ჩვენ გთავაზობთ ვებ გვერდის დამზადებას, რომელიც სრულად მორგებულია თქვენს ბიზნეს საჭიროებებს, ადაპტირებულია ყველა ტიპის მოწყობილობაზე, ფუნქციური და უსაფრთხოა.
ვებ გვერდის დამზადება ხორციელდება WordPress პლატფორმაზე, სერვისი მოიცავს დეველოპმენტის სრულ პროცესს, საიტის საწყისი დაგეგმვიდან საბოლოო შემუშავებასა და განთავსებამდე.
ვებ საიტის დამზადება განვადებით შესაძლებელია, 3-დან 9 თვემდე თანხის გადანაწილების შესაძლებლობით საფინანსო ინსტიტუტების შუამავლობის გარეშე.
ვებგევრდის დამზადების შემდეგ, საჭიროებისამებრ, ვუზრუნველყოფთ შემდეგ სერვისებს: საიტის მართვა, საიტის უსაფრთხოების მონიტორინგი, საძიებო სისტემების ოპტიმიზიცია & სარეკლამო კამპანიები.
წინასწარ ვამუშავებთ საიტის პროექტს, დამზადების ფასსა და ვადებს. ეს გაძლევთ საშუალებას წინასწარ იცოდეთ, რას მიიღებთ, რა ვადაში და რა ბიუჯეტით.
თუ გაქვთ შეზღუდული ბიუჯეტში, ჩვენ განვსაზღვრავთ, რა მაქსიმუმის მიღწევაა შესაძლებელი კონკრეტული მიზნებისა და არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით.
WordPress არის SEO მეგობრული და უსაფრთხო CMS პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მთელი მსოფლიოდან მილიონობით ბიზნესის ონლაინ ყოფნას.
თქვენ იღებთ სრულ კონტროლს თქვენს საიტზე, როგორიცაა მოსახერხებელი გარემო, დანამატები, თემები, უფასო ინსტრუმენტები და სრული მედია მხარდაჭერა.
ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული საიმედო თემის შერჩევა. ასევე, სურვილისამებრ, სუფთა თემაზე საიტის დიზაინისა და ფუნქციონალის ნულიდან აწყობა.
საიტის სწრაფი ჩატვირთვის უზრუნველყოფა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და საძიებო სისტემებში ინდექსირებას. საიტის სრული შემოწმება და აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრა.
საიტის დაცვა ჰაკერული თავდასხმებისგან და მავნე პროგრამებისგან. უსაფრთხოების რეგულარული მონიტორინგი, კრიტიკული განახლებების დროული წარმოება, სარეზერვო ასლების შექმნა და რეპორტინგი.
ახალი ფუნქციების დამატება, რათა საიტი კიდევ უფრო ფუნქციონალური და მომხმარებელზე ორიენტირებული გახდეს.
ინდივიდუალური მიდგომა სპეციფიკური პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისას, რაც გულისხმობს მიმდინარე გამოწვევებზე საიტის ადაპტირების გზების მოძიებას და განხორციელებას.
თუ გჭირდებათ საიტის მიგრაცია WordPress-ზე, დომენის მიგრაცია ან ჰოსტინგის შეცვლა - ჩვენ ვუზრუნველყოფთ მონაცემთა უსაფრთხო გადატანას, ფუნქციონირების, საიმედოობისა და SEO-ს შეწირვის გარეშე.
WordPress-ზე აწყობილ საიტებზე გექნებათ ინტუიციური სამართავი პანელი, საიდანაც შეძლებთ ცვლილებების განხორციელებას.
თქვენს ვებსაიტზე წვდომა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ბრაუზერიდან და შესაბამისად გამოჩნდება ეკრანის ყველა ზომაზე.
ჩვენ ვწერთ სუფთა კოდს, რომელიც ადვილად გასაგები და ხელახლა იქნება გამოყენებული ნებისმიერი სხვა დეველოპერის მიერ.
ჩვენ გვესმის, თქვენი ვებსაიტის SEO-ს მუშაობის მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ყველა პირობას ამისთვის, თუნდაც დიზაინის ეტაპზე.
საფუძვლიანად ტარდება მზა საიტის საბოლოო ტესტირება, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს შეცდომების გაჩენას.
მას შემდეგ რაც მივიღებთ გადახდას და გავუშვებთ თქვენ საიტს, სურვილის შემთხვევაში ჩვენ გაგიწევთ ტექნიკურ მხარდაჭერას.
თუ გსურთ პროდუქციის ონლაინ გაყიდვა მარტივად და ეფექტურად გთავაზობთ უსაფრთხო, სრულად ფუნქციონალურ ონლაინ მაღაზიის აწყობას.
რა შედეგს მიიღებთ?
გთავაზობთ გადაწყვეტილებებს ელ-კომერციის განვითარებისთვის, როგორიცაა კონსულტაცია, მხარდაჭერა და ვებსაიტების შენარჩუნება გონივრულ ფასად.
ჩვენ ვამზადებთ თქვენს ონლაინ მაღაზიის საიტს უნიკალური გზით, თქვენი მომავლისა და მიმდინარე სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.
ვამზადებთ დახვეწილ და მარტივად გამოსაყენებელ ინტერფეისს, საჭირო ფუნქციონალის გათვალისწინებით.
მაქსიმალური ბალანსის დაცვა დიზაინის ელემენტებსა და საიტის წარმადობას შორის. თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენება საიტის ოპტიმიზაციისთვის.
ელ-კომერციის ვებსაიტების დამზადების სერვისები მოიცავს საყიდლების კალათას, პროდუქციის კატალოგს, პროდუქციის შეტანა/ატვირთვა, უსაფრთხოებას, გაფართოებებისა და დანამატების ინსტალაციას/კონფიგურაციას.
საიტის დაგეგმვისა და დამზადების პროცესში SEO რეკომენდაციების დაცვა, მაგალიტად როგორიცაა "alt" აღწერები, სურათების შესაბამისი ოპტიმიზაცია/დასათაურება, ბმულები და ა.შ
პროექტის დასრულების შემდეგ ვუზრუნველყოფთ საიტზე განახლებებისა და სარეზერვო ასლებეის წარმოებას 3-6 თვემდე ვადით, ეს არ მოიცავს ახალი გვერდების ან ფუნქციების უფასოდ დამატებას.
ჩვენ ორიენტირებული ვართ Woocommerce-ზე, რომელიც არის WordPress-ის უფასო მოდული. ის აფართოებს WordPress საიტების ფუნქციონირებას და აქცევს მათ სრულფასოვან ონლაინ მაღაზიებად.
Woocommerce იმეორებს WordPress-ის მთავარ უპირატესობებს:
რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ელექტრონული კომერციის პლატფორმა თქვენი საჭიროებებისთვის, ბიუჯეტისა და მიზნების გათვალისწინებით.
ელექტრონული კომერციის ყველაზე ცნობილი პლატფორმებია:
BuiltWith ანალიტიკური პლატფორმის მიხედვით, Woocommerce არის ყველაზე პოპულარული ელექტრონული კომერციის პლატფორმა მსოფლიოში. ბიზნესის ბევრი მფლობელი ირჩევს Woocommerce-ს მცირე და საშუალო ზომის მაღაზიებისთვის.
კომპანიის ბიზნეს გვერდების დამზადება, მართვა, რედიზაინი:
.
რა შედეგს მიიღებთ
ბიზნეს საიტი უწყვეტ რეჟიმში გეხმარებათ წარადგინოთ თქვენი ბრენდი და აცნობოთ მიმდინარე აქტივობები თქვენს ერთგულ მომხარებლებს, აქციონერებს, თანამშრომლებს, ინვესტორებს, მომწოდებლებსა და ადგილობრივ თემებს.
ვიწყებთ კორპორატიული ვებსაიტების შემუშავების პროცესს ბიზნესის მიზნების და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრით, ვაწარმოებთ კონკურენტების ანალიზს. ეს გვეხმარება დავგეგმოთ საიტის კონტენტის სტრატეგია, განვსაზღვროთ საიტის მიზანი და მოტივი, თუ რატომ უნდა ეწვიოს მას ხალხი.
შემდეგი არის გრაფიკული დიზაინი: ვებსაიტის ვიზუალური იდენტობა, ლოგოს, ფერის სქემისა და დიზაინის საერთო ესთეტიკა.
განსაზღვრული ფუნქციონალისა და დიზაინის გადატანა კოდში. ტესტირება სხვადასხვა მოწყობილობებთან და ბრაუზერებთან თავსებადობაში.
მაღალი ხარისხის და ბიზნესის სპეციფიკის შესაბამისი კონტენტი, მათ შორის პროდუქტის ან სერვისების ზუსტი აღწერილობა.
SEO-ს და კონტენტის ოპტიმიზაცია, რათა გაუმჯობესდეს ვებსაიტის ხილვადობა საძიებო სისტემების შედეგების გვერდებზე (SERP).
დასკვნით ეტაპზე ვუზრუნველვყოფთ შედეგის შესაბამისობას შეთანხმებულ დიზაინსა და ფუნქციონალთან. განთავსებამდე ვამოწმებთ საიტს შესაძლო შეცდომებზე, წარმადობაზე და მორგებული დიზაინის სტანდარტებზე. საიტი განთავსდება საჯაროდ და გადმოგეცემათ.
კორპორატიული ვებსაიტის დიზაინისა და დეველოპმენტის ღირებულება განსხვავდება სამუშაოს მასშტაბით. პროექტის ზუსტი ფასის განსაზღვრას პროექტის დეტალებისა და საჭიროებების გაანალიზების შემდეგ ვახორციელებთ.
ვადები და პირობები განისაზღვრება პროექტის დაგეგმვის პირველ ეტაპზე. წინასწარ განსაზღვრული გეგმით განხორციელდება კორპორატიული საიტის დამზადების პროცესი. ჩვენი მიზანია ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება შემჭიდროვებულ ვადებში.
ვიცით რას ნიშნავს საწყისს ეტაპზე სტარტაპებისთვის თანხების მობილიზების სირთულეები დასახული იდეების განსახორციელებლად და ზრდისთვის. ვებ შესაძლებლობების გამოყენება მნიშვნელოვან ბუსტს აძლევს სტარტაპებს. ჩვენ მაქსმილაურად დაგეხმარებით შეძლოთ თქვენს პრიორიტეტულ მიზნებზე მორგებული ონლაინ სივრცის შექმნა.
სტარტაპი არ არის მხოლოდ ახალი ბიზნესი, სტარტაპის არის იდეა. ჩვენ სტარტაპებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს და გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებაში.
თუ თქვენ არ გაქვთ საშუალება შექმნათ თქვენი ონლაინ სივრცე და მიიტანოთ თქვენი პროდუქტი/სერვისი მომხმარებლამდე ონლაინ რეჟიმში, ჩვენ დაგეხმარებით მის განხორციელებაში, შესაძლებლობის საზღვრებში რათქმაუნდა.
არსებითი პუნქტი, რომელიც გასათვალისწინებელია სტარტაპის ვებ გვერდის შექმნისას არის MVP (minimum viable product) დეველოპმენტი.
MVP არის პროექტი, რომელშიც ფუნქციონირების მაშტაბი მინიმალურია, მაგრამ ის საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებები, ამავე დროს ნათლად აჩვენოთ მომავალი პროდუქტის სრულ პოტენციალი.
გარდა ამისა, MVP ეხმარება მფლობელს შეაგროვოს ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ: რა მოსწონთ, არ მოსწონთ, რას იყენებენ და რა სურთ.
თუ თქვენ გაქვთ ბიზნესის შექმნის იდეა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა ჩადოთ ამ სტარტაპში მთელი თქვენი კაპიტალი. რა მოხდება, თუ თქვენი სტარტაპი არც თუ ისე უნიკალურია? რა მოხდება, თუ მომხმარებლებს არ მოსწონთ? რა თქმა უნდა, თქვენ გჯერათ და იმედი გაქვთ, რომ სტარტაპი შედეგს გამოიღებს.
მთელი თქვენი კაპიტალის დახარჯვის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ შექმნათ მოგების ცენტრი თანხის მხოლოდ მცირე ნაწილის დახარჯვით. პროექტი იმუშავებს ნაწილობრივ და განახორციელებს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებებს.
დაგიმზადებთ სარეკლამო კამპანიის მიზნების შესაბამის ლენდინგ გვერდებს, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტურად მართოთ თქვენი მარკეტინგული კამპანია.
თუ თქვენ არ გაქვთ ვებსაიტი და გსურთ ერთგვერდიანი პრომო საიტი აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად ჩვენ მას აგიწყობთ ჩვენ მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ დომენზე.
რა შედეგს მიიღებთ
ოპტიმალურად განახორციელებთ სარეკლამო კამპანიას, გაანალიზებთ სტატისტიკას, უშუალოდ ერთ პროდუქტზე, სერვისზე ან დაგეგმილ აქტივობაზე მიაპყრობთ მომხმარებლის ყურადრებას, გაამარტივებთ კონვერტაციას.
ფლობთ სილამაზის სალონს, სამშენებლო ან იურიდიული მომსახურების სერვისს? თქვენი კომპანიის სერვისების სპექტრი საინტერესო სიახლე დაემატა? ლენდინგ საიტი დაგეხმარებათ ამის პოტენციურ კლიენტებთან გაზიარებაში.
სადესანტო გვერდი შესანიშნავად მუშაობს გაყიდვებზე. ეს ხელს შეუწყობს კონკრეტულ პროდუქტზე ფოკუსირებას, სეზონურ ან ექსკლუზიურ პროდუქტზე ყურადღების მიქცევას.
შექმენით ელ.ფოსტის სტრატეგია და მყისიერად შეატყობინებეთ თქვენ აუდიტორიას სიახლეების, აქციების და სხვა აქტივობების შესახებ.
სადესანტო ვებგვერდები შესანიშნავი საშუალებაა თქვენი ახალი პროდუქტის რეკლამირებისთვის და მისი უპირატესობებისა და მახასიათებლების ჩვენებისთვის.
ვუზრუნველყოფთ თქვენთვის სასურველი დიზაინის აწყობას, არსებული გვერდის ან მზა ვებ-გვერდის რედიზაინს.
დახვეწილი დიზაინი და მარტივი ნავიგაცია მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპისა და მასშტაბის ვებ საიტისთვის.
ტრაფიკის მინიმუმ 60% მოდის მობილური მოწყობილობებიდან. მნიშვნელოვანია ყველა საიტი იყოს მობილურზე მორგებული.
ჩვენს მიერ დამზადებული ყველა საიტი ერგება სხვადასხვა გაფართოების მოწყობილობებს.
შედეგზე ორიენტირებული სრულად ფუნქციური და მარტივი ნავიგაციის ონლაინ მაღაზიის საიტების დამზადება და შემდგომი მხარდაჭერა.
სურვილისი შემთხვევაში საბაზისო SEO გათვალისწინებული იქნება თქვენს საიტზე ( SEO მოდული & Google Search Console-თან ინტეგრაცია).
ჩვენ ვაფასებთ და ვტესტავთ საიტს, ვიდრე ის განთავსდება ჰოსტინგზე საჯარო ვიზიტორებისთვის. ვიდრე საიტი ბეტა რეჟიმშია, ის ცხოვრობს ჩვენს სატესტო სერვერზე, სადაც თქვენ და ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ საიტის მუშაობა და დიზაინი.
თუ დახმარება გჭირდებათ საიტის ადმინისტრირებაში, ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი საიტის მართვას. რეგულარული განახლებები თავიდან აგაცილებთ შეცდომებს და შეამცირებს უსაფრთხოების რისკებს.
საჭიროების შემთხვევაში საიტზე ინტეგრირებული იქნება სოციალური ქსელების პლატფორმები, რაც ზრდის ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობებს.
ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობა, რომელიც არ მოიცავს სტანდარტულ მომსახურებას და საჭიროებს არასტანდარტულ მიდგომებს, განსხვავებული ტექნოლოგიების ინტეგრაციას და ა.შ.
WordPress არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კონტენტის მართვის სისტემა (CMS) და ამუშავებს 478 მილიონ ვებგვერდს 2024 წლის ოქრომბრის სტატისტიკით. ვრცლად თუ რა არის ვორდპრესი შეგიძლიათ ნახოთ სტატია – “რა არის WordPress“.
ჩვენ ვქმნით სხვადასხვა ტიპის ვებსაიტებს, მათ შორის კორპორატიულ საიტებს, ელექტრონული კომერციის საიტებს, კატალოგის ტიპის საიტებს, პორტფოლიო საიტებს, ბლოგებს და სხვა.
ჩვენი ფასები დამოკიდებულია პროექტის სპეციფიკაზე. გთავაზობთ როგორც სტანდარტულ პაკეტებს, ასევე ინდივიდუალურ შეთავაზებებს. საიტის დამზადების ფასი სტანდარტული პაკეტით ჩვენთან იწყება 1000 ლარიდან. ისარგებლეთ უფასო კონსულტაციით დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
რა ფაქტორები განსაზღვრავს საიტის ფასს ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პოსტი: “რა ღირს საიტის დამზადება“.
ფიქსირებული ფასის პაკეტები საიტის გაკეთებაზე და სხვა სერვისებზე შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე ტარიფები.
საშუალო მასშტაბის (სავიზიტო, პორტფოლიო, სტარტაპი, ლენდინგი, კატალოგი) საიტის დამზადების დრო ჩვენთან იწყება 10 დღიდან 1 თვემდე. უფრო რთული კონსტუქციისა და ფუნქციონალის საიტებს სჭირდება მეტი დრო საიტის მასშტაბის შესაბამისად.
ჩვენი სერვისი მოიცავს ყველა საჭირო ეტაპს, დაწყებული დიზაინის შექმნიდან და კონტენტის შევსებიდან, დამთავრებული საიტის ტესტირებითა და გამოქვეყნებით. ასევე, გთავაზობთ SEO ოპტიმიზაციას, საზიარო ჰოსტინგს, ტექნიკურ მხარდაჭერას და სხვა დამატებით სერვისებს.
საკუთარი საიტის შექმნა და მისი მართვა მნიშვნელოვანია ვებგვერდის დინამიური განვითარებისთვის. თუ გსურთ, რომ თვითონ მართოთ საიტი, ჩვენი მხარდაჭერის სერვისის განმავლობაში გასწავლით, თუ როგორ ატვირთოთ ახალი ფოტო-ვიდეო მასალა, დაამატოთ პროდუქტები, გააკეთოთ ტექსტების რედაქტირება და ა.შ.
ასევე შეგიძლიათ დაიხმაროთ ჩვენი ვორდპრესის სახელმძღვანელო.
თუ ფიქრობთ, რომ ვებ საიტი შესაძლოა იყოს თქვენთვის სასარგებლო, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მის დამზადებაში, ან თქვენთვის სწორი მიმართულების მოცემაში!
გახადეთ თქვენი ბიზნესი მაძიებლებისთვის უფრო თვალსაჩინო ჩვენი SEO სერვისებით.
სერვისების ფართო სპექტრი, როგორიცაა ვებ დიზაინი, ბრენდის იდენტურობა, ლოგოს დიზაინი.
განახლებები, დაცვის პაკეტები, შინაარსის ცვლილება და რეზერვების წარმოება.