რა ღირს საიტის დამზადება

Სარჩევი

საიტის დამზადება: ფასები და დეტალები 

საიტის დამზადების ფასი საშუალოდ 1500 ლარიდან იწყება, სრულფასოვანი ონლაინ მაღაზიის ღირებულება 3000 ლარს აჭარბებს, ეს არის ყველაზე მინიმალური ფასი ხარისხიანი პლატფორმის შექმნისთვის. საბოლოო ბიუჯეტი პირდაპირ არის დამოკიდებული დიზაინის კომპლექსურობაზე, ფუნქციონალსა (API ინტეგრაციები) და უსაფრთხოების სტანდარტებზე.

თუ თქვენი მიზანია ბიზნესის გაციფრულება, საიტის დამზადება უნდა განიხილოთ არა როგორც ხარჯი, არამედ როგორც სტრატეგიული ინვესტიცია, რომელიც 24/7-ზე მუშაობს თქვენთვის.

რა განსაზღვრავს საიტის დამზადების ფასს?

ხშირად ისმის კითხვა: “რატომ ღირს ერთ დეველოპერთან საიტი 500 ლარი, მეორესთან კი 5000?”. პასუხი ტექნიკურ დეტალებსა და გრძელვადიან სტაბილურობაშია. თქვენ იხდით არა მხოლოდ ვიზუალში, არამედ სისტემის არქიტექტურაში.

ფასწარმოქმნაზე მოქმედებს ოთხი ძირითადი ფაქტორი:

  • დიზაინი და UX/UI: შაბლონური გადაწყვეტა იაფია, მაგრამ უნიკალური დიზაინი, რომელიც მორგებულია თქვენი მომხმარებლის ფსიქოლოგიაზე, მოითხოვს მეტ დროს და რესურსს.
  • ფუნქციონალი და ინტეგრაციები: მარტივი საინფორმაციო გვერდი განსხვავდება სისტემისგან, რომელსაც სჭირდება გადახდის სისტემების (Payment Gateway), მარაგების მართვისა და CRM-ის ინტეგრაცია.
  • ტექნიკური ოპტიმიზაცია (Core Web Vitals): Google-ის სტანდარტების შესაბამისად, საიტი უნდა იტვირთებოდეს წამებში. კოდის სემანტიკური გამართვა და სისწრაფე პირდაპირ აისახება ფასზე.
  • დამოუკიდებლობა (CMS): მე ვიყენებთ WordPress-ს, რაც ნიშნავს, რომ საიტის ჩაბარების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში თქვენ დამოუკიდებლად შეძლებთ მარტივი ცვლილებების განხორციელაბს (ტექსტების შეცვლა, ფოტოების დამატება) დეველოპერის დახმარების გარეშე. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ზოგავს თქვენს ბიუჯეტს.

💡 იცოდით? მომხმარებლების 53% ტოვებს ვებსაიტს, თუ მისი ჩატვირთვის დრო 3 წამს აღემატება. იაფიანი ჰოსტინგი და გაუმართავი კოდი პირდაპირ კლავს თქვენს გაყიდვებს.

საიტის ტიპები და ბიუჯეტი (ჩემთან)

ქვემოთ მოცემულია საბაზრო სტანდარტებზე დაფუძნებული საწყისი ფასები.

საიტის ტიპისავარაუდო ფასიდამზადების დროვისთვის არის?
სავიზიტო (Landing Page)1500 ₾-დან10 დღე +სტარტაპები, პორტფოლიო
კორპორატიული ვებსაიტი2000 ₾-დან3 კვირა +მცირე და საშუალო ბიზნესი, სერვისები
ონლაინ მაღაზია (E-commerce)3000 ₾-დან3-4 კვირა +რითეილი, ფიზიკური პროდუქტებით ვაჭრობა
კომპლექსური პლატფორმაინდივიდუალური1 თვე+დიდი ორგანიზაციები, უძრავი ქონება, მასშტაბური ინტეგრაციები

გსურთ დეტალურად ნახოთ, რა შედის თითოეულ პაკეტში (ჰოსტინგი, სეო, ტექნიკური მხარდაჭერა)? ტარიფების გვერდზე შეძლებთ სრულად გაეცნოთ თითოეული პაკეტის დეტალებს.

რა დამატებითი ხარჯები უნდა გაითვალისწინოთ? (Hidden Costs)

ხშირად დამკვეთს ავიწყდებათ, რომ საიტის დამზადების ფასი არ მოიცავს სრულ ხარჯს. იმისთვის, რომ თქვენი ციფრული ოფისი მუშაობდეს შეუფერხებლად, უნდა გაითვალისწინოთ:

  • დომენი: თქვენი საიტის მისამართი (მაგ: .ge ან .com). ღირებულება: ~30-50 ლარი/წელიწადში.
  • ჰოსტინგი და SSL: ადგილი სერვერზე და უსაფრთხოების სერთიფიკატი. ჰოსტინგი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, საიტის მოთხოვნების განსაზღვით. ჰოსტინგის ფასები საშუალოდ 250 ლარიდან იწყება (წელიწადში).
  • ტექნიკური მხარდაჭერა: თუ საიტის ადმინისტრირების დრო არ გექნებათ, ან ვერ შეძლებთ სხვადასხვა მიზეზის გამო, პერიოდულად დაგჭირდებათ დეველოეპერის მომსახურება. საიტის რეგულარული მართვის, ან ერთჯერადი მომსახურების ფასები განისაზღვრება ინდივიდუალურად.

რატომ არის დიდი სხვაობა ფასებში? (500₾ vs 5000₾)

საიტის დამზადების ფასები - იაფი vs ძვირიანი საიტი
წარმოიდგინეთ, რომ ყიდულობთ სახლს. 500 ლარიანი საიტი ჰგავს კარავს — ის დროებითია, დაუცველია ქარისგან და ვერ გაუძლებს ზამთარს. 5000 ლარიანი საიტი კი არის მყარი შენობა, კარგად დაპროექტებული საძირკვლით.

იაფი საიტები ხშირად აწყობილია მოპარული ან გატეხილი (Nulled) თემებით, რაც საფრთხეს უქმნის თქვენსა და ვიზიტორების მონაცემებს.

ძვირადღირებული პროექტი გულისხმობს სუფთა კოდს, სემანტიკურ HTML-ს და Google-ის საძიებო სისტემისთვის გამზადებულ სტრუქტურას. ინვესტიცია ხარისხში ნიშნავს, რომ მომავალში არ მოგიწევთ საიტის თავიდან გაკეთება და სხვა დამატებითი ხარჯები.

როგორი გინდა იყოს შენი პროექტი?

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

Q: რა ღირს საიტის შენახვა წლიურად?

სტანდარტული კორპორატიული საიტისთვის, დომენისა და ხარისხიანი ჰოსტინგის ხარჯი წლიურად დაახლოებით 200-300 ლარის ფარგლებში მერყეობს. ონლაინ მაღაზიებისთვის ეს თანხა შეიძლება იყოს მეტი, რესურსების მოთხოვნიდან გამომდინარე.

Q: შედის თუ არა SEO ოპტიმიზაცია ფასში?

ჩემთან სტანდარტული პაკეტი მოიცავს საბაზისო სეო თავსებადობას — საიტის სისწრაფეს, მობილურ ადაპტაციას და სწორ სტრუქტურას. შინაარსობრივი SEO (Content SEO) და საძიებო ფრაზებზე მუშაობა ცალკე სერვისია.

Q: რამდენ ხანში იქნება საიტი მზად?

მარტივი Landing Page-ის ჩაბარება შემიძლია 10 სამუშაო დღეში. ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში მინიმუმ ერთი თვე გრძელდება, პროექტის მასშტაბზეა დამოკიდებული.

საიტის დამზადება, საიტის შექმნა, ფასები, მზა თემები და შაბლონები

ნუ დაკარგავთ დროს, ფულსა და ნერვებს გაურკვევლობაში!

თუ რაიმე დეტალი გამომრჩა პოსტში, ან გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, დამიტოვეთ კომენტარში, ან მომწერეთ.

გისურვებთ წარმატებებს ციფრულ სივრცეში!

Giorgi Aptsiauri web developer_გიორგი აფციაური ვებ დეველოპერი_WordPress

Giorgi Aptsiauri

WP Developer

5 Responses

  1. სამკერვალოს საიტის დამზადებას რა ფასში შეძლებთ? მაქსიმუმ 3-5 გვერდიანი საიტის დამზადება და რა დრო დასჭირდება

    1. გამარჯობა
      მარტივი საიტის დამზადების ფასი 1000 ლარიდან და 14 დღე საიტის დამზადების დრო.
      პროექტის განსახილველად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

  2. მარტივი საიტის დამზადება სადაც არაა გადახდები და სხვა ფუნქციები, 7 გვერდი და 14 სიახლეების პოსტია, ასეთი საიტის შექმნის ფასი რა არის და ყოველწლიურად რამდენი დასჭირდება რომ საიტმა იმუშავოს შეუფერხებლად

    1. გამარჯობა
      საიტის დამზადების ფასი იწყება 1000 ლარიდან, მსგავსი მარტივი საიტის ყოველწლიური შენახვის ხარჯი – დომენისა და ჰოსტინგის სერვისი მინიმუმ 200 ლარიდან ღირს + დეველოპერის მომსახურების, რაც დაგჭირდებათ

  3. სალამი ვყიდი ონლაინ მაღაზიის საიტს დაახლოებით 18 გვერდამდეა დამიკავშირდით დაინტერესებისშემთხვევაში 574-92-58-58

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

გსურთ თვალი ადევნოთ სიახლეებს?

მიიღეთ ჩვენი ყველაზე ღირებული რჩევები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე, თვეში ერთხელ