ITLover არის პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს სრულფასოვან ვებ-მომსახურებებს ერთ სივრცეში.
ჩემი მიზანია, კომპანიებსა და სტარტაპებს დავეხმარო მაქსიმალური ციფრული შესაძლებლობების ათვისებაში, რათა მათ შეძლონ ბაზარზე კონკურენტუნარიანი დამკვიდრება, მომხმარებლების მოზიდვა და ზრდა.
ვთანამშრომლობ სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ – პირადი კონტაქტებითა და ფრილანს პლატფორმების საშუალებით.
უშუალოდ ვარ ჩართული WordPress პროექტების სამუშაოებში. პროექტის მასშტაბის, მიზნებისა და საჭიროებების საპასუხოდ ხორციელდება შესაბამისი პროფესიონალების ჩართვა წინასწარ განსაზღვრული კონტრაქტით.
ITLover-ი შეიქმნა ერთი იდეით – მარტივი, ხარისხიანი და პროფესიონალური ვებ-სერვისების შექმნა, რომელიც ნებისმიერ ბიზნესს დაეხმარება ონლაინ წარმატების მიღწევაში.
დამოუკიდებლად მუშაობის ეტაპზე დავინახე, რამდენად რთულია ბიზნესისთვის მიიღოს საჭირო IT სერვისები დროულად და ხარისხიანდ.
ტექნოლოგიებთან ადაპტაცია – კომპანიებისთვის გამოწვევაა, რადგან ხშირად უწევთ სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალის მოძიება. ვებ განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები – იყო ფრაგმენტული, არათანმიმდევრული და მოუხერხებელი.
ამ პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნა ITLover – ადგილი, სადაც გაერთიანებულია ყველა საჭირო ვებ-მომსახურება, ვუზრუნველვყოფ პროექტის სრულფასოვან მართვას და ვეხმარები ბიზნესებს, ინტეგრირდნენ ციფრულ სამყაროში მარტივად.
დღეს ITLover არის პარტნიორი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს პროექტის სრულ ციკლზე – იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე.
ვმუშაობ ბიზნესებთან, სტარტაპებთან, არაკომერციულ ორგანიზაციებთან და ინდივიდუალურ პირებთან, რათა შევქმნა მოქნილი, ხარისხიანი და SEO-ოპტიმიზირებული ვებ-პლატფორმები.
როგორც სხვა ნებისმიერ სფეროში, ასევე ვებ დეველოპმენტში, ყველა კომპლექსური, მრავალშრიანი პროექტის მართვა მენეჯმენტის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებად ითვლება:
ჩვენთან ნებისმიერი ტიპისა და მასშტაბის პროექტზე წინასწარ გექნებათ ინფორმაცია პროექტის ფასზე და ვადებზე, წინასწარ განსაზღვრული გეგმით ხორციელდება ყველა პროექტი და შესაძლებელს ვხდით ცვლილებებს პროცესში, ისე რომ არ დაზიანდეს მნიშვნელოვანი მიმართულებები, ამასთანავე არ ჩავარდეს წინასწარ განსაზღვრული გეგმის ვადები.
პროექტის სხვადასხვა მიმართულების კოორდინაცია და კონტროლი – დიზაინი, პროგრამირება, SEO და ტექნიკური მხარდაჭერა.
ვმუშაობ როგორც მცირე, ასევე მასშტაბურ პროექტებზე და ვპოულობ ბიზნესისთვის ინდივიდუალური, ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მაქსიმალური შედეგის მისაღებად.
თანამშრომლობის პროცესში გაზიარებული ანგარიშებისა და მონაცემების უსაფრთხოება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
განსაკუთრებული საჭიროებებიდან გამომდინარე, მოთხოვნის შემთხვევაში – მგრძნობიარე კორპორატიული ან ინდივიდუალური მონაცემებისა და ანგარიშების უსაფრთხო დამუშავება/შენახვას პირადად განვახორციელებ.
ITLover-ის გრძელვადიანი მიზანია AI-ის ადაპტაციის გზების პოვნა, ინტეგრაცია მცირე და საშუალო ბიზნესის პროცესებში ამ შესაძლებლობის მაქსიმალური გამოყენებისთვის.
ვაგროვებ ინფორმაციასა და წარმატებული ქეისებს, თუ როგორ შეუძლია AI-ს დაეხმაროს კომპანიებს ოპტიმიზაციაში, ხარჯების შემცირებასა და გაყიდვების გაუმჯობესებაში.
ITLover უნდა განვითარდეს პლატფორმად – ციფრული ტრანსფორმაციის ჰაბად, სადაც ბიზნესი იღებს ყველა საჭირო ხელსაწყოს ახალი ტექნოლოგიების ეფექტურად დანერგვისთვის. ჩემი მიზანია, შევქმნა სივრცე, სადაც პროფესიონალები და ტექნოლოგიით დაინტერესებული ადამიანები შეძლებენ განვითარებას, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და ინოვაციური იდეების რეალიზაციას.
ეს სინერგია განავითარებს პროდუქტებს, რომლებიც საზოგადოებისთვის რეალურ ღირებულებს შექმნის მოიტანს საერთო სარგებელს. ეს არის ადგილი, სადაც თანამშრომლობა, ინოვაცია და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომ და პრაქტიკულად გამოსაყენებელ შესაძლებლობებად გარდაიქმნება.
შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის მოსახერხებელი საიტზე მითითებული ნებისმიერი კონტაქტი ან შეავსოთ ფორმა კონტაქტის გვერდიდან.
შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ მომავლის ციფრული გარემო!