საიტის დამზადება სრული WordPress სერვისი

სწრაფი, დაცული და გაყიდვებზე ორიენტირებული ვებგვერდების შექმნა

ვებსაიტის დამზადება ხორციელდება WordPressპლატფორმაზე. ეს არის სრული ციფრული სერვისი: საიტის სტრატეგიული დაგეგმვიდან – ონლაინ სივრცეში განთავსებასა და Google-ში დაწინაურებამდე.

რას მოიცავს WordPress სერვისი?

დიზაინი და არქიტექტურა

ვარჩევ ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ საიმედო სტრუქტურას. სურვილის შემთხვევაში, ვაწყობთ დიზაინს და ფუნქციონალს “სუფთა ფურცლიდან” (Custom Design), რაც ხაზს უსვამს ბრენდის იდენტობას.

სიჩქარე და ოპტიმიზაცია (Core Web Vitals)

საიტის სწრაფი ჩატვირთვა (<3 წამი) კრიტიკულია მომხმარებლის გამოცდილებისა და Google-ში პოზიციებისთვის. ვატარებ სრულ ტექნიკურ აუდიტს და ვაკეთებ კოდის მინიმიზაციას.

უსაფრთხოება და დაცვა

სერვისი მოიცავს: უსაფრთხოების მონიტორინგს, მავნე პროგრამებისგან წმენდას, რეგულარულ განახლებებსა და სარეზერვო ასლების (Backups) ავტომატურ შექმნას.

მიგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა

თუ გჭირდებათ საიტის მიგრაცია WordPress-ზე, დომენის მიგრაცია ან ჰოსტინგის შეცვლა – სრულად ვუზრუნველყოფ მონაცემთა უსაფრთხო გადატანას, ხარვეზებისა და SEO პოზიციების დაკარგვის გარეშე.

ვებ-გვერდების ტიპები, რომლებსაც ვამზადებ

კორპორატიული ვებ საიტები

თქვენი ბიზნესის ციფრული ოფისი. მოიცავს: სერვისების წარდგენას, ბლოგს, საკონტაქტო ფორმებსა და Google Maps ინტეგრაციას.

ონლაინ მაღაზიები (E-commerce)

სრული სავაჭრო სისტემა: ქართული ბანკების (TBC, BoG) და Stripe-ის გადახდები, მარაგების მართვა და ავტომატური ინვოისირება.

ტურისტული სისტემები (Booking)

ავტომატური ჯავშნის სისტემა კალენდრით, ონლაინ გადახდებითა და მრავალენოვანი (Multi-language) მხარდაჭერით.

ლენდინგ გვერდები (Landing Pages)

ერთგვერდიანი პრომო-საიტი მარკეტინგული კამპანიებისთვის. მთავარი მიზანი: ვიზიტორის მყისიერი კონვერტაცია (გაყიდვა/ზარი).

კატალოგის ტიპის საიტები

პროდუქციის ონლაინ ვიტრინა გადახდის გარეშე. იდეალურია სპეც-ტექნიკისა და სამშენებლო მასალების სადემონსტრაციოდ.

სქემა: საიტის დამზადება ტიპები: კორპორატიული, ლენდინგი და ონლაინ მაღაზია, ტურისტული, კატალოგი

რას მოიცავს ვებგვერდის დამზადების პროცესი:

გამჭვირვალობა პრიორიტეტია. თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რა ეტაპზეა პროექტი.

  1. კონსულტაცია & სტრატეგია: განვსაზღვრავთ მიზნებს, ბიუჯეტს და ვწერთ ტექნიკურ დავალებას. თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რაში იხდით ფულს.
  2. საიტის დიზაინი & WordPress-ის აწყობა: ვქმნით ვიზუალს და ვაკონფიგურირებთ სისტემას.
  3. ტესტირება & ოპტიმიზაცია: ვამოწმებთ ყველა ფუნქციას, სისწრაფეს და მობილურ თავსებადობას.
  4. გაშვება & ტრენინგი: საიტის განთავსება ჰოსტინგზე და თქვენი სწავლება – როგორ მართოთ ადმინ პანელი დამოუკიდებლად.
ვებგვერდის დამზადების 4-ეტაპიანი პროცესი: კონსულტაცია, დიზაინი, ტესტირება და საიტის გაშვება ტრენინგთან ერთად.

რა ღირს საიტის დამზადება? (ფასები და პირობები)

ფასი დგინდება პროექტის სირთულიდან გამომდინარე, თუმცა გთავაზობთ საბაზისო ტარიფებს ორიენტირისთვის:

  • მცირე საიტი / Landing Page: 1000 ₾-დან.
  • კორპორატიული ვებგვერდი: 1500 ₾-დან.
  • ონლაინ მაღაზია / რთული კატალოგი: 3000 ₾-დან.
  • კომპლექსური ფუნქციონალის საიტი: 5000 ₾-დან.

შეგიძლიათ ისარგებლოთ 3-დან 6 თვემდე თანხის გადანაწილებით.

დამატებითი აუცილებელი ხარჯები:

საიტის ფუნქციონირებისთვის დაგჭირდებათ:

  • დომენი (.ge / .com): ~30-50 ლარი წელიწადში.
  • ჰოსტინგი: ~20-40 ლარი თვეში (გირჩევთ მხოლოდ სანდო პროვაიდერებს).
საიტის დამზადება ფასები: ლენდინგი - 1000₾, კორპორატიული - 1500₾, ონლაინ მაღაზია - 3000ლ

რატომ ვირჩევ WordPress-ს საიტის დამზადებისთვის?

სტატისტიკის მიხედვით, ინტერნეტის 43% WordPress-ზე მუშაობს. ეს არ არის შემთხვევითი:

100% საკუთრება და დამოუკიდებლობა
თქვენ ფლობთ საიტის კოდს, დიზაინსა და მონაცემთა ბაზას. განსხვავებით Wix-ის ან Shopify-სგან, სადაც თქვენ საიტს “ქირაობთ” და პლატფორმის წესებზე ხართ დამოკიდებული, აქ თქვენ ხართ სრული მფლობელი.

შეუზღუდავი მასშტაბირება
თქვენი საიტი იზრდება ბიზნესთან ერთად. შეგიძლიათ დაიწყოთ მარტივი ბლოგით და ნებისმიერ დროს გადააქციოთ ის ონლაინ მაღაზიად ან რთულ პორტალად, საიტის თავიდან აწყობის გარეშე.

SEO უპირატესობა (Google-ის რჩეული)
WordPress-ის სუფთა კოდის სტრუქტურა იდეალურად იკითხება საძიებო სისტემების (Google, Bing) მიერ. ეს ტექნიკურად გიადვილებთ გზას TOP პოზიციებისკენ.

ვორდპრესის საიტების უპირატესობა: მფლობელობა, მასშტაბირებადობა, სეო

FAQ.

სტარტისთვის საკმარისია: ბიზნესის მოკლე აღწერა, 2–3 საიტი-მაგალითი (ინსპირაციისთვის) და სასურველი გვერდების ჩამონათვალი. ტექნიკურ ნაწილს (დომენი, ჰოსტინგი, სერვერი) სრულად მე ვგეგმავ, რათა დაზოგოთ დრო და მიიღოთ ოპტიმალური ბიუჯეტი.

მარტივი საიტები ბარდება 10-15 სამუშაო დღეში. ონლაინ მაღაზიები და კორპორატიული პორტალები – 20-30 დღეში.

ვადებს ყველაზე მეტად განსაზღვრავს კონტენტის მზადყოფნა (ტექსტები/ფოტოები), ფუნქციების სირთულე და უკუკავშირის სისწრაფე. როცა კონტენტი მზად არის და შეთანხმებები სწრაფად ხდება, პროცესი ბევრად ჩქარდება.

დიახ. WordPress-ს აქვს ინტუიციური ადმინ პანელი. მარტივი ცვლილებების განხორციელებას (ტექსტები, სურათება) თვითონ შეძლებთ.

პროექტის დაწყებამდე ვათანხმებთ ფასს, ვადებს, ჩასატარებელ სამუშაოებსა და კომუნიკაციის წესს. ამის შემდეგ ფორმდება შეთანხმება/დოკუმენტი, რომ ორივე მხარეს ზუსტად ესმოდეს რა შედის მომსახურებაში.

ყველა პროექტს მოყვება ტექნიკური მხარდაჭერა ჩაბარებიდან 1 ან 3 თვის განმავლობაში (ხარვეზების აღმოფხვრა). ასევე გთავაზობთ საიტის მოვლის (Maintenance) გრძელვადიან სერვისს.