როგორ მუშაობს Google-ის საძიებო სისტემა

Სარჩევი

Google-ის საძიებო სისტემის დეტალური გზამკვლევი

Google-ის საძიებო სისტემა არის მთლიანად ავტომატიზებული სისტემა, რომელიც იყენებს სპეციალურ პროგრამებს, ვებ-ქრავლერებს, რომლებიც რეგულარულად სწავლობენ ინტერნეტს ახალი გვერდების საპოვნელად და მათ ინდექსში დასამატებლად. რეალურად, საძიებო შედეგებში ჩამოთვლილი გვერდების უმეტესობა ხელით კი არ არის ატვირთული, არამედ ავტომატურად ემატება Google-ის ბოტების მიერ. ეს დოკუმენტი აღწერს საძიებო პროცესის ეტაპებს, რაც დაგეხმარებათ გვერდების ინდექსირებაში, ქრავლინგის პრობლემების გადაჭრაში და თქვენი ვებსაიტის ოპტიმიზაციაში Google-ის საძიებო შედეგებში უკეთესად წარმოსაჩენად.

სანამ დავიწყებთ, გახსოვდეთ:

Google არ იღებს ფულს საიტის უფრო ხშირად შესწავლაში ან უფრო მაღალი რეიტინგისთვის. ასეთი დაპირება რეალობას არ შეესაბამება. Google ასევე არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენი გვერდი აუცილებლად ინდექსირდება მიუხედავად Google-ის ყველა მოთხოვნის შესრულებისა.

Google-ის საძიებო სისტემის სამი ეტაპი

Google-ის საძიებო სისტემა სამ ეტაპად მუშაობს, თუმცა ყველა გვერდი ამ სამივე ეტაპს არ გადის:

ქრავლინგი (Crawling)

Google-ი ავტომატურად ტვირთავს ტექსტებს, სურათებს და ვიდეოებს, რომლებსაც ბოტები პოულობენ ინტერნეტში. პირველი ეტაპი მოიცავს ახალ და განახლებულ გვერდებზე „URL-ების აღმოჩენას“. Google-ი პოულობს URL-ებს უკვე ცნობილი გვერდებიდან ლინკების საშუალებით ან საიტის მფლობელის მიერ მიწოდებული საიტის რუკის (sitemap) დახმარებით.

Google-ის ბოტი (Googlebot) იყენებს ალგორითმებს საიტების შესასწავლად და განსაზღვრავს, რამდენად ხშირად და რამდენ გვერდს უნდა ეწვიოს. ბოტები ცდილობენ არ გადატვირთონ ვებსაიტები, ამიტომ მათი სიჩქარე დამოკიდებულია საიტის რეაგირებაზე.

Google-ის ბოტები ასევე ასრულებენ JavaScript-ს ფუნქციების გააქტირუებას და რეალურ რეჟიმში ხედავენ გვერდს, რათა შეძლონ JavaScript-ით წარმოქმნილი კონტენტის სწორად დანახვა. თუმცა, ზოგიერთი გვერდი შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი, მაგალითად, ავტორიზაციის ან robots.txt-ის შეზღუდვების გამო.

ინდექსირება (Indexing)

ინდექსირების ეტაპზე Google ცდილობს გაიგოს გვერდის შინაარსი. ამ პროცესში ხდება ტექსტების, სურათების, ვიდეოების და სხვა მონაცემების ანალიზი. Google ასევე ადგენს, არის თუ არა გვერდი დუბლირებული, რათა შეარჩიოს „კანონიკური“ ბმული, რომელიც საძიებო შედეგებში გამოჩნდება.

Google ასევე აგროვებს მონაცემებს, როგორებიცაა გვერდის ენა, ქვეყანა და გამოყენების სტატისტიკა. ამ მონაცემებს Google ინახავს უზარმაზარ მონაცემტა ბაზაში შემდგომი დამუშავებისთვის.

ინდექსირებას განსაზღვრავს გვერდის შინაარსი და მეტა მონაცემები(metadata). პრობლემები, რამაც შესაძლოა შეაფერხოს გვერდის ინდექსირება:

  • დაბალი ხარისხის კონტენტი
  • Robots meta წესები, რომლებიც კრძალავს ინდექსირებას
  • ვებსაიტის რთული დიზაინი

საძიებო შედეგების ჩვენება (Serving)

როდესაც მომხმარებელი საძიებო სიტყვას წერს, Google-ის სისტემა ეძებს შესაბამის გვერდებს ბაზაში და აჩვენებს შედეგებს, რომლებიც მაქსიმალურად ახლოსაა მომხმარებლის მოთხოვნასთან. შედეგების რეიტინგზე გავლენას ახდენს ასობით ფაქტორი, მათ შორის მომხმარებლის მდებარეობა, ენა და მოწყობილობა.

საძიებო შედეგები ასევე იცვლება მოთხოვნის მიხედვით – ლოკალური, სურათებიანი, ვიდეო და სხვა სახის შედეგები შეიძლება გამოჩნდეს.

ზოგჯერ გვერდი ინდექსირებულია, მაგრამ არ ჩანს შედეგებში, რადგან:

  • კონტენტი არ არის რელევანტური მომხმარებლის მოთხოვნებთან
  • კონტენტის ხარისხი დაბალია
  • Robots meta წესები კრძალავს ჩვენებას

Google მუდმივად აუმჯობესებს თავის ალგორითმებს, შესაბამიად  იცვლება გვერდების შესწავლისა და შედეგების ჩვენების წესებიც.

Giorgi Aptsiauri web developer_გიორგი აფციაური ვებ დეველოპერი_WordPress
Giorgi Aptsiauri
WordPress Developer
Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გსურთ თვალი ადევნოთ სიახლეებს?

მიიღეთ ჩვენი ყველაზე ღირებული რჩევები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე, თვეში ერთხელ!