AI ინტეგრაცია და ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია
რუტინული საქმეების დელეგირება ხელოვნურ ინტელექტზე, უსაფრთხოდ და ეფექტურად.
ავტომატიზაცია ხორციელდება n8n პლატფორმაზე. ეს არის სრული ციფრული ტრანსფორმაცია: ბიზნეს პროცესების აუდიტიდან – სისტემის აწყობამდე.
ყველა პროექტი იწყება პროცესის აუდიტით, რომელიც პასუხობს კითხვას რა შეიძლება ატომატიზდეს თქვენს ბიზნესში, რა დროსა და ხარჯს შეამცირებთ.
რას მოიცავს N8N ავტომატიზაციის სერვისი?
Workflow არქიტექტურა და ლოგიკა
ვიკვლევ თქვენს ბიზნეს პროცესს და ვქმნი ოპტიმალურ ალგორითმს. ვაწყობ ლოგიკას “სუფთა ფურცლიდან” (Custom Workflow), რომელიც ზუსტად ერგება თქვენი კომპანიის მუშაობის სტილს.
სიჩქარე და რეალურ დროში დამუშავება
მონაცემების ხელით გადატანა (Copy-Paste) წარსულს ჩაბარდა. სისტემა მუშაობს მყისიერად — ინფორმაცია ერთი პროგრამიდან მეორეში (მაგ: Facebook -> CRM) წამებში გადადის.
უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა (Self-Hosted)
განსხვავებით Zapier-ისგან, n8n-ს ვათავსებთ თქვენსავე სერვერზე. ეს ნიშნავს, რომ კლიენტების ბაზები და ფინანსური მონაცემები არ გადის მესამე მხარესთან.
1000+ ინტეგრაცია და API მხარდაჭერა
1,000-ზე მეტი ინტეგრაცია წამყვან პლატფორმებთან (Gmail, Slack, WordPress, Zoom). გარდა ამისა, ვაკავშირებ ნებისმიერ ლოკალურ სერვისს (TBC, Bog, RS.ge), რომელსაც აქვს API დოკუმენტაცია.
AI ავტომატიზაციის ტიპები, რომლებსაც ვაკეთებ
გაყიდვების პროცესის სრული ავტომატიზაცია
თქვენი გაყიდვების ციფრული ასისტენტი. მოიცავს: ლიდების ავტომატურ შეგროვებას, AI ფილტრაციას, რათა მენეჯერმა დრო მხოლოდ რეალურ მყიდველებზე დახარჯოს.AI კონტენტ-გენერატორები (Marketing)
სრული მარკეტინგული ციკლი: თემის მოძიება, სტატიის დაწერა, სურათის გენერაცია და სოციალურ ქსელში (FB, LinkedIn) გამოქვეყნება — სრულად ავტომატურად.მომხმარებელთა მხარდაჭერა (AI Support)
შემოსული შეტყობინებების და მეილების ანალიზი. AI ამზადებს პასუხის დრაფტს ან პასუხობს მარტივ კითხვებს დამოუკიდებლად, ადამიანის ჩარევის გარეშე.რეპორტინგი და ანალიტიკა
მონაცემების შეგროვება სხვადასხვა წყაროდან (Google Ads, Facebook, CRM) და ერთიანი რეპორტის აწყობა Excel/Google Sheets-ში ან Telegram-ში გამოგზავნა.პაკეტები და ფასები
- ერთი ავტომატიზაციის სცენარი (workflow)
- დაკავშირება 3 სისტემამდე — ფორმა, ელ-ფოსტა, Sheets, Telegram, CRM
- ლოგიკა და პირობები — რა ხდება რომელ შემთხვევაში
- ტესტირება რეალურ მონაცემებზე
- n8n-ის დაყენება და კონფიგურაცია
- ვიდეო-ინსტრუქცია: როგორ მუშაობს და როგორ შეცვალოთ
- 1 თვე ტექნიკური გარანტია
მაგალითად: Facebook-ის ლიდი → CRM → შეტყობინება · საიტის ფორმა → Sheets → ავტომატური პასუხი · ახალი შეკვეთა → ინვოისი → Telegram
აირჩიე პაკეტი →- ჩატბოტი თქვენს მონაცემებზე — სერვისები, ფასები, სამუშაო საათები, პირობები
- ქართული ენა (ასევე ინგლისური და რუსული, საჭიროების შემთხვევაში)
- განთავსება საიტზე + Messenger ან WhatsApp
- გადართვა ადამიანზე, როცა კითხვა რთულია
- კონტაქტების შეგროვება — ჩატბოტი ჯავშანს ან ნომერს იღებს
- ყოველთვიური ანგარიში: რამდენი კითხვა, რაზე ვერ უპასუხა
- ცოდნის ბაზის განახლება თვეში ერთხელ
- 3 ავტომატიზაციის სცენარამდე ერთ სისტემაში
- ინტეგრაციები: CRM, ბუღალტერია, საწყობი, ბანკები, RS.ge
- AI ჩატბოტი შედის პაკეტში
- დოკუმენტების ავტომატური დამუშავება — ინვოისები, შეკვეთები
- ავტომატური ანგარიშები Sheets-ში ან Telegram-ში
- n8n თქვენს ან ჩემს სერვერზე — მონაცემები არსად არ გადის
- 3 თვე ტექნიკური გარანტია და მონიტორინგი 24/7
ყოველთვიური ღირებულება მოიცავს სერვერს, AI-ს მოხმარებას და მონიტორინგს — ცალკე ანგარიშები არ დაგჭირდებათ. არ იცით, საიდან დაიწყოთ? პროცესის აუდიტი — 490 ₾, სრულად გამოაკლდება პროექტს, თუ 3 თვეში აირჩევთ პაკეტს.
არ იცით, რა შეიძლება ავტომატიზდეს? პროცესის აუდიტი — 490 ₾
ერთსაათიან საუბარში ვსწავლობ, რას აკეთებთ ხელით და რამდენი დრო მიაქვს. შემდეგ ვამზადებ ანგარიშს:
- რომელი 3–5 პროცესია ავტომატიზაციისთვის ვარგისი
- რამდენ საათს დაზოგავს თითოეული თვეში
- რა ჯდება თითოეულის ავტომატიზაცია
- რა თანმიმდევრობით ღირს დაწყება
- სად არ ღირს AI — ესეც ისევე მნიშვნელოვანია
აუდიტის ღირებულება სრულად გამოაკლდება პროექტს, თუ 3 თვეში ერთ-ერთ პაკეტს აირჩევთ. ე.ი. თუ გააგრძელებთ — აუდიტი უფასოა.
რომელი პაკეტი გჭირდება?
„მოთხოვნები ღამით და შაბათ-კვირას მოდის, პასუხი ორშაბათს მიდის"
გჭირდებათ სისტემა, რომელიც კლიენტს მაშინვე უპასუხებს და კონტაქტს შეაგროვებს.
AI ჩატბოტი1 990 ₾ + 190 ₾/თვე„ერთი და იგივე ინფორმაცია ხელით გადამაქვს ერთი პროგრამიდან მეორეში"
გჭირდებათ ერთი workflow, რომელიც ამ ნაბიჯს სამუდამოდ მოხსნის.
ავტომატიზაცია890 ₾„რამდენიმე კომპლექსური პროცესია, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება"
გჭირდებათ სისტემა, არა ცალკეული სცენარები.
ბიზნეს სისტემა3 990 ₾-დან + 290 ₾/თვე„ვიცი, რომ დრო იკარგება, მაგრამ ზუსტად არ ვიცი სად"
გჭირდებათ აუდიტი — 490 ₾, რომელიც პროექტს სრულად გამოაკლდება.
პროცესის აუდიტი490 ₾ღირებულება — ერთჯერადი და ყოველთვიური
ავტომატიზაციის ფასი ორი ნაწილისგან შედგება და ორივე წინასწარ ცნობილია.
- ერთჯერადი ღირებულება ფიქსირდება ხელშეკრულებაში
- ყოველთვიური საფასური ერთ ანგარიშშია — სერვერი, AI და მონიტორინგი შედის
- ფარული ხარჯები არ არსებობს — რასაც ხედავთ, იმას იხდით
ერთჯერადი — სისტემის აწყობა
ეს არის სამუშაოს ღირებულება: პროცესის შესწავლა, სცენარის დაპროექტება, აწყობა, ტესტირება რეალურ მონაცემებზე და ჩაბარება ვიდეო-ინსტრუქციით.
- ავტომატიზაცია — 890 ₾
- AI ჩატბოტი — 1 990 ₾
- ბიზნეს სისტემა — 3 990 ₾-დან
რას მოიცავს:
- პროცესის შესწავლა — ვსწავლობ, რას აკეთებთ ხელით და სად იკარგება დრო
- სცენარის დაპროექტება — ვადგენ, რომელი ნაბიჯი როგორ უნდა ავტომატიზდეს
- აწყობა — სცენარის აწყობა თქვენს სისტემებთან ინტეგრაციით
- ტესტირება რეალურ მონაცემებზე — გაშვებამდე ვამოწმებ ყველა სცენარს
- ჩაბარება ვიდეო-ინსტრუქციით — ხედავთ, როგორ მუშაობს და როგორ იმართება
ფასი ფიქსირდება ხელშეკრულებაში პროცესის აუდიტის შემდეგ და აღარ იზრდება.
ყოველთვიური — სისტემის მუშაობა
ავტომატიზაცია, საიტისგან განსხვავებით, მუდმივად მუშაობს: სერვერზე ცოცხლობს, AI-ს მოდელს მიმართავს და გარე სისტემებს უკავშირდება. ეს ხარჯი არსებობს და ვინმემ უნდა გაიღოს.
ჩემს პაკეტებში ის ერთ ფასშია — ცალკე ანგარიშები, ცალკე გამოწერები და ცალკე ბარათები არ დაგჭირდებათ:
- ჩატბოტი — 190 ₾/თვე
- ბიზნეს სისტემა — 290 ₾/თვე
- მარტივი ავტომატიზაცია — ყოველთვიური არ არის სავალდებულო
რას მოიცავს:
- სერვერი — n8n და ჩატბოტი ჩემს ინფრასტრუქტურაზე მუშაობს
- AI-ს მოხმარება — მოდელის ხარჯი ჩემს მხარესაა
- მონიტორინგი — თუ სისტემა გაჩერდა, შეტყობინებას მე ვიღებ, არა თქვენ
- რეაგირება ცვლილებებზე — როცა Facebook, ბანკი ან სხვა სერვისი განაახლებს ინტერფეისს, გამართვა ჩემი საქმეა
- ცოდნის ბაზის განახლება — თვეში ერთხელ, ახალი სერვისებით და ფასებით
არის თუ არა ლიმიტი
ფასი გათვლილია მცირე და საშუალო ბიზნესის ტიპურ დატვირთვაზე და პრაქტიკაში ის საკმარისია.
თუ საიტზე ტრაფიკი მკვეთრად გაიზრდება ან ჩატბოტი მოსალოდნელზე ბევრად აქტიურად გამოიყენება, ერთად გადავხედავთ პაკეტს — ავტომატურად არაფერი ჩამოგეჭრებათ და ანგარიშში სიურპრიზი არ იქნება.
თუ საკუთარ სერვერზე გირჩევნიათ
ესეც შესაძლებელია — სისტემა თქვენს სერვერზე ეწყობა და ყოველთვიური საფასური მცირდება. სამაგიეროდ სერვერისა და AI-ს ხარჯს პირდაპირ პროვაიდერებს უხდით, ხოლო მონიტორინგი და გამართვა ცალკე შეთანხმებით ფორმდება.
ამ ვარიანტს ვურჩევ მაშინ, როცა კომპანიის შიდა წესები მონაცემების საკუთარ ინფრასტრუქტურაზე შენახვას მოითხოვს. სხვა შემთხვევაში ერთი ანგარიში უფრო მარტივია.
გჭირდებათ სრული დეპარტამენტის ავტომატიზაცია, რთული ინტეგრაცია ან AI-აგენტი?
AI-აგენტი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს — ეს ინდივიდუალური პროექტია. აღწერეთ და 48 საათში მიიღებთ ტექნიკურ დავალებას, ფასს და ვადას.
ჩატბოტების და AI ავტომატიზაციის დანერგვის ეტაპები
გამჭვირვალობა პრიორიტეტია. თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, როგორ მუშაობს თქვენი “რობოტი”.
- აუდიტი & დიაგნოსტიკა: ვსწავლობთ რუტინულ პროცესებს და ვთვლით, რამდენი საათის/ფულის დაზოგვა შეგვიძლია.
- Workflow დიზაინი & n8n აწყობა: ვწერ სცენარს და ვაკავშირებ პროგრამებს ერთმანეთთან.
- ტესტირება & ოპტიმიზაცია: ვუშვებთ სისტემას სატესტო რეჟიმში და ვასწორებთ ხარვეზებს (“Edge Cases”).
- გაშვება & ჩაბარება: სისტემის გააქტიურება და ვიდეო-გზამკვლევის (Video Guide) გადმოცემა.
რატომ n8n
- 100% მონაცემთა უსაფრთხოება
თქვენი მონაცემები არ ინახება უცხოურ ქლაუდზე. n8n ყენდება თქვენს პირად სერვერზე. ეს კრიტიკულია GDPR-ის და უსაფრთხოების სტანდარტებისთვის. - ულიმიტო ოპერაციები (დაზოგეთ ბიუჯეტი)
Zapier-ში იხდით თითოეულ შესრულებულ მოქმედებაში (Task). n8n-ში ლიმიტი არ გაქვთ. გინდათ 100 ოპერაცია შეასრულეთ, გინდათ 1 მილიონი — ფასი იგივეა (მხოლოდ სერვერის ღირებულება). - შეუზღუდავი მოქნილობა
n8n გაძლევთ საშუალებას დაწეროთ Custom კოდი (JavaScript/Python) პლატფორმაზე, რაც ნიშნავს, რომ “შეუძლებელი” ინტეგრაცია არ არსებობს.
FAQ
რამდენ ხანში ეწყობა სისტემა?
ვადები დამოკიდებულია ლოგიკის სირთულეზე:
- მარტივი ავტომატიზაცია (მაგ: Facebook ლიდი -> Telegram): 2-3 სამუშაო დღე.
- კომპლექსური სისტემა (AI ასისტენტი + CRM + დოკუმენტბრუნვა): 10-დან 15 სამუშაო დღემდე.
დროის დიდი ნაწილი ეთმობა არა აწყობას, არამედ ტესტირებას, რომ სისტემამ ყველა შესაძლო სიტუაციაში (Edge Cases) გამართულად იმუშაოს.
რა არის ერთჯერადი და რა — ყოველთვიური?
სისტემის აწყობას იხდით ერთხელ — 890, 1 990 ან 3 990 ლარიდან, პაკეტის მიხედვით.
ყოველთვიური გადასახადი (190 ან 290 ლარი) იმ პაკეტებზეა, სადაც სისტემა მუდმივად მუშაობს: ჩატბოტი და ბიზნეს სისტემა. ის მოიცავს სერვერს, AI-ს მოხმარებას, მონიტორინგსა და API-ს ცვლილებებზე რეაგირებას.
მარტივ ავტომატიზაციაზე (890 ₾) ყოველთვიური არ არის სავალდებულო — თუ n8n-ს თქვენს სერვერზე დააყენებთ, ხარჯი მხოლოდ სერვერია. მხარდაჭერა სურვილისამებრ — 190 ლარი თვეში.
რა ხდება, თუ API შეიცვალა და სისტემა გაჩერდა?
ტექნოლოგიურ სამყაროში ეს ბუნებრივი პროცესია (მაგალითად, Facebook-მა განაახლა თავისი სტანდარტები).
- გარანტია: ჩაბარებიდან 1 თვის განმავლობაში ნებისმიერ ტექნიკურ ხარვეზს ვასწორებ უფასოდ.
- მხარდაჭერა: საგარანტიო ვადის შემდეგ, შეგვიძლია გავაფორმოთ ტექნიკური მხარდაჭერის ხელშეკრულება, ან მომმართოთ ერთჯერადი დახმარებისთვის საათობრივი ანაზღაურებით.
ჩატბოტი ქართულად რამდენად კარგად მუშაობს?
თანამედროვე მოდელები ქართულს კარგად უმკლავდებიან — განსხვავებით 2-3 წლის წინანდელისგან. მაგრამ ხარისხი უფრო მეტად თქვენს მონაცემებზეა დამოკიდებული, ვიდრე ენაზე: ჩატბოტი პასუხობს მხოლოდ იმას, რაც ცოდნის ბაზაშია.
სწორედ ამიტომ დანერგვის მთავარი ეტაპი ტექნიკური არ არის — ის არის, რომ ერთად ავაწყოთ სწორი ცოდნის ბაზა: სერვისები, ფასები, პირობები, ხშირი კითხვები. რასაც ვერ იპოვის, იმაზე პირდაპირ ამბობს „ვერ გპასუხობთ” და ოპერატორზე გადართავს — არასდროს იგონებს პასუხს.
საიდან ვიცი, ღირს თუ არა ავტომატიზაცია ჩემს შემთხვევაში?
მარტივი წესია: თუ ვინმე თვეში 10 საათზე მეტს ხარჯავს ერთსა და იმავე ხელით ოპერაციაზე, ავტომატიზაცია 2–4 თვეში იხდის თავს.
თუ ზუსტად არ იცით, სად იკარგება დრო — ეს ნორმალურია და სწორედ ამისთვის არსებობს პროცესის აუდიტი (490 ლარი). ანგარიშში ნახავთ კონკრეტულ ციფრებს: რომელი პროცესი რამდენ საათს ჭამს და რა ჯდება მისი ავტომატიზაცია. თუ გამოდის, რომ არ ღირს — ასეც დაგიწერთ.
მონაცემები სად ინახება?
n8n ყენდება საკუთარ სერვერზე — თქვენსაზე ან ჩემსაზე. ეს ნიშნავს, რომ კლიენტების ბაზა, ინვოისები და შიდა დოკუმენტები არ გადის Zapier-ის ან მსგავსი პლატფორმის ღრუბელში.
ერთი დაზუსტება პატიოსნებისთვის: ჩატბოტის შემთხვევაში კითხვის ტექსტი AI-მოდელის API-ს მიდის (OpenAI ან Anthropic) — ამის გარეშე ის ვერ იმუშავებს. სამაგიეროდ, თქვენი ბაზა, ისტორია და დოკუმენტები რჩება თქვენს ინფრასტრუქტურაზე და API-ს არ გადაეცემა.
განმეორებითი პროცესების ავტომატიზაცია - დაზოგე დრო
AI ჩატბოტები, ჯავშნებისა და შეკვეთების ავტომატიზაცია, შიდა პროცესების ინტეგრაცია. ნაკლები ხელით სამუშაო — მეტი გაყიდვა.