სტარტაპ საიტის დამზადება

სტარტაპ საიტის დამზადება

ვიცით რას ნიშნავს საწყისს ეტაპზე სტარტაპებისთვის თანხების მობილიზების სირთულეები დასახული იდეების განსახორციელებლად და ზრდისთვის. ვებ შესაძლებლობების გამოყენება მნიშვნელოვან ბუსტს აძლევს სტარტაპებს. ჩვენ მაქსმილაურად დაგეხმარებით შეძლოთ თქვენს პრიორიტეტულ მიზნებზე მორგებული ონლაინ სივრცის შექმნა.

გაზარდე შენი სტარტაპი ახალი საიტით

სტარტაპი არ არის მხოლოდ ახალი ბიზნესი, სტარტაპის არის იდეა. ჩვენ სტარტაპებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს და გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებაში.

ხარისხიანი ვებ გვერდის შექმნა და შენარჩუნება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ ხშირად პირველ ეტაპზე ბიზნესებს უჭირთ მიიღონ საჭირო სერვისები თანხების არქონის გამო.

თუ თქვენ არ გაქვთ საშუალება შექმნათ თქვენი ონლაინ სივრცე და მიიტანოთ თქვენი პროდუქტი/სერვისი მომხმარებლამდე ონლაინ რეჟიმში, ჩვენ დაგეხმარებით მის განხორციელებაში, შესაძლებლობების საზღვრებში რათქმაუნდა.

რთულია სტარტაპისთვის ვებ საიტის შექმნა?

ეს დამოკიდებულია რა მიზნები აქვს სტარტაპს და რა სირთულის ფუნქციონალს საჭიროებს ამ მიზნების განხორციელება. მაგალითად სავიზიტო ვებ გვერდის დამზადება დიდი სირთულე არაა.

მთავარი საზრუნავი, როგორც წესი, არის სტარტაპებისთვის დიდი ვებსაიტის ნულიდან შექმნის დრო და ღირებულება. ITLover საშუალებას გაძლევთ დინამიურად განავითაროთ და გააუმჯობესოთ თქვენი ვებ საიტი არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით.

შეზღუდული ბიუჯეტის შემთხვევაში,  კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებების განსაზღვრით  თქვენ შეძლებთ კონცენტრაციას  ყველაზე აუცილებელ საჭიროებებზე,  შეამცირებთ საიტის დამზადებისა და შენარჩუნების ხარჯებს.

სტარტაპ ვებსაიტის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროდუქტის ან სერვისის უნიკალურობისა და ინოვაციურობის წარმოჩენას, სამიზნე აუდიტორიის მოზიდვას და ინვესტორების დარწმუნებას. ამიტომ, დიზაინი და ფუნქციონალი უნდა იყოს ორიგინალური, თანამედროვე და მიმზიდველი.

სტარტაპ ვებსაიტის დიზაინში მნიშვნელოვანია:

  • მკაფიოდ გამოხატული უნიკალური ღირებულების შეთავაზება (Unique Value Proposition)
  • მომხმარებლისთვის მარტივი და გასაგები ნავიგაცია
  • პროდუქტის ან სერვისის დეტალური და მიმზიდველი პრეზენტაცია
  • მოწოდებისკენ მოქმედების (Call-to-Action) ღილაკები, რომლებიც მომხმარებელს წაახალისებენ შემდეგი ნაბიჯის გადადგმაზე (მაგ., საკონტაქტო ფორმის შევსება)
  • სოციალური მედიის ინტეგრაცია და გამოხმაურების შესაძლებლობა

ჩვენ ვიყენებთ საუკეთესო SEO პრაქტიკებს საიტის დიზაინისა და დამზადების პროცესში. თუ თქვენი პაკეტი დამატებით მოიცავს სეო ოპტიმიზაციას ჩვენ განვახორციელებთ საკვანძო სიტყვების კვლევას, ტექნიკურ ოპტიმიზაციას, ხარისხიანი კონტენტის შექმნას, ვებმასტერებთან მუშაობას და სხვა ტექნიკებს, რათა თქვენი საიტი უკეთესად ინდექსირედეს Google-სა და სხვა საძიებო სისტემებში.

დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავაინტეგრიროთ სხვადასხვა ანალიტიკისა და თვალთვალის ინსტრუმენტები, როგორიცაა Google Analytics და Google Search Console, რათა თქვენ შეძლოთ თქვენი საიტის ტრაფიკის, მომხმარებლის ქცევის, SEO ანალიზი და მონიტორინგი.

თქვენი სარგებელი. ჩვენი გამოცდილება

UX UI საიტის დიზაინი

ვებ დიზაინი

სტარტაპ საიტს ავაწყობთ ინდივიდუალური დიზაინით, ან გავაკეთებთ მზა საიტის რედიზაინს, საჭიროების შესაბამისად.
საიტის დამზადება ფასები

ღირებულება

ჩვენ დაგეხმარებით ფოკუსი გააკეთოთ თქვენი სტარტაპ საიტის მნიშვნელოვან გზავნილებზე, ეს დაგეხმარებათ მაქსიმალურად მოარგოთ თქვენი ბიუჯეტი მიმდინარე მოთხოვნილებებს.
საიტის ადმინისტრირება, საიტის ადმინისტრატორი

ძიების ოპტიმიზაცია

ჩვენ ვიცით, რამდენად აუცილებელია დამწყები ვებ-საიტებისთვის საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია. ასე რომ, თქვენ მიიღებთ მსუბუქ, მობილურზე-მორგებულ ვებ-საიტს საბაზისო SEO-თი.

გარანტირებული წარმატება შესაძლებელია?

არსებითი პუნქტი, რომელიც გასათვალისწინებელია სტარტაპ საიტის შემუშავებისას, არის MVP (minimum viable product) დეველოპმენტი. 

MVP არის პროექტი, რომელშიც ფუნქციონირების მაშტაბი მინიმალურია, მაგრამ ის საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებები,  ამავე დროს ნათლად აჩვენოთ მომავალი პროდუქტის სრულ პოტენციალი. 

გარდა ამისა, MVP ეხმარება მფლობელს შეაგროვოს ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ: რა მოსწონთ, არ მოსწონთ, რას იყენებენ და რა სურთ.

რესპონსიული საიტის დამზადება,

რატომ გჭირდება MVP-ის განსაზღვრა?

თუ თქვენ გაქვთ ბიზნესის შექმნის იდეა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა ჩადოთ ამ სტარტაპში მთელი თქვენი კაპიტალი. რა მოხდება, თუ თქვენი სტარტაპი არც თუ ისე უნიკალურია? რა მოხდება, თუ მომხმარებლებს არ მოსწონთ? რა თქმა უნდა, თქვენ გჯერათ და იმედი გაქვთ, რომ სტარტაპი შედეგს გამოიღებს.

მთელი თქვენი კაპიტალის დახარჯვის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ შექმნათ მოგების ცენტრი თანხის მხოლოდ მცირე ნაწილის დახარჯვით. პროექტი იმუშავებს ნაწილობრივ და განახორციელებს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებებს.

რა არის MVP

მოემზადე ახალი შესაძლებლობებისთვის!

ბიზნეს მოდელის შექმნა

(ხშირად, შთაგონებული სტარტაპები ერთი იდეით მოდის). იდეა არის ის, რაც გიბიძგებთ და გაიძულებთ შექმნათ პროდუქტი, მაგრამ მხოლოდ ერთი სურათი არ არის საკმარისი. მოძრაობის დასაწყებად, თქვენ უნდა გესმოდეთ მისი არსი. ბიზნეს მოდელი არის თქვენი „საგზაო რუკა“ სტარტაპის ზრდაში.

ციფრული მარკეტინგის ილუსტრაცია.
ვებსაიტის დეტალური ანალიზი

ბაზრის ანალიზი

საჭიროა მომხმარებელთა პრობლემების გადაჭრა. თქვენმა ვებ აპლიკაციამ ან სერვისმა უნდა გადაჭრას მინიმუმ ერთი პრობლემა თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის. ეს არის წარმატების საიდუმლო.

სამოქმედო გეგმა

მკაფიო სამოქმედო გეგმის დაცვა არის მეორე საიდუმლო თქვენი იდეის წარმატებისკენ.  ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მინიმუმ შემდეგ კითხვებს: რომელი პროდუქტები ან ფუნქციები უნდა შევიტანოთ MVP-ში და რომელი უნდა დაიჯავშნოს სრული დატირთვისთვის შემთხვევაში. რომელი მახასიათებელი იძლევა თქვენი აუდიტორიის სამიზნეებზე წვდომის გარანტიას? რა დაეხმარება ახალ პროდუქტს არა მხოლოდ გამოირჩეოდეს, არამედ აჯობოს კონკურენტებს?

ვებ საიტის დიზაინის გაკეთება
რესპონსიური ვებსაიტის დიზაინი

დეველოპმენტი

მას შემდეგ, რაც განისაზღვრება, როგორ აღწევს სტარტაპი მიზნებს ვებსაიტით, რა ფუნქციებია გამოსაყენებელი ამ მიზნების მისაღწევად – იწყება საიტის დეველოპმენტი,  რაც გულისხმობს განსაზღვრული ინტერფეისის, დიზაინის, ფუნქციონალის გადატანას ვებ სივრცეში.

დასკვნა

დიზაინი

მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპ საიტისთვის დიზაინი გადამწყვეტია, ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებლების თქვენს საიტთან ურთიერთობის სიმარტივე. ურთიერთქმედება თქვენს კლიენტებსა და თქვენს სტარტაპ საიტს შორის მაქსიმალურად უნდა იყოს გამარტივებული.

მომხმარებლისთვის მოსახერხებელი

საიტი უნდა იყოს მიმართული სასურველ აუდიტორიაზე და შეინარჩუნოს მეგობრული განწყობა. პოტენციურმა კლიენტებმა კომფორტულად უნდა დაათვალიერონ თქვენი საიტი და ადვილად იპოვონ ის, რაც სურთ.

მიზანზე ორიენტირებული

სტარტაპისთვის საიტის დამზადება დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული და შედეგი არ დგება მყისიერად. ამის საპირწონედ თქვენი ცნობადობა და სანდოობა გაიზრდება. თქვენი სერვისი ხელმისაწვდომი გახდება მომხმარებლებისთვის ონლაინ რეჟიმში 24/7-ზე. გექნებათ წვდომა სტატისტიკაზე, თქვენ საიტზე ჩაშენებული იქნება საბაზისო (onsite) SEO.

ვებ დიზაინერი ვებ რეკლამის ბანერს.

გსურთ ჩვენთან მუშაობა?

თუ ფიქრობთ, რომ ვებ საიტი შესაძლოა იყოს თქვენთვის სასარგებლო, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მის დამზადებაში, ან თქვენთვის სწორი მიმართულების მოცემაში!

დაგვიკავშირდი

T +995 599 24 74 26call

WhatsappITLOver ვებ სტუდია Whatsapp-ზე, Whatsapp ლოგო

mail info@itlover.tech

owl with headphones, customer support

12 Merab Aleksidze St, T'bilisi 0171, Georgia

+995 599 24 74 26

Georgi took on my project when no one else was interested, just the design of a webpage for language teaching but he made it into a thing of beauty. Good prices, nice results and a load of top advice. It’s all good !
Very happy with his work! Reliable, flexible and fast.
Best Service I have ever used! The guy is more than Pro.

სხვა სერვისები

სეო ოპტიმიზაციის სიმბოლო ლუპა

SEO სერვისები

გახადეთ თქვენი ბიზნესი მაძიებლებისთვის უფრო თვალსაჩინო ჩვენი SEO სერვისებით.

კორპორატიული, სავიზიტო საიტის ხატულა

ვებ დიზაინი

სერვისების ფართო სპექტრი, როგორიცაა ვებ დიზაინი, ბრენდის იდენტურობა, ლოგოს დიზაინი.

შეთანხმების ხატულა

საიტის მართვა

განახლებები, დაცვის პაკეტები, შინაარსის ცვლილება და რეზერვების წარმოება.