საიტების დამზადება სტარტაპებისთვის
ვიცით რას ნიშნავს საწყისს ეტაპზე სტარტაპებისთვის თანხების მობილიზების სირთულეები დასახული იდეების განსახორციელებლად და ზრდისთვის. ვებ შესაძლებლობების გამოყენება მნიშვნელოვან ბუსტს აძლევს სტარტაპებს. ჩვენ მაქსმილაურად დაგეხმარებით შეძლოთ თქვენს პრიორიტეტულ მიზნებზე მორგებული ონლაინ სივრცის შექმნა.
გაზარდე შენი სტარტაპი ახალი საიტით
სტარტაპი არ არის მხოლოდ ახალი ბიზნესი, სტარტაპის არის იდეა. ჩვენ სტარტაპებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს და გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებაში.
ხარისხიანი ვებ გვერდის შექმნა და შენარჩუნება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ ხშირად პირველ ეტაპზე ბიზნესებს უჭირთ მიიღონ საჭირო სერვისები თანხების არქონის გამო.
თუ თქვენ არ გაქვთ საშუალება შექმნათ თქვენი ონლაინ სივრცე და მიიტანოთ თქვენი პროდუქტი/სერვისი მომხმარებლამდე ონლაინ რეჟიმში, ჩვენ დაგეხმარებით მის განხორციელებაში, შესაძლებლობების საზღვრებში რათქმაუნდა.
რთულია სტარტაპისთვის ვებ საიტის შექმნა?
ეს დამოკიდებულია რა მიზნები აქვს სტარტაპს და რა სირთულის ფუნქციონალს საჭიროებს ამ მიზნების განხორციელება. მაგალითად სავიზიტო ვებ გვერდის დამზადება დიდი სირთულე არაა.
მთავარი საზრუნავი, როგორც წესი, არის სტარტაპებისთვის დიდი ვებსაიტის ნულიდან შექმნის დრო და ღირებულება. ITLover საშუალებას გაძლევთ დინამიურად განავითაროთ და გააუმჯობესოთ თქვენი ვებ საიტი არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით.
შეზღუდული ბიუჯეტის შემთხვევაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებების განსაზღვრით თქვენ შეძლებთ კონცენტრაციას ყველაზე აუცილებელ საჭიროებებზე, შეამცირებთ საიტის დამზადებისა და შენარჩუნების ხარჯებს.