ტექნიკური SEO

სერვისის კატეგორიები

საიტის ტექნიკური აუდიტი და ოპტიმიზაცია

ტექნიკური SEO საკითხების უგულებელყოფა უარყოფითად მოქმედებს ვებსაიტის რეიტინგზე საძიებო სისტემებში. თქვენი საიტი უნდა აკმაყოფილებდეს საძიებო სისტემების ტექნიკურ მოთხოვნებს მაღალი რეიტინგის მისაღწევად.

როგორ მოქმედებს ტექნიკური SEO თქვენს ბიზნესზე?

ტექნიკური სეო მნიშვნელოვნად მოქმედებს თქვენს ბიზნესზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვებსაიტი თქვენი სერვისის და/ან პროდუქტის რეალიზების ყველაზე დიდი არხია. ტექნიკური პრობლემები ხელს უშლის თქვენს ვებსაიტს ტრაფიკის დაჭერაში, რამაც შეიძლება დაბლოკოს თქვენი ბიზნესის პოტენციური შემოსავალი.

რა არის ტექნიკური SEO?საიტის ტექნიკური ოპტიმიზაცია გულისხმობს ტექნიკური საკითხების გამოსწორებას და ტექნიკური ასპექტების განხორციელებას საძიებო სისტემის მოთხოვნების შესაბამისად, უფრო მაღალი რეიტინგის მისაღებად. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მეტ ტრაფიკს მიიღებთ ძიებებიდან.

ძირითადად, ტექნიკური სეო ხდის თქვენს საიტს უფრო მეგობრულს საძიებო სისტემებისთვის. ტექნიკური სეო განაპირობებს როგორ განსაზღვრავენ საძიებო სისტემის ბოტები საიტის ხარიხსს, ინდექსირებას, დუბლიკატის შინაარსის შემცველ გვერდებს, 404 შეცდომების გვერდებს, გადამისამართებებს და სხვა ტექნიკური საკითხებს. გარდა ამისა, ტექნიკური SEO ხელს უწყობს თქვენი საიტის რეიტინგის გაუმჯობესებას ვებგვერდების მუშაობის ოპტიმიზაციით, სტრუქტურირებული მონაცემების მარკირებით, robots.txt ფაილების და sitemap.xml-ის შესაბამისი კონფიგურაციებით.

ასე რომ, თქვენი საიტი იღებს მეტ ტრაფიკს, რაც განაპირობებს კონვერტაციების ზრდას თქვენ ვებსაიტზე.

საიტის დამზადება პირველი ნაბიჯი

ტექნიკური SEO-ს ელემენტები

ტექნიკური სეო მოიცავს ბევრ ფაქტორს. არის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მიქცევას.

ვებ საიტის უსაფრთხოება

ცხადია, უსაფრთხოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და დიდ როლს თამაშობს უსამართლო კონკურენციისას. ჩვენ ჩავატარებთ კვლევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი ვებსაიტი თავისუფალია უსაფრთხოების პრობლემებისგან, მანიპულაციების, სტატისტიკის გაჟონვისა და ჯარიმებისგან.

ვებმასტერები და ანალიტიკური ინსტრუმენტები

თუ თქვენი ვებსაიტი უკვე არ არის რეგისტრირებული ვებმასტერებთან (Google Search Console, Bing Webmaster, Yandex Webmaster) და ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან, ჩვენ მას დაგირეგისტრირებთ და გავწერთ შესაბამის კონფიგურაციებს. თქვენ უნდა გაზომოთ თქვენი SEO და მარკეტინგის შედეგები, რათა ნახოთ თქვენი სტრატეგიის ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩვენ  დაგეხმარებით განახორციელოთ ყველა საჭირო ოპერაცია შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით.

საიტების დამზადება მეორე ეტაპი
საიტის შექმნა მესამე ნაბიჯი

Crawl და ინდექსირების საკითხები

მნიშვნელოვანია იდენტიფიცირდეს crawl-ის, ინდექსირების, გადამისამართებების და კანონიკური ბმულების საკითხები თქვენს ვებ გვერდებზე. თქვენი საიტის ყველა მნიშვნელოვანი გვერდი უნდა იყოს ინდექსირებული შეცდომების გარეშე. ჩვენ შეგვიძლია  გამოვასწოროთ ტექნიკური შეცდომების უმეტესობა, რაც ხელს შეუწყობს საიტის მუშაობის გაუმჯობესებას და რეიტინგების ზრდას.

შიდა ბმულების (INTERNAL LINKING) სტრუქტურა

კარგად განსაზღვრული შიდა ბმულების სტრუქტურა დაგეხმარებათ სწორად და მკაფიოდ მიაწოდოთ თქვენი ვებსაიტის მნიშვნელოვანი შინაარსი საძიებო სისტემებს. ჩვენ დაგეხმარებით, საჭიროების შემთხვევაში, გააუმჯობესოთ ბმულების სტრუქტურა.

საიტის ადმინისტრირების, მართვის 4 დეტალი
ვებ დიზაინის მნიშვნელოვანი მიმართულებები

მობილურისთვის სასარგებლო ოპტიმიზაცია

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი ვებსაიტი მობილურებისთვის მოსახერხებელია, ჩვენ დაგეხმარებით გაკეთდეს ყველა გვერდის ანალიზი მობილური მოწყობილობებზე თავსებადობის შესაფასებლად Google-ის და სხვა ტექნიკური ინსტრუმენტების გამოყენებით. ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ განახორციელონ მორგებული ვებ დიზაინი თქვენი საიტისთვის.

საიტის წარმადობის გაზრდა

თუ თქვენი ვებსაიტი ძალიან ნელია, მას შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენს SEO-ზე და ასევე ცუდია მომხმარებლის გამოცდილებისთვის. არასწორად დაგეგმილი სტრუქტურა, გამოყენებული მოდულების სიმრავლე და ხშირ შემთხვევებში სტანდარტების უგულებელყოფით ჩამატებული ინდივიდუალური კოდი ართულებს  საიტის ოპტიმიზაციას,  თუმცა გამოსავლის პოვნა ყოველთვის შესაძლებელია.

მარტივი საიტის გაკეთება 6 დეტალი
საიტების დამზადება შვიდი საფეხური

მონაცემების სტრუქტურირებული მარკირება

სტრუქტურირებული მონაცემები Google-ს ეხმარება გაიგოს თქვენი ვებ საიტის შინაარსი. ჩვენ დაგეხმარებით SEO მიზნებისთვის სტრუქტურირებული მონაცემების დანერგვაში, რათა თქვენმა საიტმა უკეთესი პოზიციები მიიღოს ძიების შედეგებში.
SEO ოპტიმიზაცია ნომერი ერთი

ITLover-ის ტექნიკური SEO-ს პროცესი

ტექნიკური SEO აუდიტი

ვებსაიტის ტექნიკური ოპტიმიზაცია იწყება აუდიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზებით. აუდიტი ეხება SEO-ს რამდენიმე ძირითად ტექნიკურ ფაქტორს. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ crawl-ს, ინდექსირების საკითხებსა და “404” შეცდომებს, რადგან ამ ფაქტორებმა შეიძლება დააზიანოს თქვენი SEO.
ტექნიკური SEO-სთვის ჩვენ გვჭირდება წვდომა თქვენს Google/Bing ვებმასტერ ინსტრუმენტებზე, Google Analytics საკუთრებაზე ან სხვა სისტემებზე, რომლებსაც შესაძლოა იყენებთ. ასევე, ვიყენებთ დამატებით ინსტრუმენტებს სრული სურათის წარმოსაჩენად.

ტექნიკური SEO-ს გეგმა

ჩვენ ვქმნით მკაფიო გეგმას ტექნიკური SEO აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით. ამის შემდეგ გეგმა კორექტირდება თქვენი ბიუჯეტისა და თქვენი ბიზნესის მიზნებიდან გამომდინარე. ფაქტია, რომ ყველას გვაქვს საბიუჯეტო შეზღუდვები, ამიტომ, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე კრიტიკულ ფაქტორებზე. ზოგჯერ პრობლემა შეიძლება იყოს ვებ – ტექნოლოგიის დასტაში. ამან შეიძლება მოითხოვოს მნიშვნელოვანი ინვესტიცია ვებსაიტის აღდგენაში და ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ტექნიკური SEO-ს აუდიტის ხარჯებზე.
სეო აუდიტი ნომერი 2
ვებ საიტის ტექნიკური სეო აუდიტი

SEO რეკომენდაციების განხორციელება

არსებობს ორი შესაძლო ვარიანტი ჩვენი ტექნიკური SEO-ს რეკომენდაციების განსახორციელებლად. პირველი ვარიანტი არის ის, რომ ყველა ჩვენი ტექნიკური SEO-ს რეკომენდაცია განხორციელდეს თქვენი ვებ დეველოპერების გუნდის მიერ. მეორე ვარიანტი გულისხმობს, რომ რეკომენდაციები განხორციელდება ITLover-ის გუნდის მიერ. ორივე შემთხვევაში, ჩვენი პროექტის მენეჯერი და SEO სპეციალისტი მონიტორინგს გაუწევენ გეგმის განხორციელებას. ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ შედეგებში.

ტექნიკური SEo-ს შედეგები

სტრუქტურირებული მონაცემების მარკირების შედეგები სწრაფად გამოჩნდება. სხვა ოპტიმიზირების შედეგები, მაგალითად, როგორიცაა გვერდების ინდექსირება, შეიძლება რამდენიმე დღის ან რამდენიმე კვირის შემდეგ აისახოს. ტექნიკური სეოს საერთო შედეგი მთლიანად გამოჩნდება რამდენიმე თვის შემდეგ. ეს გამოწვეულია საძიებო სისტემების მუშაობის სპეციფიკით.
თქვენ ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ტექნიკური სეო არის სეოს სრული სტრატეგიისა და პროცესის მხოლოდ ერთი ნაწილი.

ციფრი ოთხი ცისფერით

გახადეთ თქვენი ვებსაიტი საძიებო სისტემებზე ტექნიკურად მორგებული

ხშირად დასმული კითხვები

ტექნიკური SEO არის ვებსაიტის ოპტიმიზაციის პროცესი, რომელიც ფოკუსირდება მის ტექნიკურ ასპექტებზე, რათა ის იყოს უფრო მოსახერხებელი საძიებო სისტემებისთვის ინდექსაციისა და რანჟირების თვალსაზრისით. ეს მოიცავს საიტის სტრუქტურის, კოდის, სერვერის პარამეტრების და სხვა ტექნიკური ელემენტების ოპტიმიზაციას.

საიტის შემოწმებამ შეიძლება გამოავლინოს სხვადასხვა პრობლემები, როგორიცაა:

  • ნელი ჩატვირთვის სიჩქარე
  • მობილური მორგებულობის პრობლემები
  • დუბლირებული კონტენტი
  • გატეხილი ბმულები
  • არასწორი robots.txt ფაილის პარამეტრები
  • არასწორი XML საიტის რუკა
  • და სხვა ტექნიკური შეცდომები

საიტის ჩატვირთვის სიჩქარე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდექსირების ფაქტორი. ნელი საიტები უარყოფითად მოქმედებენ მომხმარებლის გამოცდილებაზე და შეიძლება გამოიწვიონ მაღალი ბრუნვის მაჩვენებელი (bounce rate), რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება საიტის რეიტინგზე საძიებო სისტემებში.

თანამედროვე სამყაროში ინტერნეტ მომხმარებელთა უმეტესობა სმარტფონებს იყენებს. Google და სხვა საძიებო სისტემები უპირატესობას ანიჭებენ მობილური მორგებულ საიტებს და აჩვენებენ მათ უფრო მაღალ პოზიციებზე მობილური მოწყობილობებიდან ძიების შედეგებში.

გსურთ ჩვენთან მუშაობა?

თუ ფიქრობთ, რომ ვებ საიტი შესაძლოა იყოს თქვენთვის სასარგებლო, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მის დამზადებაში, ან თქვენთვის სწორი მიმართულების მოცემაში!

დაგვიკავშირდი

T +995 599 24 74 26call

WhatsappITLOver ვებ სტუდია Whatsapp-ზე, Whatsapp ლოგო

mail info@itlover.tech

12 Merab Aleksidze St, T'bilisi 0171, Georgia

+995 599 24 74 26

Professional WordPress website creation service in Tbilisi! I had an amazing experience working with ITLover – fast, reliable, and highly skilled. If you need a modern, SEO-friendly website, I highly recommend them!
Georgi took on my project when no one else was interested, just the design of a webpage for language teaching but he made it into a thing of beauty. Good prices, nice results and a load of top advice. It’s all good !
Best Service I have ever used! The guy is more than Pro.
Very happy with his work! Reliable, flexible and fast.
თუ გჭირდება საიტის დამზადება ITLover საუკეთესო არჩევანია! რეკომენდაცია

სხვა სერვისები

ვორდპრესს საიტის აწყობა, დამზადება

ვებ გვერდის დამზადება

ფუნქციონალური და ვიზუალურად დახვეწილი საიტის დამზადება, არსებულის რედიზაინი.

კორპორატიული, სავიზიტო საიტის ხატულა

ვებ დიზაინი

სერვისების ფართო სპექტრი, როგორიცაა ვებ დიზაინი, ბრენდის იდენტურობა, ლოგოს დიზაინი.

შეთანხმების ხატულა

საიტის მართვა

განახლებები, დაცვის პაკეტები, შინაარსის ცვლილება და რეზერვების წარმოება.