე და კომპიუტერზე
  • ინდექსაციის სტატუსი — რამდენ გვერდს ხედავს Google
  • Title და Description — არის თუ არა და იჭრება თუ არა
  • მობილური ვერსიის ტესტი
  • SSL სერტიფიკატის სტატუსი და ვადა
  • სტრუქტურირებული მონაცემები (schema) — არის თუ არა
  • AI-ხილვადობა — ხსენდებით თუ არა ერთ საკონტროლო კითხვაზე

ეს არის სწრაფი სეო აუდიტი, რომლითაც განსაზღვრავთ გჭირდებათ თუ არა სეო მომსახურება ამ ეტაპზე.

ანგარიშს იღებთ 24 საათში თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე.

პრობლემის ანატომია: რატომ ვერ ხედავს Google თქვენს საიტს?

ციფრები არ ტყუიან: სანამ საიტი ტექნიკურად არ გაიმართება, ტრაფიკის ზრდა შეუძლებელია. დიაგნოსტიკა ხშირად ავლენს, რომ მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ტექნიკური SEO ხარვეზებია და არა მარკეტინგი.

  • დაბალი სისწრაფე (Core Web Vitals): თუ საიტი 3 წამზე გვიან იტვირთება, მომხმარებელი გარბის, Google კი პოზიციებს გიქვეითებთ.
  • ინდექსაციის პრობლემები: როცა Robots.txt ან არასწორი Sitemap ბოტებს უკრძალავს გვერდების წაკითხვას.
  • გატეხილი ბმულები (404 Errors): “ჩიხები” საიტზე, რომლებიც ანადგურებენ მომხმარებლის ნდობას და საიტის ავტორიტეტს.
საიტის აუდიტის ილუსტრაცია აჩვენებს სიჩქარის პრობლემებს, ინდექსირების შეცდომებს და გატეხილ ბმულებს

SEO პაკეტები

უფასო ექსპრეს-შემოწმება
10-პუნქტიანი ავტომატური სკანი
უფასო
  • სისწრაფის შემოწმება (PageSpeed)
  • ინდექსაციის სტატუსი Google-ში
  • Title/Description-ის გადამოწმება
  • მობილურზე ადაპტაციის ტესტი
  • SSL სერტიფიკატის სტატუსი
  • PDF ანგარიში 24 საათში, ელ-ფოსტაზე
მიიღე უფასოდ →
SEO აუდიტი
ერთჯერადი — ჯერ ვნახოთ, სად არის პრობლემა
600
  • სრული ტექნიკური აუდიტი
  • საკვანძო სიტყვების კვლევა
  • კონკურენტების ანალიზი
  • პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა (ანგარიში)
  • 1 საკონსულტაციო სესია
შეუკვეთე აუდიტი →
AI-ხილვადობის აუდიტი
ერთჯერადი — ხსენდები თუ არა ChatGPT-სა და Gemini-ს პასუხებში
450
  • 20 რეალური კითხვის ტესტი ChatGPT / Gemini / Perplexity-ში
  • ბრენდის ხსენების შემოწმება
  • ვინ ხსენდება თქვენ ნაცვლად — კონკურენტების ანალიზი
  • რეკომენდაციები ხილვადობის გასაზრდელად
  • წერილობითი ანგარიში
შეუკვეთე აუდიტი →
SEO სტარტი
შესვლის საფეხური — მცირე ბიზნესისთვის
600/თვე
  • ტექნიკური SEO მხარდაჭერა
  • თვეში 2 გვერდის ოპტიმიზაცია
  • პოზიციების მონიტორინგი
  • თვიური ანგარიში
  • ელ-ფოსტით მხარდაჭერა
დაიწყე 600₾/თვე-დან →
ერთჯერადი ოპტიმიზაცია
არსებული საიტის სრული ტექნიკური გამართვა
1 500-დან
  • On-page ოპტიმიზაცია (მეტა, სათაურები, სტრუქტურა)
  • სისწრაფის ოპტიმიზაცია (Core Web Vitals)
  • Schema / structured data
  • Search Console + Analytics-ის დაყენება
  • საბაზისო კონტენტის რეკომენდაციები
მოითხოვე შეთავაზება →

ერთჯერადი სერვისები (შემოწმება, აუდიტი, ოპტიმიზაცია) — სტარტისთვის ან წერტილოვანი პრობლემისთვის. ყოველთვიური პროგრამა — მდგრადი ზრდისთვის, მინიმალური ვადა 3 თვე.

რომელი პაკეტი მჭირდება?

„საიტი მაქვს, მაგრამ Google-ში საერთოდ არ ვჩანვარ"

ჯერ უნდა გავიგოთ რატომ. ხშირად მიზეზი ტექნიკურია და ერთჯერადად სწორდება.

„ვჩანვარ, მაგრამ კონკურენტები წინ არიან"

გჭირდებათ სისტემატური მუშაობა: კონტენტი, ბმულები, ტექნიკური გამართვა.

„Google-იდან ტრაფიკი ეცემა და არ ვიცი რატომ"

შესაძლოა ალგორითმის განახლება იყოს, შესაძლოა — AI-პასუხები, რომლებიც კლიკს ითვისებენ.

„საიტი ახლა კეთდება"

სეო ჯერ არ გჭირდებათ — ის საიტის დამზადების პაკეტში უკვე შედის. დაუბრუნდით 3–6 თვეში, როცა მონაცემები დაგროვდება.

AI
AI პასუხიც კითხულობს ამ თემას "საუკეთესო სუში?"
ციტირებულია AI პასუხში წყარო: თქვენი საიტი
4 3 2 1 თქვენი საიტი

SEO არქიტექტურა: 4-საფეხურიანი სამუშაო პროტოკოლი

1. ტექნიკური აუდიტი (ფუნდამენტი)

  • საიტის სკანირება — ვამოწმებ საიტს ისე, როგორც Google-ის რობოტი ხედავს
  • სისწრაფე — კოდის შეკუმშვა და ჩატვირთვის დაჩქარება
  • მობილური — სრული ადაპტაცია, რადგან ვიზიტორების უმეტესობა ტელეფონიდან მოდის

2. On-Page ოპტიმიზაცია (არქიტექტურა)

  • საკვანძო სიტყვები — რომელ ფრაზებზე გეძებენ რეალურად
  • სტრუქტურა — სათაურების იერარქია, რომ Google-მა გვერდი გაიგოს
  • სათაურები და აღწერები — რომ ძიების შედეგებში დააწკაპუნონ
  • ბმულები — რეალური, თემატურად შესაბამისი საიტებიდან
  • Local SEO: ბიზნესის პოზიციონირება Google-ის რუკებზე
  • დომენის ავტორიტეტი — სტაბილური ზრდა, არა ხელოვნური

4. ადაპტაცია AI ძიებისთვის (GEO & AIO)

  • AI-სთვის მომზადება — llms.txt და სტრუქტურირებული მონაცემები
  • ციტირებადი პასუხები — ტექსტი ისეა აწყობილი, რომ AI-მ დაიმოწმოს
  • მდგრადობა — მეთოდები, რომლებიც ალგორითმის განახლებას უძლებს
GEO

GEO — ხილვადობა AI-პასუხებში

როცა პოტენციური კლიენტი ChatGPT-ს ეკითხება „რომელი კომპანია ვარჩიო თბილისში", ის პასუხს იღებს სამი-ოთხი ბრენდის სახელით. თუ თქვენ იქ არ ხართ, ამ საუბარში არ არსებობთ — მაშინაც კი, თუ Google-ის ჩვეულებრივ შედეგებში მეორე ადგილზე დგახართ.

ამ სამუშაოს GEO ეწოდება (Generative Engine Optimization) და ის კლასიკური სეო-სგან განსხვავებულ ლოგიკას ეყრდნობა: Google-ს სჭირდება, რომ საიტი იპოვოს; AI-ს სჭირდება, რომ საიტი გაიგოს და დაიმოწმოს.

რას ვაკეთებ კონკრეტულად

სტრუქტურირებული მონაცემები (Schema)

ბიზნესის, სერვისების, ფასებისა და კითხვა-პასუხების მანქანურად წაკითხვადი აღწერა.

ციტირებადი კონტენტი

ტექსტი გადაწყობილია ისე, რომ თითოეული სექცია ერთ კონკრეტულ კითხვას პასუხობდეს. სწორედ ასეთ ბლოკებს იმოწმებს AI.

ბრენდის თანმიმდევრულობა

სახელი, მისამართი, სერვისები და აღწერა იდენტურია ყველა წყაროში, რომელსაც AI კითხულობს: საიტი, Google Business, კატალოგები, სოციალური ქსელები.

llms.txt

ფაილი, რომელიც AI-მოდელებს პირდაპირ უჩვენებს საიტის სტრუქტურასა და მთავარ ფაქტებს.

მონიტორინგი

ყოველთვიურად ვამოწმებ რეალურ კითხვებს ChatGPT-ში, Gemini-სა და Perplexity-ში და ვაფიქსირებ, ხსენდებით თუ არა და ვინ ხსენდება თქვენ ნაცვლად.

რატომ ახლა

GEO-ზე მუშაობა დღეს იაფია, რადგან ქართულ ბაზარზე მას თითქმის არავინ აკეთებს. როცა ყველა დაიწყებს — ისევე, როგორც სეო-ს შემთხვევაში მოხდა — შესვლის ფასი მრავალჯერ გაიზრდება.

GEO შედის ყოველთვიურ პაკეტში „სეო + GEO". ცალკე კი შეგიძლიათ შეუკვეთოთ ერთჯერადი AI-ხილვადობის აუდიტი.

რატომ არ ვიყენებ „სწრაფ” მეთოდებს

ბაზარზე არსებობს შეთავაზებები, რომლებიც პოზიციების სწრაფ ზრდას გპირდებიან: ბმულების მასობრივი შეძენა, ტექსტების ავტომატური გენერაცია, ხელოვნური ქცევითი სიგნალები.

შემდეგ მოდის ალგორითმის განახლება და საიტი კარგავს არა მხოლოდ მოპოვებულ პოზიციებს, არამედ იმასაც, რაც მანამდე ჰქონდა. აღდგენას ხშირად წელიწადზე მეტი დრო სჭირდება, ზოგჯერ კი შეუძლებელია.

მე ვმუშაობ მხოლოდ იმ მეთოდებით, რომლებსაც Google ღიად ადასტურებს: ტექნიკური გამართვა, კონტენტი, რომელიც რეალურ კითხვას პასუხობს, რეალური ბმულები, თემატურად შესაბამისი საიტებიდან. ეს უფრო ნელია, თუმცა სტაბილური და უსაფრთხო.

თუ ვინმე გპირდებათ პირველ ადგილს ერთ თვეში, ეს ან სიცრუეა, ან თქვენი დომენით რისკავს.

SEO სტრატეგიის ილუსტრაცია: სპამის რისკების თავიდან აცილება, მდგრადი ზრდა და საიმედო პარტნიორობა

მუშაობის ეტაპები და რეპორტინგი

ჩემი სამუშაო პროცესი გამჭვირვალეა. თქვენ ყოველთვიურად იღებთ ანგარიშს Google Search Console-სა და Analytics-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

  1. ეტაპი I: სრული SEO აუდიტი და კონკურენტების ანალიზი.
  2. ეტაპი II: ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა (On-Page).
  3. ეტაპი III: კონტენტ სტრატეგიის გაწერა და ლინკბილდინგის დაწყება (Off-Page).
  4. ეტაპი IV: მონიტორინგი, ანალიზი და მიღწეული პოზიციების შენარჩუნება.

FAQ

სეო მომსახურების ფასი დამოკიდებულია იმაზე, ერთჯერადი სამუშაო გჭირდებათ თუ სისტემატური პროგრამა.

  • ერთჯერადი: უფასო ექსპრეს-შემოწმება 0₾ · AI-ხილვადობის აუდიტი 450₾ · სეო აუდიტი 600₾ · სრული ოპტიმიზაცია 1 500₾-დან.
  • ყოველთვიური: სეო სტარტი 600₾/თვე მცირე ბიზნესისთვის, სეო + GEO 1 000₾/თვე სრული პროგრამისთვის. მინიმალური ვადა 3 თვე.
  • ეს ფასები ფიქსირებულია და კონსულტაციის შემდეგ არ იზრდება.

SEO გრძელვადიანი პროცესია. პირველი ტექნიკური შედეგები (ინდექსაციის გამოსწორება) ჩანს 2-4 კვირაში, ხოლო სტაბილური პოზიციები და ორგანული ტრაფიკის ზრდა – 3-დან 6 თვემდე პერიოდში.

SEO (Search Engine Optimization) არის ვებგვერდის ტექნიკური და შინაარსობრივი გამართვა, რათა ის Google-მა მარტივად “წაიკითხოს”. მიზანია, რომ როდესაც მომხმარებელი ეძებს თქვენს სერვისს, საძიებო სისტემამ სწორედ თქვენი საიტი/პროდუქტი აჩვენოს პირველ ადგილზე.

სეო მიზნად ისახავს, რომ საიტი Google-ის შედეგებში მაღლა იდგეს და მასზე დააწკაპუნონ. GEO მიზნად ისახავს, რომ თქვენი ბრენდი ხსენდებოდეს, როცა AI პასუხს თავად აყალიბებს — ChatGPT-ში, Gemini-ში ან Google-ის AI-შეჯამებაში.

პირველ შემთხვევაში ბრძოლა პოზიციაზეა, მეორეში — ციტირებაზე. 2026 წელს ორივე საჭიროა, რადგან ტრაფიკის ნაწილი უკვე AI-პასუხებში იკარგება: მომხმარებელი პასუხს იღებს და საიტზე აღარ გადადის.

ამას ხშირად სამი მიზეზი აქვს:

  1. ტექნიკური ხარვეზი: რობოტს აკრძალული აქვს საიტის წაკითხვა (Robots.txt ფაილით).
  2. ახალი დომენი: Google-ს ჯერ არ დაუინდექსირებია გვერდები (SandBox პერიოდი).
  3. დაბალი ხარისხი: საიტი ნელია ან არ აქვს მობილური ვერსია.

კონკრეტულ პოზიციაზე (მაგ: “პირველი ადგილი”) 100%-იან გარანტიას ვერცერთი პროფესიონალი ვერ მოგცემთ, რადგან Google-ის ალგორითმი მუდმივად იცვლება. მე გაძლევთ სამუშაოს ხარისხის, ტრაფიკის ზრდისა და პოზიციების გაუმჯობესების გარანტიას.

Google Ads არის ფასიანი რეკლამა — თქვენ იხდით თითოეულ კლიკში და შედეგი გაქვთ მანამ, სანამ იხდით. SEO არის ორგანული (უფასო) შედეგი — ეს არის ინვესტიცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უფასო ტრაფიკს და მაღალ ავტორიტეტს გინარჩუნებთ.

დიახ. გამომიგზავნეთ საიტის მისამართი და 24 საათში მიიღებთ 10-პუნქტიან ანგარიშს: სისწრაფე, ინდექსაცია, სათაურები, მობილური ვერსია, SSL და ძირითადი ტექნიკური ხარვეზები.

ეს არის რეალური შემოწმება და არა ავტომატური რეკლამა — თუ პრობლემა არ არის, ასეც დაგიწერთ.

გახადე შენი საიტი ხილვადი, გუგლში და AI პასუხებში

ტექნიკური SEO, კონტენტი და ხარისხიანი ბმულები — გაზომვადი შედეგით. მეტი ორგანული ვიზიტორი და მეტი მოთხოვნა შენი საიტიდან.

📈 გაზომვადი შედეგი  ·  🔍 ყოველთვიური რეპორტი  ·  გამჭვირვალე ფასი