ITLover-ისთვის საიტის შინაარსის (ტექსტი და მულტიმედია) მიწოდება არის დამკვეთის პასუხისმგებლობა. მასალები უნდა იყოს წარმოდგენილი სამუშაოს დაწყებამდე.
კონტრაქტი არ აკისრებს ITLover-ს პასუხისმგებლობას დამკვეთის მიერ მოწოდებული მულტიმედია/გრაფიკული ელემენტების საავტორო უფლებებზე. ნებისმიერი ნამუშევარი, სურათი ან ტექსტი, რომელიც შექმნილია ჩვენს მიერ კლიენტის დაკვეთით, დარჩება ჩვენი ან/და მისი მომწოდებლების საკუთრებაში, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული.
მიუხედავად იმისა, რომ ITLover-ი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა მიაღწიოს ყველა სერვისის მიწოდებას წინასწარ შეთანხმებულ დროში, ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს დროის გახანგრძლივება ან კორექტირება ნებისმიერი გარდაუვალი და არაპროგნოზირებადი სიტუაციების შემთხვევაში, როგორიცაა განლაგების საკითხები, ცვლილებები, მესამე მხარის მხარდამჭერი სერვისების მიწოდება/შეფერხება, დეველოპმენტის შეფერხებები, რესურსების მიუწვდომლობა საგანგებო სიტუაციების გამო, კომუნიკაციის შეფერხება და მსგავსი.
ITLover-ი მისცემს დამკვეთს შესაძლებლობას გადახედოს ვებსაიტის დიზაინს და კონტენტს მისი დასრულების შემდეგ. ITLover-ი უნდა დაელოდოს 7 დღის პერიოდს, რათა მიიღოს დამკვეთისგან რაიმე გამოხმაურება გაზიარებულ სამუშაოზე/შედეგებზე. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი არ უპასუხებს ამ ვადაში, ასეთი მასალა ჩაითვლება ავტომატურად მიღებულად და დამტკიცებულად კლიენტის მიერ.
დამკვეთი ინარჩუნებს საავტორო უფლებებს მის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე, ფაილებზე, გრაფიკულ ლოგოებზე და ანიჭებს ITLover-ს უფლებას გამოაქვეყნოს და გამოიყენოს აღნიშნული მასალა შეკვეთის დამზადებისთვის. დამკვეთმა უნდა მიიღოს ნებართვა ისეთ მედია ფაილებზე, რომელიც დაცულია მესამე მხარის მიერ საავტორო უფლებებით. დამკვეთი ასევე არის პასუხისმგებელი ITLover-ისთვის მინიჭებულ უფლებაზე გამოყენოს აღნიშნული რესურსები საიტის დამზადებისთვის. ITLover-ი არ იქნება პასუხისმგებელი მოწოდებული მასალების საავტორო უფლებების პრეტენზიებზე, რომელიც გამოწვეულია დამკვეთის დაუდევრობით ან სათანადო საავტორო უფლების ნებართვების მოპოვების უუნარობით. ვებ საიტის დამზადების და/ან რედიზაინის ხელშეკრულება კლიენტის მიერ ITLover-სთვის განიხილება, როგორც გარანტია, რომ ყველა ასეთი ნებართვა და უფლებამოსილება იქნა მიღებული. ITLover იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ნებართვებისა და უფლებამოსილებების მტკიცებულება.
დამკვეთი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი, გააკეთოს საიტის სათანადო სარეზერვო ასლი, სანამ ITLover-ს მისცემს უფლებას განახორციელოს საჭირო მოქმედებები კონტრაქტის შესასრულებლად. ჰოსტინგზე წვდომის გარეშე განხორციელებული სამუშაოებისას, არსებული მონაცემების დაკარგვაზე ან დაზიანებაზე ITLover-ი არ არის პასუხისმგებელი.
ITLover-ი არ იღებს პასუხისმგებლობას კლიენტის ან მესამე მხარის მიერ გამოწვეულ დაზიანებაზე, შეფერხებაზე, ცვლილებაზე, მონაცემთა წაშლაზე რომელიც მოხდება კლიენტის გვერდებზე/საიტზე მისი გადაცმის შემდეგ. ასეთი შემთხვევები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება დანამატების, მოდიფიკაციების წაშლით/დეკონფიგურაციით.
ITLover იღებს გადახდებს Paypal-ით ან საკრედიტო ბარათით. თუ მომხმარებელი გააუქმებს სერვისს დასრულებამდე. საფასური იქნება გაუქმების მომენტში შესრულებული სამუშაოს ოდენობის ტოლი.
პროექტი მოიცავს სხვადასხვა ეტაპებს და შემდგომი ეტაპის სამუშაოები დაიწყება მხოლოდ შეთანხმების მიხედვით წინა ეტაპისთვის შესაბამისი გადახდის მიღების შემდეგ. სერვისის დასრულების შემდეგ, ვებსაიტი აიტვირთება სერვერის მომხმარებლის ზონაში დასამტკიცებლად. კლიენტის მიერ დამტკიცების შემდეგ, ვებსაიტი აიტვირთება დანიშნულების სერვერზე, სადაც უნდა დარჩეს საიტი. ITLover-ი იტოვებს უფლებას გადადოს ვებგვერდის ატვირთვა სრული გადახდის მიღებამდე. შემუშავებული ყველა კოდი და მასალა გადაეცემა კლიენტს პროექტის დასრულების და ხელმოწერის შემდეგ. კოდის საკუთრება დარჩება კლიენტთან საბოლოო გადახდების შემდეგ.
საიტის გაშვების შემდეგ, ჩვენ გთავაზობთ უფასო მხარდაჭერას პირველი თვის განმავლობაში. ერთი თვის უფასო სერვისის შემდეგ, შეთანხმების შემთხვევაში გაგრძელდება ფასიანი პაკეტი, რომლიც საუკეთესოდ შეეფერება კლიენტის მოთხოვნებს. ჩვენ ასევე გთავაზობთ ფასდაკლებებს, თუ დამკვეთი აირჩევს უფრო მაღალი ფასის პაკეტს. უფასო მხარდაჭერის პერიოდი მოიცავს მხოლოდ შეცდომების გამოსწორებას და დამკვეთისთვის მხარდაჭერას მართოს მულტიმედია ელემენტები/კონტენტი დამოუკიდებლად, და გამორიცხავს ნებისმიერ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია საიტის არქიტექტურასთან, წესების ცვლილებებთან, დანამატებთან/კონფიგურაციებთან.
ნებისმიერი მესამე მხარის მხარდაჭერა, პროდუქტი და/ან სერვისი, რომელიც გამოიყენება/ინტეგრირებულია საიტზე და მოითხოვს ლიცენზირებას, გადახდას, საავტორო უფლებებს და ა.შ. არის მხოლოდ კლიენტის პასუხისმგებლობა და უზრუნველყოფილი იქნება კლიენტის მიერ ან შეძენილი იქნება ITLoevr-ის მიერ კლიენტის სახელით, ასეთი შესყიდვის ღირებულების წინასწარ გადახდით.
ITLover-ს არ აქვს გარანტიები მესამე მხარის პროდუქტის/მომსახურების სიზუსტეზე ან შესრულებაზე, ჩვენ ვეყრდნობით პირად გამოცდილებებს მესამე მხარის სხვადასხვა სერვისის/დანამტის მუშაობასთან დაკავშირებით და შეგვიძლია მხოლოდ რეკომენდაციის მიწოდება.
მესამე მხარის პროდუქტის/მომსახურების ნებისმიერი განახლება/რეკონფიგურაცია, რომელიც გამოიყენება პროექტში, არ უნდა იყოს ITLover-ის სფეროს ნაწილი. ეს უნდა განიხილებოდეს მიზანშეწონილობის მიხედვით და ფასისა და დროის გადახედვა შეიძლება მოითხოვოს ITLover-მა.
ნებისმიერი დამატებითი ფუნქცია, რომელიც არ არის გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში, განიხილება ცვლილებების მენეჯმენტის პროცესის მეშვეობით და დაემატება შესაბამისი სამუშაოს ღირებულება.
შესწორებების უმეტესობა, როგორიცაა მცირე ცვლილებები/ჩასწორებები, როგორც წესი არ სცდება საწყისი პროექტის გეგმას, თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ბოროტად გამოყენებული, ჩვენ ვაწარმოებთ სამუშაოების ჩამონათვალს, რომლებიც დამატებულია საიტის შემუშავების პროცესში და მოხდება შესაბამისი დროის/შესრულებული სამუშაოს დამატებითი ღირებულების განსაზღვრა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავფაროთ ცვლილებების უმეტესობა საიტის ბიუჯეტში, ზოგიერთი ცვლილება კლასიფიცირებულია, როგორც სისტემის გაუმჯობესებები/დამატებები და ხდება ფასიანი; ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას, სანამ დავიწყებთ რაიმე ასეთ ცვლილებაზე მუშაობას.
ნებისმიერი ხელახალი დამუშავება, ცვლილება ან შესწორების მოთხოვნა დამკვეთის მიერ პოსტის დამტკიცების და/ან პროექტის პროცესის შემდგომ ეტაპზე განიხილება, როგორც დამატებითი სამუშაო და დამატებით ანგარიშსწორდება შეთანხმებულ ვადებში.
ITLover-ი ვერ გასცემს მომსახურების გარანტიას მესამე მხარის ორგანიზაციების სახელით და არ იქნება პასუხისმგებელი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერი სერვისის წარუმატებლობაზე. ჩვენი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ჩვენს მიერ მოწოდებულ სერვისზე და არა მესამე მხარის დანამატების/სერვისების შეფერხებებზე და შეცდომებზე.
ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი რაიმე დანაკარგზე ან დაზიანებაზე, რომელიც დაკავშირებულია თქვენს მიერ ჩვენი სერვისების გამოყენებასთან. თუ დამკვეთი უკმაყოფილო იქნება ჩვენი ვებგვერდით ან სერვისებით, შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ჩვენი ვებსაიტის/სერვისების გამოყენება. ეს პირობები არის შეთანხმება დამკვეთსა და ITLover-ს შორის, მათი მიღებით დამკვეთი ეთანხმება ჩვენს წესებს და პირობებს.
საშუალო (2 კვირა ან ნაკლები) და საშუალოზე მცირე პროექტების შემთხვევაში დამკვეთი წინასწარ იხდის მხოლოდ დომენის, ჰოსტინგის და სხვა მისთვის სასურველი ფასიანი სერვისების/დანამატების საფასურს, ჩვენი მომსახურების ღირებულება იფარება პროექტის დასრულების შემდეგ.
უფრო გრძელვადიანი (2 კვირაზე მეტი) პროექტების შემთხვევაში თუ პროექტი მოიცავს სხვადასხვა ეტაპებს, შემდგომი ეტაპისთვის მუშაობა დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება წინა ეტაპის სამუშაოები და შესაბამისი სამუშაოების ანაზღაურება.
სერვისის დასრულების შემდეგ (ვებგვერდის დიზაინი და/ან ვებსაიტის შექმნა), ვებგვერდი აიტვირთება ITLover-ის სერვერის კლიენტთა ზონაში (webcraft.ge ITLover Lab) დასამტკიცებლად. კლიენტის მიერ დამტკიცების შემდეგ, ვებგვერდი აიტვირთება დანიშნულების სერვერზე, სადაც საიტი დარჩება. ITLover-ი იტოვებს უფლებას გადადოს ვებგვერდის ატვირთვა სრული გადახდის მიღებამდე.
შემუშავებული ყველა კოდი და მასალა გადაეცემა დამკვეთს პროექტის დასრულების და ჩაბარების შემდეგ. კოდის საკუთრება დარჩება კლიენტთან საბოლოო გადახდების შემდეგ.
ITLover-ს უფლება აქვს გამოაქვეყნოს და გამოიყენოს დასრულებული ნამუშევარი და/ან საბოლოო პროდუქტი/საიტი პრეზენტაციის სახით სხვა პოტენციური დამკვეთებისთვის. იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა აღნიშნულის შეზღუდვა, კლიენტმა წინასწარ უნდა აცნობოს ITLover-ს და მოითხოვოს წინასწარი თანხმობა.
ITLover-ი მიზნად ისახავს შეასრულოს ყველა სერვისი შეთანხმებულ ვადებში. ვადები დაიწყება როგორც შეთანხმებული დეპოზიტის, ასევე ვებგვერდის მთელი შინაარსის მიღებისთანავე.
ITlover-ს შეიძლება დასჭირდეს დროის გახანგრძლივება მის კონტროლს მიღმა არსებული გარემოებების გამო.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს დავამატოთ, შეცვალოთ ან წავშალოთ წინამდებარე პირობების ნებისმიერი ნაწილი, თქვენი წინასწარი გაფრთხილებით ან მის გარეშე. რეკომენდირებულია დროდადრო წაიკითხოთ ეს პირობები. თქვენ მიერ ჩვენი ვებსაიტის ან სერვისების მუდმივი გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ახალ განახლებულ პირობებს. პირობების და წესების ძველ ვერსიებს ჩვენ დავტოვებთ არქივში და მათზე წვდომა შესაძლებელი იქნება ამ გვერდის ბოლოში მითითებული ბმულებით.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გამოხმაურება ჩვენს ვებსაიტთან ან სერვისებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: info@itlover.tech.