Chat GPT ვებ დეველოპმენტში

Სარჩევი

რა არის ChatGPT და როგორ დაგეხმარება ის სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულებაში

ra aris chatgpt, რა არის chatgptChatGPT (Generative Pre-trained Transformer) არის OpenAI-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი, რომელიც აგენერირებს ტექსტურ პასუხებს ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ ფორმატში — იქნება ეს სტატია, კოდი, ელფოსტა თუ მოკლე შეტყობინება.

რა შეუძლია ChatGPT-ს?

ChatGPT არის ხელოვნური ინტელექტის ტიპი, რომელიც აგებულია დიდი ენობრივი მოდელის (LLM) საფუძველზე და მას შეუძლია:

  • ისაუბროს ბუნებრივ ენაზე
  • დაწეროს ტექსტი სხვადასხვა სტილში და ტონალობაში
  • უპასუხოს კითხვებს სწრაფად და კონკრეტულად
  • შექმნას კოდი ან შეასწოროს არსებული
  • დააგენერიროს თქვენი მოთხოვნის შესაბამისი მედია ფაილი

როგორ იყენებენ ვებ დეველოპერები ChatGPT-ს რეალურ პროექტებში

თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში, ხელოვნური ინტელექტის  გამოჩენამ და მისმა სწრაფმა განვითარებამ უკვე შეცვალა ბევრ სფეროში მუშაობის ყოველდღიური პრაქტიკა და ეს პროცესი უფრო დიდ მაშტაბებს მიაღწევს უახლოეს მომავალშიც.

არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და ბევრი მითი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე და შესაძლო საფრთხეებზე. ერთი რამ ცხადია, პროცესი დაწყებულია, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები და მაქსიმალურად ვადაპტირდეთ უკვე არსებულ რეალობასთან.

სიმართლე ის არის, რომ უკვე დღეს რა ეტაპზეა მისი შესაძლებლობები ჩვენ არც ვიცით, არც მისმა შემქნელებმა, როგორც მათი განცხადებებიდან ჩანს 🙃.

ამ პოსტში ჩვენ განვიხილავთ ChatGPT-ს რამდენიმე მაგალითით, ვებ დეველოპმენტის მიმართულებით.

Chat GPT in web Development-Chat GPT ვებდ დეველოპმენტში

ვებ დეველოპერები მუდმივად ეძებენ გზებს, რათა გააუმჯობესონ საიტები, დამზადების პროცესი და  უზრუნველყონ უკეთესი მომხმარებლის გამოცდილება.

ChatGPT არის რევოლუციური, ახალი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა, რომელსაც აქვს პოტენციალი გააუმჯობესოს ვებსაიტების ურთიერთქმედება და კონვერტაცია.

ChatGPT-ს შეუძლია იყოს ასისტენტი, როგორც ვებ დეველოპერისთვის, ასევე საიტის მფლობელისთვის.

რა ამოცანები შეგვიძლია ვანდოთ AI-ით აღჭურვილ ხელსაწყოს?  ამ საკითხებს ჩვენ განვიხილავთ მაგალითებით.

ChatGPT-ს შეუძლია უპასუხოს კითხვებს, გაიგოს ჩვენი ტექსტური ან ხმოვანი შეტყობინებები და მოახდინოს უკუკონტაქტი მოთხოვნილ ფორმატში.
conversation with ChatGPT

პროგრამული უზრუნველყოფა შეიქმნა სან-ფრანცისკოში სტარტაპის მიერ და ამოქმედდა 2022 წლის ნოემბერში. გაშვების დღიდან ChatGPT გახდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ყველაზე ხშირად გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი.

მარკეტოლოგები, კოფირაიტერები, ბიზნესის მფლობელები, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები და სხვა მიმართულების სპეციალისტები მყისიერად იღებენ პასუხს მათ მიერ დასმულ კითხვებზე. 

ChatGPT-ს შეუძლია დაწეროს კონტენტი (სტატიები, პროდუქტის გვერდები), ლექსები, ზღაპრები, ელ.წერილები, შეთავაზებები და თუნდაც პროგრამული კოდი. ბევრი ადამიანი უკვე იყენებს ამ AI ინსტრუმენტს თავის ყოველდღიურ საქმიანობაში.

Chat GPT-ს სარგებლიანობა

ChatGPT-ის შესაძლებლობები სასარგებლო და ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს ვებსაიტების მფლობელებისთვის და ნებისმიერი კატეგორიის ბიზნესის მფლობელისთვის.

იდეების გენერაცია

ჩვენ შეგვიძლია ვთხოვოთ ჩატბოტს დააგენერიროს იდეები სხვადასხვა მიმართულებით. ხშირ შემთხვევაში, ChatGPT არ შეუძლია სრულად ჩაანაცვლოს ადამიანები შემოქმედებიტ პროცესში.

მაგალითად, ვებ დიზაინში მას არ შეუძლია სრულად ჩაანაცვლოს ადამიანის კრეატიულობა, თუმცა შეუძლია დაეხმაროს მათ რუტინული საქმის შესრულებაში და შესაძლებლობა მისცეს სრულად კონცენტრირდნენ შემოქმედებით პროცესზე.

მას შეუძლია დაეხმაროს ბიზნესის მფლობელებს იდეების გაანალიზებაში და გადაწყევიტელების მიღების გამარტივებაში.
conversation with ChatGPT-2

ChatGPT-ს შეუძლია იდეების გენერირება ბიზნესისთვის.

მას შეუძლია იყოს ინტერვიუერი, კლიენტი, მარკეტერი, პოტენციური ინვესტორი ან ვებ დიზაინერი.
conversation with ChatGPT-3

ChatGPT-ს შეუძლია იდეების გენერირება ვებ დიზაინერებისთვის.

ბიზნესის ასისტენტი

ჩვენ ყველას გვაკლია ცოდნა, ან გამოცდილება ჩვენი სპეციალობის მოსაზღვრე სფეროებში. შეგვიძლია გამოვიყენოთ საძიებო სისტემები, რათა ვიპოვოთ სტატიები და წიგნები ჩვენ კითხვებზე პასუხის მისაღებად, ან გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამ ინფორმაციებს მოიძიებს და მოგვაწვდის.
conversation with ChatGPT-4

ChatGPT აკეთებს შაბლონს ელ-კომერციის ბიზნეს სტრატეგიის დასაგეგმად.

რამდენიმე სტატიის წაკითხვის ნაცვლად, შეგიძლიათ მიმართოთ კითხვით ChatGPT-ს. თუ პასუხი არ გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ დასვათ დამაზუსტებელი კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით.

კონტენტის დაწერა

ბევრი SEO და მარკეტინგის გურუ ამბობს: “კონტენტი მეფეა!” რადგან ვებგვერდის შინაარსი იზიდავს ვიზიტორებს, ზრდის ჩართულობას და აქცევს მათ მუდმივ სტუმრად, ან მომხმარებლებად.

ვებსაიტის შინაარსზე მუშაობას დრო და ფული სჭირდება. მაშინაც კი, თუ ვებსაიტის მფლობელი დაიქირავებს მარკეტოლოგებსა და კოპირაიტერებს, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს წარმატების 100%-იან გარანტიად. ამა თუ იმ მიმართულების პროფესიონალებს ყოველთვის არ ესმით კონკრეტული ბიზნესის ნიშა და მომხმარებელთა საჭიროებები.

ChatGPT-დახმარებით თქვენ შეძლებთ:

  • შექმნათ კონტენტის იდეები და თემები.
  • შექმნათ თემატური შინაარსის სტრუქტურა მკაფიო და მიმზიდველი სათაურებით.
  • დაწეროთ შესანიშნავი, უნიკალური და გრამატიკულად სწორი კონტენტი.

ეფექტური კონტენტის მისაღებად, თქვენ უნდა გამოიყენოთ მკაფიო მოთხოვნა. რაც უფრო კონკრეტული იქნება თქვენი მოთხოვნა, მით უკეთესი იქნება მოწოდებული პასუხი.

თქვენ უნდა დააყენოთ მკაფიო პარამეტრები, როგორიცაა სიტყვების რაოდენობა, ტონი, კონკრეტული ტერმინები და სხვა.

conversation with ChatGPT-5

ChatGPT-ს შეუძლია სტატიის დაწერა

ChatGPT არ არის სრულყოფილი მწერალი. ამიტომ, თქვენ უნდა გაასწოროთ და დახვეწოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შინაარსი, ან მიანდოთ ის პროფესიონალს.

დღეს უკვე ბევრი SEO-მოდული იყენებს AI-ს ქივორდებისა და ტექსტის დასაგენერირებლად.

2024 წლის გუგლის საძიებო სისტემის განახლებაში მითითებულია რომ ახალი ალგორითმი სრულიად შეცვლის ფოტო და ვიდეო მასალის ინდექსირების წესებს. Sora დღეს უკვე ქმნის გენერირებულ ვიდეობს, რაც თავის მხრივ უახლოეს მომავალში დიდ გავლენას მოახდენს ბევრ ინდუსტრიაზე, მათ შორის კინო სამყაროზე.

ChatGPT აგენერირებს და მოდიფიკაციას უკეთებს პროგრამულ კოდებს

ისევე, როგორც გეგმის, ან სტატიის დაწერაში, AI გვეხმარება კოდის შესწორებებში და მის ნულიდან შემუშავებაში. შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარია როგორ შეგიძლიათ ეურთიერთოთ და რამდენად შეგიძლიათ გაანალიზოთ მოწოდებული პროდუქტი თქვენი მხრიდან ჩასწორებების გასაკეთებლად.
conversation with ChatGPT-6

ChatGPT-ს შეუძლია კოდის გენერირება.

შეგიძლიათ შექმნათ შაბლონები მომსახურების პირობებისთვის, კონფიდენციალურობის პოლიტიკის გვერდი, ინვოისები და ა.შ.

ბევრისთვის ეს სრულებით არ არის სახალისო სამუშაო, მაგრამ თუ ბიზნესის ან ელექტრონული კომერციის ვებსაიტის მფლობელი ხართ, უნდა დაწეროთ ოფიციალური ელ.წერილი, ინვოისები, მომსახურების პირობები და სხვა დოკუმენტები. ChatGPT დაგეხმარებათ შექმნათ სხვადასხვა შაბლონები ან შეავსოთ ისინი. უბრალოდ შექმენით მოთხოვნა ყველა საჭირო ინფორმაციის მითითებით.

ChatGPT არ არის იურისტი, ამიტომ პროფესიონალებმა უნდა გაასწორონ ძირითადი ტექსტი რაც იურიდიულ საკითხებთან იქნება დაკავშირებული. AI ინსტრუმენტის გამოყენება დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და ფული.

ტექსტური ინფორმაციის ანალიზი

ვებასიტის მფლობელებს ან ადმინისტრატორებს ყოველთვის არ აქვს დრო გაეცნოს GA4-ის, Google-ის სხვა ძირითადი განახლების, გაიდლაინების ცვლილებების, ან ვებ დიზაინის ტენდენციების გასაცნობად.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეძლებთ მიიღოთ საჭირო განახლებებზე მოკლე ანალიზი, აუტვირთეთ ფაილი, ან მიაწოდეთ კონკრეტული სტატიის ბმული და დაუკონკრეტეთ რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაანალიზოს მიწოდებული მასალებიდან.

დასკვნა

როგორც ვებსაიტის მფლობელს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ChatGPT მრავალი მიზნისთვის. თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ალგორითმის ფორმულირებული შინაარსეები ან იდეები, თქვენ უნდა მიაწოდოტ მკაფიო მოთხოვნები.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ უნდა დახარჯოთ გარკვეული დრო და ძალისხმევა პროდუქტიული შედეგის მისაღწევად. ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა გარკვეულ პრაქტიკულ გამოცდილებას მოითხოვს და დროსთან ერთად თქვენი უნარებიც გაუმჯობესდება. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ მაინც დაზოგავთ რესურსებსა და დროს, რადგან ხელოვნური ინტელექტის მქონე ეს ინსტრუმენტი გაწვრთნილია კარგი ტექსტური შინაარსის გენერირებისთვის.

მეორეს მხრივ, ChatGPT ვერ ჩაანაცვლებს ადამიანურ რესურსს ბევრი მიმართულებით, რადგან მას არ გააჩნია ემოციები და ცოცხალი გამოცდილება(ჯერჯერობით ყოველშემთხვევაში). ასევე შესაძლოა არასწორი პასუხები დააბრუნოს, ან ვერ მიხვდეს თქვენს შეკითხვის შინაარსს და თავისი ინტერპრეტაციით შეავსოს ტექსტი.

ყოველ შემთხვევაში, ChatGPT-ის ამჟამინდელი შესაძლებლობები დაგეხმარებათ იდეების გენერირებაში, შინაარსის დაწერაში და შაბლონების შექმნაში, მაგრამ თქვენ უნდა დაეხმაროთ AI ინსტრუმენტს პროცესის დროს კონკრეტული კითხვებითა და განსაზღვრული ინსტრუქციებით.

არსებობს Promt Engineering რომელიც გაგიადვილებთ სწორად მიაწოდოთ მოთხოვნები და ინსტრუქციები ხელოვნურ ინტელექტს.

ამასთანავე, აუცილებლად გააკეთეთ მოთხოვნების მორგება თქვენი პროფილიდან(Customize ChatGPT), ეს დაეხმარება ხელოვნურ ინტელექტს თითოეულ პასუხზე ჰქონდეს წინასწარი, თქვენს მიერ გაწერილი ინსტრუქციები.

“The question of whether computers can think is as irrelevant as the question of whether submarines can swim.” – Edsger W. Dijkstra


 

რეკომენდაცია

ამ ვიდეოში ბევრ ახალ დეტალს გაიგებთ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტენდენციებზე, ზოგადად არხის ვიდეოები ინფორმატიული, შინაარსიანი და კარგად დამუშავებულია. არხის ბმული: www.youtube.com/@vasil_gabunia

Giorgi Aptsiauri web developer_გიორგი აფციაური ვებ დეველოპერი_WordPress
Giorgi Aptsiauri
WordPress Developer
Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გსურთ თვალი ადევნოთ სიახლეებს?

მიიღეთ ჩვენი ყველაზე ღირებული რჩევები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე, თვეში ერთხელ