რა ღირს საიტის დამზადება

Სარჩევი

როგორც ქართულ, ასევე გლობალურ ბაზარზე საიტის დამზადების ფასები განსხვავებულია. არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული ფორმულა იმისთვის, თუ რა კაპიტალის ინვესტირება დაგჭირდებათ საიტის დამზადებისთვის, მისი მართვისა და შენარჩუნებისთვის. 

ფასები იმდენად განსხვავებულია რომ ხშირად იწვევს დაბნეულბას მომხმარებლებში, მათი მხრიდან არარაციონალური არჩევანის გაკეთებას, რაც შემდეგ განაპირობებს იმედგაცრუებას, დროის დაკარგვასა და დამატებით ხარჯებს.

Wordpress საიტის დამზადების მსურველი, რომელიც დაიბნა საიტის დამზადების ფასებით.

💡 მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ საიტის დამზადების ფასს განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორი. თუ თქვენ გაქვთ მკაფიოდ განსაზღვრული, თუ რა ტიპის საიტი გჭირდებათ, რა ფუნქციონალს ან დიზაინის ელემენტებს საჭიროებს თქვენი  მიზნების მისაღწევად, ამ შემთხვევაში დეველოპერს შეუძლია საიტის დამზადების დროისა და ფასის განსაზღვრა.

💰 ნებისმიერ დეველოპერს, ან სააგენტოს აქვს თავისი ფასის დიაპაზონი და თვითონ წყვეტს რა ღირს მისი დრო და გამოცდილება. დიალოგი კითხვაზე: “რა ღირს საიტის შექმნა: აი, იმან 199 ლარი მითხრა, თქვენთან რატომ ღირს 1500?!”  ლოგიკური კითხვაა, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ორივე პასუხის ავტორი მართალია თავისი მიზნებიდან გამომდინარე, და თქვენ გაქვთ არჩევანის ფუფუნება.

წორი კომუნიკაციის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ წინასწარ გქონდეთ განსაზღვრული საიტის დამზადების დრო და ხარჯები. 

საიტის ფასის კალკულაციას განსაზღვრავს:

  • საიტის ტიპი
  • დიზაინის ელემენტები
  • საჭირო ფუნქციონალი
  • საიტის პლატფორმა
  • დომენი & ჰოსტინგი
  • SSL სერტიფიკატი
  • თემა & შაბლონები

საიტის დამზადების ფასები საიტის ტიპის მიხედვით

საიტის ფასი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საიტის ტიპზე. მაგალითად, სავიზიტო საიტის დამზადება გაცილებით იაფი ღირს ვიდრე ონლაინ მაღაზიის, რაც განპირობებულია იმით, რომ სხვადასხვა ტიპის საიტს სჭირდება შესაბამისი ბაზა, ფუნქციონალი, მოდულები, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შესაბამისი გამოცდილება და დამზადების დრო. 

მაგალითად, თუ სავიზიტო საიტის დამზადების ფასი არის 1000 ლარი და საჭიროების ორ კვირამდე მუშაობას, ონლაინ მაღაზიის საიტის შექმნის ფასი მინიმუმ სამჯერ მეტია და საჭიროებს მინიმუმ ოთხ კვირიან ვადას.

საიტის დამზადების ფასი, საიტის დამზადება ფასები სხვადასხვა ვორდპრესის თემებზე

საიტის დამზადების ფასები დიზაინის ელემენტების გათვალისწინებით

თუ გადაწყვეტთ, შექმნათ ბრენდის იდენტობა ამისთვის დაგჭირდებათ პროფესიონალი ვებ დიზაინერის მომსახურება. ინდივიდუალური დიზაინი მოიცავს ფერების, ფონტებისა და გრაფიკული ელემენტების კონტრასტს. ინდივიდუალური დიზაინით საიტის შექმნის ფასი გაცილებით მეტია.

საიტის დამზადების ფასი დიზაინის გათვალისწინებით, web design, ვებ დიზაინი

გამოსაყენები ფუნქციონალის გავლენა საიტის ფასზე

საიტის ფუნქციონალი მოიცავს თქვენ საიტზე ჩასაშენები კონკრეტული მოქმედებების შემსრულებელ ფუნქციებს (გადახდის სისტემები, გამომთვლელები, სარეგისტრაციო ფორმები და ა.შ.). არსებობს როგორც ფასიანი, ასევე უფასო მზა მოდულები საჭირო ფუნქციების შესასრულებლად. ინდივიდუალური ფუნქციის შექმნა და შენარჩუნება (განახლებები) მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული.  

საიტის ფუნქციების გავლენა საიტის დამზადების ფასები

საიტის პლატფორმა რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ფასებს

საიტის პლატფორმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საიტის დამზადების პროცესში. არსებობს კონტენტის მართვის სხვადასხვა სისტემები (CMS), მათ შორის ყველაზე გავრცელებულია WordPress-ი, რომელიც ითვლება ყველაზე უსაფრთხო და მაშტაბირებად პლატფორმად ნებისმიერი ტიპის საიტისთვის. 

WordPress-ის 2024 წლის სტატისტიკით პლატფორმის ძრავზე მუშაობს ყველა ვებსაიტის 43.5%, ოფიციალური საცავი მოიცავს 30000-ზე მეტ თემას და 70000-ზე მეტ მოდულს.

თუ თქვენი მიზნები საჭიროებს ინდივიდუალური  CMS-ის შემუშავებას დიდი ბიუჯეტის არსებობს შემთხვევაში ამასაც შეძლებთ.

WordPress საიტის აწყობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური დიზაინით, ასევე მზა შაბლონის გამოყენებით.

wordpress საიტის აწყობა, საიტის დამზადების პლატფორმები და საიტის ფასები

დომენი & ჰოსტინგი ფასები

დომენისა და ჰოსტინგის ფასები დამოკიდებულია თქვენს საჭიროებებზე და ბიუჯეტზე. დომენის ფასები 15$-დან რამდენიმე ათეულ ათას დოლარამდეც კი მერყეობს.

რაც შეეხება ჰოსტინგის სერვისს ფასები იწყება დაახლოებით 120$-დან ზევით( წელიწადში).  ასე რომ, საიტის დამზადება უფასოდ  შეუძლებელია, იმ შემთხვევაშიც კი თუ თვითონ აკეთებთ მას.

საიტის დამზადება-დომენები & ჰოსტინგი ფასები, საიტის დამზადება უფასოდ

SSL სერტიფიკატის ფასი

SSL სერტიფიკატი უზრუნველყოფს თქვენს საიტსა და თქვენს ვიზიტორებს შორის დაშიფრული პაკეტებით კავშირს.

SSL სერტიფიკატი მნიშვნელოვანია, საიტები მისი არარსებობის შემთხვევაში გუგლის საძიებო სისტემაში ვერ ხვდებიან და აქვთ უსაფრთხოების მაღალი რისკები.

საიტის შექმნა ფასები, რა ღირს საიტის დამზადება SSL სერტიფიკატით

WordPress-ის თემების და მზა შაბლონების ფასები

დეველოპერი თქვენი მიზნებისა და საჭიროებების განსაზღვრით მოძებნის მზა თემას, რომელიც დიზაინითა და ფუნქციონალით თავსებადი იქნება თქვენ საიტთან. WordPress-ის თემების ფასი მრავალფეროვანია და მერყეობს საშუალოდ 100$-ის ფარგლებში, ასევე არსებობს უფასო ოფიციალური თემები.

თუ თქვენ გაქვთ მზა დიზაინი Figma-ზე, ან Canva-ზე და გსურთ სრულად ინდივიდუალური საიტის ნულიდან აწყობა,  დეველოპერი გააკეთებს მზა დიაზინის კონვერტაციას შეთანხმებულ პლატფორმაზე და ჩააშენებს საჭირო ფუნქციონალს.

ინდივიდუალური დიზაინისა და ფუნქციონალის საიტი მოითხოვს მეტ დროსა და რესურსებს.

გასათვალისწინებელია, რომ საიტის დამზადების ფასი და საიტის დამზადების დრო მნიშვნელოვნად მცირდება მზა შაბლონის გამოყენებით.

საიტის დამზადება ფასები , საიტის შექმნა ფასები, მზა საიტების თემების ფასი
საწყის ეტაპზე სწორი კომუნიკაციით შეძლებთ დაგეგმოთ თქვენი საიტის დამზადების პროცესი გონივრულ ფასად.

ვებ დიზაინის სააგენტოების საიტებზე მოცემული ფასები არის სტანდარტული, ნებისმიერ შემთხვევაში დეველოპერი დააზუსტებს ყველა დეტალს, განსაზღვრავს რა ღირს საიტის გაკეთება და რა დრო დასჭირდება მას.

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიტოვეთ კომენტარი.
ITLover-ის საიტის დამზადების ფასები და სხვა სერვისების ღირებულება შეგიძლიათ ნახოთ აქ – ტარიფები.

გისურვებ წარმატებებს! 🎯💙

Giorgi Aptsiauri web developer_გიორგი აფციაური ვებ დეველოპერი_WordPress
Giorgi Aptsiauri
WordPress Developer
Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest

2 Responses

  1. სამკერვალოს საიტის დამზადებას რა ფასში შეძლებთ? მაქსიმუმ 3-5 გვერდიანი საიტის დამზადება და რა დრო დასჭირდება

    1. გამარჯობა
      მარტივი საიტის დამზადების ფასი 1000 ლარიდან და 14 დღე საიტის დამზადების დრო.
      პროექტის განსახილველად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გსურთ თვალი ადევნოთ სიახლეებს?

მიიღეთ ჩვენი ყველაზე ღირებული რჩევები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე, თვეში ერთხელ!