პროექტი / გეიმინგი

გეიმინგ სერვისების საიტი ფასის კალკულატორით: ShadowBoost

ShadowBoost თამაშების boosting და ქოუჩინგის ონლაინ სერვისია. მის საიტზე გეიმერი სერვისს ირჩევს, ფასს კალკულატორით ხედავს და შეკვეთას ონლაინ იხდის.

კლიენტიShadowBoost

სფეროგეიმ boosting და ქოუჩინგი

ენებიინგლისური, ქართული

ტიპიგეიმინგ სერვისები, E-commerce

ShadowBoost-ის გეიმინგ სერვისების საიტის მუქი დიზაინი კომპიუტერსა და მობილურზე

პროექტი მოკლედ

ShadowBoost თამაშების boosting და ქოუჩინგის სერვისია. Boosting ნიშნავს, რომ გამოცდილი მოთამაშე, ანუ booster, გეიმერს თამაშში სასურველ დონემდე მიიყვანს. მთავარი თამაში Call of Duty: Black Ops 7-ია, სერვისი სხვა პოპულარულ თამაშებსაც მოიცავს. საიტი WordPress-სა და WooCommerce-ზეა აწყობილი: ფასი rank-ისა და დამატებითი სერვისების მიხედვით ითვლება, გადახდა ონლაინ ხდება, მხარდაჭერა კი 24/7 მუშაობს. საიტი ინგლისურ და ქართულ ენებზეა.

გამოწვევა

რა სჭირდება გეიმერს boosting სერვისის საიტზე

გეიმერს სურს სწრაფად გაიგოს ფასი, შეუკვეთოს და გადაიხადოს. ბიზნესს კი სჭირდება სისტემა, სადაც შეკვეთები და booster-ების სამუშაო ერთად იმართება.

ფასი მოთამაშის ამჟამინდელ და სასურველ rank-ზეა დამოკიდებული, ამიტომ ფიქსირებული ფასების სია აქ არ მუშაობს

შეკვეთა და გადახდა რამდენიმე წუთში უნდა სრულდებოდეს, მიმოწერის გარეშე

booster-ები გეიმერების ანგარიშებზე მუშაობენ, ამიტომ მათი წვდომა დაცული უნდა იყოს

კითხვა ნებისმიერ დროს ჩნდება, ამიტომ მხარდაჭერა გეიმერისთვის ნაცნობ არხებზე უნდა იყოს

გადაწყვეტა

ონლაინ მაღაზია, სადაც სერვისი რამდენიმე წუთში იყიდება

საიტი WordPress-სა და WooCommerce-ზეა აწყობილი. გეიმერი ირჩევს თამაშსა და სერვისს, კალკულატორში ფასს ხედავს და სწრაფ checkout-ზე გადადის.

რეგისტრაციის შემდეგ გეიმერს პირადი კაბინეტი აქვს. ცალკე კაბინეტი აქვს booster-საც. შეკვეთებს ბიზნესი ერთი სისტემიდან მართავს.

ინტერფეისი მუქ რეჟიმშია და ნებისმიერ ეკრანს ერგება. მსგავსი პროექტისთვის გაეცანით ონლაინ მაღაზიის დამზადებას.

WordPress

WooCommerce

WP Rocket

ShadowBoost-ის საიტის მთავარი გვერდის ზედა ნაწილი Black Ops 7 Rank Boosting ბანერით

ShadowBoost-ის საიტის მთავარი გვერდი

ფასის კალკულატორი

ფასი, რომელიც rank-ის მიხედვით ითვლება

გეიმერი კალკულატორში ირჩევს ამჟამინდელ rank-ს და იმ rank-ს, რომლამდეც სურს ასვლა. ფასი არჩევანთან ერთად მაშინვე იცვლება.

დამატებითი სერვისები, მაგალითად Camos და Prestiges, ფასს ავტომატურად ემატება. ასე გეიმერი საბოლოო თანხას შეკვეთამდე ხედავს.

არჩეული პარამეტრები შეკვეთას ერთვის, ამიტომ ფასის ხელით დათვლა და დაზუსტება საჭირო არ არის.

ShadowBoost-ის სერვისების კატალოგი კატეგორიებითა და პროდუქტებით კომპიუტერსა და მობილურზე

სერვისების კატალოგი კატეგორიებითა და ბარათებით

ტექნიკური მხარე

ხუთი ფუნქცია, რომელზეც სერვისის მუშაობა დგას

თითოეული ფუნქცია გეიმერის, booster-ის ან ბიზნესის კონკრეტულ საჭიროებას პასუხობს.

პირადი კაბინეტები

რეგისტრაცია და შესვლა საიტზევეა. საკუთარი კაბინეტი აქვს როგორც გეიმერს, ისე booster-ს.

ონლაინ გადახდა

სწრაფი checkout გეიმერს შეკვეთას რამდენიმე ნაბიჯში ასრულებინებს. ონლაინ შეკვეთის სხვა მაგალითია Tokyo House: პროექტის დეტალები.

დაცული წვდომა booster-ებისთვის

booster-ების სამუშაო VPN-ზე დაფუძნებული წვდომით არის დაცული.

მხარდაჭერა 24/7

გეიმერი კითხვას Live Chat-ში, Discord-სა ან Telegram-ში სვამს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

მუქი ინტერფეისი ორ ენაზე

მუქი რეჟიმი გეიმინგის აუდიტორიას ერგება. საიტი ინგლისურ და ქართულ ენებზეა და მობილურზეც სრულად მუშაობს.

დიზაინის პროცესი

Wireframe და სტილის გიდი აწყობამდე

საიტის აწყობამდე მომზადდა wireframe-ები, სადაც გვერდების სტრუქტურა განისაზღვრა, და სტილის გიდი, რომელიც საიტის ვიზუალურ ენას აერთიანებს.

ShadowBoost-ის საიტის wireframe მობილურისა და კომპიუტერის ვერსიისთვის

საიტის wireframe

ShadowBoost-ის საიტის სტილის გიდი ფერებითა და შრიფტებით

სტილის გიდი

ინტერფეისი

როგორ გამოიყურება საიტი

ShadowBoost-ის საიტის მთავარი გვერდი სრულად მუქ რეჟიმში

მთავარი გვერდი სრულად, ჩარჩოში ჩამოსქროლეთ

ShadowBoost-ის საიტი Black Ops 7 Camo Boost ბანერით კომპიუტერსა და მობილურზე

საიტი კომპიუტერსა და მობილურზე

მოგეწონათ ეს პროექტი?გაუზიარეთ მას, ვისაც გეიმინგ სერვისის ან ონლაინ მაღაზიის საიტი სჭირდება

თქვენს სერვისს ონლაინ მაღაზია სჭირდება?

ორ წუთში შეავსეთ მოკლე ფორმა და მიიღეთ ზუსტი ფასი და ვადა. კონსულტაცია უფასოა.