საიტის დამზადება ვორდპრესზე - სრული სერვისი

სწრაფი, დაცული და გაყიდვებზე ორიენტირებული ვებგვერდების შექმნა

ვებსაიტის დამზადება ხორციელდება WordPressპლატფორმაზე. ეს არის სრული ციფრული სერვისი: საიტის სტრატეგიული დაგეგმვიდან – ონლაინ სივრცეში განთავსებასა და Google-ში დაწინაურებამდე.

ფიქსირებული ფასი — არ იზრდება ვადა ხელშეკრულებაში საიტი თქვენს სახელზე პირველივე დღიდან

პაკეტები და ფასები

სამი ფიქსირებული პაკეტი. ფასი და ვადა ხელშეკრულებაში ფიქსირდება

სტარტი
მცირე და დამწყები ბიზნესისთვის
1 190
ან 350 ₾ დაწყებისას + 140 ₾ × 6 თვე · 0% პროცენტი
  • 5 გვერდამდე, ერთ ენაზე
  • ბრენდზე მორგებული დიზაინი
  • მობილურზე და პლანშეტზე სრული ადაპტაცია
  • საკონტაქტო ფორმები, რუკა და სლაიდები
  • სამართავი პანელი და ტრენინგი
  • 1 წლიანი ჰოსტინგი, დომენი, SSL და ბიზნეს ელ-ფოსტა
  • ვადა 7 სამუშაო დღე · 1 რევიზიის ციკლი
  • პირველი თვე საიტის მართვა საჩუქრად (ღირებულება 150 ₾)
აირჩიე პაკეტი →
მაღაზია
ონლაინ გაყიდვებისთვის
2 990
ან 890 ₾ დაწყებისას + 350 ₾ × 6 თვე · 0% პროცენტი
  • ყველაფერი „ბიზნესიდან", პლუს:
  • WooCommerce: კატალოგი, კალათა, ფილტრები
  • ონლაინ გადახდები — მოდულის ლიცენზია შედის
  • 50 პროდუქტის ატვირთვა და კატეგორიები
  • მიწოდების ზონები და ტარიფები
  • პროდუქტის schema — გამოჩენა Google-ის შოპინგში
  • ვადა 20 სამუშაო დღე ხელშეკრულებით · 2 რევიზიის ციკლი
  • პირველი ორი თვე საიტის მართვა საჩუქრად (ღირებულება 580 ₾)
აირჩიე პაკეტი →

ყველა პაკეტი მოიცავს: მობილურ ადაპტაციას, უსაფრთხოებას, საბაზისო SEO-ს და პირველი წლის ჰოსტინგს. ვადა და ფასი ფიქსირდება ხელშეკრულებაში — დამატებითი ხარჯი მხოლოდ მაშინ ჩნდება, თუ თქვენ თავად მოითხოვთ სამუშაოს მოცულობის გაფართოებას.

საიტი, დომენი და ყველა ფაილი თქვენს საკუთრებაშია პირველივე დღიდან. განვადება მხოლოდ გადახდის გრაფიკია და არა ქირა — თანამშრომლობის დასრულების შემდეგ საიტი თქვენთან რჩება.

რომელი პაკეტი მჭირდება?

„ახლა ვიწყებ და ინტერნეტში საერთოდ არ ვჩანვარ"

გჭირდებათ ადგილი, სადაც კლიენტი გნახავთ, ნახავს რას აკეთებთ და დაგიკავშირდებათ. ბლოგი ან რთული ფუნქციები ჯერ არ გჭირდებათ.

→ სტარტი — 1 190 ₾

„საიტი მაქვს, მაგრამ არაფერს მაძლევს"

გჭირდებათ საიტი, რომელიც Google-ში ჩანს, სწრაფად იტვირთება და მოთხოვნებს რეალურად აგზავნის. ეს არის შემთხვევათა უმეტესობა.

→ ბიზნესი — 1 990 ₾

„პროდუქტს ვყიდი და ონლაინ გაყიდვაც მინდა"

გჭირდებათ კატალოგი, კალათა, ონლაინ გადახდა და მიწოდება. საიტი უნდა იყოს არა ვიზიტკა, არამედ გაყიდვების არხი.

→ მაღაზია — 2 990 ₾

ვერ ირჩევთ? დაწერეთ ორი წინადადება იმის შესახებ, რას აკეთებთ და რა გინდათ საიტისგან — მოკლე დროში გიპასუხებთ, რომელი პაკეტი გამოგადგებათ და რატომ. ეს უფასოა და ვალდებულებას არ ქმნის.

გაქვთ კითხვები? უფასო კონსულტაცია 20 წუთია და ვალდებულებას არ ქმნის.

რას მოიცავს WordPress სერვისი?

დიზაინი და არქიტექტურა

ვარჩევ ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ საიმედო სტრუქტურას. სურვილის შემთხვევაში, ვაწყობთ დიზაინს და ფუნქციონალს “სუფთა ფურცლიდან” (Custom Design), რაც ხაზს უსვამს ბრენდის იდენტობას.

სიჩქარე და ოპტიმიზაცია (Core Web Vitals)

საიტის სწრაფი ჩატვირთვა (<3 წამი) კრიტიკულია მომხმარებლის გამოცდილებისა და Google-ში პოზიციებისთვის. ვატარებ სრულ ტექნიკურ აუდიტს და ვაკეთებ კოდის მინიმიზაციას.

უსაფრთხოება და დაცვა

სერვისი მოიცავს: უსაფრთხოების მონიტორინგს, მავნე პროგრამებისგან წმენდას, რეგულარულ განახლებებსა და სარეზერვო ასლების (Backups) ავტომატურ შექმნას.

საიტის მიგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა

თუ გჭირდებათ საიტის მიგრაცია WordPress-ზე, დომენის მიგრაცია ან ჰოსტინგის შეცვლა – სრულად ვუზრუნველყოფ მონაცემთა უსაფრთხო გადატანას, ხარვეზებისა და SEO პოზიციების დაკარგვის გარეშე.

ვებ-გვერდების ტიპები, რომლებსაც ვამზადებ

კორპორატიული ვებ საიტები

თქვენი ბიზნესის ციფრული ოფისი. მოიცავს: სერვისების წარდგენას, ბლოგს, საკონტაქტო ფორმებსა და Google Maps ინტეგრაციას.

ონლაინ მაღაზიები (E-commerce)

სრული სავაჭრო სისტემა: ქართული ბანკების (TBC, BoG) და Stripe-ის გადახდები, მარაგების მართვა და ავტომატური ინვოისირება.

ტურისტული სისტემები (Booking)

ავტომატური ჯავშნის სისტემა კალენდრით, ონლაინ გადახდებითა და მრავალენოვანი (Multi-language) მხარდაჭერით.

ლენდინგ გვერდები (Landing Pages)

ერთგვერდიანი პრომო-საიტი მარკეტინგული კამპანიებისთვის. მთავარი მიზანი: ვიზიტორის მყისიერი კონვერტაცია (გაყიდვა/ზარი).

კატალოგის ტიპის საიტები

პროდუქციის ონლაინ ვიტრინა გადახდის გარეშე. იდეალურია სპეც-ტექნიკისა და სამშენებლო მასალების სადემონსტრაციოდ.

სქემა: საიტის დამზადება ტიპები: კორპორატიული, ლენდინგი და ონლაინ მაღაზია, ტურისტული, კატალოგი

საიტის დამზადების პროცესი - როგორ ვმუშაობ

WordPress საიტის დამზადების პროცესი — ITLover
ეტაპი 1 / 5
კონსულტაცია — 20 წუთი, უფასო

ვსაუბრობთ თქვენს ბიზნესზე, კლიენტებზე და იმაზე, რა უნდა აკეთოს საიტმა. ამის შემდეგ გეუბნებით, რომელი პაკეტი გჭირდებათ — მათ შორის მაშინაც, თუ პასუხი არის „ჯერ საიტი არ გჭირდებათ".

ეტაპი 2 / 5
ხელშეკრულება და ბრიფი — 1–2 დღე

ხელშეკრულებაში ფიქსირდება ზუსტი ფასი, ვადა და სამუშაოს მოცულობა. თქვენ ავსებთ ბრიფს — კითხვარს, სადაც წერია რა ინფორმაცია და მასალა მჭირდება. ვიწყებ 30%-იანი ავანსის შემდეგ.

ეტაპი 3 / 5
სტრუქტურა და დიზაინი — 3–7 დღე

ჯერ ვთანხმდებით საიტის სტრუქტურაზე: რომელი გვერდები იქნება და რა თანმიმდევრობით. შემდეგ ხედავთ დიზაინს. ამ ეტაპზე ცვლილება იაფია — მოგვიანებით ძვირი.

ეტაპი 4 / 5
აწყობა და შევსება

ვაწყობ საიტს, ვავსებ თქვენი მასალით, ვამზადებ მობილურისთვის, ვაყენებ SEO-ს და სისწრაფეს. ამ პერიოდში გაქვთ წვდომა სატესტო ვერსიაზე და ხედავთ პროგრესს.

ეტაპი 5 / 5
ჩაბარება და ტრენინგი — 1 დღე

გადმოგცემთ სრულ წვდომას, გაჩვენებთ როგორ მართოთ საიტი. საიტი, დომენი და ყველა ფაილი თქვენს სახელზეა.

ჩაბარების შემდეგ პაკეტებზე მითითებული ვადით (1 ან 2 თვე) საიტს მე ვუვლი — საჩუქრად.

გამჭვირვალობა

რა არ შედის ფასში — ღიად

ფასი ფიქსირებულია და ფარული ხარჯი არ არსებობს. სამაგიეროდ, ღიად ვწერ იმას, რაც პაკეტში არ არის — რომ მოგვიანებით სიურპრიზი არ იყოს.

ტექსტების დაწერა

ინფორმაციას თქვენ იძლევით, ბრიფის მიხედვით. SEO-რედაქტირება ცალკე სერვისია (390 ₾).

პროფესიონალური ფოტოსესია

თუ ფოტოები არ გაქვთ, ვიყენებ ლიცენზირებულ სტოკ-ფოტოებს, რომლებიც ფასში შედის.

ლოგო და ბრენდის სტილი

თუ არ გაქვთ, კონსულტაციისას ვათანხმებთ.

მრავალენოვნება

ყველა პაკეტი ერთენოვანია. დამატებითი ენა სტარტ და ბიზნეს პაკეტებზე — +390 ₾. ონლაინ მაღაზიაზე — მეორე ენა 790 ₾-დან, ყოველი შემდეგი — 390 ₾.

რეკლამა და კონტენტის წარმოება ჩაბარების შემდეგ

ცალკე სერვისებია.

მესამე მხარის ლიცენზიები მეორე წლიდან

დომენი, ჰოსტინგი და მოდულები.

თუ რომელიმე მათგანი გჭირდებათ — მითხარით კონსულტაციაზე და შეთავაზებაში თავიდანვე ჩაიწერება, ფიქსირებული ფასით.
გარანტიები

რას გაძლევთ წერილობით

ვადა ხელშეკრულებაში

ვადა ფიქსირდება ხელშეკრულებაში და ითვლება მასალების მიღების დღიდან, არა ხელმოწერიდან.

ფასი არ იზრდება

ხელშეკრულებაში ჩაწერილი ფასი საბოლოოა. დამატებითი თანხა მხოლოდ მაშინ ჩნდება, თუ თქვენ თავად მოითხოვთ სამუშაოს, რომელიც შეთანხმებულ მოცულობაში არ იყო — და მაშინაც წინასწარ, წერილობით.

ყველაფერი თქვენს სახელზე

დომენი, ჰოსტინგი და საიტის ყველა ფაილი რეგისტრირდება თქვენს სახელზე. თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში საიტს სრულად წაიღებთ — ვერავინ დაგიბლოკავთ.

ტექნიკური სტანდარტი

საიტი ბარდება მობილურზე გამართული, SSL-ით დაცული და Google Search Console-ში დარეგისტრირებული. ეს არ არის დამატებითი სერვისი — ეს მინიმუმია, რომლის გარეშეც პროექტს არ ვაბარებ.

პასუხისმგებლობა ჩაბარების შემდეგ

ჩაბარებიდან პირველი თვის განმავლობაში აღმოჩენილ ტექნიკურ ხარვეზს უფასოდ ვასწორებ — ეს ჩემი შეცდომაა და არა თქვენი ხარჯი.

რატომ ვირჩევ WordPress-ს საიტის დამზადებისთვის?

სტატისტიკის მიხედვით, ინტერნეტის 43% WordPress-ზე მუშაობს. ეს არ არის შემთხვევითი:

WordPress Wix Shopify
მფლობელობა 100% შენი (კოდი, დიზაინი, მონაცემები) ქირაობ — პლატფორმისაა ქირაობ — პლატფორმისაა
SEO / Google სრული კონტროლი, საუკეთესო შეზღუდული კარგი (მაღაზიისთვის)
დიზაინის თავისუფლება შეუზღუდავი (custom) შაბლონებით შეზღუდული თემებით შეზღუდული
მასშტაბირება შეუზღუდავი — იზრდება ბიზნესთან შეზღუდული კარგი (e-commerce)
ტრანზაქციის საკომისიო 0% პლატფორმის მხრიდან გადახდის სისტემის მიხედვით საკომისიო (გარე გადახდაზე)
ყოველთვიური ხარჯი მხოლოდ ჰოსტინგი (დაბალი) გამოწერა გამოწერა ($$)
გადატანა სხვა ჰოსტინგზე ნებისმიერ დროს, თავისუფლად შეუძლებელი რთული
გაფართოება / პლაგინები 60,000+ ვარიანტი შეზღუდული აპები (ხშირად ფასიანი)

WordPress მართავს ინტერნეტის 43%-ს — მფლობელობის, SEO-სა და მასშტაბირების გამო. სწორედ ამიტომ ვამზადებ საიტებს WordPress-ზე.

მზად ხარ საიტისთვის, რომელიც შედეგს მოიტანს?

დაგეგმე საიტი მარტივად, გაიგე შენი პროექტის სრული ფასი და დამზადების ვადა. უკუკავშირის საშუალო დრო 10 წუთი.

⭐ 5.0 Google-ზე  ·  30+ დასრულებული პროექტი  ·  პირველი თვე საიტის მართვა საჩუქრად

FAQ.

ვადა დამოკიდებულია პაკეტზე და ხელშეკრულებაში ფიქსირდება:

  • სტარტი — 7 სამუშაო დღე
  • ბიზნესი — 15 სამუშაო დღე
  • მაღაზია — 20 სამუშაო დღე

ვადა იწყება მასალების (ტექსტები, ფოტოები, ლოგო) მიღების დღიდან, არა ხელშეკრულების ხელმოწერიდან. პრაქტიკაში ვადებს ყველაზე მეტად სწორედ კონტენტის მზადყოფნა და უკუკავშირის სისწრაფე განსაზღვრავს.

ოთხი რამ ფიქსირდება წერილობით: ფასი, ვადა, საიტის მფლობელობა და ტექნიკური სტანდარტი. დეტალები — გარანტიების სექციაში.

ჩაბარებიდან პირველი თვის განმავლობაში აღმოჩენილ ტექნიკურ ხარვეზს უფასოდ ვასწორებ.

ამასთან, ჩაბარების შემდეგ პირველი თვე საიტს მე ვუვლი — განახლებები, ბექაპი და მონიტორინგი ჩემზეა. ამის შემდეგ ან თავად აგრძელებთ (გაჩვენებთ როგორ), ან გადადიხართ მოვლის პაკეტზე 150 ₾/თვე-დან.

სტარტისთვის საკმარისია: ბიზნესის მოკლე აღწერა, 1 საიტი რომელიც შეიძლება მოგწონთ (ინსპირაციისთვის) და სასურველი გვერდების ჩამონათვალი. ტექნიკურ ნაწილს (დომენი, ჰოსტინგი, სერვერი) სრულად მე ვგეგმავ, რათა დაზოგოთ დრო და მიიღოთ ოპტიმალური ბიუჯეტი.

ვადებს ყველაზე მეტად განსაზღვრავს კონტენტის მზადყოფნა (ტექსტები/ფოტოები), ფუნქციების სირთულე და უკუკავშირის სისწრაფე. როცა კონტენტი მზად არის და შეთანხმებები სწრაფად ხდება, პროცესი ბევრად ჩქარდება.

ყველა პაკეტი ერთენოვანია. ონლაინ მაღაზიაზე და კომპლექსურ საიტებზე მეორე ენა 790 ₾-ია და მოიცავს Polylang Business-ის ლიცენზიას პირველი წლისთვის, ენების სტრუქტურას, hreflang-ს და ყველა გვერდის დუბლირებას. მესამე და ყოველი შემდეგი ენა — 390 ₾. თარგმანს იძლევა კლიენტი. 

პირველი წლის ჰოსტინგი, დომენი და SSL პაკეტის ფასში შედის. მეორე წლიდან ორი ვარიანტია: თავად აგრძელებთ (დომენი ~50 ₾/წელი, ჰოსტინგი 250 ₾-დან/წელი), ან გადადიხართ მოვლის პაკეტზე 150 ₾/თვე-დან, სადაც ჰოსტინგი, SSL და ბიზნეს ელ-ფოსტა უკვე შედის. არცერთი ვარიანტი სავალდებულო არ არის და საიტი ორივე შემთხვევაში თქვენი რჩება.