კორპორატიული ვებ საიტის დამზადება

კორპორატიული ვებ საიტის დამზადება

კორპორატიული საიტის მთავარი მიზანია მიაღწიოს ბიზნესის მიზნებს:  კომპანიის პროფესიონალური იმიჯის შექმნა, გაყიდვების & სანდოობის გაზრდა, მყარი ონლაინ ყოფნა, ბრენდის ეფექტური წარმოჩენა, ორგანიზაციის პროდუქტებისა თუ სერვისების მომხმარებლებისთვის ეფექტურად წარმოჩენა.

რა არის კორპორატიული ვებსაიტი?

კორპორატიული ვებსაიტი წარმოადგენს კომპანიას ონლაინ სივრცეში, რომლისთვისაც ის შეიქმნა. ის გვიჩვენებს კომპანიის იმიჯს და გადმოგვცემს მის გზავნილს.

შესაბამისად, კორპორატიული ვებსაიტი, უნდა იყოს მოსახერხებელი აუდიტორიის ყველა სეგმენტისთვის: კლიენტებისთვის, აქციონერებისთვის, თანამშრომლებისთვის, ინვესტორებისთვის, მომწოდებლებისთვის და ადგილობრივი თემებისთვის. სწორედ ამიტომ დიდი კორპორატიული ვებსაიტების შექმნა მოითხოვს გამოცდილებას და მეტ დროს.

კორპორატიული ვებგვერდი ჰგავს კომპანიის პერსონალურ ასისტენტს, იმ განსხვავებით, რომ ის მუშაობს დასვენების დღეების გარეშე.

კორპორატიული საიტის ფუნქციონალი და შინაარსი საფუძვლიანად უნდა იყოს გააზრებული. რამდენიმე ძირითადი პრინციპი, რომელიც ხელს უწყობს წარმატებული ბიზნეს საიტის შექმნას:

  • მარკეტინგული აუდიტიდან დაწყებული, UX-ის სიღრმისეული კვლევა
  • საიტის მკაფიო სტრუქტურის შექმნა, მარტივი ნავიგაცია
  • ვებსაიტის პროფესიონალური დიზაინის შექმნა
  • კორპორატიული იდენტობის ელემენტების გამოყენება
  • საიტი უნდა იყოს უსაფრთხო, საიმედო, სტაბილური
  • ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ვიზიტორებისთვის
  • მობილურზე მორგებული, SEO მეგობრული

კორპორატიული ვებსაიტი არის კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა ინტერნეტში. მისი მთავარი მიზანია კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მისი პროდუქტებისა და სერვისების წარდგენა, ასევე პოტენციურ კლიენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა. კორპორატიული ვებსაიტები ხასიათდება პროფესიონალური დიზაინით, სტრუქტურირებული კონტენტით და ფუნქციონალურობით, რაც მათ განასხვავებს პირადი ბლოგებისგან ან ონლაინ მაღაზიებისგან.

კორპორატიული ვებსაიტის დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტებია:

  • მკაფიო და მარტივი ნავიგაცია
  • პროფესიონალური და ბრენდის იდენტობასთან შესაბამისი ვიზუალი
  • მაღალი ხარისხის კონტენტი და სურათები
  • მოწოდებისკენ მოქმედების (Call-to-Action) ღილაკები
  • კონტაქტის ინფორმაციისა და სოციალური მედიის ბმულების ხილვადობა
  • რესპონსიული დიზაინი (სხვადასხვა ზომის ეკრანებთან ადაპტირება)

თქვენი სერვისების და პროდუქტების წარდგენა უნდა იყოს მკაფიო, სტრუქტურირებული და მიმზიდველი. მაღალი ხარისხის სურათები, ვიდეოები და ინფოგრაფიკა. მკაფიო უნდა იყოს შეთავაზებები და ის უპირატესობები, რაც გააჩნია თქვენს კომპანიას. მოწოდებისკენ მოქმედების ღილაკები, რათა მომხმარებელი წაახალისოთ შემდეგი ნაბიჯის გადადგმაზე (მაგალითად, დაგიკავშირდეთ, განახორციელოს შენაძენი, ისარგებლოს თქვენი სერვისით).

SEO ოპტიმიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია კორპორატიული ვებსაიტისთვის. ის უზრუნველყოფს, რომ თქვენი საიტი გამოჩნდეს საძიებო სისტემების შედეგების (SERP) პირველ გვერდებზე, როდესაც მომხმარებლები იყენებენ თქვენი ინდუსტრიასთან ან სერვისებთან შესაბამის საძიებო სიტყვებს და ფრაზებს. ეს ზრდის თქვენი საიტის ორგანულ ტრაფიკს და იზიდავს მეტ პოტენციურ კლიენტს.

დიახ, ჩვენ გთავაზობთ მოსახერხებელ და მარტივად გამოსაყენებელ კონტენტის მართვის სისტემას (CMS), რომელიც საშუალებას მოგცემთ დამოუკიდებლად განაახლოთ თქვენი ვებსაიტის კონტენტი, დაამატოთ ახალი გვერდები, სურათები და სხვა ელემენტები ტექნიკური ცოდნის გარეშე, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი საიტის მართვის  პაკეტებით.

როგორ ვაკეთებთ კორპორატიულ ვებ საიტს?

SEO ოპტიმიზაცია ნომერი ერთი

ვიწყებთ კორპორატიული ვებსაიტების შემუშავების პროცესს ბიზნესის მიზნების და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრით,  ვაწარმოებთ კონკურენტების ანალიზს. ეს გვეხმარება დავგეგმოთ საიტის კონტენტის სტრატეგია, განვსაზღვროთ  საიტის მიზანი და მოტივი, თუ რატომ უნდა ეწვიოს მას ხალხი.

სეო აუდიტი ნომერი 2

შემდეგი არის გრაფიკული დიზაინი:  ვებსაიტის ვიზუალური იდენტურობა, ლოგოს, ფერის სქემისა და დიზაინის საერთო ესთეტიკა.  განსაზღვრული ფუნქციონალის და დიზაინის გადატანა კოდში. ტესტირება სხვადასხვა მოწყობილობებთან და ბრაუზერებთან თავსებადობაში.

ვებ საიტის ტექნიკური სეო აუდიტი

მაღალი ხარისხის და ბიზნესის სპეციფიკის შესაბამისი კონტენტი, მათ შორის პროდუქტის ან სერვისების ზუსტი აღწერილობა. SEO ოპტიმიზაცია და კონტენტის ოპტიმიზაცია, რათა გაუმჯობესდეს ვებსაიტის ხილვადობა საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე (SERP).

ციფრი ოთხი ცისფერით

დასკვნით ეტაპზე ვუზრუნველვყოფთ შედეგის შესაბამისობას შეთანხმებულ დიზაინსა და ფუნქციონალთან. განთავსებამდე ვამოწმებთ საიტს შესაძლო შეცდომებზე, წარმადობაზე და მორგებული დიზაინის სტანდარტებზე. საიტი განთავსდება საჯაროდ და გადმოგეცემათ.

თქვენი სარგებელი. ჩვენი გამოცდილება

კორპორატიული საიტის დამზადება ვორდპრესზე

ექსკლუზიური დიზაინი

საიტის დიზაინი შემუშავდება ნულიდან თქვენი მოთხოვნის, მიზნების, მახასიათებლებისა და სასურველი აუდიტორიის განსაზღვრით.
Wordpress საიტის დამზადება

ნებისმიერი სირთულის პრობლემების გადაჭრა

ჩვენ გვაქვს საკმარისი გამოცდილება გადავჭრათ რთული ამოცანები. იქნება ეს მარტივი საიტი ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციით, ან რთული პროექტი არასტანდარტული ფუნქციების ერთობლიობით.
სავიზიტო საიტის დამზადება

განსაზღვრული ვადები & ბიუჯეტი

წინასწარ დეტალურად განისაზღვრება ყველა პირობა, პროექტის ბიუჯეტი, პასუხისმგებლობები, ვადები და ჩვენთვის დაკისრებული ამოცანები.
თეთრი ფერის ხატულა

ხარისხის უზრუნველყოფა

HTML, JS და CSS ოპტიმიზაცია, სხვადასხვა ბრაუზერებთან თავსებადობის ტესტირება და საიტის მორგებული ვერსიის შექმნა მობილური ტრაფიკისთვის.

დიზაინის ხატულა

მაღალი ხარისხის ვებსაიტი

ოპტიმალური სიჩქარე, რომლითაც ხდება ვებ გვერდების ჩამოტვირთვა და ჩვენება მომხმარებლის მოწყობილობაში. თქვენ მიიღებთ ჩატვირთვის ოპტიმალურ დროს.

შეთანხმების ხატულა

საიტის მოვლა

თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ პროექტის მიწოდების შემდეგ ჩვენ გაგიწევთ ყველა შესაძლო მხარდაჭერას. იქნება ეს საიტისთვის ახალი ფუნქციების შემუშავება, რესურსის შევსება, ტექსტების შეტანა თუ სხვა.

sun icon

ეფექტური ბიზნეს საიტი

თქვენი ვებგვერდი იქნება ეფექტური, რომელიც მიაღწევს თქვენს ბიზნეს მიზნებს. კონტენტის შინაარსი აღწერს თქვენს სერვისს და პროდუქტებს, ინტუიციურია, მარტივად გამოსაყენებელია, SEO მეგობრულია.

ფასები და გარანტიები

SEO ოპტიმიზაცია ნომერი ერთი

კორპორატიული ვებსაიტის დიზაინისა და დეველოპმენტის  ღირებულება შეიძლება განსხვავდებოდეს სამუშაოს სირთულის მიხედვით. ჩვენ შევძლებთ უფრო ზუსტი ფასის განსაზღვრას პროექტის სრული მასშტაბის გაანალიზებით.

სეო აუდიტი ნომერი 2

ვადები და პირობები განისაზღვრება პროექტის დაგეგმვის პირველ ეტაპზე. წინასწარ განსაზღვრული გეგმით განხორციელდება კორპორატიული საიტის დამზადების პროცესი. ჩვენი მიზანია ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება  შემჭიდროვებულ ვადებში.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • გამოცდილება

ჩვენ გვაქვს გამოცდილება ვებ დეველოპმენტში

  • გამჭვირვალეობა

საიტის ფასი და ვადები განისაზღვრება წინასწარ

  • ხარისხის უზრუნველყოფა

პროექტის გადმოცემამდე ის გაივლის სრულ ტესტს

  • სანდოობა

წარმოების ვადებისა და  გადაწყვეტილებების დაცვა

გსურთ ჩვენთან მუშაობა?

თუ ფიქრობთ, რომ ვებ საიტი შესაძლოა იყოს თქვენთვის სასარგებლო, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მის დამზადებაში, ან თქვენთვის სწორი მიმართულების მოცემაში!

დაგვიკავშირდი

T +995 599 24 74 26call

WhatsappITLOver ვებ სტუდია Whatsapp-ზე, Whatsapp ლოგო

mail info@itlover.tech

owl with headphones, customer support

12 Merab Aleksidze St, T'bilisi 0171, Georgia

+995 599 24 74 26

Georgi took on my project when no one else was interested, just the design of a webpage for language teaching but he made it into a thing of beauty. Good prices, nice results and a load of top advice. It’s all good !
Very happy with his work! Reliable, flexible and fast.
Best Service I have ever used! The guy is more than Pro.

სხვა სერვისები

სეო ოპტიმიზაციის სიმბოლო ლუპა

SEO სერვისები

გახადეთ თქვენი ბიზნესი მაძიებლებისთვის უფრო თვალსაჩინო ჩვენი SEO სერვისებით.

კორპორატიული, სავიზიტო საიტის ხატულა

ვებ დიზაინი

სერვისების ფართო სპექტრი, როგორიცაა ვებ დიზაინი, ბრენდის იდენტურობა, ლოგოს დიზაინი.

შეთანხმების ხატულა

საიტის მართვა

განახლებები, დაცვის პაკეტები, შინაარსის ცვლილება და რეზერვების წარმოება.