როგორ მუშაობს Google-ის საძიებო სისტემა

Სარჩევი

Google-ის საძიებო სისტემის ინსტრუქციები

მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ, რომ თქვენი საიტის კონტენტს საძიებო სისტემებში დაინახავს ის მომხმარებელი ვისთვისაც ის გაქვთ განსაზღვრული.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, ანუ SEO, არის პროცესი, რომლის მიზანია გაზარდოს ვებსაიტის გვერდების ხილვადობა საძიებო სისტემებში, რათა მიიზიდოს მეტი შესაბამისი ტრაფიკი.

თუ თქვენ ფლობთ ვებსაიტს კონტენტის მართვის პლატფორმებზე, როგორიცაა WordPress, Blogger, Wix ან Squarespace და არ გაქვთ დრო თქვენი ვებსაიტის მაქსიმალური ოპტიმიზაციისთვის, მაინც ღირს მცირე დროის გამოყოფა საბაზისო ლოგიკის გასაგებად თუ როგორ მუშაობს გუგლის საძიებო სისტემა.

ეს პოსტი მოიცავს გუგლის ოფიციალური დოკუმენტაციის რეკომენდაციებსა და პოლიტიკას.

Google-ის საძიებო ბოტების მუშაობა

Google-ის საძიებო სისტემა არის მთლიანად ავტომატიზებული სისტემა, რომელიც იყენებს სპეციალურ პროგრამებს, ვებ-ქრავლერებს(გუგლის ბოტი), რომლებიც რეგულარულად სწავლობენ ინტერნეტს ახალი გვერდების საპოვნელად და მათ ინდექსში დასამატებლად.

რეალურად, საძიებო შედეგებში ჩამოთვლილი გვერდების უმეტესობა ხელით კი არ არის ატვირთული, არამედ ავტომატურად ემატება Google-ის ბოტების მიერ.

სანამ დავიწყებთ, გახსოვდეთ:
Google არ იღებს ფულს საიტის უფრო ხშირად შესწავლაში ან უფრო მაღალი რეიტინგისთვის. ასეთი დაპირება რეალობას არ შეესაბამება. Google ასევე არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენი გვერდი აუცილებლად ინდექსირდება მიუხედავად Google-ის ყველა მოთხოვნის შესრულებისა.

Google-ის საძიებო სისტემა სამ ეტაპად მუშაობს, თუმცა ყველა გვერდი ამ სამივე ეტაპს არ გადის:

ქრავლინგი (Crawling)

Google-ი ავტომატურად ტვირთავს ტექსტებს, სურათებსა და ვიდეოებს, რომლებსაც ბოტები პოულობენ ინტერნეტში. პირველი ეტაპი მოიცავს ახალ და განახლებულ გვერდებზე „URL-ების აღმოჩენას“. Google-ი პოულობს URL-ებს უკვე ცნობილი გვერდებიდან ლინკების საშუალებით ან საიტის მფლობელის მიერ მიწოდებული საიტის რუკის (sitemap) დახმარებით.

Google-ის ბოტი (Googlebot) იყენებს ალგორითმებს საიტების შესასწავლად და განსაზღვრავს, რამდენად ხშირად და რამდენ გვერდს უნდა ეწვიოს. ბოტები ცდილობენ არ გადატვირთონ ვებსაიტები, ამიტომ მათი სიჩქარე დამოკიდებულია საიტის რეაგირებაზე.

Google-ის ბოტები ასევე ასრულებენ JavaScript-ს ფუნქციების გააქტირუებას და რეალურ რეჟიმში ხედავენ გვერდს, რათა შეძლონ JavaScript-ით წარმოქმნილი კონტენტის სწორად დანახვა. თუმცა, ზოგიერთი გვერდი შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი, მაგალითად, ავტორიზაციის ან robots.txt-ის შეზღუდვების გამო.

ინდექსირება (Indexing)

ინდექსირების ეტაპზე Google ცდილობს გაიგოს გვერდის შინაარსი. ამ პროცესში ხდება ტექსტების, სურათების, ვიდეოებისა და სხვა მონაცემების ანალიზი. Google ასევე ადგენს, არის თუ არა გვერდი დუბლირებული, რათა შეარჩიოს „კანონიკური“ ბმული, რომელიც საძიებო შედეგებში გამოჩნდება.

Google ასევე აგროვებს მონაცემებს, როგორებიცაა გვერდის ენა, ქვეყანა და გამოყენების სტატისტიკა. ამ მონაცემებს Google ინახავს უზარმაზარ მონაცემთა ბაზაში შემდგომი დამუშავებისთვის.

ინდექსირებას განსაზღვრავს გვერდის შინაარსი და მეტა მონაცემები(metadata). პრობლემები, რამაც შესაძლოა შეაფერხოს გვერდის ინდექსირება:

  • დაბალი ხარისხის კონტენტი
  • Robots meta წესები, რომლებიც კრძალავს ინდექსირებას
  • ვებსაიტის რთული დიზაინი

საძიებო შედეგების ჩვენება (Serving)

როდესაც მომხმარებელი საძიებო სიტყვას წერს, Google-ის სისტემა ეძებს შესაბამის გვერდებს ბაზაში და აჩვენებს შედეგებს, რომლებიც მაქსიმალურად ახლოსაა მომხმარებლის მოთხოვნასთან. შედეგების რეიტინგზე გავლენას ახდენს ასობით ფაქტორი, მათ შორის მომხმარებლის მდებარეობა, ენა და მოწყობილობა.

საძიებო შედეგები ასევე იცვლება მოთხოვნის მიხედვით – ლოკალური, სურათებიანი, ვიდეო და სხვა სახის შედეგები შეიძლება გამოჩნდეს.

ზოგჯერ გვერდი ინდექსირებულია, მაგრამ არ ჩანს შედეგებში, რადგან:

  • კონტენტი არ არის რელევანტური მომხმარებლის მოთხოვნებთან
  • კონტენტის ხარისხი დაბალია
  • Robots meta წესები კრძალავს ჩვენებას

Google მუდმივად აუმჯობესებს თავის ალგორითმებს, შესაბამიად  იცვლება გვერდების შესწავლისა და შედეგების ჩვენების წესებიც.

ჩანს თუ არა თქვენი ვებსაიტი Google-ში?

აქ მოცემულია რამდენიმე მეთოდი, რომელითაც თქვენ შეძლებთ ინფორმაციის მიღებას კონკრეტული საიტის ინდექსირების სტატუსის შესახებ.

იმისათვის, რომ გაიგოთ, არის თუ არა თქვენი გვერდები უკვე ინდექსირებული, მოძებნეთ თქვენი საიტი Google-ში შემდეგი მოთხოვნით. შეცვალეთ “example.com” თქვენი დომენით.

site:example.com

საიტის გუგლი ინდექსირებასაძიებო ოპერატორი “site:” ყოველთვის არ აბრუნებს ყველა იმ URL-ს, რომელიც ინდექსირებულია მოთხოვნაში მითითებული დომენზე.

Google ასკანირებს მილიარდობით გვერდს, მაგრამ გარდაუვალია, რომ ზოგიერთმა საიტმა ვერ შეძლოს ინდექსირება (იშვიათად მაგრამ მაინც). თუ გუგლის საძიებო ბოტები ვერ პოულობენ საიტს ეს შეიძლება იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან ერთ-ერთი, ან რამდენიმე მათგანის ერთიობლიობა:

  • თქვენს საიტზე არ არის ბმულები რომელიც მოემართება სხვა დომენიდან. შეეცადეთ მიიღოთ ბმულები თქვენს საიტზე სხვა საიტებიდან (რეალური რისკის შემცველია ბმულების ყიდვა წესების დარვევით, ეს შეიძლება ჩაითვალოს Google’s Spam პოლიტიკის დარღვევად).
  • თუ თქვენ ახლახანს გაუშვით საიტი და Google-ს ჯერ არ ჰქონდა დრო მისი სკანირებისთვის. Google-ს შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს ახალი საიტის ან თქვენს არსებულ საიტზე ნებისმიერი ცვლილების აღსაქმელად.
  • საიტის დიზაინი ართულებს Google-ს ბოტების მიერ დოკუმენტის ეფექტურ სკანირებას. თუ თქვენი საიტი აგებულია სპეციალიზებულ ტექნოლოგიაზე, არა HTML-ზე, Google-ს შეიძლება ჰქონდეს პრობლემები მის სწორად სკანირებაში. გახსოვდეთ, გამოიყენოთ ტექსტი, არა მხოლოდ სურათები ან ვიდეო, თქვენს საიტზე.
  • Google-მა მიიღო შეცდომა თქვენი საიტის სკანირების პროცესში. ამის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ის, რომ თქვენ გაქვთ ავტორიზაციის გვერდი თქვენს საიტზე ან რომ თქვენი საიტი რაიმე მიზეზით ბლოკავს Google-ს ბოტებს, ან სერვერმა დააგვიანა პასუხი სკანირების პროცესში. დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს საიტზე ინკოგნიტო რეჟიმში.
  • მცირე ზომის და გვერდები Google-მა შესაძლოა გამოტოვოს და არ მოხდეს მათი სწრაფი შესწავლა, ყოველდღიურად გუგლი ასკანირებს მილიარდობით საიტს და პრიორიტეტი ენიჭება კონტენტით მდიდარ გვერდებს. დაელოდეთ ცოტა ხანს და შეეცადეთ მიიღოთ ბმულები სხვა საიტებიდანაც.

სთავაზობთ თუ არა მომხმარებლებს მაღალი ხარისხის კონტენტს?

თქვენი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ თქვენს მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება ჰქონდეთ თქვენს საიტზე შემოსვლით. დაფიქრდით, რა ხდის თქვენს საიტს უნიკალურს, ღირებულს ან მიმზიდველს.

Google-ის რეკომენდაციები დაგეხმარებათ შექმნათ სასარგებლო, საიმედო და ადამიანზე ორიენტირებული კონტენტი. დარწმუნდით, რომ მართავთ თქვენს ვებსაიტს Google-ის მიერ მოწონებული პრაქტიკის გამოყენებით.

ჩანს თუ არა თქვენი ბრენდი ადგილობრივი ბიზნესის რუკაზე?

Google-ის ბიზნეს პროფილი საშუალებას გაძლევთ მართოთ თქვენი ბიზნესის ინფორმაციის გამოჩენა Google-ში, მათ შორის ძიებასა და Maps-ში. გააკეთეთ ბიზნეს პროფილი და გაიარეთ ყველა საჭირო ვერიფიკაცია.

არის თუ არა თქვენი კონტენტი სწრაფი და ადვილად ხელმისაწვდომი ყველა მოწყობილობაზე?

უმეტესობა ძიებას ახორციელებს მობილური მოწყობილობებიდან; დარწმუნდით, რომ თქვენი კონტენტი ოპტიმიზირებულია სწრაფი ჩატვირთვისთვის და სწორად გამოსახვისთვის ყველა ეკრანის ზომაზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა Lighthouse, რათა შეამოწმოთ, არის თუ არა თქვენი გვერდი მობილურ მოწყობილობებთან თავსებადი.

არის თუ არა თქვენი ვებსაიტი დაცული?

თანამედროვე მომხმარებლები ელოდებიან უსაფრთხო ონლაინ გამოცდილებას. დაიცავით თქვენი ვებსაიტის კავშირი HTTPS პროტოკოლით.

Google-ის საძიებო სისტემის ძირითადი მოთხოვნები

Google-ის საძიებო სისტემის ძირითადი მოთხოვნები განსაზღვრავს იმ პირობებს, რომლებიც თქვენს ვებგვერდზე არსებულ კონტენტს (გვერდები, სურათები, ვიდეოები და სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალები, რომლებსაც Google პოულობს ინტერნეტში) საშუალებას აძლევს გამოჩნდეს და წარმატებით ინდექსირდეს Google-ის საძიებო შედეგებში:

  • ტექნიკური მოთხოვნები: ის, რაც Google-ს სჭირდება, რათა გვერდი საძიებო შედეგებში გამოჩნდეს.
  • სპამის პოლიტიკა: ქცევები და ტაქტიკები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდის დაბალი რეიტინგი ან Google-ის საძიებო შედეგებიდან მისი მთლიანად ამოღება.
  • საუკეთესო პრაქტიკები: მოქმედებები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი საიტის რეიტინგის გაუმჯობესებაში Google-ის საძიებო შედეგებში.

Google-ის საძიებო შედეგებში გამოჩენა სრულიად უფასოა. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ მაშინაც კი, თუ გვერდი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნასა და საუკეთესო პრაქტიკას, Google მაინც არ იძლევა გარანტიას, რომ ეს გვერდს აუცილებლად მოხვდება ძიების შედეგებში. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „როგორ მუშაობს საძიებო სისტემა“.

Google-ის საძიებო სისტემის ტექნიკური მოთხოვნები

თქვენი გვერდის Google-ის საძიებო შედეგებში მოხვედრა სრულიად უფასოა. სანამ თქვენი გვერდი აკმაყოფილებს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს, ის Google-ის მიერ ინდექსებისთვის შესაფერისია:

  • Googlebot-ისთვის გვერდი ხელმისაწვდომია (არ არის დაბლოკილი).
  • გვერდი მუშაობს და Google-ისგან იღებს HTTP 200 სტატუს კოდს.
  • გვერდზე განთავსებულია ინდექსირებადი კონტენტი.

მიუხედავად იმისა, რომ გვერდი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, ინდექსირება გარანტირებული არ არის.

ციფრი 1Googlebot არ არის დაბლოკილი (შეუძლია გვერდის პოვნა და წვდომა)
Google მხოლოდ იმ გვერდებს აინდექსირებს, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და რომელთა ქრავლინგიც არ არის დაბლოკილი bot-ისთვის. თუ გვერდი პირადია (მაგალითად, მოითხოვს ავტორიზაციას), Googlebot მას ვერ შესწავლის. მსგავსად, თუ გამოყენებულია რომელიმე მეთოდი Google-ის ბოტის დასაბლოკად, გვერდი ინდექსირდებაში არ მოხვდება.

როგორ შევამოწმოთ, შეუძლია თუ არა Googlebot-ს გვერდზე წვდომა?
robots.txt ფაილით დაბლოკილი გვერდები საძიებო შედეგებში, როგორც წესი, არ ჩანს. იმ გვერდების სანახავად, რომლებიც Google-სთვის მიუწვდომელია, მაგრამ გსურთ მათი გამოჩენა საძიებო შედეგებში, გამოიყენეთ Page Indexing (გვერდების ინდექსირების) და Crawl Stats (ქრავლინგის სტატისტიკის) ანგარიშები Search Console-ში. თითოეულ ანგარიშში შეიძლება იყოს განსხვავებული ინფორმაცია თქვენი URL-ების შესახებ, ამიტომ ორივე ანგარიშის შემოწმება რეკომენდებულია.

კონკრეტული გვერდის შესამოწმებლად გამოიყენეთ URL Inspection ინსტრუმენტი.

number 2გვერდი მუშაობს (არ არის შეცდომის გვერდი)
Google მხოლოდ იმ გვერდებს ინდექსირებს, რომლებიც HTTP 200 (წარმატებული) სტატუს კოდით იტვირთება. კლიენტის და სერვერის შეცდომის სტატუსით წარმოდგენილი გვერდები არ ინდექსირდება. გვერდის HTTP სტატუსის შესამოწმებლად გამოიყენეთ URL Inspection ინსტრუმენტი.

number 3გვერდზე განთავსებულია ინდექსირებადი კონტენტი
მას შემდეგ, რაც Googlebot პოულობს და იღებს წვდომას მომუშავე გვერდზე, Google ამოწმებს მასზე განთავსებული კონტენტის ინდექსირებადობას. ინდექსირებადი კონტენტი ნიშნავს:

Googlebot-ის robots.txt ფაილით დაბლოკვა ხელს უშლის ქრავლინგს, მაგრამ გვერდის URL შეიძლება მაინც გამოჩნდეს საძიებო შედეგებში. იმისათვის, რომ Google-ს კონკრეტული გვერდი არ დააინდექსირებინოთ, გამოიყენეთ noindex ტეგი და დაუშვით Googlebot-ის მიერ URL-ის ქრავლინგის შესაძლებლობა.

სპამის პოლიტიკა

სპამის პოლიტიკა მოიცავს იმ ქცევებსა და ტაქტიკებს, რომლებიც იწვევს გვერდის ან მთლიანად საიტის დაბალ რეიტინგს ან სრულ ამოღებას Google-ის საძიებო შედეგებიდან. საიტები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ ხარისხიანი კონტენტის შექმნასა და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე და იცავენ Google-ის რეკომენდაციებს, უფრო წარმატებულნი არიან Google-ის საძიებო შედეგებში.

საუკეთესო პრაქტიკები

არსებობს მრავალი რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი საიტის SEO-ს გასაუმჯობესებლად, თუმცა ძირითადი პრაქტიკები, რომლებიც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას თქვენს კონტენტზე Google-ის შედეგებში, არის შემდეგი:

  • შექმენით სასარგებლო, სანდო და მომხმარებელზე ორიენტირებული კონტენტი.
  • გამოიყენეთ სიტყვები, რომელთაც ადამიანები იყენებენ თქვენი კონტენტის მოსაძებნად. ეს სიტყვები განათავსეთ გვერდის მთავარ ადგილებში, მაგალითად სათაურსა და ქვესატაურებში, ასევე ისეთ აღწერით ადგილებში, როგორიცაა Alt ტექსტი და ბმულის ტექსტი.
  • გახადეთ თქვენი ბმულები “crawlable” (საძიებო სისტემისთვის ადვილად ხელმისაწვდომი), რათა Google-მა შეძლოს სხვა გვერდების პოვნა თქვენს ვებსაიტზე.
  • გაუზიარეთ ინფორმაცია თქვენი კონტენტის შესახებ სოციალურ და ჯგუფებში, სადაც შეგიძლიათ მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანები მოიზიდოთ და თქვენი პროდუქტები და სერვისები გააცნოთ.
  • თუ თქვენს საიტზე გაქვთ ისეთი კონტენტი, როგორიცაა სურათები, ვიდეოები, სტრუქტურირებული მონაცემები ან JavaScript, დარწმუნდით, რომ მათი მართვის სპეციფიკურ საუკეთესო პრაქტიკებს იცავთ, რათა Google-მ კარგად გაიგოს ეს ელემენტები.
  • გააუმჯობესეთ თქვენი საიტის ვიზუალური გამოჩენა Google-ის საძიებო შედეგებში შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით.
  • თუ გაქვთ კონტენტი, რომლის მოძებნა საძიებო შედეგებში არ გსურთ ან საერთოდ გინდათ საიტი ამოიღოთ საძიებო შედეგებიდან, გამოიყენეთ შესაბამისი მეთოდები Google-ის საძიებო სისტემაში თქვენი კონტენტის გამოჩენის კონტროლისთვის.
Giorgi Aptsiauri web developer_გიორგი აფციაური ვებ დეველოპერი_WordPress
Giorgi Aptsiauri
WordPress Developer
Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გსურთ თვალი ადევნოთ სიახლეებს?

მიიღეთ ჩვენი ყველაზე ღირებული რჩევები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე, თვეში ერთხელ