რა ღირს საიტის შექმნა
რატომ ვერ გეუბნებათ დეველოპერი საიტის დამზადების ზუსტ ფასს, სანამ დეტალები არ ვიცით
საიტი არ არის მზა პროდუქტი რომელიც განთავსებულია ვიტრინაზე და აქვს წინასწარ განსაზღვრული ფასი, თითოეული პროექტი უნიკალურია, მისი ღირებულება დამოკიდებულია ბიზნესის მიზნებზე, ფუნქციონლზე და დიზაინის ელემენტებზე.
თუ გსურთ ზუსტად გაიგოთ რა ღირს საიტის შექმნა, მართვა და შენარჩუნება — აუცილებელია, რომ დეველოპერმა წინასწარ გაიგოს და გაანალიზოს ყველა საჭირო დეტალი თქვენი პროექტის შესახებ.
რატომ განსხვავდება საიტის ფასები?
დეველოპერებისგან ნახავთ შემოთავაზებებს, რომელიც იწყება 499 ლარიდან და მთავრდება ათასობით ლარით. ლოგიკურია, რომ მომხმარებლებს უჩნდებათ კითხვა:
“სხვამ მითხრა 499 ლარი, თქვენთან რატომ ღირს 1500?”
ორივე ფასს აქვს თავისი ლოგიკა:
- ერთ შემთხვევაში დეველოპერი გთავაზობთ მარტივ საიტს, შაბლონურ დიზაინზე და მინიმალური ფუნქციონალით
- მეორეში — ინდივიდუალურად დაგეგმილ სისტემას, რომელიც მორგებულია თქვენი ბიზნესის მიზნებზე
მნშვნელოვანია იცოდეთ რა შედეგს ელოდებით საიტის დამზადებით, ეს დაგეხმარებათ მიაღწიოთ განსაზღვრულ მიზნებს და თავიდან აირიდოთ დამატებითი ხარჯები.
საიტის ფასს განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი:
საიტის ტიპი:
- საინფორმაციო გვერდი
- პორტფოლიო
- ბლოგი
- ონლაინ მაღაზია
- დაჯავშვნის სისტემები და სხვა
დიზაინის ელემენტები:
- უნიკალური დიზაინი თუ შაბლონი
- ანიმაციები, ინტერფეისის დეტალები
ფუნქციონალი:
- ფორმები, კალკულატორები, ჩატბოტები
- მრავალენოვანი მხარდაჭერა
- გადახდები, ავტორიზაცია და სხვა
როგორ მოემზადოთ საიტის ბიუჯეტის დასაგეგმად?
სანამ დეველოპერთან კონსულტაციას დაიწყებთ, შეეცადეთ უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:
- რა არის თქვენი საიტის მიზანი?
- რა გვერდები უნდა ჰქონდეს საიტს?
- რომელი ფუნქციები გჭირდებათ?
- გსურთ სტანდარტული დიზაინი, თუ უნიკალური?
- გაქვთ თუ არა კონკრეტული ვადები, ან ბიუჯეტი?
- რა ენების მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს საიტს?
ამ კითხვებზე პასუხი დაგეხმარებათ, რომ დეველოპერთან კომუნიკაცია იყოს ეფექტური და თავიდან აიცილოთ გაუგებრობა, დროში გაჭიანურება, ან დამატებითი ხარჯები.
თუ უკვე იცით, რა გჭირდებათ — დაგვიკავშირდით ჩვენს საიტზე არსებული ნებისმიერი საკონტაქტო ფორმის საშუალებით, საიტის დამზადება ჩვენთან თანხის გადანაწილებითაც შესაძლებელია, საიტის დამზადების ფასები შეგიძლიათ ნახოთ ამ გვერდზე – ტარიფები.
საიტის დამზადების ფასები საიტის ტიპის მიხედვით
საიტის ფასი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საიტის ტიპზე. მაგალითად, სავიზიტო საიტის დამზადება გაცილებით იაფი ღირს ვიდრე ონლაინ მაღაზიის, რაც განპირობებულია იმით, რომ სხვადასხვა ტიპის საიტს სჭირდება შესაბამისი ფუნქციონალი, მოდულები, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება და დამზადების დრო.
მაგალითად, თუ სავიზიტო საიტის დამზადების ფასი არის 1000 ლარი და სჭირდება ორ კვირამდე მუშაობა, ონლაინ მაღაზიის საიტის შექმნის ფასი – მინიმუმ სამჯერ მეტია და საჭიროებს მინიმუმ ოთხ კვირიან სამუშაო დროს.
საიტის დამზადების ფასები დიზაინის ელემენტების გათვალისწინებით
თუ გადაწყვეტთ, შექმნათ ბრენდის იდენტობა ამისთვის დაგჭირდებათ პროფესიონალი ვებ დიზაინერის მომსახურება.
ინდივიდუალური დიზაინი მოიცავს ფერების, ფონტებისა და გრაფიკული ელემენტების კონტრასტს. ინდივიდუალური დიზაინით საიტის შექმნის ფასი გაცილებით მეტია.
საჭირო ფუნქციონალის გავლენა საიტის ფასზე
საიტის ფუნქციონალი მოიცავს თქვენ საიტზე ჩასაშენები კონკრეტული მოქმედებების შემსრულებელ ფუნქციებს (გადახდის სისტემები, გამომთვლელები, სარეგისტრაციო ფორმები და ა.შ.).
არსებობს როგორც ფასიანი, ასევე უფასო მზა მოდულები საჭირო ფუნქციების შესასრულებლად. ინდივიდუალური ფუნქციის შექმნა და შენარჩუნება (განახლებები) მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
საიტის პლატფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ფასებს
საიტის პლატფორმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საიტის დამზადების პროცესში. არსებობს კონტენტის მართვის სხვადასხვა სისტემები (CMS), მათ შორის ყველაზე გავრცელებულია WordPress-ი, რომელიც ითვლება ყველაზე უსაფრთხო და მასშტაბირებად პლატფორმად ნებისმიერი ტიპის საიტისთვის.
WordPress-ის 2024 წლის სტატისტიკით პლატფორმის ძრავზე მუშაობს ყველა ვებსაიტის 43.5%, ოფიციალური საცავი მოიცავს 30000-ზე მეტ თემასა და 70000-ზე მეტ მოდულს.
თუ თქვენი მიზნები საჭიროებს ინდივიდუალური CMS-ის შემუშავებას დიდი ბიუჯეტის არსებობს შემთხვევაში ამასაც შეძლებთ.
WordPress საიტის აწყობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური დიზაინით, ასევე მზა შაბლონის გამოყენებით.
დომენის & ჰოსტინგის ფასები
დომენისა და ჰოსტინგის ფასები დამოკიდებულია თქვენს საჭიროებებზე და ბიუჯეტზე. დომენის ფასები 15$-დან რამდენიმე ათეულ ათას დოლარამდეც კი მერყეობს.
რაც შეეხება ჰოსტინგის სერვისს, ფასები იწყება დაახლოებით 120$-დან ზევით( წელიწადში). ასე რომ, საიტის დამზადება უფასოდ შეუძლებელია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვითონ დაგეგმავთ თქვენი საიტის გაკეთებას.
SSL სერტიფიკატის ფასი
SSL სერტიფიკატი უზრუნველყოფს თქვენს საიტსა და თქვენს ვიზიტორებს შორის დაშიფრული პაკეტებით კავშირს.
SSL სერტიფიკატი მნიშვნელოვანია, საიტები მისი არარსებობის შემთხვევაში გუგლის საძიებო სისტემაში ვერ ხვდებიან და აქვთ უსაფრთხოების მაღალი რისკები.
ხშირ შემთხვევაში SSL სერტიფიკატს უფასოდ გვთავაზობენ ჰოსტინგის პროვაიდერები და დამატებითი გადახდა არ სჭირდება.
WordPress-ის თემების და მზა შაბლონების ფასები
დეველოპერი თქვენი მიზნებისა და საჭიროებების განსაზღვრით მოძებნის მზა თემას, რომელიც დიზაინითა და ფუნქციონალით თავსებადი იქნება თქვენ საიტთან. WordPress-ის თემების ფასი მრავალფეროვანია და მერყეობს საშუალოდ 100$-ის ფარგლებში, ასევე არსებობს უფასო ოფიციალური თემები.
თუ თქვენ გაქვთ მზა დიზაინი Figma-ზე, ან Canva-ზე და გსურთ სრულად ინდივიდუალური საიტის ნულიდან აწყობა, დეველოპერი გააკეთებს მზა დიაზინის კონვერტაციას შეთანხმებულ პლატფორმაზე და ჩააშენებს საჭირო ფუნქციონალს.
ინდივიდუალური დიზაინისა და ფუნქციონალის საიტი მოითხოვს მეტ დროსა და რესურსებს.
გასათვალისწინებელია, რომ საიტის დამზადების ფასი და საიტის დამზადების დრო მნიშვნელოვნად მცირდება მზა შაბლონის გამოყენებით.
საწყის ეტაპზე სწორი კომუნიკაციით შეძლებთ დაგეგმოთ თქვენი საიტის დამზადების პროცესი გონივრულ ფასად.
ვებ დიზაინის სააგენტოების საიტებზე მოცემული ფასები არის სტანდარტული, ნებისმიერ შემთხვევაში, დეველოპერი დააზუსტებს ყველა დეტალს, განსაზღვრავს რა ღირს საიტის გაკეთება და რა დრო დასჭირდება მას პროექტის სრულფასნოვნად შესრულებისთვის.
ჩვენი საიტის დამზადების ფასები და სხვა სერვისების ღირებულება შეგიძლიათ ნახოთ აქ – ტარიფები.
თუ გაქვთ შეკითხვები, ან გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, დაგვიტოვეთ კომენტარში, ან მოგვწერეთ შეტყობინება
გისურვებთ წარმატებებს ციფრულ სივრცეში!
4 Responses
სამკერვალოს საიტის დამზადებას რა ფასში შეძლებთ? მაქსიმუმ 3-5 გვერდიანი საიტის დამზადება და რა დრო დასჭირდება
გამარჯობა
მარტივი საიტის დამზადების ფასი 1000 ლარიდან და 14 დღე საიტის დამზადების დრო.
პროექტის განსახილველად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
მარტივი საიტის დამზადება სადაც არაა გადახდები და სხვა ფუნქციები, 7 გვერდი და 14 სიახლეების პოსტია, ასეთი საიტის შექმნის ფასი რა არის და ყოველწლიურად რამდენი დასჭირდება რომ საიტმა იმუშავოს შეუფერხებლად
გამარჯობა
საიტის დამზადების ფასი იწყება 1000 ლარიდან, მსგავსი მარტივი საიტის ყოველწლიური შენახვის ხარჯი – დომენისა და ჰოსტინგის სერვისი მინიმუმ 200 ლარიდან ღირს + დეველოპერის მომსახურების, რაც დაგჭირდებათ