ფუნქციური და უსაფრთხო WordPress საიტების აწყობა. სერვისი მოიცავს დეველოპმენტის სრულ პროცესს, საიტის საწყისი დაგეგმვისა და დიზაინის ეტაპიდან საბოლოო შემუშავებასა და განთავსებამდე.
ვებსაიტის დიზაინისა და დეველოპმენტის ღირებულება დამოკიდებულია საიტის სირთულესა და გამოყენებული ტექნოლოგიების დასტაზე. ზოგადად, მარტივი სავიზიტო საიტის ფასი ჩვენთან იწყება ₾1000-დან, უფრო რთული ფუნქციონალური ბიზნეს საიტის ღირებულება იწყება ₾2500-დან, ფასი იზრდება სირთულისა და ფუნქციონალის პროპორციულად.
ვებსაიტის დეველოპმენტის ღირებულება მოიცავს პერსონალურ დიზაინს, დეველოპმენტს, ტესტირებას, საბაზისო SEO-ს, დანამატებისა და გაფართოებების ინსტალაციას, ვებ თვალთვალის სკრიპტების დამატებას (მაგალითად, Google Analytics).
ვებსაიტის დამზადების ღირებულება არ მოიცავს დომენის, ჰოსტინგის, თემისა და ფასიანი დანამატების ღირებულებას. თუ გჭირდებათ მარტივი სავიზიტო საიტი, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული პაკეტი ფიქსირებული საიტის ფასები.
ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ორმხრივად მომგებიანი ვარიანტი, თქვენი მიზნების და ბიუჯეტის გათვალისწინებით.
WordPress არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კონტენტის მართვის სისტემა (CMS) და ამუშავებს 478 მილიონ ვებგვერდს 2024 წლის ოქრომბრის სტატისტიკით. ვრცლად თუ რა არის ვორდპრესი შეგიძლიათ ნახოთ სტატია – “რა არის WordPress“
ჩვენ ვქმნით სხვადასხვა ტიპის ვებსაიტებს, მათ შორის კორპორატიულ საიტებს, ელექტრონული კომერციის საიტებს, კატალოგის ტიპის საიტებს, პორტფოლიო საიტებს, ბლოგებს და სხვა.
ჩვენი ფასები დამოკიდებულია პროექტის სპეციფიკაზე. გთავაზობთ როგორც სტანდარტულ პაკეტებს, ასევე ინდივიდუალურ შეთავაზებებს. საიტის დამზადების ფასი სტანდარტული პაკეტით ჩვენთან იწყება 1000 ლარიდან. ისარგებლეთ უფასო კონსულტაციით დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
რა ფაქტორები განსაზღვრავს საიტის ფასს ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პოსტი: “რა ღირს საიტის დამზადება“.
ფიქსირებული ფასის პაკეტები საიტის გაკეთებაზე და სხვა სერვისებზე შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე ტარიფები.
საშუალო მასშტაბის (სავიზიტო, პორტფოლიო, სტარტაპი, ლენდინგი, კატალოგი) საიტის დამზადების დრო ჩვენთან იწყება 10 დღიდან 1 თვემდე. უფრო რთული კონსტუქციისა და ფუნქციონალის საიტებს სჭირდება მეტი დრო საიტის მასშტაბის შესაბამისად.
ჩვენი სერვისი მოიცავს ყველა საჭირო ეტაპს, დაწყებული დიზაინის შექმნიდან და კონტენტის შევსებიდან, დამთავრებული საიტის ტესტირებითა და გამოქვეყნებით. ასევე, გთავაზობთ SEO ოპტიმიზაციას, საზიარო ჰოსტინგს, ტექნიკურ მხარდაჭერას და სხვა დამატებით სერვისებს.
საკუთარი საიტის შექმნა და მისი მართვა მნიშვნელოვანია ვებგვერდის დინამიური განვითარებისთვის. თუ გსურთ, რომ თვითონ მართოთ საიტი, ჩვენი მხარდაჭერის სერვისის განმავლობაში გასწავლით, თუ როგორ ატვირთოთ ახალი ფოტო-ვიდეო მასალა, დაამატოთ პროდუქტები, გააკეთოთ ტექსტების რედაქტირება და ა.შ.
ასევე შეგიძლიათ დაიხმაროთ ჩვენი ვორდპრესის სახელმძღვანელო.
ჩვენ გვაქვს პრაქტიკული გამოცდილება ვებ გვერდის დამზადების სრული პროცესის.
ვუზრუნველყოფთ თქვენთვის სასურველი დიზაინის აწყობას, არსებული გვერდის ან მზა ვებ-გვერდის რედიზაინს. დახვეწილი დიზაინი და მარტივი ნავიგაცია მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპის და მასშტაბის ვებ საიტისთვის.
ტრაფიკის მინიმუმ 60% მოდის მობილური მოწყობილობებიდან. მნიშვნელოვანია ყველა საიტი იყოს მობილურზე მორგებული. ჩვენს მიერ დამზადებული ყველა საიტი ერგება სხვადასხვა გაფართოების მოწყობილობებს.
გჭირდებათ ონლაინ მაღაზია ან ელექტრონული კომერციის განვითარების სერვისი? ჩვენ ვამზადებთ შედეგზე ორიენტირებულ, ფუნქციონალურ და მარტივი ნავიგაციის ელექტრონული კომერციის საიტებს. პირველი შთაბეჭდილებები მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმატებისთვის.
SEO არის ის, რაც მომხმარებლებს ეხმარება იპოვოს თქვენი საიტი/სერვისი ინტერნეტში. ამიტომ საბაზისო SEO გათვალისწინებული იქნება თქვენს საიტზე ( SEO მოდული & Google Search Console-თან ინტეგრაცია).
ჩვენ ვაფასებთ და ვტესტავთ საიტს, ვიდრე ის განთავსდება ჰოსტინგზე საჯარო ვიზიტორებისთვის. ვიდრე საიტი ბეტა რეჟიმშია, ის ცხოვრობს ჩვენს სატესტო სერვერზე, სადაც თქვენ და ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ საიტის შესაბამისობა შეთანხმებულ ვარიანტთან, ფუნქიონალის გამართულად მუშაობა და ა.შ.
თუ დახმარება გჭირდებათ საიტის ადმინისტრირებაში, ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი საიტის განახლებას, ფუნქციონალის დამატებას, ბირთვის განახლებებს, კონტენტის დამატებას და ა.შ. რეგულარული განახლებები თავიდან აგაცილებთ შეცდომებს და შეამცირებს უსაფრთხოების რისკებს.
სურვილის შემთხვევაში საიტზე ინტეგრირებული იქნება სოციალური ქსელების პლატფორმები, რაც ზრდის ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობებს.
Georgia Quality Wine Export
ტიპი: სავიზიტო საიტი
Empirical Communication Solutions
ტიპი: ონლაინ კურსები
VAuto
ტიპი: ონლაინ მაღაზია
Esme
ტიპი: ონლაინ მაღაზია
Freestyler
ტიპი: ონლაინ მაღაზია
Auroom-interior
ტიპი: პორტფოლიო
Geolit
ტიპი: ონლაინ მაღაზია
Argon
ტიპი: კორპორატიული
თუ ფიქრობთ, რომ ვებ საიტი შესაძლოა იყოს თქვენთვის სასარგებლო, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მის დამზადებაში, ან თქვენთვის სწორი მიმართულების მოცემაში!
გახადეთ თქვენი ბიზნესი მაძიებლებისთვის უფრო თვალსაჩინო ჩვენი SEO სერვისებით.
სერვისების ფართო სპექტრი, როგორიცაა ვებ დიზაინი, ბრენდის იდენტურობა, ლოგოს დიზაინი.
განახლებები, დაცვის პაკეტები, შინაარსის ცვლილება და რეზერვების წარმოება.