საიტის დამზადება ვორპრესზე - სრული სერვისი
სწრაფი, დაცული და გაყიდვებზე ორიენტირებული ვებგვერდების შექმნა
ვებსაიტის დამზადება ხორციელდება WordPressპლატფორმაზე. ეს არის სრული ციფრული სერვისი: საიტის სტრატეგიული დაგეგმვიდან – ონლაინ სივრცეში განთავსებასა და Google-ში დაწინაურებამდე.
რას მოიცავს WordPress სერვისი?
დიზაინი და არქიტექტურა
ვარჩევ ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ საიმედო სტრუქტურას. სურვილის შემთხვევაში, ვაწყობთ დიზაინს და ფუნქციონალს “სუფთა ფურცლიდან” (Custom Design), რაც ხაზს უსვამს ბრენდის იდენტობას.
სიჩქარე და ოპტიმიზაცია (Core Web Vitals)
საიტის სწრაფი ჩატვირთვა (<3 წამი) კრიტიკულია მომხმარებლის გამოცდილებისა და Google-ში პოზიციებისთვის. ვატარებ სრულ ტექნიკურ აუდიტს და ვაკეთებ კოდის მინიმიზაციას.
უსაფრთხოება და დაცვა
სერვისი მოიცავს: უსაფრთხოების მონიტორინგს, მავნე პროგრამებისგან წმენდას, რეგულარულ განახლებებსა და სარეზერვო ასლების (Backups) ავტომატურ შექმნას.
მიგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა
თუ გჭირდებათ საიტის მიგრაცია WordPress-ზე, დომენის მიგრაცია ან ჰოსტინგის შეცვლა – სრულად ვუზრუნველყოფ მონაცემთა უსაფრთხო გადატანას, ხარვეზებისა და SEO პოზიციების დაკარგვის გარეშე.
ვებ-გვერდების ტიპები, რომლებსაც ვამზადებ
კორპორატიული ვებ საიტები
თქვენი ბიზნესის ციფრული ოფისი. მოიცავს: სერვისების წარდგენას, ბლოგს, საკონტაქტო ფორმებსა და Google Maps ინტეგრაციას.
ონლაინ მაღაზიები (E-commerce)
სრული სავაჭრო სისტემა: ქართული ბანკების (TBC, BoG) და Stripe-ის გადახდები, მარაგების მართვა და ავტომატური ინვოისირება.
ტურისტული სისტემები (Booking)
ავტომატური ჯავშნის სისტემა კალენდრით, ონლაინ გადახდებითა და მრავალენოვანი (Multi-language) მხარდაჭერით.
ლენდინგ გვერდები (Landing Pages)
ერთგვერდიანი პრომო-საიტი მარკეტინგული კამპანიებისთვის. მთავარი მიზანი: ვიზიტორის მყისიერი კონვერტაცია (გაყიდვა/ზარი).
კატალოგის ტიპის საიტები
პროდუქციის ონლაინ ვიტრინა გადახდის გარეშე. იდეალურია სპეც-ტექნიკისა და სამშენებლო მასალების სადემონსტრაციოდ.
რას მოიცავს ვებგვერდის დამზადების პროცესი:
გამჭვირვალობა პრიორიტეტია. თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რა ეტაპზეა პროექტი.
- კონსულტაცია & სტრატეგია: განვსაზღვრავთ მიზნებს, ბიუჯეტს და ვწერთ ტექნიკურ დავალებას. თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რაში იხდით ფულს.
- საიტის დიზაინი & WordPress-ის აწყობა: ვქმნით ვიზუალს და ვაკონფიგურირებთ სისტემას.
- ტესტირება & ოპტიმიზაცია: ვამოწმებთ ყველა ფუნქციას, სისწრაფეს და მობილურ თავსებადობას.
- გაშვება & ტრენინგი: საიტის განთავსება ჰოსტინგზე და თქვენი სწავლება – როგორ მართოთ ადმინ პანელი დამოუკიდებლად.
რატომ ვირჩევ WordPress-ს საიტის დამზადებისთვის?
სტატისტიკის მიხედვით, ინტერნეტის 43% WordPress-ზე მუშაობს. ეს არ არის შემთხვევითი:
| WordPress | Wix | Shopify | |
|---|---|---|---|
| მფლობელობა | 100% შენი (კოდი, დიზაინი, მონაცემები) | ქირაობ — პლატფორმისაა | ქირაობ — პლატფორმისაა |
| SEO / Google | სრული კონტროლი, საუკეთესო | შეზღუდული | კარგი (მაღაზიისთვის) |
| დიზაინის თავისუფლება | შეუზღუდავი (custom) | შაბლონებით შეზღუდული | თემებით შეზღუდული |
| მასშტაბირება | შეუზღუდავი — იზრდება ბიზნესთან | შეზღუდული | კარგი (e-commerce) |
| ტრანზაქციის საკომისიო | 0% პლატფორმის მხრიდან | გადახდის სისტემის მიხედვით | საკომისიო (გარე გადახდაზე) |
| ყოველთვიური ხარჯი | მხოლოდ ჰოსტინგი (დაბალი) | გამოწერა | გამოწერა ($$) |
| გადატანა სხვა ჰოსტინგზე | ნებისმიერ დროს, თავისუფლად | შეუძლებელი | რთული |
| გაფართოება / პლაგინები | 60,000+ ვარიანტი | შეზღუდული | აპები (ხშირად ფასიანი) |
WordPress მართავს ინტერნეტის 43%-ს — მფლობელობის, SEO-სა და მასშტაბირების გამო. სწორედ ამიტომ ვამზადებ საიტებს WordPress-ზე.
FAQ.
რა მინიმალური რესურსებია საჭირო პროექტის დასაწყებად?
სტარტისთვის საკმარისია: ბიზნესის მოკლე აღწერა, 2–3 საიტი-მაგალითი (ინსპირაციისთვის) და სასურველი გვერდების ჩამონათვალი. ტექნიკურ ნაწილს (დომენი, ჰოსტინგი, სერვერი) სრულად მე ვგეგმავ, რათა დაზოგოთ დრო და მიიღოთ ოპტიმალური ბიუჯეტი.
რამდენ ხანში მზადდება საიტი?
მარტივი საიტები ბარდება 10-15 სამუშაო დღეში. ონლაინ მაღაზიები და კორპორატიული პორტალები – 20-30 დღეში.
რამ შეიძლება დააჩქაროს ან შეაფერხოს ვადები?
ვადებს ყველაზე მეტად განსაზღვრავს კონტენტის მზადყოფნა (ტექსტები/ფოტოები), ფუნქციების სირთულე და უკუკავშირის სისწრაფე. როცა კონტენტი მზად არის და შეთანხმებები სწრაფად ხდება, პროცესი ბევრად ჩქარდება.
შევძლებ თუ არა საიტის დამოუკიდებლად მართვას?
დიახ. WordPress-ს აქვს ინტუიციური ადმინ პანელი. მარტივი ცვლილებების განხორციელებას (ტექსტები, სურათება) თვითონ შეძლებთ.
როგორ ფორმდება თანამშრომლობა და რა ფიქსირდება წინასწარ?
პროექტის დაწყებამდე ვათანხმებთ ფასს, ვადებს, ჩასატარებელ სამუშაოებსა და კომუნიკაციის წესს. ამის შემდეგ ფორმდება შეთანხმება/დოკუმენტი, რომ ორივე მხარეს ზუსტად ესმოდეს რა შედის მომსახურებაში.
რა გარანტია აქვს შესრულებულ სამუშაოს?
ყველა პროექტს მოყვება ტექნიკური მხარდაჭერა ჩაბარებიდან 1 ან 3 თვის განმავლობაში (ხარვეზების აღმოფხვრა). ასევე გთავაზობთ საიტის მოვლის (Maintenance) გრძელვადიან სერვისს.
მზად ხარ საიტისთვის, რომელიც შედეგს მოიტანს?
დაგეგმე საიტი მარტივად, გაიგე შენი პროექტის სრული ფასი და დამზადების ვადა. უკუკავშირის საშუალო დრო 10 წუთი.