ჩემ შესახებ

გამარჯობა,

მე ვარ გიორგი აფციაური, WordPress დეველოპერი და ITLover-ი. ვეხმარები ბიზნესებს ფუნქციური, უსაფრთხო საიტის დამზადებასა და გრძელვადიან განვითარებაში.

თითოეულ პროექტში პირადად ვარ ჩართული – ვაანალიზებ მიზნებს, ვქმნი სამოქმედო გეგმას და ვუზრუნველვყოფ იდეის საბოლოო პროდუქტად გარდაქმანს.

როგორ ვმუშაობ?

ჩემი მთავარი მიზანია, ბიზნესმა ერთ სივრცეში მიიღოს ციფრული სერვისების სრული სპექტრი ზედმეტი სტრესის გარეშე.

საჭიროების შემთხვევაში, საქმეში ვრთავ შესაბამისი პროფილის სპეციალისტებს (დიზაინერი, პროგრამისტი, SEO ანალიტიკოსი).

თუმცა, თქვენ არ გიწევთ სხვადასხვა ადამიანის კონტროლი. ვადებსა და ხარისხზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ პირადად მე.

რაში შემიძლია დაგეხმაროთ?

შაბლონური მიდგომა ხშირად ვერ წყვეტს ბიზნესის რეალურ პრობლემებს, ამიტომ ყველა პროექტი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. ჩემი ძირითადი მიმართულებებია:

  • საიტის დამზადება და WordPress დეველოპმენტი
  • საიტის ტექნიკური ადმინისტრირება და მონაცემთა უსაფრთხოება
  • საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO)
  • ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაცია პროცესებში

ხედვა და მომავლის ტექნოლოგიები

გრძელვადიან პერსპექტივაში, მინდა მცირე და საშუალო ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის ეფექტური ინტეგრაცია/ავტომატიზაციის უზრუნველყოფა.

მუდმივად ვსწავლობ წარმატებულ ქეისებს, რათა ჩემს პარტნიორ ბიზნესებს შევთავაზო ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც:

  • ამცირებს საოპერაციო ხარჯებს.
  • ზრდის სამუშაო ეფექტიანობას.
  • აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას.

გუნდი

ჩემი გუნდის დაუგეგმავი, მაგრამ საუკეთესო წევრები

2025 წლის ზაფხულიდან სრულიად თვითნებურად დამემატნენ კნუტები. ძალიან მოინდომეს და დღეს თითოეული მათგანი ყველა პროექტში ღირსეულად იკავებს „Meow Manager“ პოზიციას.

ისინი მუდმივად მახსენებენ, რომ რთული ტექნიკური ამოცანებისა და ყოველდღიურობის მიღმა, სიმშვიდისა და პოზიტივის შენარჩუნება აუცილებელია – როგორც პროფესიული შემოქმედებისთვის, ასევე მენტალური ბალანსისთვის.

კონტაქტი

თუ მზად ხართ ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციისთვის და ეძებთ სანდო ტექნიკურ პარტნიორს, მოხარული ვიქნები მოგისმინოთ.

გამომიგზავნეთ თქვენი პროექტის დეტალები ან იდეა ელ-ფოსტაზე: [email protected], ან გამოიყენეთ საიტზე არსებული ნებისმიერი საკონტაქტო ფორმა.

თუ თქვენ ხართ სტარტაპი, რომელიც განვითარების პირველ ეტაპზეა მცირე კაპიტალით, შევეცდები, მაქსიმალურად დაგეხმაროთ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში.

ერთად შევქმნათ მომავლის ციფრული ეკოსისტემა!