რა ღირს საიტის დამზადება

Სარჩევი

საიტის დამზადება: ფასები და დეტალები

საიტის დამზადების ფასს რეალურად განაპირობებს ოთხი ცვლადი: დიზაინის სირთულე, ფუნქციონალი, ტექნიკური ოპტიმიზაცია და პლატფორმის არჩევანი, ასევე გვერდებისა და ალტერნატიული ენების რაოდენობა.

საიტის დამზადება იწყება 1 190 ლარიდან, ბიზნეს კლასის საიტი 1 990 ლარიდან, ონლაინ მაღაზია კი 2 990 ლარიდან, ტარიფების გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ყველა პაკეტი, ან ისარგებლოთ საიტის ფასის კალკულატორით. ეს არის ფიქსირებული ფასები ITLover-თან, და არა “დაწყებითი” შეფასება, რომელიც პროექტის განმავლობაში გაიზდება.

თუ გჭირდებათ მხოლოდ ერთი გვერდი, მაგალითად აქციისთვის ან ღონისძიებისთვის, ცალკე არსებობს მსუბუქი ვარიანტიც 650 ლარიდან. კომპლექსური სისტემები, ჯავშნების პლატფორმები, CRM ინტეგრაციები, ინდივიდუალურად ფასდება, ჩვეულებრივ 6 000 ლარიდან.

ყველა პაკეტზე შესაძლებელია 30%-იანი ავანსით დაწყება და დარჩენილი თანხის განაწილება 6 თვეზე, 0% პროცენტით, ბანკის ჩართვის გარეშე. თუ თქვენი მიზანია ბიზნესის გაციფრულება, საიტის დამზადება უნდა განიხილოთ არა როგორც ხარჯი, არამედ როგორც ინვესტიცია, რომელიც 24/7 მუშაობს თქვენთვის.

რა განსაზღვრავს საიტის დამზადების ფასს?

ხშირად ისმის კითხვა: “რატომ ღირს ერთ დეველოპერთან საიტი 500 ლარი, მეორესთან კი 5000?”. პასუხი ვიზუალში კი არა, სისტემის არქიტექტურაშია: თქვენ იხდით კოდის ხარისხის, სისწრაფისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის, არა მხოლოდ დიზაინისთვის.

ფასწარმოქმნაზე მოქმედებს ოთხი ძირითადი ფაქტორი:

  • დიზაინი და UX/UI: შაბლონური გადაწყვეტა იაფია, მაგრამ უნიკალური დიზაინი, მორგებული თქვენი მომხმარებლის ფსიქოლოგიაზე, მეტ დროსა და რესურსს მოითხოვს.
  • ფუნქციონალი და ინტეგრაციები: მარტივი საინფორმაციო გვერდი განსხვავდება სისტემისგან, რომელსაც სჭირდება გადახდის სისტემების, მარაგების მართვისა და CRM-ის ინტეგრაცია.
  • ტექნიკური ოპტიმიზაცია (Core Web Vitals): Google-ის სტანდარტების შესაბამისად, საიტი უნდა იტვირთებოდეს წამებში. კოდის სემანტიკური გამართვა და სისწრაფე პირდაპირ აისახება ფასზე.
  • დამოუკიდებლობა (CMS): მე ვიყენებ WordPress-ს, რომელზეც მუშაობს ინტერნეტის საიტების დაახლოებით 43%. ჩაბარების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებთ მარტივი ცვლილებების განხორციელებას დეველოპერის დახმარების გარეშე.
საბაზისო საიტი (შაბლონი)
+ ინდივიდუალური დიზაინი
+ ფუნქციონალი და ინტეგრაციები
საბოლოო ფასი: ფიქსირებული და გამჭვირვალე

სისწრაფე პირდაპირ გავლენას ახდენს გაყიდვებზე

53%
მომხმარებელი ტოვებს საიტს, თუ ჩატვირთვა 3 წამზე მეტხანს გრძელდება

AI საიტის ბილდერები და ფასზე მათი გავლენა

AI ბილდერები საიტის დამზადების საბაზისო ფასს ქვემოთ სწევენ, მაგრამ არ ცვლიან იმას, რაც რეალურად განაპირობებს ხარისხს. 2026 წელს Wix ADI, Framer AI და 10Web ტიპის ხელსაწყოები რამდენიმე წუთში ქმნიან ვიზუალურად მისაღებ საიტს, რაც განსაკუთრებით ცვლის ბაზარს მარტივი ვიზიტკებისთვის.

სამივე მოდელი განსხვავებულ ფასწარმოქმნას გვთავაზობს:

AI საიტის ბილდერი

შაბლონზე დაფუძნებული სტრუქტურა, სწრაფი გაშვება საკუთარი ძალებით.

~30-60 ₾/თვე

No-code SaaS პლატფორმა

მზა ონლაინ მაღაზიის ინფრასტრუქტურა, მაგრამ ტრანზაქციის საკომისიო და პლატფორმაზე დამოკიდებულება.

$29-299/თვე + საკომისიო

ინდივიდუალური WordPress დეველოპმენტი

საკუთარი კოდი, დამოუკიდებელი ჰოსტინგი და სრული კონტროლი.

1 190 ₾-დან, ერთჯერადად

AI ბილდერი კარგი არჩევანია, თუ საკმარისი დროა მის ასაწყობად და მოსავლელად, და თუ საიტს მხოლოდ პრეზენტაციული ფუნქცია აქვს. თუმცა, ისინი რამდენიმე რისკს შეიცავს:

  • პლატფორმაზე ჩაკეტვა: კოდის საკუთარ სერვერზე გადატანა შეზღუდული ან შეუძლებელია, ყოველთვიური გადასახადი კი არასდროს წყდება.
  • სუსტი ტექნიკური სტრუქტურა: შაბლონური კოდი ხშირად ნელია და შეზღუდულია სემანტიკური SEO-ს კონტროლში.
  • ინტეგრაციების ლიმიტი: CRM, საბუღალტრო სისტემები და API ინტეგრაციები ან საერთოდ არ არსებობს, ან მაღალ სააბონენტო გეგმას მოითხოვს.
  • მხარდაჭერის არარსებობა: თვითმომსახურების მოდელია. პრობლემის შემთხვევაში პასუხისმგებელი დეველოპერი არ გყავთ.

დეველოპერი გჭირდებათ მაშინ, როცა საიტმა რეალურად უნდა იმუშაოს: როცა Google-ში და AI-პასუხებში კონკურენტების წინ უნდა ჩანდეთ, როცა საიტი სხვა სისტემებთან უნდა დაუკავშირდეს, ან როცა გჭირდებათ ადამიანი, ვინც პასუხს აგებს იმაზე, რომ საიტი მუშაობს.

საიტის ტიპები და ბიუჯეტი (ჩემთან)

ქვემოთ მოცემულია ჩემი მიმდინარე, ფიქსირებული ფასები, არა საბაზრო საშუალო მაჩვენებელი.

ლენდინგი (Landing Page)
650 ₾-დან
დამზადება 4 დღიდან. ერთჯერადი აქცია, ივენთი, სწრაფი ტესტი.
სტარტი
1 190 ₾
დამზადება 7 დღიდან. დამწყები ბიზნესი, 5 გვერდამდე.
ბიზნესი
1 990 ₾
დამზადება 15 დღიდან. აქტიური ბიზნესი, 8 გვერდამდე.
მაღაზია (E-commerce)
2 990 ₾
დამზადება 20 დღიდან. ონლაინ გაყიდვები, WooCommerce.
ინდივიდუალური პროექტი
6 000 ₾-დან
ვადა ინდივიდუალურად. ჯავშნების სისტემები, CRM/API ინტეგრაციები.

გსურთ დეტალურად ნახოთ, რა შედის თითოეულ პაკეტში (ჰოსტინგი, SEO, ტექნიკური მხარდაჭერა)? ტარიფების გვერდზე შეძლებთ სრულად გაეცნოთ თითოეული პაკეტის დეტალებს, ან გამოთვალოთ ზუსტი ფასი კალკულატორით.

რა დამატებითი ხარჯები უნდა გაითვალისწინოთ? (Hidden Costs)

საიტის დამზადების ფასი არ მოიცავს მთელი წლის ხარჯს. იმისთვის, რომ თქვენი ციფრული ოფისი შეუფერხებლად მუშაობდეს, გაითვალისწინეთ სამი დამატებითი დეტალი:

  • დომენი: თქვენი საიტის მისამართი, მაგალითად .ge ან .com. ღირებულება: დაახლოებით 30-50 ლარი წელიწადში.
  • ჰოსტინგი და SSL: ჩემს პაკეტებში პირველი წელი შედის ფასში. მეორე წლიდან, საკუთარი ჰოსტინგის შემთხვევაში, ეს ხარჯი დამოუკიდებლად განისაზღვრება.
  • ტექნიკური მხარდაჭერა: თუ საიტის რეგულარულ განახლებაზე დრო არ გექნებათ, საიტის მართვის სერვისი იწყება 150 ლარიდან თვეში, საკუთარი ჰოსტინგის შემთხვევაში 120 ლარიდან, და მოიცავს სარეზერვო ასლების წარმოებას, განახლებებსა და უსაფრთხოების მონიტორინგს 24/7.

რატომ არის დიდი სხვაობა ფასებში? (500₾ vs 5000₾)

500-ლარიან და 5 000-ლარიან საიტს შორის განსხვავება ვიზუალში კი არა, საძირკველშია. იაფი საიტები ხშირად აწყობილია მოპარული ან გატეხილი თემებით, რაც საფრთხეს უქმნის თქვენსა და ვიზიტორების მონაცემებს.

იაფი საიტი (~500 ₾)

გატეხილი თემები

უსაფრთხოების ხარვეზები, პლაგინების კონფლიქტი, ხშირი ავარია

ხარისხიანი საიტი (1 190 ₾+)

სუფთა კოდი

ლიცენზირებული კომპონენტები, სემანტიკური HTML, გამართული სტრუქტურა

იაფი საიტი (~500 ₾)

ჩატვირთვა 5+ წამი

არაპტიმიზებელი სურათები, გადატვირთული პლაგინები

ხარისხიანი საიტი (1 190 ₾+)

ჩატვირთვა 2 წამამდე

Core Web Vitals-ის სტანდარტით ოპტიმიზებული

ინვესტიცია ხარისხში ნიშნავს, რომ მომავალში არ მოგიწევთ საიტის თავიდან გაკეთება და დამატებითი, გაუთვალისწინებელი ხარჯები.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

რა ღირს საიტის მართვა და შენახვა წლიურად?

თუ თავად მართავთ საიტს, დომენისა და ჰოსტინგის ხარჯი წლიურად დაახლოებით 200-350 ლარია. თუ გირჩევნიათ, რომ ტექნიკურ მხარეს მე ვუზრუნველვყო, საიტის მართვის პაკეტები იწყება 150 ლარიდან თვეში და მოიცავს ჰოსტინგს, SSL-ს, ბექაპებსა და მონიტორინგს.

შედის თუ არა SEO ოპტიმიზაცია ფასში?

სტანდარტული პაკეტი მოიცავს საბაზისო SEO თავსებადობას: საიტის სისწრაფეს, მობილურ ადაპტაციასა და სწორ სტრუქტურას. შინაარსობრივი SEO და საძიებო ფრაზებზე მუშაობა ცალკე სერვისია.

რამდენ ხანში იქნება საიტი მზად?

ვადა პაკეტზეა დამოკიდებული: სტარტი მზადდება 7 სამუშაო დღეში, ბიზნესი 15 დღეში, ონლაინ მაღაზია 20 დღეში. ვადა ითვლება მასალების მოწოდების დღიდან, არა ხელშეკრულების ხელმოწერიდან.

შესაძლებელია თუ არა განვადებით გადახდა?

დიახ. ყველა პაკეტზე ვთავაზობ 6-თვიან განვადებას 0% პროცენტით: 30% ავანსი დაწყებისას, დარჩენილი თანხა თანაბრად იყოფა 6 თვეზე, ბანკის ან ფინანსური ორგანიზაციის ჩართვის გარეშე.

საკმარისია AI ბილდერი ჩემი ბიზნესისთვის?

თუ გჭირდებათ მარტივი ონლაინ ვიზიტკა და გაქვთ დრო მის თვითონ აწყობასა და მოვლაზე, დიახ, საკმარისია. დეველოპერი გჭირდებათ მაშინ, როცა საიტი უნდა დაუკავშირდეს სხვა სისტემებს, ან როცა Google-სა და AI-პასუხებში კონკურენტების წინ ჩანა გჭირდებათ.


ნუ დაკარგავთ დროს, ფულსა და ნერვებს გაურკვევლობაში, სწორად დაგეგმეთ თქვენი ბიზნესის ციფრული პლატფორმა.

თუ რაიმე დეტალი გამომრჩა პოსტში, ან გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, დამიტოვეთ კომენტარში, ან მომწერეთ.

გისურვებთ წარმატებებს ციფრულ სივრცეში!

როგორი გინდა იყოს შენი პროექტი?

Giorgi Aptsiauri web developer_გიორგი აფციაური ვებ დეველოპერი_WordPress

Giorgi Aptsiauri

WP Developer

5 Responses

  1. სამკერვალოს საიტის დამზადებას რა ფასში შეძლებთ? მაქსიმუმ 3-5 გვერდიანი საიტის დამზადება და რა დრო დასჭირდება

    1. გამარჯობა
      მარტივი საიტის დამზადების ფასი 1000 ლარიდან და 14 დღე საიტის დამზადების დრო.
      პროექტის განსახილველად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

  2. მარტივი საიტის დამზადება სადაც არაა გადახდები და სხვა ფუნქციები, 7 გვერდი და 14 სიახლეების პოსტია, ასეთი საიტის შექმნის ფასი რა არის და ყოველწლიურად რამდენი დასჭირდება რომ საიტმა იმუშავოს შეუფერხებლად

    1. გამარჯობა
      საიტის დამზადების ფასი იწყება 1000 ლარიდან, მსგავსი მარტივი საიტის ყოველწლიური შენახვის ხარჯი – დომენისა და ჰოსტინგის სერვისი მინიმუმ 200 ლარიდან ღირს + დეველოპერის მომსახურების, რაც დაგჭირდებათ

  3. სალამი ვყიდი ონლაინ მაღაზიის საიტს დაახლოებით 18 გვერდამდეა დამიკავშირდით დაინტერესებისშემთხვევაში 574-92-58-58

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

გსურთ თვალი ადევნოთ ტექნოლოგიურ სიახლეებს?

გამოიწერეთ მარტივად და მიიღეთ სიახლეები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე.

გამოწერის გაუქმება — ნებისმიერ დროს, ერთი დაწკაპუნებით. თქვენი მეილი არასდროს გადაეცემა მესამე მხარეს.