ჩვენი ვებ მომსახურება ხორციელდება WordPress პლატფორმაზე: ვებგვერდის დამზადება, საიტის ადმინისტრირება, SEO ოპტიმიზაცია, საიტის შემოწმება, საიტის დიზაინი.
საიტზე მარტივი ნავიგაციისთვის თითოეული სერვისი დაყოფილია ქვეჯგუფებად, სადაც დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ თქვენთვის სასურველი მომსახურების სპეციფიკა და მიმდინარეობა. აირჩიეთ სასურველი სერვისი და გადადით ბმულზე. ინდივიდუალური პროექტების დასაგეგმად დაგვიკავშირდით.
დიახ, ჩვენ ვიზრუნებთ, ჩვენთან აწყობილ ვებ საიტზე 1 თვის განმავლობაში დამატებითი გადახდის გარეშე. ეს მოიცავს ბირთვის და მოდულების განახლებას, სარეზერვო ასლების წარმოებას. ეს არ მოიცავს ახალი ვებ გვერდების ან ფუნქციონალის დამატებას. სურვილის შემთხვევაში, ვიზრუნებთ თქვენი არსებული საიტის ადმინისტრირებაზე.
დიახ, ჩვენ ორიენტირებული ვართ CMS-ზე, როგორიცაა WordPress-ი.
საიტის დაგეგმვა: ეს ეტაპი მოიცავს თქვენი საჭიროებებისა და მიზნების გაგებას. გაკეთდება პროექტის გეგმა, რომელიც ასახავს სამუშაოს მოცულობას, ვადებსა და ბიუჯეტს.
საიტის დიზაინი: შევიმუშავებთ ვებგვერდის დიზაინს, განლაგებასა და მომხმარებლის ინტერფესს. ეს ეტაპი შეიძლება მოიცავდეს თქვენი მხრიდან ჩასწორებების გაკეთების და შეთანხმების რამდენიმე ეტაპს.
საიტის დეველოპმენტი: ვიწყებთ ვებ საიტის აწყობას. ეს ეტაპი მოიცავს ჰოსტინგ სერვისის, CMS-ის კონფიგურაციას, მონაცემთა ბაზების და სხვა ტექნიკური კომპონენტების დაყენებას.
საიტის ტესტირება: ვებ საიტის შემუშავების შემდეგ, ის საფუძვლიანად შემოწმდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ მუშაობს გამართულად და ყველა ფუნქცია აქტიურია ისე, როგორც მოსალოდნელი იყო.
საიტის გაშვება: ეს ბოლო ეტაპია მას შემდეგ, რაც ვებ საიტი შემოწმებულია და მიღებულია თქვენს მიერ. ჩვენ გავააქტიურებთ ვებსაიტს და ჩავუშვებთ მას ინტერნეტში.
ვებ საიტის დამზადებისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია ისეთ ფაქტორზე, როგორებიცაა: საიტის ზომა და სირთულე, თქვენთვის საჭირო ფუნქციები და დეველოპერის დატვირთვა. მარტივი გვერდის შესრულებას სჭირდება 2 კვირამდე, საშუალოს-ერთ თვემდე, ხოლო უფრო რთულ და ფუნქციურად დატვირთულ საიტს შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.
საიტის დამზადების ფასი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: საიტის მასშტაბი, სირთულე და თქვენთვის საჭირო ფუნქციები. გამოთვლა ხდება ინდივიდუალურად ყველა პროექტზე. საშუალო მოცულობის საიტზე თქვენ გადაიხდით მთლიან ღირებულებას საიტის გაშვების შემდეგ, უფრო რთული საიტებზე თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად.
შეგვიძლია დავამზადოთ ისეთი კატეგორიის საიტები, როგორებიცაა: ონლაინ მარკეტი, მშენებლობა & დეველოპმენტი, ტურისტული საიტი, ონლაინ კურსები, კონსულტაცია/ქოუჩი, ონლაინ ჟურნალები, ბლოგები, სიახლეები, სტატიები, პორტფოლიო საიტი, პოდკასტი.