ტოპ 10 შეცდომა WordPress ვებსაიტის შექმნისას (და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან)

Სარჩევი

WordPress მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებსაიტების მართვის სისტემაა, 2024 წლის სტატისტიკით პლატფორმაზე მუშაობს საიტების სრული რაოდენობის 43.5%. მისი მოქნილობისა და გამოყენების სიმარტივის მიუხედავად, ახალბედა მომხმარებლები ხშირად უშვებენ შეცდომებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს მათ პროექტის ეფექტურ განვითარებაზე.

ამ სტატიაში განვიხილავთ 10 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას WordPress-ზე ვებსაიტის შექმნისას, ასევე პრაქტიკებს, თუ როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან.

არასწორი ჰოსტინგის არჩევა

ჰოსტინგის არჩევა საიტისთვისჰოსტინგი თქვენი ვებსაიტის საფუძველია. იაფმა ან არასანდო ჰოსტინგმა შეიძლება გამოიწვიოს ვებსაიტის ნელი ჩატვირთვა, ხშირი გათიშვები და უსაფრთხოების პრობლემები.

აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი კონკრეტული საჭიროებები და ამის შესაბამისად აირჩიოთ საჭირო პაკეტი, რომელიც უპასუხებს საიტის ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფას.

გამოსავალი: აირჩიეთ რეპუტაციის მქონე, WordPress-ისთვის ოპტიმიზირებული ჰოსტინგი, წინასწარ განსაზღვრეთ რა სახის სერვისები გჭირდებათ და რომელი პროვაიდერი იქნება თქვენთვის ოპტიმალური არჩევანი.

სტანდარტული თემის გამოყენება (ან ცუდად კოდირებული თემის არჩევა)

როგორ ავირჩიოთ WordPress-ის თემასტანდარტული WordPress თემები შეიძლება იყოს კარგი დასაწყისი, მაგრამ ისინი ხშირად არ გვთავაზობენ საკმარის ფუნქციონალსა და დიზაინის მოქნილობას.

ცუდად კოდირებული თემები კი აზიანებს საიტის სიჩქარესა და უსაფრთხოებას. ვორდპრესის ოფიციალური საცავი და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მარკეტებზე 30000-ზე მეტი თემაა.

მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე სწორად განხაზღვროთ თქვენი საიტისთვის საჭირო ფუნქციონალი და შეარჩიოთ შესაბამისი უზრუნველყოფის თემა.

ასევე, უნდა გაითვალისწინოთ მნიშვნელოვანი გარემოებები როგორიცაა თემის მიმდინარე განახლებები, მხარდაჭერის სერვისი, ზოგადი ონლაინ რესურსები თემის მართვაზე და რედაქტირებაზე. არასდროს დაიწყოთ საიტის აწყობა თემაზე, რომლის ბოლო განახლებებიც რამდენიმე თვით თარიღდება.

გამოსავალი: აირჩიეთ პრემიუმ ან კარგად კოდირებული უფასო თემა, რომელსაც აქვს კარგი რეიტინგი და რეგულარულად განახლებები.

ზედმეტი დანამატების (პლაგინების) გამოყენება:

ვორდპრესის პლაგინების სწორი გამოყენება დანამატები აფართოებენ WordPress-ის ფუნქციონალობას და ხდიან მას მასშტაბირებადს, მაგრამ ბევრი დანამატის გამოყენებამ შეიძლება შეანელოს თქვენი ვებსაიტი და გამოიწვიოს კონფლიქტები თემის ბირთვსა და პლაგინებს შორის.

ყოველ ჯერზე, როცა ახალი ფუნქცია დაგჭირდებათ ნუ გამოიყენებთ ახალ პლაგინს, სცადეთ იპოვოთ ალტერნატიული გამოსავალი მარტივი ძიების საშუალებით გუგლში, ან გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი.

გამოსავალი: გამოიყენეთ მხოლოდ აუცილებელი და კარგად კოდირებული დანამატები. რეგულარულად წაშალეთ გამოუყენებელი დანამატები. არასდროს გამოიყენოთ არალიცენზირებული(დაკრეკილი) პრო ვერსიები, ამით თქვენ რისკის წინაშე დააყენებთ საიტის ფუნქციონირებასა და მონაცემთა უსაფრთხოებას.

საიტის სიჩქარის იგნორირება

საიტის აუდიტი, საიტის შემოწმება ვებსაიტის ჩატვირთვის სიჩქარე მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლისთვის, ასევე SEO-სთვის. ნელი საიტი აუარესებს მომხმარებლის გამოცდილებასა და უარყოფითად აისახება საძიებო სისტემების რეიტინგზე.

გამოსავალი: გამოიყენეთ ქეშირების დანამატები, CDN, ოპტიმიზირებული სურათები(Webp ფორმატში) , სწორად დაგეგმეთ საიტის სტრუქურა და ისე დაიწყეთ პროექტის განხორციელება.

მობილურზე მორგების უგულებელყოფა

saitis damzadeba დღესდღეობით ადამიანების უმეტესობა ინტერნეტს მობილური მოწყობილობებით იყენებს, ინტერნეტ ტრაფიკის 65% მეტი მობილური მოწყობილობიდან მოდის.

თუ თქვენი ვებსაიტი არ არის ოპტიმიზირებული მობილურებისთვის, თქვენ დაკარგავთ პოტენციურ ვიზიტორებს.

გამოსავალი: დარწმუნდით, რომ თქვენი თემა არის responsive (ადაპტირებადი) და გამართულად მუშაობს სხვადასხვა მოწყობილობაზე(პლანშეტი, დესკტოპი, მობილური), გამოქვეყნებამდე გატესტეთ თქვენი გვერდები და პოსტები სხვადასხვა გაფართოებაზე.

SEO-ს უგულებელყოფა

Search Engine Optimization Tbilisiთუ გსურთ, რომ თქვენი ვებსაიტი იპოვონ საძიებო სისტემებმა, აუცილებელია SEO-ს საბაზისო პრინციპების დაცვა საიტის დამზადების პროცესში. ეცადეთ საიტის ზოგადი სტრუქტურა, ბმულები იყოს მარტივად გასაგები საძიებო სისტემის ბოტებისთვის.

გამოსავალი: გამოიყენეთ SEO დანამატები (როგორიცაა Yoast SEO ან Rank Math), დააოპტიმიზირეთ კონტენტი საკვანძო სიტყვებით, შექმენით საიტის რუკა, მეტა აღწერები, მეტა სათაურები, robots.txt ფაილი და გააუმჯობესეთ საიტის სტრუქტურა.

უსაფრთხოების უგულებელყოფა

საიტის დაცვა WordPress, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა CMS, შეიძლება გახდეს კიბერშეტევის სამიზნე. ნებისმიერ სისტემას აქვს ბაგები და არარსებობს უნიკალური კოდი, რომელსაც გარკვეული დროის მერე არ დასჭირდება განახლება.

უსაფრთხოების უგულებელყოფამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თქვენს საიტსა და რეპუტაციას.

გამოსავალი: გამოიყენეთ ძლიერი პაროლები, განაახლეთ WordPress, თემები და დანამატები, დააინსტალირეთ უსაფრთხოების დანამატი და გამოიყენეთ SSL სერთიფიკატი.

არ გამოიყენოთ არალიცენზირებული თემები და პლაგინები, არ დაუშვათ კომენტარიდან სკრიპტის გაშვების შესაძლებობები. საიტის დაცვისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენს მიერ არჩეული ჰოსტინგის დაცვის სტრუქტურაც.

სარეზერვო ასლების არ შექმნა

Making website backup copies ვებსაიტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, სარეზერვო ასლი დაგეხმარებათ სწრაფად აღადგინოთ თქვენი საიტი და ჩავარდნის დრო შეამციროთ მაქსიმალურად.

გამოსავალი: რეგულარულად შექმენით თქვენი ვებსაიტის სარეზერვო ასლები და შეინახეთ ისინი უსაფრთხო ადგილას. ამისთვის ვორდპრესზე არის რამდენიმე ძალიან კარგი დანამატი, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ CPannel-ით.

ანალიტიკის არ გამოყენება

საიტზე ტრაფიკის ანალიტიკავებსაიტის ანალიტიკა გეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ იქცევიან თქვენი ვიზიტორები საიტზე და რა შეგიძლიათ გააუმჯობესოთ. სტატისტიკა გიჩვენებთ სად გაქვთ სამუშაო და რა პრიორიტეტებია განსასაზღვრი მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

გამოსავალი: დააინსტალირეთ Google Analytics და გამოიყენეთ ის თქვენი ვებსაიტის ეფექტურობის გასაზომად. Google Site Kit უნდა მიაბათ თქვენს Google Search Console-ის ანგარიშს, მისი დაკავშირება შესაძლებელია SEO მოდულებთანაც, რაც დაგეხმარებათ ტრაფიკის ფართო ანალიზის გასაკეთებლად.

კონტენტის განახლების შეწყვეტა

ვებ საიტის კონტენტის განახლება და რედაქტირებაახალი და საინტერესო კონტენტი იზიდავს ვიზიტორებს და აუმჯობესებს საიტის რეიტინგს საძიებო სისტემებში. 

გამოსავალი: რეგულარულად განაახლეთ თქვენი ვებსაიტი ახალი კონტენტით, რედაქტირება გაუკეთეთ ძველ მასალებს.

ამ შეცდომების თავიდან აცილებით, თქვენ შეძლებთ სწორად დაგეგმოთ და შექმნათ ეფექტური, სწრაფი, უსაფრთხო WordPress ვებსაიტი. 

Giorgi Aptsiauri web developer_გიორგი აფციაური ვებ დეველოპერი_WordPress
Giorgi Aptsiauri
WordPress Developer
Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გსურთ თვალი ადევნოთ სიახლეებს?

მიიღეთ ჩვენი ყველაზე ღირებული რჩევები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე, თვეში ერთხელ