საიტის მართვა და ჰოსტინგი ერთ პაკეტში
საიტის დამზადება ერთჯერადი სამუშაოა. მისი მუშაობის შენარჩუნება – არა.
საიტი ჩაბარდა, თვეების განმავლობაში პლაგინები არ განახლებულა, სარეზერვო ასლები არავის გაუკეთებია, ერთ დღეს კი საიტი აღარ იხსნება – და აღმოჩნდება, რომ ვინც გააკეთა, დაკავებულია, ხოლო ჰოსტინგის მხარდაჭერა პასუხობს, რომ „პრობლემა თქვენს მხარესაა”.
საიტის მართვის პაკეტი სწორედ ამის პრევენციისთვისაა: ჰოსტინგი, განახლებები, სარეზერვო ასლები, უსაფრთხოება, მონიტორინგი – ერთ ფასში და ერთი პასუხისმგებელი პირით.
პაკეტები და ფასები
სამივე პაკეტში ჰოსტინგი, SSL სერტიფიკატი და ბიზნეს ელ-ფოსტა უკვე შედის.
- ჰოსტინგი 3 GB + SSL სერტიფიკატი
- WordPress-ის, თემისა და პლაგინების განახლება
- ყოველკვირეული backup (ღრუბელში)
- უსაფრთხოების მონიტორინგი + malware სკანი
- Uptime მონიტორინგი 24/7
- 30 წუთი კონტენტის ცვლილება / თვე
- ყოვეთვიური ანგარიში
- ჰოსტინგი 10 GB + SSL სერტიფიკატი
- ყველაფერი „სტარტიდან" +
- ყოველდღიური backup
- 2 სთ ცვლილება / თვე
- სისწრაფის მონიტორინგი (Core Web Vitals)
- ფორმებისა და SSL-ის შემოწმება
- პასუხი 24 საათში
- ჰოსტინგი 20 GB + CDN + SSL სერტიფიკატი
- ყველაფერი „ბიზნესიდან" +
- 4 სთ ცვლილება / თვე
- გაძლიერებული უსაფრთხოება (Firewall / WAF)
- AI-ხილვადობის მონიტორინგი (GEO)
- კვარტალური სტრატეგიული ზარი
- პასუხი 4 საათში
წლიური გადახდისას — 2 თვე უფასოდ. თუ ჰოსტინგის გადმოტანა არ გსურთ, ყველა პაკეტი მუშაობს თქვენს არსებულ ჰოსტინგზეც, დაბალი ფასით — იხ. ფასის ქვეშ.
რომელი პაკეტი მჭირდება?
„სავიზიტო საიტი მაქვს, კონტენტი იშვიათად იცვლება"
გჭირდებათ სტაბილურობა: საიტი მუშაობდეს, განახლებებს აკეთებდეს და დაცული იყოს. თვეში ერთი-ორი მცირე ცვლილება საკმარისია.
→ სტარტი — 150 ₾/თვე„აქტიური საიტი მაქვს, ბლოგი და სიახლეები მაქვს"
გჭირდებათ რეგულარული ცვლილებები და კონტროლი იმაზე, რომ საიტი სწრაფად მუშაობს და ფორმები აგზავნის მოთხოვნებს.
→ ბიზნესი — 290 ₾/თვე„ონლაინ მაღაზია მაქვს, გადახდები მუშაობს"
გჭირდებათ მაქსიმალური საიმედოობა: ერთი საათი გაჩერება ნიშნავს დაკარგულ შეკვეთებს.
→ პრო — 490 ₾/თვევერ ირჩევთ? დაიწყეთ სტარტით. პაკეტის აწევა ნებისმიერ თვეს შეიძლება, დამატებითი გადასახადის გარეშე.
ჰოსტინგი შედის ფასში — ცალკე გადახდა არ გჭირდებათ
ქართულ ბაზარზე საიტის მფლობელი ჩვეულებრივ სამ ცალკე ანგარიშს იხდის: ჰოსტინგს, დომენს და ტექნიკურ მომსახურებას. სამივე სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ვადით — და პრობლემის შემთხვევაში სამივე ერთმანეთს აბრალებს.
ჩემს პაკეტში ჰოსტინგი, SSL სერტიფიკატი და ბიზნეს ელ-ფოსტა უკვე ფასის ნაწილია. ეს ნიშნავს ერთ ანგარიშს, ერთ პასუხისმგებელ პირს და — რაც პრაქტიკაში მთავარია — იმას, რომ როცა საიტი ნელა მუშაობს, აღარავინ იტყვის „ეს ჰოსტინგის პრობლემაა".
რას მოიცავს ჰოსტინგი
- SSD დისკები და WordPress-ისთვის კონფიგურირებული სერვერი
- უფასო SSL სერტიფიკატი და მისი ავტომატური განახლება
- ბიზნეს ელ-ფოსტა თქვენს დომენზე (5-დან 25 მისამართამდე)
- ბექაპი ცალკე, დამოუკიდებელ საცავში
- სატესტო გარემო (staging) — ცვლილებები ჯერ იქ მოწმდება
არსებული საიტის გადმოტანა — უფასოდ
თუ საიტი უკვე გაქვთ სხვა ჰოსტინგზე, გადმოტანა უფასოა და ხდება ასე:
- ვამზადებ საიტის სრულ ასლს ჩემს სერვერზე და ვამოწმებ, რომ ყველაფერი მუშაობს
- ვთანხმდებით დროზე — ჩვეულებრივ ღამით ან შაბათ-კვირას
- ვცვლი DNS ჩანაწერებს; ძველი სერვერი კიდევ 7 დღე რჩება რეზერვად
- ვამოწმებ ფორმებს, ელ-ფოსტას, გადახდებს და SSL-ს
თქვენი ვიზიტორები პროცესს ვერ შეამჩნევენ — საიტი წამითაც არ ითიშება.
თუ ჰოსტინგის გადმოტანა არ გსურთ
ესეც შესაძლებელია — ყველა პაკეტი მუშაობს თქვენს არსებულ ჰოსტინგზეც, 30-დან 50 ლარამდე შემცირებული ფასით.
ერთი დათქმა, რომელსაც წინასწარ გეუბნებით: სერვერზე, რომელზეც წვდომა არ მაქვს, სამ რამეს ვერ გაგიკეთებთ — ვერ მოგცემთ საიტის უწყვეტი მუშაობის გარანტიას, ვერ ავაწყობ სატესტო გარემოს და სისწრაფის ოპტიმიზაცია ნაწილობრივი იქნება, რადგან სერვერის დონის პარამეტრები მიუწვდომელია.
თუ სერვერზე პრობლემა წარმოიშვა, გავაკეთებ დიაგნოსტიკას და მოვამზადებ ტექნიკურ აღწერას თქვენი პროვაიდერისთვის — მაგრამ გამოსწორება მათი მხარეა.
ყველაფერი დანარჩენი — განახლებები, უსაფრთხოება, ბექაპი, კონტენტის ცვლილება, მონიტორინგი და ანგარიშები — უცვლელად მუშაობს.
გაქვთ საიტი, რომელსაც თვეებია არავინ უვლის?
გამომიგზავნეთ მისამართი და 24 საათში მიიღებთ უფასო შემოწმებას: რა არის მოძველებული, რა არის დაუცველი და რა ჯდება გამოსწორება.
რა არის საიტის ადმინისტრირება და რატომ არის მნიშვნელოვანი?
ვებსაიტი დინამიური სისტემაა, რომელსაც მუდმივი ტექნიკური განახლება და უსაფრთხოების კონტროლი სჭირდება. მართვის გარეშე მისი დატოვება იწვევს ხარვეზების დაგროვებას, ჩატვირთვის სიჩქარის ვარდნას, უსაფრთხოების რისკებსა და მომხმარებლების დაკარგვას.
საიტის ადმინისტრირება სწორედ ამ რისკების დროული პრევენცია და უწყვეტი მონიტორინგია სტაბილური, უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის.
რას მოიცავს საიტის მართვის სერვისი?
ტექნიკური მომსახურება და განახლებები
- სერვერისა და ვებგვერდის მუშაობის (Uptime) უწყვეტი 24/7 მონიტორინგი.
- WordPress-ის ბირთვისა და მოდულების (Plugins) თავსებადობის უსაფრთხო განახლება.
- სარეზერვო ასლების (Backups) ავტომატიზაცია და ხარვეზების (Bugs) აღმოფხვრა
უსაფრთხოების მონიტორინგი
- Firewall სისტემების ინტეგრაცია მავნე თავდასხმებისგან (DDoS, Brute Force) დასაცავად.
- ავთენტიფიკაციის გამართვა და ვებგვერდის დაცვა ჰაკერული შეტევებისა და ვირუსებისგან.
- უსაფრთხოების ჟურნალის (Logs) მუდმივი მონიტორინგი და რისკების დროული პრევენცია.
ვებგვერდის სიჩქარის და SEO ოპტიმიზაცია
- ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა საიტის სიჩქარის (Core Web Vitals) გასაუმჯობესებლად.
- გრაფიკული და მულტიმედიური ფაილების ოპტიმიზაცია.
- საბაზისო სეო ოპტიმიზაცია, რათა ტექნიკურმა განახლებებმა არ დააზიანოს პოზიციები.
კონტენტის რეგულარული მართვა
- ახალი ტექსტების, მულტიმედიისა და პროდუქტების დამატება SEO სტანდარტებით.
- არსებული კონტენტის რედაქტირება და მიმდინარე ბიზნეს-საჭიროებებზე მორგება.
- მოძველებული ან არარელევანტური ინფორმაციის დროული გაფილტვრა და უსაფრთხოდ წაშლა.
ყოველთვიური ანგარიში — ხედავთ, რაში იხდით
თვის ბოლოს იღებთ ერთგვერდიან ანგარიშს, სადაც ნათლად წერია:
რამდენ ხანს მუშაობდა საიტი უწყვეტად (მიზანი: 99.5%+).
ჩატვირთვის დრო მობილურზე და კომპიუტერზე, ცვლილება წინა თვესთან.
რა განახლდა და რა ხარვეზი აღმოიფხვრა.
რამდენი საეჭვო მოთხოვნა დაიბლოკა.
რამდენი ასლი ინახება და როდისაა უახლესი.
რა ცვლილება შევიდა თქვენი მოთხოვნით.
ეს არ არის ფორმალობა. ეს არის დოკუმენტი, რომლითაც შეგიძლიათ თავად შეაფასოთ, ღირს თუ არა ეს სერვისი — ყოველთვე.
როგორ ვმუშაობ: პროცესის ეტაპები
- შეფასება და კონსულტაცია
პროცესი იწყება ვებსაიტის მიმდინარე მდგომარეობის სიღრმისეული ტექნიკური აუდიტით. მე ვაფასებ სისტემის სისწრაფეს, უსაფრთხოებასა და ბიზნესის მოთხოვნებს. - გეგმის შემუშავება
მიღებული ტექნიკური ანალიზის საფუძველზე ვადგენ ადმინისტრირების ინდივიდუალურ გეგმას. ის ზუსტად განსაზღვრავს მომავალ სტრატეგიასა და განახლებების გრაფიკს. - განხორციელება და მონიტორინგი
ცვლილებები ხორციელდება ეტაპობრივად, უსაფრთხო ტესტირების (Staging Environment) მკაცრი დაცვით. მუდმივად ვაკვირდები შედეგებს და ვაგრძელებ ოპტიმიზაციას.
FAQ.
რა ღირს საიტის მართვა და ადმინისტრირება?
სამი პაკეტია: სტარტი 150₾/თვე, ბიზნესი 290₾/თვე და პრო 490₾/თვე. სამივეში ჰოსტინგი, SSL და ბიზნეს ელ-ფოსტა უკვე შედის — ცალკე გადახდა არ გჭირდებათ. წლიური გადახდისას ორი თვე უფასოა.
თუ საკუთარი ჰოსტინგის შენარჩუნება გირჩევნიათ, ფასი 30-დან 50 ლარამდე მცირდება.
ჰოსტინგი ცალკე უნდა ვიყიდო?
არა. ჰოსტინგი სამივე პაკეტში შედის: 3 GB სტარტში, 10 GB ბიზნესში, 20 GB და CDN პროში. თუ უკვე გაქვთ ჰოსტინგი და გინდათ შეინარჩუნოთ, ესეც შესაძლებელია — მაშინ პაკეტის ფასი 30-50 ლარით მცირდება, თუმცა პასუხისმგებლობა სერვერის მუშაობაზე თქვენს პროვაიდერზე რჩება.
შემიძლია არსებული საიტი გადმოვიტანო?
დიახ, უფასოდ და საიტის გამორთვის გარეშე. გადმოტანა შესაძლებელია ნებისმიერი ჰოსტინგიდან — ქართულიდან თუ უცხოურიდან. მთელი პროცესი ჩვეულებრივ ერთ სამუშაო დღეს იღებს და თქვენი ვიზიტორები მას ვერ შეამჩნევენ.
თუ გაგრძელება აღარ დამჭირდება, საიტი დამრჩება?
დიახ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეწყვიტოთ და მიიღოთ საიტის სრული ასლი — ფაილები და მონაცემთა ბაზა — ნებისმიერ ჰოსტინგზე გადასატანად. ამაში დამატებით არაფერს იხდით. დომენი თქვენს სახელზეა რეგისტრირებული და ყოველთვის თქვენი რჩება.
რამდენად ხშირად უნდა განახლდეს საიტი?
პროგრამული უზრუნველყოფის (ბირთვი, მოდულები) განახლება ხდება მათი გამოსვლისთანავე, ტესტირების გავლის შემდეგ. შინაარსობრივი განახლებების სიხშირე კი დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის დინამიკაზე.
რით განსხვავდება საიტის მართვა SEO-სგან?
მართვა ინარჩუნებს იმას, რაც გაქვთ: საიტი მუშაობს, სწრაფია, დაცულია და პოზიციები არ ვარდება ტექნიკური ხარვეზის გამო. SEO ზრდის იმას, რაც გაქვთ: ახალი ფრაზები, ახალი კონტენტი, ავტორიტეტი.
ორივე საჭიროა, მაგრამ სხვადასხვა მიზნით. თუ არჩევანის წინაშე ხართ — ჯერ მართვა, რადგან დაუცველ და ნელ საიტზე SEO-ს ჩადებული ფული იკარგება.
რა მოხდება, თუ ჩემს საიტს ტექნიკური პრობლემა შეექმნება?
რა ტიპის ვებსაიტების მხარდაჭერას ვახორციელებ?
საიტის მართვას ვახორციელებ WordPress პლატფორმაზე აწყობილ ვებსაიტებზე (მაღაზიები, ბლოგები, პორტფოლიოები). ერთ სისტემაზე ფოკუსირება მაძლევს საშუალებას, შევინარჩუნო მომსახურების ხარისხი და უსაფრთხოების მაქსიმალური დონე.
საიტი მუდამ განახლებული, სწრაფი და დაცული
განახლებები, სარეზერვო ასლები, უსაფრთხოება და მხარდაჭერა.