რა არის WordPress?

Სარჩევი

რა არის WordPress?

WordPress-ი (WP)  არის ღია კოდის კონტენტის მართვის სისტემა (CMS). შეიქნმა 2003 წლის 27 მაისს, როგორც ბლოგების გამოსაქვეყნებელი ინსტრუმენტი, მცირე დროის მონაკვეთში განვითარდა როგორც სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის საიტების დასამზადებელი პროგრამული უზრუნველყოფა.
WordPress-ის ძრავი დაწერილია PHP ენაზე და დაკავშირებულია MySQL ან MariaDB მონაცემთა ბაზაზე.
მიმდინარე 2024 წლის WordPress-ის სტატისტიკით მის ძრავზე მუშაობს 478 მილიონზე მეტი ვებსაიტი მსოფლიოს მასშტაბით (არსებული საიტების რაოდენობის 43.5%).

რა არის WordPress? ვორდპრესი ადმინ პანელი

wordpress.com თუ wordpress.org რა განასხვავებს მათ და რომელი უნდა გამოვიყენოთ

ორი განსხვავებული პლატფორმა ერთი სახელის ქვეშ ხშირად იწვევს დაბნეულობას. WordPress.com და WordPress.org არ არის ერთდაიგივე.

WordPress.com არის სრულად მხარდაჭერილი პლატფორმა და არ გჭირდებათ დამოუკიდებლად ჰოსტინგის სერვისის ან დომენის შეძენა, თუმცა აქვს შეზღუდვები საიტის პერსონალიზაციასა და მოდულების გამოყენებაზე, მარტივი სტრუქტურის ბლოგის ტიპის დასამზადებელი გარემოა.

WordPress.org არ გიწევთ ჰოსტინგის სერვისს, თქვენ დამოუკიდებლად უნდა შეიძინოთ საჭირო პაკეტი და რათქმაუნდა სასურველი დომენი. ნებისმიერი ტიპის განახლებებზე, უსაფრთხოებაზე, საიტის შენარჩუნებაზე თავად ხართ პასუხისმგებელი, ამის საპირისპიროდ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა სრულად პერსონალიზებული საიტის დამზადების, ფასიანი და უფასო მოდულების გამოყენების და ა.შ.

რისთვის გამოიყენება WordPress-ი?

WordPress-ი ძირითადად გამოიყენებოდა ბლოგების შესაქმნელად. მას შემდეგ, რაც პროგრამული უზრუნველყოფა გაუმჯობესდა შეგიძლიათ შექმნათ ნებისმიერი ტიპის ვებ საიტი, რომელიც გსურთ. თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ ბლოგები ჰობის ან ცხოვრების სტილის შესახებ, პროფესიონალური პორტფოლიოები, ბიზნეს ვებსაიტები, ელექტრონული კომერციის მაღაზიები, მობილური აპლიკაციები, წევრობის საიტები. 

ვორდპრესის სამუშაო ინტერფეისი მორგებულია დამწყებ ვებ დეველოპერებზეც და მოყვარულებზეც. თქვენ შეძლებთ შექმნათ ვებ საიტი, ან ბლოგი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის დიდი გამოცდილება არ გაქვთ, თუმცა სისტემა გაცილებით კომპლექსურია და საჭიროებს ბევრი მიმართულების საფუძვლიან ცოდნას პროფესიონალური, ფუნქციონალური და სეო მეგობრული საიტების დასამზადებლად.

დამწყებთათვის ამ სტატიაში უფრო დეტალურად განვიხილავთ რა არის ვორდპრესი, როგორ მუშაობს და როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი საკუთარი ვებ საიტის ან ბლოგის შესაქმნელად.

რა ტიპის ვებ საიტების შექმნაა შესაძლებელი WordPress-ზე?

wordpress საიტის დამზადება აწყობა ITLover webs studio tbilisi

ბლოგები საიტის დამზადება

WordPress-ის ბლოგის სივრცეში წარმოშობის გამო, მისი ფუნქციები ამ მიმართულებით მდიდარია:

  • პოსტებისა და გვერდების დიფერენცირების უნარი.
  • ძლიერი WYSIWYG რედაქტორი პოსტის მარტივად შესაქმნელად.
  • პოსტები, თეგები და კატეგორიები მდიდარი კონტენტის ორგანიზაციული სისტემის შესაქმნელად.
  • მომხმარებლებისთვის კომენტარების დატოვების ვარიანტები და თქვენი მხრიდან მათი მარტივად მოდერაციის საშუალება.

WordPress-ის დაყენების შემდეგ(არსებობს ონლაინ და ოფლაინ ვერსიები), მთავარი, რისი გაკეთებაც დაგჭირდებათ არის ის, რომ სწორად შეარჩიოთ თემა, რომელიც ესადაგება თქვენი საიტის მიზნებს და ფუნქციონალს. თემები განსაზღვრულია საიტის ტიპების მიხედვით: ბლოგები, ახალი ამბები, ჟურნალები, სავიზიტო, ელ-კომერცია, პრტფოლიო და სხვა.

შემდეგ საჭიროა კონკრეტული დანამატების(მოდულები) ინსტალირება, თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ფუნქციისთვის, რომელიც არ მოყვება თემას, როგორიცაა გვერდის შემქნელები, სოციალური გაზიარების ღილაკები, სლაიდერები, ავტორიზაციის, დაცვის, ოპტიმიზაციის, SEO ხელსაწყოები და ბევრი სხვა.

ბიზნეს ვებ საიტების დამზადება

ბიზნეს ვებ საიტი კიდევ უფრო მეტ ფუნქციურ უზრუნველყოფას საჭიროებს. ხშირ შემთხვევაში აქვს მეტი გვერდი და პოსტი, ვიდრე საშუალო პერსონალურ ბლოგს და სჭირდება დამატებითი ფუნქციონალი. WordPress-ი შესანიშნავი არჩევანია ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ვებსაიტის თემა, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენი ბიზნესის სახეს. გვერდის შემქმნელები, როგორიცაა Elementor, Divi, CrocoBlock კიდევ უფრო ამარტივებს განლაგებების და რედაქტირების პროცესს.

SEO-ს, ანალიტიკის, მთარგმნელების, ქეშირების და სხვა პლაგინების გამოყენებით შეძლებთ თქვენი ბიზნესისთვის საჭირო ფუნქციების ინტეგრირებას და სრულ დეველოპმენტის პროცესს.   

ელ-კომერციის მაღაზიები

WordPress განსაკუთრებით კარგია ონლაინ მაღაზიების შესაქმნელად. ელექტრონული კომერციის დანამატებით, როგორიცაა WooCommerce, შეგიძლიათ მართოთ პროდუქტები, გადახდები, მიწოდება, სტატისტიკა და ბევრი სხვა ფუნქცია, რომელიც ზრდის ბრენდის ცნობადობას და გაყიდვებს.

მობილური აპლიკაციები

ზოგიერთი მომხმარებლისთვის შეიძლება ბევრად უფრო მოსახერხებელი იყოს თქვენი საიტის ფუნქციებზე წვდომა მობილური აპლიკაციის მეშვეობით და არა მათი მოწყობილობის ბრაუზერის საშუალებით. აპლიკაციის შემუშავება შეიძლება იყოს ძვირი, მაგრამ WordPress დანამატებს შეუძლიათ უპრობლემოდ გადააქციონ თქვენი საიტი აპლიკაციად.

წევრობის საიტები

თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი საიტის მონეტიზაცია, პრემიუმ კონტენტის და ნებისმიერი მასალის შეზღუდვა კონკრეტული აუდიტორიისთვის, WordPress მხარს უჭერს სხვადასხვა მოდულებს წევრობის საიტების შესაქმნელად. თქვენ შეძლებთ მართოთ გადახდები, დააყენოთ წევრების დონეები და აკონტროლოთ რეგისტრაცია.

WordPress-ის უპირატესობები

WordPress არის ყველაზე სასურველი პლატფორმა მრავალი ბლოგერისა და ბიზნესისთვის მსოფლიოს მასშტაბით.  რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არის WordPress-ი ასეთი პოპულარული:

1. WordPress-ი არის ღია კოდი

WordPress არის ღია კოდის პლატფორმა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეუძლია შეცვალოს კოდი და პროგრამული უზრუნველყოფა. ის შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი იდეების განხორციელება პლატფორმის გასაუმჯობესებლად. არსებობს open-source community, რომელიც ეხმარება WordPress-ს გახდეს კიდევ უფრო დახვეწილი და დაცული.

2. WordPress-ი არის მარტივი დამწყებებისთვის

WordPress არ საჭიროებს კომპიუტერული ინჟინერიის ხარისხს. ის არ ზღუდავს არატექნიკური ცოდნის ადამიანებს. მომხმარებლის ინტერფეისი არის ინტუიციური და მეგობრული. ვებ დეველოპერული ამოცანები, რომელთა შესრულებას საათები და დღეები სჭირდებოდა, შეიძლება შესრულდეს რამდენიმე წუთში. ამ სიმარტივის და მიმზიდველი მახასიათებლების მიუხედავად ზოგადი სისტემა საკმაოდ მასტაბური და კომპლექსურია, პროფესიონალური საიტის დამზადება საჭიროებს გამოცდილებას.  JS, HTML, CSS, და PHP-ის საფუძვლების ცოდნით თქვენ გაცილებით ბევრი შესაძლებლობები გექნებათ.

3. WordPress-ი არის SEO-მეგობრული

რათქმაუნდა, არ არის საკმარისი მხოლოდ ვებ საიტის შექმნა. საიტების უმრავლესობა საჭიროებს, რომ ადამიანებმა მარტივად იპოვონ და მოინახულონ თქვენი ვებ – გვერდი საძიებო სისტემების საშუალებით. SEO მოდულებით, როგორიცაა Yoast SEO, Rank Math, Squirrly SEO, SmartCrawl, The SEO Framework, Slim SEO და ა.შ, თქვენ შეგიძლიათ მარტივად მართოთ მეტა თეგები, საძიებო სიტყვები,ანალიტიკა  და გაზარდოთ თქვენი რეიტინგები საძიებო სისტემების ჩვენების გვერდებზე(SERP).

4. WordPress-ი არის დაცული

უსაფრთხოება ყველა ბიზნესის მთავარი საზრუნავია. იმის გამო, რომ ყოველწლიურად იზრდება მონაცემებზე არალეგალური წვდომის რაოდენობა და დარღვევები, საიტებისა და მომხმარებლების მონაცემების უსაფრთხოება უმნიშვნელოვანეს როლს იკავებს.
WordPress არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო CMS პლატფორმა თქვენი საიტისა და თქვენი მომხმარებლების მონაცემების დასაცავად. მუდმივად უნდა განაახლოთ ძრავი, თემები, მოდულები, პაროლები. პლატფორმა გთავაზობთ რამდენიმე ფუნქციას თქვენი ვებსაიტის დასაცავად, როგორიცაა უმოქმედო მომხმარებლების ავტომატური გამოსვლა, ორბიჯიანი ავტორიზაციის დამატება.
ამასთანავე არსებობს სხვადასხვა ფასიანი და უფასო დაცვის მოდულები, რომელებიც ეფექტურად მუშაობს და მუდმივ რეჟიმში გაძლევთ საიტის უსაფრთხოების მონიტორინგის საშუალებას. უსაფრთხოებისას მნშვნელოვანია გაითვალისწინოთ ჰოსტინგის სერვისიც.
WordPress-ზე მუშაობს ისეთი ცნობილი საიტები როგორებიცაა: The White House, The Harvard Gazette, Mozilla Blog, The New York Times Company, Usain Bolt, cPanel, NASA, TED Blog  და ა.შ.

5. WordPress-ი მხარს უჭერს ყველა ტიპის მედიას

WordPress არ ზღუდავს მედიის მთავარ ტიპებს. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექსტის, სურათების და ვიდეოების ნებისმიერი კომბინაცია თქვენს ვებსაიტზე. WordPress პლატფორმა გაძლევთ შემოქმედებით თავისუფლებას.

6. WordPress-ის მაშტაბირებადობა

WordPress საშუალებას გაძლევთ თქვენი ბიზნესის და მიზნების დინამიურ განვითარებასთან ერთად შეცვალოთ და დაამატოთ საჭირო ფუნქციები,  მარტივად შეძლოთ საიტის რედიზაინი, განახლებები და საჭირო გაფართოებები.

7. WordPress-ი გამოყენება უფასოა

WordPress სრულიად უფასოა. არაფერი დაგიჯდებათ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება. თუმცა, მოგიწევთ გადაიხადოთ მესამე მხარის სერვისებისთვის: ჰოსტინგი, დომენი, ფასიანი თემები, ფასიანი მოდულები, სხვა ფასიანი დანამატების, რაც თავმოყრილია WordPress-ის ოფიციალურ საცავში.

მოკლე ისტორია

2003 წელს შეიქმნა მეტ მულენვეგის, იმდროინდელი კოლეჯის სტუდენტის მიერ. იგი დაიწყო როგორც წინა პროექტის ხელახალი გაშვება, სახელწოდებით b2/cafelog, რომელიც თავდაპირველად დამზადდა მიშელ ვალდრიგიმის მიერ. მეტმა დაინახა შესაძლებლობა გაეუმჯობესებინა ვებსაიტის ფუნქციონირება მისი ძირითადი კოდის შეცვლის გარეშე, და WordPress დაიბადა.

WordPress 1.0 ვერსია

მეტმა შექმნა b2-ის ახალი მიმართულება SourceForge-ზე ორიგინალური კონცეფციის ჩანერგვით. მეგობრების დახმარებით მან შექმნა სხვა ვერსია და შეუცვალასა სახელი WordPress-ით. მომხმარებლისთვის 2004 წელს შეიქმნა WordPress 1.0 ვერსია. მას ეწოდა კოდური სახელი “დევისი”, რადგან მეტი აღფრთოვანებული იყო ჯაზის შემსრულებლებით, როგორიცაა მაილს დევისი. დღევანდელი პლატფორმის მსგავსად, ეს ვერსია მოიცავდა მრავალ კატეგორიას ვებსაიტის შინაარსის დასაჯგუფებლად და კომენტარების მოდერაციისთვის.

WordPress-ის აღზევება

WordPress-მა დაიწყო აღმასვლა მას შემდეგ, რაც კონკურენტმა შეცვალა ფასების სტრუქტურა. მომხმარებლებმა დაიწყეს ალტერნატივების ძებნა, აქედან იწყება WordPress-ის პოპულარობა. სამსახურიდან წასვლის შემდეგ მეთმა საკუთარი კომპანია Automattic შექმნა. მან მოიზიდა 1.10 მილიონი აშშ დოლარი მრავალი ინვესტორისგან, მათ შორის True Ventures, Radar Partners და Polaris Ventures.

დღევანდელი WordPress

WordPress ახლა არის დეველოპერების, დიზაინერების და ბლოგერების მზარდი საზოგადოება. ყოველწლიურად იხვეწება და მომხმარებლისთვის უფრო მეგობრული ხდება ინტერფეისი და რედაქტორი, ამჟამინდელი ვერსიაა 6.5.5. სტარტაპები და მძლავრი ინდუსტრიები აგრძელებენ პლატფორმის გამოყენებას. 2024 წლის მონაცემებით პლატფორმა ამუშავებს 478 მილიონ საიტს, ვორდპრესი დომინირებს  ელექტრონული კომერციის საიტებითაც, რომელიც აწყობილია Woocommerce დანამატით. პლატფორმის ოფიციალური საცავი მოიცავს 70000-ზე მეტ მოდულს და 30000-ზე მეტ თემას.

რა ღირს WordPress საიტის აწყობა?

რა ღირს საიტის შექმნა - WordPress საიტის აწყობა ფასი

რა ღირს საიტის შექმნა ვორდპრესზე? თუ მარტივ საიტს ამზადებთ და არ გჭირდებათ სხვა ფასიანი მოდულების გამოყენება, მინიმალურ კაპიტალში უნდა გაითვალისწინოთ ჰოსტინგისა და დომენის ფასი, რაც დღევნდელი ფასებით დაახლოებით 500 ლარია (წელიწადში),  ეს იმ შემთხვევაში თუ თვითონ ჩადებთ დროს და რესურსს საიტის დამზადებაში.
თუ თქვენ არ გაქვთ შესაბამისი ცოდნა, ან დრო, საიტის დამზადებისთვის და მისი მოვლისთვის თქვენ დაგჭირდებათ ვებ დეველოპერი, ან ვებ სტუდია, საიტის დამზადებისთვის და ადმინისტრირებისთვის. ITLover ვებ სტუდია მომხმარებლებს სთავაზობს WordPress დეველოპმენტის სრულ სერვისს და კონკურენტულ ფასებს.

თუ გაგიჩნდათ კითხვები დაგვიტოვეთ კომენტარში, ან მოგვწერეთ 💙.

გისურვებთ წარმატებას 🔥🎯

Giorgi Aptsiauri web developer_გიორგი აფციაური ვებ დეველოპერი_WordPress
Giorgi Aptsiauri
WordPress Developer, Blogger
5 2 votes
Article Rating
Subscribe
Notify of
guest
2 Comments
Most Voted
Newest Oldest
Inline Feedbacks
View all comments

გსურთ თვალი ადევნოთ ჩვენს ბლოგს?

მიიღეთ ჩვენი ყველაზე ღირებული რჩევები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე, თვეში ერთხელ!