საიტის ადმინისტრირება

საიტის ადმინისტრირება

საიტის მართვა: კონტენტის ცვლილება, რეგულარული განახლებები, სარეზერვო ასლების წარმოება, რედიზაინი, მოდულებთან მუშაობა.
გაამარტივეთ, განაახლეთ და გააუმჯობესეთ თქვენი ვებ საიტი.

საიტის მართვა და მისი მნიშვნელობა

თანამედროვე სამყაროში მყარი ციფრული ყოფნა აუცილებელია ბიზნესისთვის.

საიტის ადმინისტრირება მნშვნელოვანი პროცესია გრძელვადიანი განვითარების პროცესში. ვებ საიტებს მუდმივად სჭირდება განახლება, გარდაქმნა, კონტენტის ცვლილება და  უსაფრთხოების მონიტორინგი.

ჩვენი სერვისი არის შექმნილი ვებ საიტების მართვის მრავალმხრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რაც უზრუნველყოფს თქვენი ციფრული სივრცის არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ მის განვითარებას დინამიურ ონლაინ გარემოში.

რას მოიცას საიტის მართვა WordPress-ზე

ვებ გვერდის ადმინისტრირება არის მთელი რიგი სამუშაოების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია ვებ-რესურსის მუშაობის შენარჩუნებაზე, მის განვითარებასა და ოპტიმიზაციაზე. ეს არის თქვენი ციფრული სახლის მუდმივი მოვლა.

ვებგვერდის ადმინისტრირების ძირითადი ამოცანები მოიცავს:

  • სერვერისა და ვებგვერდის მუშაობის მონიტორინგი.
  • მონაცემთა რეგულარული სარეზერვო ასლების შექმნა.
  • პროგრამული უზრუნველყოფისა და CMS-ის განახლება.
  • ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრა.
  • ახალი სტატიების, სურათების, ვიდეოების დამატება.
  • არსებული კონტენტის რედაქტირება.
  • მოძველებული ინფორმაციის წაშლა.
  • გვერდების ჩატვირთვის სიჩქარის გაზრდა.
  • ვებგვერდის პოზიციების გაუმჯობესება საძიებო სისტემებში (SEO).
  • ვებგვერდის მობილურ მოწყობილობებზე ადაპტაცია.
  • ვებგვერდის დაცვა ჰაკერული შეტევებისა და ვირუსებისგან.
  • ხარვეზების რეგულარული შემოწმება.
  • საიმედო ავთენტიფიკაციის სისტემების შექმნა.
  • ვებგვერდის მონახულების შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი.
  • მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის განსაზღვრა.
  • ვებგვერდზე პრობლემური ადგილების იდენტიფიცირება.

საიტის ადმინისტრირება არის თქვენი ვებსაიტის მუდმივი მონიტორინგი, მართვა და განახლებების წარმოება. ეს მოიცავს უსაფრთხოების განახლებების დაყენებას, შინაარსის ცვლილებებს, პრობლემების მოგვარებას და სხვა. ეს უზრუნველყოფს თქვენი საიტის უწყვეტ ფუნქციონირებას, მის მიმზიდველობას მომხმარებლებისთვის და ბიზნესის მიმდინარე საჭიროებებზე მუდმივ ადაპტირებას.

ჩვენ გთავაზობთ მთელ რიგ სერვისებს, მათ შორის: საიტის უსაფრთხოების მონიტორინგს, შინაარსის განახლებას, სარეზერვო ასლების შექმნას, ტექნიკური პრობლემების მოგვარებას და სხვა.

საიტის განახლების სიხშირე დამოკიდებულია მის ტიპზე, შინაარსზე და მომხმარებლების აქტივობაზე. ჩვენ შეგვიძლია შევადგინოთ განახლების გრაფიკი, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს კონკრეტულ მოთხოვნილებებს.

ჩვენ გვაქვს 24/7 მხარდაჭერის სერვისი. თუ თქვენს საიტს რაიმე პრობლემა შეექმნება, ჩვენ დაუყოვნებლივ შევეცდებით მის მოგვარებას.

ნებისმიერი ტიპის ვებსაიტი რომელიც აშენებულია WordPress პლატფორმაზე, ჩვენ არ  ვაწარმოებთ საიტების ადმინისტრირებას სხვა პლატფორმებზე.

საიტის ადმინისტრირება მოიცავს შემდეგ სერვისებს

რას აკეთებს საიტის ადმინისტრატორი?

საიტის ადმინისტრატორი ახორციელებს საიტზე კონტენტის მუდმივ განახლებას, მათ შორის ტექსტების, სურათების, ვიდეოების, პროდუქტების და სხვა მულტიმედია ელემენტების ცვლილებებს, საიტის უსაფრთხოების მონიტორინგს, სეოს რეგულარულ ოპტიმიზაციას, საიტის სარეზერვო ასლების წარმოებას, მიმდინარე ვერსიებზე საიტის ბირთვის და მოდულების განახლებებს, საიტის სიჩქარის მუდმივ მონიტორინგს. 

საიტის ადმინისტრირების პაკეტების ფასი შეგიძლიათ ნახოთ აქ  ტარიფები. ინდივიდუალური მომსახურების პირობებზე დაგვიკავშირდით.

საიტის ადმინისტრატორი აკეთებს საიტის ადმინისტრირებას

კონტენტის მართვა

ვებ საიტის შინაარსის რეგულარული განახლება მიმდინარე საჭიროებებთან თავსებადობისთვის, გრაფიკული და მულტიმედიური ელემენტების შეუფერხებლად ინტეგრირება .

უსაფრთხოების მონიტორინგი

უსაფრთხოების ჟურნალის მონიტორინგი  რისკების  იდენტიფიცირებისა და მინიმუმამდე შესამცირებლად. თანამედროვე firewall გადაწყვეტილებები მავნე თავდასხმებისგან თავის დასაცავად. პერიოდული აუდიტის ჩატარება უსაფრთხოების სტანდარტების  დონის უზრუნველსაყოფად.

საიტის ადმინისტრირება და დაცვის პრეზენტაცია ლეპტოპზე.
საიტის მართვა, საიტის სიჩქარის გაზრდა.

საიტის სიჩქარის ოპტიმიზაცია

არსებული ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა საიტის სიჩქარის გაუმჯობესებისთვის. ვებსაიტის გრაფიკული ელემენტების ჩატვირთვის დროის მაქსიმალურად შემცირება, სხვადასხვა გაფართოების მოწყობილობებისთვის მორგებული დიზაინის გაუმჯობესება.

სარეზერვო ასლები & აღდგენა

სარეზერვო ასლების რეგულარული წარმოება, რათა ვუზრუნველვყოთ სწრაფი აღდგენა მოულოდნელი პრობლემების შემთხვევაში და მინიმუმამდე შევამციროთ ჩავარდნის დრო.

საიტის ადმინისტრირება, სარეზერვო ასლების წარმოება.
საიტის მართვა, ბირთვის და პლაგინების განახლებები.

პროგრამული განახლებები

ბირთვის, მოდულების, დაცვის სისტემების რეგულარული პროგრამული განახლებები.

თქვენი სარგებელი. ჩვენი გამოცდილება

Wordpress საიტის დამზადება, პაზლი, ნათურა ლეპტოპის ეკრანის გვერდით

საიტის დინამიური განვითარება

ვუზრუნველყოფთ თქვენი ვებ სიტი მუდვივად შესაბამისობაში იყოს თქვენ მიმდინარე მიზნებთან და გამოწვევებთან.
საიტის ადმინისტრირება, საიტის მართვა ხუთი ვარსკვლავით, გულის და მეილის სიმბოლოებით

უსაფრთხოება

დაიცავით თქვენი ციფრული აქტივები ჩვენი უსაფრთხოების მონიტორინგით, თქვენი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.
საიტის ადმინისტრირება, საიტის ადმინისტრატორი, ლეპტოპი და სმარტფონი, კლავიატურეზე დევს პატარა რაკეტა.

გაუმჯობესებული წარმადობა

სწრაფი ჩატვირთვის დრო და ვებსაიტის ოპტიმალური მუშაობა, რაც ხელს უწყობს მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებას.

საიტის ადმინისტრირების პროცესი

SEO ოპტიმიზაცია ნომერი ერთი

კონსულტაცია

თქვენი კონკრეტული საჭიროებებისა და მიზნების გაგება. საფუძვლიანი კონსულტაცია, რათა გავიგოთ თქვენი მიმდინარე სირთულეები, მიზნები და  ვებსაიტის სპეციფიკური საჭიროებები. ეს ფაზა მოიცავს ღია კომუნიკაციას, იმის უზრუნველსაყოფად, რომ სრულად გვესმის თქვენი ხედვა და მოლოდინები.

შეფასება

თქვენი ვებსაიტის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება. თქვენი მიზნების და არსებული მდგომარეობის გაანალიზება საშუალებას მოგვცემს გამოვყოთ სფეროები, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას და გაუმჯობესებას. 

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, სეო აუდიტი ნომერი 2
ვებ საიტის ტექნიკური სეო აუდიტი

გეგმის შემუშავება

კონსულტაციისა და შეფასების ფაზებიდან მიღებული ანალიზით, ვქმნით საიტის ადმინისტრირების გეგმას, რომელიც მორგებულია თქვენს კონკრეტულ საჭიროებებზე. ეს გეგმა ემსახურება როგორც საგზაო რუკას შემდგომი ეტაპებისთვის, რომელიც ასახავს სტრატეგიასა და მოქმედებების თანმიმდევრულობას, რაც  უზრუნველყოფს თქვენი საიტის მიმდინარე მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანას.

განხორციელება

ეს ფაზა გულისხმობს გეგმაში განსაზღვრული მოქმედებების ეტაპობრივად განხორციელებას და პარალელურ ტესტირებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა ცვლილება და ფუნქციონალი მუშაობს ისე როგორც ეს მოსალოდნელი იყო.

ციფრი ოთხი ცისფერით
ციფრი 5 წითელ ფერში

მონიტორინგი და გაუმჯობესება

ვებ საიტის ადმინისტრირება არის უწყვეტი პროცესი, რომელიც მოითხოვს მუდმივ ჩართულობას და გაუმჯობესებას ოპტიმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ამ ფაზაში ჩვენ ვაკვირდებით როგორ მუშაობს უკვე განხორციელებული ცვლილებები და სად არის შესაძლებელი შედეგების გაუმჯობესება.

გსურთ ჩვენთან მუშაობა?

თუ ფიქრობთ, რომ ვებ საიტი შესაძლოა იყოს თქვენთვის სასარგებლო, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მის დამზადებაში, ან თქვენთვის სწორი მიმართულების მოცემაში!

დაგვიკავშირდი

T +995 599 24 74 26call

WhatsappITLOver ვებ სტუდია Whatsapp-ზე, Whatsapp ლოგო

mail info@itlover.tech

ITLover symbol owl with headphones, customer support in saitebis damzadeba and Seo optomization

12 Merab Aleksidze St, T'bilisi 0171, Georgia

+995 599 24 74 26

Georgi took on my project when no one else was interested, just the design of a webpage for language teaching but he made it into a thing of beauty. Good prices, nice results and a load of top advice. It’s all good !
Very happy with his work! Reliable, flexible and fast.
Best Service I have ever used! The guy is more than Pro.

სხვა სერვისები

სეო ოპტიმიზაციის სიმბოლო ლუპა

SEO სერვისები

გახადეთ თქვენი ბიზნესი მაძიებლებისთვის უფრო თვალსაჩინო ჩვენი SEO სერვისებით.

კორპორატიული, სავიზიტო საიტის ხატულა

ვებ დიზაინი

სერვისების ფართო სპექტრი, როგორიცაა ვებ დიზაინი, ბრენდის იდენტურობა, ლოგოს დიზაინი.

ხელის ჩამორთმევის ხატულა

საიტების დამზადება

ფუნქციონალური და ვიზუალურად დახვეწილი საიტის დამზადება, არსებულის რედიზაინი.