ელ-კომერციის საიტის დამზადება

ონლაინ მაღაზიის დამზადება

ონლაინ მაღაზიის დამზადება – შექმენი წარმატებული eCommerce პლატფორმა

თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში ელექტრონული კომერცია (eCommerce) ბიზნესის შეუცვლელი ნაწილი გახდა. მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ანიჭებენ უპირატესობას ონლაინ შოპინგს, რაც ბიზნესებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

თუ თქვენ გსურთ შექმნათ ონლაინ მაღაზია, რომელიც იქნება ეფექტური, სწრაფი და მორგებული თქვენს საჭიროებებზე, ჩვენ დაგეხმარებით სრულყოფილი და კონკურენტუნარიანი eCommerce ვებსაიტის შექმნაში.

საქართველოში ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი ონლაინ ვაჭრობაზე – 950 ლარს შეადგენდა 2020 წელს, რაც ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს 3-ჯერ ჩამორჩება, თუმცა პროგნოზით და მიდინარე სტატისტიკით საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის ბაზრის ზომა 1.1 მლრდ ლარამდე გაიზრდება 2021-25 პერიოდში, ხოლო მისი წილი საცალო გაყიდვების 4.7%-ს მიაღწევს იგივე პერიოდში. 

რატომ უნდა შექმნათ ონლაინ მაღაზია?

ელექტრონული კომერციის ვებსაიტს შეუძლია გაზარდოს ბიზნესის ეფექტურობა, რაც უზრუნველყოფს ციფრულ ეპოქაში ზრდისა და წარმატების მრავალ შესაძლებლობას.

  • გლობალურ აუდიტორიაზე წვდომა – ელექტრონული კომერცია საშუალებას აძლევს ბიზნესს მიაღწიოს გლობალურ აუდიტორიას.
  • 24/7 ხელმისაწვდომობა – ფიზიკური მაღაზიებისგან განსხვავებით, ონლაინ მაღაზია ხელმისაწვდომია 24/7.
  • ხარჯების ეფექტურობა – ონლიამ მაღაზიის ვებსაიტი ამცირებს ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ქირასთან, კომუნალურ მომსახურებასთან და პერსონალთან.
  • მომხმარებლის კომფორტი –  ელ-კომერცია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტების დათვალიერებისა და შეძენის კომფორტს ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს.
  •  მონაცემთა ანალიზი – ელ-კომერციის პლატფორმები აგროვებს ღირებულ მონაცემებს, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს გააანალიზოს მომხმარებლის ქცევა, პრეფერენციები და შესყიდვების ისტორია.
  •  მარკეტინგის შესაძლებლობები – ონლაინ მაღაზიის ვებსაიტები გთავაზობთ სხვადასხვა მარკეტინგულ არხებს, როგორიცაა სოციალური მედია, ელ.ფოსტის კამპანიები და საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია.
  •  გამარტივებული ოპერაციები – ონლაინ მარკეტის პლატფორმების ავტომატიზაციის ფუნქციებს შეუძლიათ გაამარტივონ სხვადასხვა ბიზნეს პროცესები, მათ შორის შეკვეთის დამუშავება, გადახდა და მიწოდება.
  • მასშტაბურობა – ელ-კომერციის პლატფორმები მასშტაბირებადია, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს ადვილად ადაპტირდნენ, მიაღწიონ ახალ ბაზრებს და მოერგონ მოთხოვნის ცვლილებებს.
  •  გადახდის ვარიანტები – ონლაინ მარკეტის ვებსაიტები გვთავაზობენ გადახდის სხვადასხვა ვარიანტს, რაც მოსახერხებელია მომხმარებლებისთვის.
  •  უსაფრთხოება – ონლაინ ტრანზაქციებისა და მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოების მკაცრი ზომების დანერგვა აუცილებელია ნდობის გასამყარებლად და კიბერ საფრთხეებისგან დასაცავად.

ონლაინ მაღაზიის საიტის დამზადება - საჭიროებები:

ციფრული მარკეტიგის სააგენტო, საიტების დამზადება თბილისი
ონლაინ მაღაზიის საიტის დამზადება

უნიკალური ონლაინ მაღაზიის საიტი

ჩვენ ვამზადებთ თქვენს ონლაინ მაღაზიის საიტს უნიკალური გზით, თქვენი მომავლისა და მიმდინარე  სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.

დახვეწილი და მარტივი დიზაინი

ვამზადებთ დახვეწილ და მარტივად გამოსაყენებელ ინტერფეისს, საჭირო ფუნქციონალის გათვალისწინებით.

ონლაინ მაღაზიის საიტის შექმნა

საიტის სიჩქარის ოპტიმიზაცია

მაქსიმალური ბალანსის დაცვა დიზაინის ელემენტებსა და საიტის წარმადობას შორის. თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენება საიტის ოპტიმიზაციისთვის.

მობილური ვერსიის ოპტიმიზაცია

მობილური მოწყობილობები ფართოდ გამოიყენება ელ-კომერციის საიტებზე წვდომისთვის. ჩვენი პრიორიტეტია ყველა ვებ საიტის ოპტიმიზაცია მობილური მოწყობილობებისთვის.

მობილური ვებ საიტის დიზაინი
ონლაინ მაღაზიის საიტის მართვა

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია

SEO მნიშვნელოვანია ელ-კომერციის მრავალი საიტისთვის, მაგრამ არა ყველასთვის. ჩვენთან შეძლებთ შეუკვეთოთ SEO სერვისები თქვენი ელ-კომერციის საიტისთვის.

სრულად ფუნქციონალური ელექტრონული კომერციის ვებსაიტი

ელ-კომერციის ვებსაიტების დამზადების სერვისები მოიცავს საყიდლების კალათას, პროდუქციის კატალოგს, პროდუქციის შეტანა/ატვირთვა, პერსონალიზაციის შესაძლებლობებით, უსაფრთხოებას, ელექტრონული კომერციის API-ების ინტეგრაციას, გაფართოებებისა და დანამატების ინსტალაციას/კონფიგურაციას.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები e-commerce საიტის დამზადებისას

გთავაზობთ გადაწყვეტილებებს ელ-კომერციის განვითარებისთვის, როგორიცაა კონსულტაცია, მხარდაჭერა და ვებსაიტების შენარჩუნება გონივრულ ფასად.

  • მობილურისთვის მოსახერხებელი ვებ დიზაინი
  • საუკეთესო UI პრაქტიკა
  • ინდივიდუალური დეველოპმენტი
  • შეუზღუდავი კატეგორიები და პროდუქტები
  • გადახდები
  • იმპორტ/ექსპორტის ფუნქცია
  • ფასდაკლებები
  • ელ-კომერციის SEO
  • ელ-კომერციის ვებსაიტის უსაფრთხოება
  • შეუზღუდავი ტექნიკური მხარდაჭერა

ფაქტორები, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ელ-კომერციის საიტის დამზადების ღირებულებაზე:

SEO ოპტიმიზაცია ნომერი ერთი

მდიდრული საიტების დიზაინი და დეველოპმენტი

თუ თქვენ აპირებთ ძვირადღირებული პროდუქტის ან პრემიუმ კლასის პროდუქციის პოპულარიზაციას, მაშინ ამაში მეტის გადახდა მოგიწევთ. ძვირადღირებული ელექტრონული კომერციის ვებსაიტების დიზაინი მოითხოვს მომხმარებლის გამოცდილების ინტეგრაციას, დახვეწილი ვიზუალით და ნავიგაციის სიმარტივით, რათა შეიქმნას კლასის, მოხერხებულობისა და ფუფუნების სრულყოფილი ბალანსი.

ინდივიდუალური კონტენტის მართვის სისტემა

თუ გსურთ სრულად არასტანდარტული ელექტრონული კომერციის საიტი და არ გსურთ გამოიყენოთ მზა შაბლონი, რომლის მორგებაც თქვენ ბიზნესს საჭიროებებზე შესაძლებელია, მაშინ მოგიწევთ თქვენ საჭიროებებზე მორგებული დამოუკიდებებლი CMS-ის შემუშავება, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

სეო აუდიტი ნომერი 2
ვებ საიტის ტექნიკური სეო აუდიტი

ელ-კომერციის ინდივიდუალური გადაწყვეტილებები

ელ-კომერციის ვებსაიტები შეიძლება შეიცავდეს არასტანდარტულ ფუნქციებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ელექტრონული კომერციის საიტის ღირებულებაზე. მაგალითად, ბიზნესის მფლობელს უნდა მართოს რთული სამუშაო პროცესები, ერთმანეთთან დააკავშიროს მრავალი ბიზნეს სისტემა. ასეთ შემთხვევაში, თუ ვერ მოიძებნა შესაბამისი ფუნქციის მზა მოდული, საჭირო ხდება კონკრეტულ ოპერაციებზე მორგებული კოდების შემუშავება რაც დროსთან და დამატებით რესურსთანაა დაკავშირებული.

კონტენტის შექმნა ელექტრონული კომერციისთვის

ეს ნიშნავს თქვენი საიტის შინაარსის პროფესიონალურ, გაფართოებულ ოპტიმიზაციას ელ-კომერციის SEO-სთვის. პროდუქტის გვერდების  განახლება სამიზნე საკვანძო სიტყვების გამოყენებით (copywriting). ეს არის მნიშვნელოვანი ხარჯები, რომლებსაც მოაქვს კონკრეტული შედეგები ბიზნესისთვის.

ციფრი ოთხი ცისფერით
ციფრი 5 წითელ ფერში

ელ-კომერციის საიტის დამზადების ღირებულების შემცირება

თუ თქვენი ბიუჯეტი შეზღუდულია, ყოველთვის შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენ მიმდინარე საჭიროებებზე მორგებული ვარიანტი. ოპტიმალური დაგეგმვა, თემის და საჭირო მოდულების განსაზღვრა ამაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.

მნიშვნელოვანი ფაქტორები, თუ როგორ ავირჩიოთ ელ-კომერციის პლატფორმა ონლაინ მაღაზიისთვის

ონლაინ მაღაზიის შექმნა, ელ-კომერცია საქართველოში

ონლაინ მაღაზიის მარტივი მართვა

ელექტრონული კომერციის პლატფორმა საშუალებას აძლევს მფლობელს ან კონტენტის მენეჯერს დაამატოს საჭირო ინფორმაცია ან პროდუქტები საიტზე. 

ონლაინ მაღაზიისთვის საუკეთესო ელექტრონული კომერციის პლატფორმის არჩევა დაგეხმარებათ გაყიდვების გაზრდაში.

საკმარისი ფუნქციონალობა

არსებობს, როგორც ფასიანი, ასევე უფასო ელ-კომერციის  პლატფორმები და დანამატები. თუმცა, როგორც უფასო, ასევე ფასიან ვერსიას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

 თქვენი საიტის უფასო პლატფორმაზე შექმნა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ წარუმატებლობისთვის ხართ განწირული, ისევე როგორც ძვირადღირებულ პლატფორმაში გადახდა არ არის წარმატების გარანტია.

ონლაინ მაღაზიის დამზადება Woocommerce
ონლაინ მაღაზიის მართვა და მხარდაჭერა

ქომუნითი და მხარდაჭერა

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ელექტრონული კომერციის პლატფორმის გამოყენება მოითხოვს პროგრამირების შესაბამისი ენის ცოდნას იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ ცვლილებების შეტანა მისი მუშაობის სტრუქტურაში ან ლოგიკაში. ამიტომ, თუ გამოცდილება არ გაქვთ, მუშაობის დაწყებამდე სჯობს  გამოცდილ პროფესიონალებს მიმართოთ და სწორად განსაზღვროთ თქვენი მიზნები და საჭირო პლატფორმა.

შენარჩუნება და საიმედოობა

აღსანიშნავია, რომ უფასო ელექტრონული კომერციის პლატფორმების გამოყენება, როგორიცაა WordPress (WooCommerce), Magento, OpenCart, Joomla ან PrestaShop, ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად საჭირო გაფართოებების გარეშე საკმაოდ რთულია. უმეტეს შემთხვევაში, საჭიროა მესამე მხარის მოდულების ან დანამატების დაყენება, რომლებიც ხშირად ფასიანია.

პლაგინები ონლაინ მაღაზიის დასამზადებლად
ინდივიდუალური ელ-კომერციის მაღაზიის დამზადება

მასშტაბურობა და რეალური ღირებულება

ელექტრონული კომერციის პლატფორმები, როგორიცაა UMI.CMS, NetCat, Shop-Script ან CS-Cart, იმის მიუხედავად რომ ფასიანია, ვერ მოგცემთ გარანტიას რომ ექნება თქვენი კონკრეტული მიზნებისთვის საჭირო ყველა ფუნქციონალი. ამიტომ  ზოგჯერ დაგჭირდებათ სპეციალისტთან დაკავშირება მორგებული მოდულის ან რაიმე დამატებითი ფუნქციის შესაქმნელად.

რა არის WOOCOMMERCE?

ჩვენ ორიენტირებული ვართ Woocommerce-ზე, რომელიც არის  WordPress-ის უფასო მოდული. ის აფართოებს WordPress საიტების ფუნქციონირებას და აქცევს მათ სრულფასოვან ონლაინ მაღაზიებად. Woocommerce იმეორებს WordPress-ის მთავარ უპირატესობებს:

  • ონლაინ მაღაზიასთან მუშაობა არის მარტივი, არ მოითხოვს ტექნოლოგიურ ცოდნას, თუმცა გამოცდილება აქაც საჭიროა.
  • ონლაინ მაღაზიის გარდა, თქვენ შეძლებთ გქონდეთ საკუთარ ბლოგი, რაც გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ სტატიები, რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენ პროდუქტთან.
  • წვდომა უზარმაზარი დანამატების ბაზაზე, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს ვებსაიტის ფუნქციონირებას.

რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ელექტრონული კომერციის პლატფორმა თქვენი საჭიროებებისთვის, ბიუჯეტისა და მიზნების გათვალისწინებით. ელექტრონული კომერციის ყველაზე ცნობილი პლატფორმებია:

  • OpenCart
  • Shopify
  • Prestashop
  • Magento 2

BuiltWith ანალიტიკური პლატფორმის მიხედვით, Woocommerce არის ყველაზე პოპულარული ელექტრონული კომერციის პლატფორმა მსოფლიოში. ბიზნესის ბევრი მფლობელი ირჩევს Woocommerce-ს მცირე და საშუალო ზომის მაღაზიებისთვის.

ხშირად დასმული კითხვები

ონლაი მაღაზიის შესაქმნელად ჩვენ ვიყენებთ WooCommerce-ს.

ჩვენს მიერ დამზადებული ონლაინ მაღაზიები აღჭურვილია ყველა საჭირო ფუნქციონალით, როგორიცაა:

  • პროდუქტის კატალოგი და მართვის სისტემა
  • საყიდლების კალათა და გადახდის სისტემის ინტეგრაცია
  • მარაგების მართვა
  • შეკვეთების თვალყურის დევნება
  • მომხმარებელთა ისტორია
  • SEO ოპტიმიზაცია და მარკეტინგული ინსტრუმენტები

ჩვენ უსაფრთხოებას უმთავრეს პრიორიტეტად ვთვლით. ჩვენს მიერ დამზადებული ონლაინ მაღაზიები აღჭურვილია SSL სერთიფიკატებით, არ ვიყენებთ ულიცენზიო მოდულებს და თემებს, ასევე, რეგულარულად ვაკეთებთ უსაფრთხოების აუდიტს და ვაახლებთ სისტემებს, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი საფრთხე.

ჩვენთან ონლაინ მაღაზიის გაკეთება იწყება 2500 ლარიდან. ფასები არის ინდივიდუალური პროექტის საჭიროებების და მასშტაბის გათვალისწინებით. 

ონლაინ მაღაზიის საიტის დამზადების შემდეგ დაგეხმარებით მის გაშვებასა და შემდგომ მართვაში. სერვისები მოიცავს ტექნიკურ მხარდაჭერას, კონსულტაციებს სეო პტიმიზაციაზე და გაყიდვების გაზრდის საკითხებზე.

გსურთ ჩვენთან მუშაობა?

თუ ფიქრობთ, რომ ვებ საიტი შესაძლოა იყოს თქვენთვის სასარგებლო, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მის დამზადებაში, ან თქვენთვის სწორი მიმართულების მოცემაში!

დაგვიკავშირდი

T +995 599 24 74 26call

WhatsappITLOver ვებ სტუდია Whatsapp-ზე, Whatsapp ლოგო

mail info@itlover.tech

12 Merab Aleksidze St, T'bilisi 0171, Georgia

+995 599 24 74 26

Professional WordPress website creation service in Tbilisi! I had an amazing experience working with ITLover – fast, reliable, and highly skilled. If you need a modern, SEO-friendly website, I highly recommend them!
Georgi took on my project when no one else was interested, just the design of a webpage for language teaching but he made it into a thing of beauty. Good prices, nice results and a load of top advice. It’s all good !
Best Service I have ever used! The guy is more than Pro.
Very happy with his work! Reliable, flexible and fast.
თუ გჭირდება საიტის დამზადება ITLover საუკეთესო არჩევანია! რეკომენდაცია

სხვა სერვისები

სეო ოპტიმიზაციის სიმბოლო ლუპა

SEO სერვისები

გახადეთ თქვენი ბიზნესი მაძიებლებისთვის უფრო თვალსაჩინო ჩვენი SEO სერვისებით.

კორპორატიული, სავიზიტო საიტის ხატულა

ვებ დიზაინი

სერვისების ფართო სპექტრი, როგორიცაა ვებ დიზაინი, ბრენდის იდენტურობა, ლოგოს დიზაინი.

შეთანხმების ხატულა

საიტის მართვა

განახლებები, დაცვის პაკეტები, შინაარსის ცვლილება და რეზერვების წარმოება.