ITLover-ის on-page SEO-ს პროცესი
On-page SEO აუდიტი
On-page SEO აუდიტი მოიცავს SEO-ს ყველა ძირითად ფაქტორს, რათა დადგინდეს საკითხები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს ორგანულ ტრაფიკზე. ჩვენ გთავაზობთ საკვანძო სიტყვების კვლევას და ანალიზს, მეტატეგების აუდიტს და კონტენტის ანალიზს. გვერდის SEO აუდიტი მოიცავს კონკურენტების ანალიზს მათი SEO სტრატეგიების დასადგენად.
ჩვენ ასევე შევაფასებთ გვერდის დიზაინს, როგორც ფაქტორს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ვებგვერდის რეიტინგზე.
ტექნიკური SEO-ს აუდიტი
თუ თქვენ არ გაგიკეთებიათ ტექნიკური SEO აუდიტი, გირჩევთ, რომ ეს გააკეთოთ on-page SEO-ს შემოწმებამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, საიტის შემოწმება მოიცავს მობილურისთვის მოსახერხებელი ტესტების და გვერდის ჩატვირთვის სიჩქარის სრულ აუდიტს. ჩვენ ასევე ვამოწმებთ ვებმასტერების ხელსაწყოს ანგარიშებს, რაც გვეხმარება გამოვრიცხოთ ტექნიკური SEO ფაქტორები და ფოკუსირება მოვახდინოთ გვერდების ოპტიმიზაციაზე.
on-page SEO რეკომენდაციები & განხორციელება
თქვენ გსურთ მიიღოთ თქვენი ვებსაიტის უკეთესი ხილვადობა საძიებო სისტემების საშუალებით. ჩვენ შევქმნით რეკომენდაციების ჩამონათვალს თქვენი მიზნების მისაღწევად. ამ ეტაპზე ჩვენ თქვენთან ერთად შევაფასებთ, რა დრო და რესურსი დასჭირდება ამ რეკომენდაციების განხორციელებას. როდესაც დაადასტურებთ გეგმას, ჩვენ დავიწყებთ მის უშუალო განხორციელებას.
On-page SEo-ს მონიტორინგი
როდესაც რეკომენდაციები განხორციელდება, თქვენ გექნებათ საშუალება შეადაროთ პირველადი აუდიტის შედეგები მიმდინარე მდგომარეობას. სპეციალური მესამე მხარის რეიტინგის ხელსაწყოები ქმნიან ავტომატიზირებულ რეპორტებს, მაგრამ ისინი ყოველთვის ვერ გვიჩვენებს რეალურ მონაცემებს.
ჩვენ გამოვიყენებთ რამდენიმე ანალიზის ხელსაწყოს ერთობლიობაში, რათა მეტად მკაფიო და ზუსტი სურათი დავინახოთ მიღწეული შედეგების და დამატებითი ოპტიმიზაციის შესაძლებობების.
გახადეთ თქვენი ვებსაიტი საძიებო სისტემებზე მორგებული