SEO ოპტიმიზაცია

SEO ოპტიმიზაცია

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, კონკურენტების საიტის ანალიზი, დომენის ავტორიტეტის გაზრდა, საიტის ტექნიკური ოპტიმიზაცია, ვებმასტერებთან ინტეგრაცია & კონფიგურაცია, საძიებო სისტემების ძიების გვერდებზე (SERP) მაღალი რეიტინგის მისაღებად.

როგორ ეხმარება SEO მეგობრული საიტი ბიზნესს

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) მოიცავს თქვენი ვებ საიტის თავსებადობის გაზრდას საძიებო სისტემის ალგორითმებისთვის, რაც  განსაზღვრავს თქვენი საიტის რეიტინგს ორგანული ძიების შედეგებში. როდესაც თქვენი სამიზნე აუდიტორია იყენებს ინტერნეტს სერვისების ან პროდუქტების საპოვნელად, თქვენი ვებ საიტის ხილვადობა ძიების შედეგებში გადამწყვეტია.

რატომ სჭირდება ვებ გვერდებს საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია?! თუ ორი ვებსაიტი ყიდის ერთსა და იმავე პროდუქტს ან მომსახურებას, საძიებო სისტემაზე ოპტიმიზირებული ვებ საიტი მოიზიდავს უფრო მეტ მომხმარებელს, რადგან ის უკეთ ჩანს ძიების შედეგებში. სინამდვილეში, თქვენი საიტი კონკურენციას უწევს რამდენიმე, ათეულ, ან თუნდაც ათასობით სხვა საიტს. ასე რომ, თუ გსურთ პროდუქციის გაყიდვა, ან თქვენი ბიზნესის ინტერნეტში პოპულარიზაცია თქვენ გჭირდებათ სეო მეგობრული საიტი და საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია.

თქვენ შეგიძლიათ თავად გააკეთოთ SEO ან დაიქირავოთ სეო სპეციალისტი. საძიებო სისტემების  ტექნოლოგია კომპლექსური და მუდმივად განახლებადია, ამიტომ უკეთესია SEO-ს აუთსორსინგი. ეს ნიშნავს ციფრული სააგენტოს ან ინდივიდუალური SEO სპეციალისტის  დაქირავებას თქვენი ვებსაიტის სეოს ოპტიმიზაციისთვის.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO) არის პროცესი, რომლის მიზანია თქვენი ვებსაიტის ხილვადობის გაზრდა ისეთი საძიებო სისტემების ორგანულ (არაფასიან) შედეგებში, როგორიცაა Google, Bing, Yahoo.
SEO მნიშვნელოვანია, რადგან ის ზრდის თქვენი საიტის ტრაფიკს, იზიდავს მეტ პოტენციურ მომხმარებელს და ზრდის თქვენი ბიზნესის ონლაინ წარმატების შანსებს. უფრო ვრცლად იხილეთ ჩვენი პოსტი “რა არის SEO“.

SEO მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც ეხმარება საძიებო სისტემებს თქვენი საიტის უკეთ გაგებაში და მის შესაბამის შედეგებში ჩვენებით. ეს ტექნიკები მოიცავს საკვანძო სიტყვების კვლევას, საიტის ტექნიკურ ოპტიმიზაციას, ხარისხიანი კონტენტის შექმნას და ბმულების მოპოვებას სხვა ავტორიტეტული საიტებიდან.

SEO არის გრძელვადიანი სტრატეგიაა და მას შეიძლება 3-დან 6 თვემდე დასჭირდეს მნიშვნელოვანი შედეგების რეალურ რეიტინგში კონვერტირებისთვის. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა თქვენი ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობა, საკვანძო სიტყვების სირთულე (KD), რომლებსაც თქვენ მიზნად ისახავთ და თქვენი ვებსაიტის კონტენტის ხარისხი, მისი  რეგულარულად განახლება და SEO საუკეთესო პრაქტიკის დაცვა დაგეხმარებათ ამ პროცესის დაჩქარებაში.

SEO-ს რეიტინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები მოიცავს მაღალი ხარისხის კონტენტს, მობილურზე მორგებულობას, გვერდის სიჩქარეს, შემომავალ ბმულებს (backlinks). გარდა ამისა, საკვანძო სიტყვების სათანადო ოპტიმიზაცია, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ვებსაიტები (HTTPS),  კარგად სტრუქტურირებული ვებსაიტები სუფთა URL-ებით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საძიებო სისტემებში უკეთეს რეიტინგს.

სწორი საკვანძო სიტყვების არჩევა გულისხმობს გაგებას რას ეძებს თქვენი აუდიტორია და რა ფრაზებით. ინსტრუმენტები, როგორიცაა Google Keyword Planner, Ahrefs და Semrush გვეხმარება თქვენს ბიზნესთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვების შესწავლაში, კონკურენტების ანალიზში და ა.შ. საკვანძო სიტყვების ძიება მიმდინარეობს ნახვების რაოდენობის და კონკურენციის კარგი ბალანსით. ქივორდების გამოყენება ხდება თქვენი საიტის კონტენტში, მათ შორის სათაურებში, მეტა აღწერილობებში და ტექსტში.

ჩვენი SEO პაკეტი მოიცავს:

  • საკვანძო სიტყვების კვლევას და ანალიზს
  • ტექნიკურ SEO აუდიტს და ოპტიმიზაციას
  • On-page ოპტიმიზაციას (სათაურები, მეტა აღწერილობები, კონტენტი)
  • Off-page ოპტიმიზაციას (ბმულების მოპოვება, სოციალური მედიის აქტივობა)
  • რეგულარულ ანგარიშგებას და შედეგების ანალიზს

სეო ოპტიმიზაციის ფასი დამოკიდებულია თქვენი ვებ საიტის მიმდინარე მდგომარეობაზე და თქვენს მიზნებზე რისი მიღწევა გსურთ. მარტივი სეო აუდიტის ფასი ცვენთან იწყება 500 ლარიდან და იზრდება პროექტის კომპლექსურობის პროპორციულად.
ფიქსირებული სეო ოპტიმიზაციის ფასები შეგიძლიათ ნახოთ ტარიფების გვერდზე, ინდივიდუალური პროექტების დასაგეგმად დაგვიკავშირდით.

თქვენი სარგებელი. ჩვენი გამოცდილება

საიტის დიზაინის გავლენა რეიტინგებზე და სტატისტიკაზე

ღირებული ტრაფიკი

ტრაფიკის დიდმა რაოდენობამ შეიძლება რეალურად შეამციროს თქვენი საიტის პოზიცია, თუ ეს ტრაფიკი შეუსაბამოა. რაც გჭირდებათ მეტი ვიზიტორია, რომლებიც ხდებიან თქვენი სერვისის და/ან პროდუქტის მომხმარებლები.
საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას საძიებო სიტყვების კვლევით.

გრძელვადიანი შედეგები

მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი შედეგი უდავოდ კარგია თქვენი ბიზნესისთვის, თქვენ ასევე გჭირდებათ გრძელვადიანი შედეგები. სეო მოითხოვს მუდმივ მონიტორნგს და კონკურენტების შესწავლას
წარმატებული სეო ოპტიმიზაცია და ტრაფიკის ზრდა დიაგრამებზე.

ინდივიდუალური მიდგომა

ყველა ბიზნესს და/ან პროდუქტს აქვს ინდივიდუალური მახასიათებლები. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, უმჯობესია შექმნათ ინდივიდუალური SEO სტრატეგია თქვენი ბიზნესისთვის. ეს ასევე უფრო ეკონომიური მიდგომაა.

SEO აუდიტი

SEO ოპტიმიზაცია ნომერი ერთი

სამიზნე აუდიტორიის კვლევა

თქვენი აუდიტორიის საჭიროებებისა და პრიორიტეტების გაგება მნიშვნელოვანი ეტაპია თქვენი ბიზნესისთვის წარმატებული SEO სტრატეგიის შესაქმნელად.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, სეო აუდიტი ნომერი 2

თქვენი ნიშის SEO აუდიტი

თქვენი ვებ საიტის SEO ოპტიმიზაციისთვის, მნიშვნელოვანია გამოიკვლიოთ თქვენი ბიზნეს ინდუსტრია და კომპანიები, რომლებიც იკავებენ საძიებო სისტემის შედეგების გვერდს (SERP).

ვებ საიტის ტექნიკური სეო აუდიტი

თქვენი საიტის ტექნიკური SEO აუდიტი

საძიებო ალგორითმები კომპლექსური პროგრამული სისტემებია, რომლებიც იყენებენ ტექნოლოგიებს ვებსაიტების შინაარსის გასაგებად. თქვენი საიტი უნდა იყოს მეგობრული როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე საძიებო სისტემებისთვის, რათა დაეხმაროს მათ იპოვონ საიტის შინაარსი და მოახდინონ მათი ინდექსირება.

SEO მარკეტინგის სტრატეგია

თუ გსურთ დაწინაურდეთ კონკურენტებთან თანამედროვე სამყაროში, გჭირდებათ SEO მარკეტინგული სტრატეგია. სტრატეგიის მთავარი მიზანია მომხმარებელთა მოზიდვა ხარჯთეფექტური გზით. კარგ SEO სტრატეგიას შეუძლია ბიზნესი ახალ დონეზე აიყვანოს.

ჩვენ ვიყენებთ საკუთარ მიდგომას, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ყველაზე შესაფერისი სტრატეგია თქვენი ბიზნესისთვის ან სტარტაპისთვის. ჩვენი მიდგომა ეფუძნება თქვენი სამიზნე აუდიტორიის და თქვენი ბიზნესის გაგებას.

თქვენი SEO სტრატეგიის განსახორციელებლად, ჩვენ ვქმნით დეტალურ გეგმას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს გეგმა შეიძლება კორექტირდეს მუშაობის პროცესში.

ITLover არის სრული ვებ სერვისის სააგენტო, რომელიც გთავაზობთ ციფრული დიზაინის და სხვადასხვა კატეგორიის ვებ საიტის დამზადების სერვისებს, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობს ჩვენს SEO მომსახურებებთან ერთად. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ ნებისმიერი სირთულის სტრატეგია, ვებგვერდის რედიზაინი და სხვა მარკეტინგული კამპანიები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა აქტივობებს. ყველა აქტივობა და მანიპულაცია, რასაც მოიცავს სეო ოპტიმიზაცია, ჩვენს მიერ სრულდება მხოლოდ საძიებო სისტემების მიერ დადგენილი წესებით, რაც გამორიცხავს საიტის დაჯარიმება(წითელ ბარათს), რის შემდეგაც საძიებო სისტემები სრულად შლიან დომენს ინდექსირებისას. 

გამჭვირვალე SEO ანგარიშგება

ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს გაარკვიონ, რა ეტაპზეა პროექტი და რა SEO-ს დაწინაურების აქტივობებია დასრულებულია.თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სტანდარტულ ანგარიშში:
  • ვიზიტორთა სტატისტიკა
  • ტრაფიკის წყაროები და შედარება
  • კონვერტაციის მონაცემები, შედარებითი ცხრილები
  • გვერდების პოზიციები
  • პოზიციების შედარება წინა თვესთან
  • შესრულებული სამუშაო მოცემულ პერიოდში
ჩვენ ასევე ვაგზავნით მარკეტინგულ რეკომენდაციებს ანგარიშთან ერთად.
სეო ოპტიმიზაცია, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია

გსურთ ჩვენთან მუშაობა?

თუ ფიქრობთ, რომ ვებ საიტი შესაძლოა იყოს თქვენთვის სასარგებლო, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მის დამზადებაში, ან თქვენთვის სწორი მიმართულების მოცემაში!

დაგვიკავშირდი

T +995 599 24 74 26call

WhatsappITLOver ვებ სტუდია Whatsapp-ზე, Whatsapp ლოგო

mail info@itlover.tech

ITLover symbol owl with headphones, customer support in saitebis damzadeba and Seo optomization

12 Merab Aleksidze St, T'bilisi 0171, Georgia

+995 599 24 74 26

Georgi took on my project when no one else was interested, just the design of a webpage for language teaching but he made it into a thing of beauty. Good prices, nice results and a load of top advice. It’s all good !
Very happy with his work! Reliable, flexible and fast.
Best Service I have ever used! The guy is more than Pro.

სხვა სერვისები

სეო ოპტიმიზაციის სიმბოლო ლუპა

საიტების დამზადება

ფუნქციონალური და ვიზუალურად დახვეწილი საიტის დამზადება, არსებულის რედიზაინი.

კორპორატიული, სავიზიტო საიტის ხატულა

ვებ დიზაინი

სერვისების ფართო სპექტრი, როგორიცაა ვებ დიზაინი, ბრენდის იდენტურობა, ლოგოს დიზაინი.

ხელის ჩამორთმევის ხატულა

საიტის მართვა

განახლებები, დაცვის პაკეტები, შინაარსის ცვლილება და რეზერვების წარმოება.