პროექტი / ენების სკოლა
ენების სკოლის საიტი ონლაინ კურსებით: ECS
Empirical Communication Solutions ინგლისურს, ესპანურს, ფრანგულსა და არაბულს ასწავლის, ონლაინ და პირისპირ, თბილისსა და მარბელაში. ECS-ის საიტზე ოთხივე ენის კურსია და კურსის ყიდვა ონლაინ შეიძლება.
პროექტი მოკლედ
ECS ენების სკოლაა. ინგლისურს, ესპანურს, ფრანგულსა და არაბულს გამოცდილი უცხოელი სპეციალისტები ასწავლიან, ონლაინ და პირისპირ, თბილისსა და ესპანეთში, მარბელაში. სკოლა დოკუმენტებსაც თარგმნის, ტექსტებს ასწორებს და გამოცდისთვის მოსამზადებელ მასალებს ამზადებს. ECS-ის საიტი WordPress-სა და WooCommerce-ზეა აწყობილი. მასში სკოლის გაცნობის გვერდი, მასწავლებლების პროფილები, კურსების კატალოგი, კურსის ონლაინ შეძენა და მომხმარებლის პროფილია. საიტი ყველა ეკრანზე სრულად ადაპტირებულია.
გამოწვევა
რა სჭირდება სტუდენტს ენის კურსის საიტზე
ენის კურსის არჩევისას სტუდენტი ენას, ფორმატსა და ადგილს ირჩევს. საიტმა ეს არჩევანი მარტივად უნდა აჩვენოს.
ოთხი ენის კურსები ერთ ადგილას და გასაგებად უნდა ჩანდეს
კურსები ონლაინაც მიმდინარეობს და პირისპირაც, ორ ქალაქში
სტუდენტს კურსის ყიდვა საიტიდანვე უნდა შეეძლოს
თარგმნა, კორექტურა და საგამოცდო მასალები კურსებისგან ცალკე უნდა ჩანდეს
მასწავლებლების გვერდები და საკონტაქტო ინფორმაცია ადვილად საპოვნელი უნდა იყოს
გადაწყვეტა
როგორ არის აწყობილი კურსების კატალოგი
საიტი WordPress-ზეა აწყობილი, კურსები კი WooCommerce-ით იმართება. ამიტომ თითოეული კურსი ჩვეულებრივი ონლაინ შეკვეთით იყიდება.
კატალოგი ოთხივე ენის კურსებს ერთ ადგილას აჩვენებს: ინგლისურს, ესპანურს, ფრანგულსა და არაბულს. კურსებს დონეები აქვს, მაგალითად, ბიზნეს ინგლისური B1-დან C2-მდე.
თუ მსგავს საიტს გეგმავთ, გაეცანით WordPress საიტის დამზადებას და საიტის ფასებს.
WordPress
WooCommerce
კურსების კატალოგი
რესპონსიული დიზაინი
ბიზნეს ინგლისურის კურსები: B1, B2, C1 და C2 დონეები
სტუდენტისთვის
როგორ ყიდულობს სტუდენტი კურსს ონლაინ
მთავარი გვერდი სკოლის სლოგანით იწყება და გვიჩვენებს, რას სთავაზობს ECS: ენის კურსებს, კორექტურასა და დოკუმენტების თარგმნას.
კურსის შეძენა საიტზევე ხდება. სტუდენტს პირადი პროფილი აქვს, სადაც თავის შეკვეთებს ხედავს.
მთავარი გვერდი ლეპტოპსა და ტელეფონზე
ტექნიკური მხარე
ფუნქციები, რომლებიც კურსის არჩევას და ყიდვას ამარტივებს
თითოეული ფუნქცია სტუდენტის ან სკოლის კონკრეტულ საჭიროებას პასუხობს.
კურსების კატალოგი
ინგლისურის, ესპანურის, ფრანგულისა და არაბულის კურსები ერთ კატალოგშია.
ონლაინ შეძენა
WooCommerce-ის წყალობით კურსი საიტიდანვე იყიდება, რამდენიმე ნაბიჯში.
მომხმარებლის პროფილი
სტუდენტს საკუთარი პროფილი აქვს, სადაც შეძენილ კურსებს ხედავს.
მასწავლებლების გვერდები
თითოეულ სპეციალისტს საკუთარი გვერდი აქვს ფოტოთი, ბიოგრაფიითა და გამოცდილებით.
მობილური ვერსია
საიტი ყველა ეკრანს ერგება. კატალოგი და კურსის შეძენა ტელეფონზეც მოსახერხებლად მუშაობს.
დიზაინის პროცესი
როგორ დაიგეგმა საიტი აწყობამდე
აწყობამდე მომზადდა wireframe: მობილური გვერდების გზა სტუდენტის რეგისტრაციიდან კურსებამდე და ბლოგამდე. შემდეგ განისაზღვრა სტილი: ფერები და შრიფტები Poppins და Georgia.
Wireframe: მობილური გვერდები, რეგისტრაცია, კურსები და ბლოგი
სტილის გზამკვლევი: ფერები და შრიფტები
ინტერფეისი
როგორ გამოიყურება საიტი დესკტოპსა და მობილურზე
გუნდის გვერდი სრულად, ჩარჩოში ჩამოსქროლეთ
მობილური გვერდები: მთავარი, გუნდი და კონტაქტი
ვიდეო
როგორ მუშაობს საიტი: ვიდეო მიმოხილვა
მოკლე ვიდეო ECS-ის საიტისა და კურსების კატალოგის მიმოხილვით.
ვიდეო YouTube-იდან იტვირთება. ჩართვით ეთანხმებით მათ cookie-ებს.
თქვენს სკოლას ონლაინ კურსების საიტი სჭირდება?
ორ წუთში შეავსეთ მოკლე ფორმა და მიიღეთ ზუსტი ფასი და ვადა. კონსულტაცია უფასოა.