სერვისის კატეგორიები

თემატური პოსტები

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, კონკურენტების საიტის ანალიზი, დომენის ავტორიტეტის გაზრდა, საიტის ტექნიკური ოპტიმიზაცია, ვებმასტერებთან ინტეგრაცია & კონფიგურაცია, საძიებო სისტემების ძიების გვერდებზე (SERP) მაღალი რეიტინგის მისაღებად.

ვორდპრესის საიტის სეო ოპტიმიზაცია

როგორ ეხმარება SEO მეგობრული საიტი ბიზნესს

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) მოიცავს თქვენი ვებ საიტის თავსებადობის გაზრდას საძიებო სისტემის ალგორითმებისთვის, რაც  განსაზღვრავს თქვენი საიტის რეიტინგს ორგანული ძიების შედეგებში. როდესაც თქვენი სამიზნე აუდიტორია იყენებს ინტერნეტს სერვისების ან პროდუქტების საპოვნელად, თქვენი ვებ საიტის ხილვადობა ძიების შედეგებში გადამწყვეტია.

რატომ სჭირდება ვებ გვერდებს საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია?!
თუ ორი ვებსაიტი ყიდის ერთსა და იმავე პროდუქტს ან მომსახურებას,  ოპტიმიზირებული ვებ საიტი მოიზიდავს უფრო მეტ მომხმარებელს, რადგან ის უკეთ ჩანს ძიების შედეგებში. თქვენი საიტი კონკურენციას უწევს რამდენიმე, ათეულ, ან თუნდაც ათასობით სხვა საიტს. თუ გსურთ, მეტმა ადამიანმა იპოვოს თქვენი პროდუქტი და/ან სერვისი, ამისათვის დაგჭირდებათ სეო მომსახურება.

გვერდის სეო

სერვისი მოიცავს:

  1. ვებ საიტის აუდიტი
  2. საკვანძო სიტყვების კვლევა
  3. კონკურენტების ანალიზი
  4. აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრას
  5. კონტენტის რედაქტირებას
  6. მეტა სათაურების & მეტა აღწერების ოპტიმიზაცია

რა შედეგს მიიღებთ

  • დახვეწილი HTML სტრუქტურა
  • გაუმჯობესებული მეტა ტეგები
  • გამარტივებული ნავიგაცია
  • ხარისხიანი კონტენტი
  • მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება
  • გაზრდილი ტრაფიკი
  • მეტი კონვერტაცია

საკვანძო სიტყვების კვლევა და ანალიზი

საკვანძო სიტყვების კვლევა არის მოთხოვნების იდენტიფიცირების პრაქტიკა, რომლებიც მართავენ შესაბამის ტრაფიკს ვებსაიტებზე. საკვანძო სიტყვები არის ის, რის საშუალებითაც თქვენი სერვისი და/ან პროდუქტი იძებნება მომხმარებლების მიერ SERP-ის საძიებო ველში. 

SEO-ს ეს პრაქტიკა ხელს უწყობს საპასუხო კონტენტის მომზადებას და არსებულის ოპტიმიზაციას.

თითოეულ გვერდს უნდა ჰქონდეს უნიკალური და სათაური, რომელიც დაეხმარება როგორც საძიებო სისტემებს, ასევე მომხმარებლებს გააცნობიერონ რას ეხება გვერდის შინაარსი. 

აღწერა არის ის, რასაც ხალხი ნახავს საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე(SERP). მეტა ტეგის აღწერა უნდა იყოს კონკრეტული და მიმზიდველი თითოეული გვერდისთვის.

სათაურების გამოყენება (h1, h2, h3 ტეგები) ეხმარება საძიებო სისტემებს შინაარსის უკეთ გაგებაში. მთლიანი გვერდის წაკითხვის ნაცვლად, მომხმარებლების უმეტესობა უბრალოდ ასკანირებს საიტის ნებისმიერ ახალ გვერდს. 

ისინი ჩვეულებრივ არჩევენ ცალკეულ სიტყვებსა და წინადადებებს. მცოცავებს იგივე ქცევა აქვთ. ჩვენ შევქმნით შესაბამის და შინაარსიან სათაურებს, რომლებიც ბუნებრივად შეიცავს საკვანძო სიტყვებს.

საძიებო სისტემები აჩვენებენ ძირითად და დამატებით შინაარსს ძიების შედეგებში. ხარისხიანი და თემის შესაბამისი შინაარსი არის ის რაც ზრდის ორგანულ ტრაფიკს საიტზე. 

მნიშვნელოვანია საძიებო სიტყვების ბუნებრივად  გამოყენება ვებგვერდებზე შესაბამისი ფორმით, დაუშვებელია მათი არაბუნებრივად გაბნევა, რაც აუარესებს მომხმარებლის გამოცდილებას.

სურათები გვერდს უფრო საინტერესოს და ადვილად გასაგებს ხდის მომხმარებლისთვის. სურათის ზომის ოპტიმიზაცია ხელს უწყობს გვერდის ჩატვირთვის სიჩქარის გაზრდას. 

“alt” ტეგის გამოყენება სასარგებლოა საძიებო სისტემებისთვის. სურათები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროდუქტის გვერდებისთვის. ჩვენ დაგეხმარებით ვებგვერდის სურათებისა და ვიდეოების სწორი გზით ოპტიმიზაციაში.

ვებსაიტზე გვერდების სტრუქტურა მნშვნელოვანია. შიდა ბმულები საძიებო სისტემის ბოტებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ ახალი გვერდები და მიჰყვნენ მათ. 

ის ეხმარება საძიებო სისტემებს უკეთ გაიგონ გვერდების შინაარსი. ასევე, ეს კარგი ნიშანია საძიებო სისტემებისთვის, თუ ბმულები უზრუნველყოფს მომხმარებლის სასარგებლო გამოცდილებას. 

Off-Page ოპტიმიზაცია

Off-page SEO ეხება ყველა აქტივობას, რომელიც ხორციელდება თქვენი ვებსაიტის გარეთ, რათა გაუმჯობესდეს მისი ხილვადობა საძიებო სისტემებში. მთავარი მიზანია დომენის ავტორიტეტის გაზრდა, სანდოობა და ცნობადობა.

საძიებო სისტემები აგროვებენ ყველა იმ ბმულს, რომელიც დაკავშირებულია თქვენს დომენთან, მიღებული მონაცემების ანალიზით ალგორითმი განსაზღვრავს თქვენი დომენის ავტორიტეტს (DA).

ბექლინკის ილუსტრაცია: გამავალი ბმული

დომენის რეიტინგის როლი

ისევე როგორც მომხმარებლები, საძიებო სისტემებიც იყენებენ ინფორმაციას თქვენი ბიზნესისა და ვებსაიტის შესახებ დამატებითი წყაროებიდან. ამიტომ, ბრენდის ან პროდუქტის შესახებ ნებისმიერი ბმული ინტერნეტში არის მნიშვნელოვანი სიგნალი საძიებო სისტემებისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ თავიდან აიცილოთ სპამის ბმულებისა და კერძო ბლოგის ქსელების გამოყენება (საძიებო სისტემის ალგორითმებს დიდხანს ვერ მოატყუებთ), რადგან off-page SEO-ს ასეთმა ტაქტიკამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენი ვებგვერდის რეიტინგს, შელახოს თქვენი ბიზნესისა და დომენის რეპუტაცია.

მომსახურება იყოფა ოთხ ძირითად კატეგორიად

1. დომენის ავტორიტეტის აუდიტი

პირველ ეტაპზე ფასდება დომენის მიმდინარე რეიტინგი და ყველა მასთან დაკავშირებული “backlink”-ი. აუდიტიდან მიღებული ინფორმაციით შეფასდება აღნიშნული ბმულების რეიტინგი, სპამის საფრთხე და განხორციელდება შესაბამისი პრევენციული ტექნიკები, შესაბამისად თქვენი დომენი არ იქნება დაკავშირებული დაბალი რეიტინგის საეჭვო ბმულის წყაროსთან.

2. ბმულების მშენებლობა(Link building)

ბმულების მშენებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ისინი მნიშვნელოვნად განაპირობებენ დომენის ავტორიტეტს. 

არასწორი ტაქტიკის არჩევა აზიანებს ვებსაიტის რეიტინგსა და რეპუტაციას. მნიშვნელოვანია მომართული ბმულები განთავსდეს სანდო და მაღალი დომენის ავტორიტეტის(DA)  მქონე საიტებზე.

3. GUEST BLOGGING

“სტუმრის ბლოგი” ხელს უწყობს ბრენდის ცნობადობის გაზრდას, მიზნობრივი აუდიტორიის მიღწევისა და ტრაფიკის გენერირებას.

მთავარი უპირატესობაა რომ თქვენი ბრენდის, სერვისების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია დამოუკიდებელ ვებსაიტებზე, რომლებიც სანდო და ავტორიტეტულია.

4. “Crowd” მარკეტინგი

ეს მიმართულება მოიცავს ბევრ ტექნიკას. ბრენდის ხსენება ონლაინ სივრცეში: ფორუმები, სოციალური მედია, სტატიები, ბლოგების კომენტარები, ადგილობრივი ბიზნესის დირექტორიები და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკა მარტივი და არაეფექტური ჩანს, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ის დადებით გავლენას ახდენს დომენის ავტორიტეტის ზრდაზე.

საიტის ტექნიკური აუდიტი და ოპტიმიზაცია

სეოს ეს მიმართულება განსაზღვრავს თქვენი ვებგვერდისა და საძიებო სისტემის ბოტების ურთიერთობას.

სერვისი მოიცავს ყველა იმ ტექნიკური ასპექტის განხორციელებას რაც მიღებულია ზოგად სტანდარტად და რეკომენდაციად საძიებო სისტემების მხრიდან.

საიტის შემოწმება - საიტის აუდიტი

რა შედეგს მიიღებთ

  • საიტის რეიტინგის გაუმჯობესება
  • ვებსაიტის  მუშაობის ოპტიმიზაცია
  • სტრუქტურირებული მონაცემების მარკირება
  • robots.txt ფაილების და sitemap.xml კონფიგურაცია
  • კონვერტაციის ზრდა
საიტის შემოწმება

ტექნიკური SEO-ს განხორციელების პროცესი

SEO ოპტიმიზაცია ნომერი ერთი

ტექნიკური SEO აუდიტი

ვებსაიტის ტექნიკური ოპტიმიზაცია იწყება აუდიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზებით. აუდიტი ეხება SEO-ს რამდენიმე ძირითად ტექნიკურ ფაქტორს. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ინდექსირების საკითხებსა და “404” შეცდომებს, რადგან ამ ფაქტორებმა შეიძლება დააზიანოს გვერდის SEO.

სეო აუდიტი ნომერი 2

ტექნიკური SEO-ს გეგმა

გაკეთდება მკაფიო გეგმა ტექნიკური SEO აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით. ამის შემდეგ გეგმა კორექტირდება თქვენი ბიუჯეტისა და თქვენი ბიზნესის მიზნებიდან გამომდინარე. ყურადღებას გავამახვილებთ თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე კრიტიკულ ფაქტორებზე.

ვებ საიტის ტექნიკური სეო აუდიტი

SEO რეკომენდაციების განხორციელება

არსებობს ორი შესაძლო ვარიანტი ტექნიკური SEO-ს რეკომენდაციების განსახორციელებლად:

  1. რეკომენდაცია განხორციელდეს თქვენი ვებ დეველოპერების გუნდის მიერ.
  2. განხორციელდება ITLover-ის გუნდის მიერ. 

ციფრი ოთხი ცისფერით

შედეგების ანალიზი

საბოლოო ეტაპზე შეფასდება სამუშაოების ეფექტი და გაიტესტება თითოეული გვერდი შეცდომებზე. მიღებული ინფორმაციის ანალიზით განისაზღვრება მიღწეული შედეგები და ოპტიმიზაციის დამატებითი შესაძლებლობები.

მომსახურება მოიცავს

საიტის დამზადება პირველი ნაბიჯი

ვებ საიტის უსაფრთხოება

უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და დიდ როლს თამაშობს უსამართლო კონკურენციისას. განხორციელდება კვლევა, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი ვებსაიტი თავისუფალია უსაფრთხოების პრობლემებისგან, მანიპულაციებისგან და სტატისტიკის გაჟონვისგან.

საიტების დამზადება მეორე ეტაპი

ვებმასტერები და ანალიტიკური ინსტრუმენტები

ვებმასტერებთან (Google Search Console, Bing Webmaster, Yandex Webmaster) და ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან ინტეგრაცია & კონფიგურაციება. ეს ინსტრუმენტები მოგვცემს რეალურ სურათს ტრაფიკის დეტალურ სტატისტიკაზე და SEO ხარვეზების გამოსავლენად.

საიტის შექმნა მესამე ნაბიჯი

Crawling და ინდექსირების საკითხები

მნიშვნელოვანია იდენტიფიცირდეს crawl-ის, ინდექსირების, გადამისამართებებისა და კანონიკური ბმულების საკითხები თქვენს ვებ გვერდებზე. თქვენი საიტის ყველა მნიშვნელოვანი გვერდი უნდა იყოს ინდექსირებული შეცდომების გარეშე.

საიტის ადმინისტრირების, მართვის 4 დეტალი

შიდა ბმულების (INTERNAL LINKING) სტრუქტურა

კარგად განსაზღვრული შიდა ბმულების სტრუქტურა ეხმარება საიტს სწორად და მკაფიოდ მიაწოდოს მნიშვნელოვანი შინაარსი საძიებო სისტემებსა და მომხმარებლებს.

ვებ დიზაინის მნიშვნელოვანი მიმართულებები

მობილურზე თავსებადობა

გაკეთდება ყველა გვერდის ანალიზი მობილური მოწყობილობებზე თავსებადობის შესაფასებლად, Google-ის და სხვა ტექნიკური ინსტრუმენტების გამოყენებით.

მარტივი საიტის გაკეთება 6 დეტალი

საიტის წარმადობის გაზრდა

ნელი ჩატვირთვის ვებგვერდი უარყოფით გავლენას ახდენს SEO-ზე და ასევე ცუდია მომხმარებლისთვის. არასწორად დაგეგმილი სტრუქტურა, გამოყენებული მოდულების სიმრავლე & ხშირ შემთხვევაში სტანდარტების უგულებელყოფით ჩამატებული კოდი ართულებს  საიტის ოპტიმიზაციას,  თუმცა გამოსავლის პოვნა ყოველთვის შესაძლებელია.

ტექნიკური სეო - საიტის აუდიტი

SEO აუდიტი

სამიზნე აუდიტორიის კვლევა

თქვენი აუდიტორიის საჭიროებებისა და პრიორიტეტების გაგება მნიშვნელოვანი ეტაპია თქვენი ბიზნესისთვის წარმატებული SEO სტრატეგიის შესაქმნელად.

თქვენი ნიშის SEO აუდიტი

თქვენი ვებ საიტის SEO ოპტიმიზაციისთვის, მნიშვნელოვანია გამოიკვლიოთ თქვენი ბიზნეს ინდუსტრია და კომპანიები, რომლებიც იკავებენ საძიებო სისტემის შედეგების გვერდს (SERP).

თქვენი საიტის ტექნიკური SEO აუდიტი

საძიებო ალგორითმები კომპლექსური პროგრამული სისტემებია, რომლებიც იყენებენ ტექნოლოგიებს ვებსაიტების შინაარსის გასაგებად. თქვენი საიტი უნდა იყოს მეგობრული როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე საძიებო სისტემებისთვის, რათა დაეხმაროს მათ იპოვონ საიტის შინაარსი და მოახდინონ მათი ინდექსირება.

საიტის შემოწმება & საიტის აუდიტი

SEO მარკეტინგის სტრატეგია

თუ გსურთ დაწინაურდეთ კონკურენტებთან თანამედროვე სამყაროში, გჭირდებათ SEO მარკეტინგული სტრატეგია. სტრატეგიის მთავარი მიზანია მომხმარებელთა მოზიდვა ხარჯთეფექტური გზით. კარგ SEO სტრატეგიას შეუძლია ბიზნესი ახალ დონეზე აიყვანოს.

ჩვენ ვიყენებთ საკუთარ მიდგომას, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ყველაზე შესაფერისი სტრატეგია თქვენი ბიზნესისთვის ან სტარტაპისთვის. ჩვენი მიდგომა ეფუძნება თქვენი სამიზნე აუდიტორიისა და თქვენი ბიზნესის გაგებას.

თქვენი SEO სტრატეგიის განსახორციელებლად, ჩვენ ვქმნით დეტალურ გეგმას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს გეგმა შეიძლება კორექტირდეს მუშაობის პროცესში.

ITLover არის სრული ვებ სერვისის სააგენტო, რომელიც გთავაზობთ ციფრული დიზაინის და სხვადასხვა კატეგორიის ვებ გვერდების დამზადების სერვისებს, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობს ჩვენს SEO მომსახურებებთან ერთად. 

ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ ნებისმიერი სირთულის სტრატეგია, ვებგვერდის რედიზაინი და სხვა მარკეტინგული კამპანიები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა აქტივობებს (გაინტერესებს როგორ გამოიყურება უმაღლესი შესრულების სეო ვებგვერდი – serwish.ge ამის კარგი მაგალითია).

ყველა აქტივობა და მანიპულაცია, რასაც მოიცავს სეო ოპტიმიზაცია, ჩვენს მიერ სრულდება მხოლოდ საძიებო სისტემების მიერ დადგენილი წესებით, რაც გამორიცხავს საიტის დაჯარიმება(წითელ ბარათს), რის შემდეგაც საძიებო სისტემები სრულად შლიან დომენს ინდექსირებიდან.

გამჭვირვალე SEO ანგარიშგება

ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს გაარკვიონ, რა ეტაპზეა პროექტი და რა SEO-ს დაწინაურების აქტივობებია დასრულებულია.

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სტანდარტულ ანგარიშში:

  • ვიზიტორთა სტატისტიკა
  • ტრაფიკის წყაროები და შედარება
  • კონვერტაციის მონაცემები, შედარებითი ცხრილები
  • გვერდების პოზიციები
  • პოზიციების შედარება წინა თვესთან
  • შესრულებული სამუშაო მოცემულ პერიოდში

ჩვენ ასევე ვაგზავნით მარკეტინგულ რეკომენდაციებს ანგარიშთან ერთად.

seo ოპტიმიზაცია რეპორტი

ხშირად დასმული კითხვები

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO) არის პროცესი, რომლის მიზანია თქვენი ვებსაიტის ხილვადობის გაზრდა ისეთი საძიებო სისტემების ორგანულ (არაფასიან) შედეგებში, როგორიცაა Google, Bing, Yahoo.
SEO მნიშვნელოვანია, რადგან ის ზრდის თქვენი საიტის ტრაფიკს, იზიდავს მეტ პოტენციურ მომხმარებელს და ზრდის თქვენი ბიზნესის ონლაინ წარმატების შანსებს. უფრო ვრცლად იხილეთ ჩვენი პოსტი “რა არის SEO“.

SEO მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც ეხმარება საძიებო სისტემებს თქვენი საიტის უკეთ გაგებაში და მის შესაბამის შედეგებში ჩვენებით. ეს ტექნიკები მოიცავს საკვანძო სიტყვების კვლევას, საიტის ტექნიკურ ოპტიმიზაციას, ხარისხიანი კონტენტის შექმნას და ბმულების მოპოვებას სხვა ავტორიტეტული საიტებიდან.

SEO არის გრძელვადიანი სტრატეგიაა და მას შეიძლება 3-დან 6 თვემდე დასჭირდეს მნიშვნელოვანი შედეგების რეალურ რეიტინგში კონვერტირებისთვის. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა თქვენი ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობა, საკვანძო სიტყვების სირთულე (KD), რომლებსაც თქვენ მიზნად ისახავთ და თქვენი ვებსაიტის კონტენტის ხარისხი, მისი  რეგულარულად განახლება და SEO საუკეთესო პრაქტიკის დაცვა დაგეხმარებათ ამ პროცესის დაჩქარებაში.

SEO-ს რეიტინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები მოიცავს მაღალი ხარისხის კონტენტს, მობილურზე მორგებულობას, გვერდის სიჩქარეს, შემომავალ ბმულებს (backlinks). გარდა ამისა, საკვანძო სიტყვების სათანადო ოპტიმიზაცია, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ვებსაიტები (HTTPS),  კარგად სტრუქტურირებული ვებსაიტები სუფთა URL-ებით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საძიებო სისტემებში უკეთეს რეიტინგს.

სწორი საკვანძო სიტყვების არჩევა გულისხმობს გაგებას რას ეძებს თქვენი აუდიტორია და რა ფრაზებით. ინსტრუმენტები, როგორიცაა Google Keyword Planner, Ahrefs და Semrush გვეხმარება თქვენს ბიზნესთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვების შესწავლაში, კონკურენტების ანალიზში და ა.შ. საკვანძო სიტყვების ძიება მიმდინარეობს ნახვების რაოდენობის და კონკურენციის კარგი ბალანსით. ქივორდების გამოყენება ხდება თქვენი საიტის კონტენტში, მათ შორის სათაურებში, მეტა აღწერილობებში და ტექსტში.

ჩვენი SEO პაკეტი მოიცავს:

  • საკვანძო სიტყვების კვლევას და ანალიზს
  • ტექნიკურ SEO აუდიტს და ოპტიმიზაციას
  • On-page ოპტიმიზაციას (სათაურები, მეტა აღწერილობები, კონტენტი)
  • Off-page ოპტიმიზაციას (ბმულების მოპოვება, სოციალური მედიის აქტივობა)
  • რეგულარულ ანგარიშგებას და შედეგების ანალიზს

სეო ოპტიმიზაციის ფასი დამოკიდებულია თქვენი ვებ საიტის მიმდინარე მდგომარეობაზე და თქვენს მიზნებზე რისი მიღწევა გსურთ. მარტივი სეო აუდიტის ფასი ცვენთან იწყება 500 ლარიდან და იზრდება პროექტის კომპლექსურობის პროპორციულად.
ფიქსირებული სეო ოპტიმიზაციის ფასები შეგიძლიათ ნახოთ ტარიფების გვერდზე, ინდივიდუალური პროექტების დასაგეგმად დაგვიკავშირდით.

გსურთ ჩვენთან მუშაობა?

თუ ფიქრობთ, რომ ვებ საიტი შესაძლოა იყოს თქვენთვის სასარგებლო, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მის დამზადებაში, ან თქვენთვის სწორი მიმართულების მოცემაში!

დაგვიკავშირდი

T +995 599 24 74 26call

WhatsappITLOver ვებ სტუდია Whatsapp-ზე, Whatsapp ლოგო

mail info@itlover.tech

12 Merab Aleksidze St, T'bilisi 0171, Georgia

+995 599 24 74 26

Professional WordPress website creation service in Tbilisi! I had an amazing experience working with ITLover – fast, reliable, and highly skilled. If you need a modern, SEO-friendly website, I highly recommend them!
Georgi took on my project when no one else was interested, just the design of a webpage for language teaching but he made it into a thing of beauty. Good prices, nice results and a load of top advice. It’s all good !
Best Service I have ever used! The guy is more than Pro.
Very happy with his work! Reliable, flexible and fast.
თუ გჭირდება საიტის დამზადება ITLover საუკეთესო არჩევანია! რეკომენდაცია

სხვა სერვისები

ვორდპრესს საიტის აწყობა, დამზადება

ვებ გვერდის დამზადება

ფუნქციონალური და ვიზუალურად დახვეწილი საიტის დამზადება, არსებულის რედიზაინი.

კორპორატიული, სავიზიტო საიტის ხატულა

ვებ დიზაინი

სერვისების ფართო სპექტრი, როგორიცაა ვებ დიზაინი, ბრენდის იდენტურობა, ლოგოს დიზაინი.

შეთანხმების ხატულა

საიტის მართვა

განახლებები, დაცვის პაკეტები, შინაარსის ცვლილება და რეზერვების წარმოება.