პროექტი / სპორტული ინფრასტრუქტურა

სპორტული ინფრასტრუქტურის კომპანიის საიტი: InterSporti

InterSporti სპორტულ და სხვა ინფრასტრუქტურას აპროექტებს და აშენებს: მოედნებს, კორტებს, დახურულ დარბაზებს და საბავშვო სივრცეებს. მისი საიტი ყველა სერვისს, დასრულებულ სამუშაოებსა და საკონტაქტო არხებს ერთ ადგილას აერთიანებს.

კლიენტიInterSporti

სფეროსპორტული ინფრასტრუქტურის დაპროექტება და მშენებლობა

ენებიინგლისური, ქართული, რუსული, ბერძნული

საიტიintersporti.com

InterSporti-ს სპორტული ინფრასტრუქტურის კომპანიის საიტი კომპიუტერსა და მობილურზე

პროექტი მოკლედ

InterSporti (intersporti.com) სპორტულ და სხვა ინფრასტრუქტურას აპროექტებს და აშენებს: ფეხბურთისა და რაგბის მოედნებს, ჩოგბურთისა და პადელის კორტებს, დახურულ დარბაზებს, გამწვანებასა და საბავშვო მოედნებს. კომპანია სხვადასხვა ტიპის საფარს და სპორტულ ინვენტარსაც გთავაზობს. მისი კორპორატიული საიტი WordPress-ზეა აწყობილი. მთავარი ენა ინგლისურია, ქართული, რუსული და ბერძნული ვერსიები კი ავტომატური თარგმანით მუშაობს. თითოეულ სერვისს და საფარს საკუთარი გვერდი და დასრულებული სამუშაოების ფოტოგალერეა აქვს. საიტი ყველა ეკრანზე სრულად ადაპტირებულია.

გამოწვევა

რა სჭირდება სამშენებლო კომპანიის კლიენტს საიტზე

კლიენტი საიტზე კონკრეტული ობიექტის იდეით შედის. მას უნდა იპოვოს საჭირო სერვისი, ნახოს შესრულებული სამუშაო და კომპანიას მარტივად დაუკავშირდეს.

სერვისები ბევრია: მოედნები, კორტები, დარბაზები, გამწვანება, საფარი და ინვენტარი

თითოეულ საფარს ცალკე ახსნა სჭირდება, რომ კლიენტმა სწორი არჩევანი გააკეთოს

გადაწყვეტილებამდე კლიენტს დასრულებული ობიექტების ნახვა სურს

საიტი სხვადასხვა ქვეყნის და ენის კლიენტებს უნდა ემსახურებოდეს

გადაწყვეტა

როგორ არის აწყობილი სერვისების მენიუ

სერვისების მენიუ მეგა მენიუა ფოტო ფილებით. თითოეულ ფილაზე სერვისის სურათი და სახელია, ამიტომ ნებისმიერი სერვისი ერთი დაწკაპებით იხსნება.

სერვისები ნახეთ InterSporti-ს საიტზე.

თუ მსგავს საიტს გეგმავთ, გაეცანით WordPress საიტის დამზადებას და საიტის დამზადების ფასებს.

WordPress

მრავალენოვანი

რესპონსიული დიზაინი

ფოტოგალერეები

ბუნებრივი და ჰიბრიდული ბალახის მოედნების სერვისის გვერდი InterSporti-ს საიტზე

ფეხბურთის მოედნის გვერდი, ბუნებრივი ბალახი

სერვისების გვერდები

გვერდი ყველა სერვისისა და საფარისთვის

ცალკე გვერდი აქვს ბუნებრივ ბალახს, ხელოვნურ საფარს, ჰიბრიდულ სისტემებს და თიხის, აკრილისა და ჰიბრიდულ ჩოგბურთის კორტებს.

თითოეულ გვერდზე საკუთარი ტექსტი და დასრულებული სამუშაოების ფოტოგალერეაა. კლიენტი საფარის შესახებ კითხულობს და იქვე ხედავს, როგორ გამოიყურება ის რეალურ ობიექტზე.

ჩოგბურთის კორტების გვერდი InterSporti-ს საიტზე

ჩოგბურთის კორტები: დასრულებული სამუშაოების გალერეა

ტექნიკური მხარე

ფუნქციები, რომლებიც კლიენტს სერვისის არჩევაში ეხმარება

თითოეული ფუნქცია კლიენტის კონკრეტულ კითხვას პასუხობს.

მეგა მენიუ

მენიუში ყველა სერვისი ფოტო ფილით ჩანს. სასურველ გვერდამდე ერთი დაწკაპება საკმარისია.

ფოტოგალერეები

ყველა სერვისის გვერდზე დასრულებული სამუშაოების გალერეაა. კლიენტი რეალურ ობიექტებს ხედავს.

ოთხი ენა

მთავარი ენა ინგლისურია. ქართული, რუსული და ბერძნული ვერსიები ავტომატური თარგმანით მუშაობს.

კონტაქტის არხები

საკონტაქტო გვერდზე ფორმა, რუკა, ტელეფონი, ელფოსტა და მესენჯერებია. კლიენტი მისთვის მოსახერხებელ არხს ირჩევს.

მობილური ვერსია

საიტი ყველა ეკრანს ერგება. მენიუ, გალერეები და საკონტაქტო ფორმა ტელეფონზეც მოსახერხებლად მუშაობს.

კომპანია

რას ხედავს კლიენტი გვერდზე „ჩვენ შესახებ“

გვერდზე კომპანიის მისია, ღირებულებები და ხედვაა. იქვეა სერტიფიკატები და პარტნიორები.

ასე კლიენტი სამუშაოს დაწყებამდე ეცნობა, ვისთან აქვს საქმე.

InterSporti-ს საიტის „ჩვენს შესახებ“ გვერდი მისიითა და ღირებულებებით

გვერდი „ჩვენ შესახებ“: მისია და ღირებულებები

ინტერფეისი

როგორ გამოიყურება საიტი დესკტოპსა და მობილურზე

მთავარ გვერდზე სერვისები, კომპანიის შესახებ ინფორმაცია, დასრულებული პროექტები, პარტნიორი ბრენდები და კონტაქტია.

InterSporti-ს საიტის მთავარი გვერდი სრულად: სერვისები, შესრულებული პროექტები, პარტნიორები და კონტაქტი

მთავარი გვერდი სრულად, ჩარჩოში ჩამოსქროლეთ

InterSporti-ს საიტი მობილურზე: მთავარი გვერდი, სერვისები და პროექტები

მთავარი გვერდი, სერვისები და პროექტები მობილურზე

ვიდეო

როგორ მუშაობს საიტი: ვიდეო მიმოხილვა

მოკლე ვიდეო InterSporti-ს საიტის მიმოხილვით.

ვიდეო YouTube-იდან იტვირთება. ჩართვით ეთანხმებით მათ cookie-ებს.

მოგეწონათ ეს პროექტი?გაუზიარეთ მას, ვისაც სამშენებლო კომპანიის საიტი სჭირდება

თქვენს კომპანიას საიტი სერვისების გვერდებით სჭირდება?

ორ წუთში შეავსეთ მოკლე ფორმა და მიიღეთ ზუსტი ფასი და ვადა. კონსულტაცია უფასოა.