ინსტრუმენტების პანელი (toolbar)

WordPress Toolbar არის ყველაზე საკვანძო ფუნქციებზე ადვილად წვდომის საშუალება. როდესაც შეხვალთ თქვენს სამართავ დაფაზე და გადახვალთ თქვენს ვებსაიტზე, დაინახავთ ინსტრუმენტების პანელის ველს, რომელიც გადის თქვენი საიტის ზედა ნაწილში. ეს ზოლი გამოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  ხართ შესული თქვენს WordPress საიტზე, რაც ნიშნავს, რომ ის არ იქნება ხილული თქვენი ყოველდღიური საიტის ვიზიტორებისთვის. თუ არ ხართ შესული, ხელსაწყოთა პანელი არ გამოჩნდება.

Wordpress toolbar usage, ვორდპრესის ინსტრუმენტების პანელის გამოყენება

ინსტრუმენტთა პანელი საშუალებას გაძლევთ სწრაფად შეხვიდეთ შემდეგ საკვანძო ფუნქციებში.

  • მთავად დაფაზე ან WordPress.org საიტზე გადასვლის ღილაკი, ვორდპრესის კოდექსი,  მხარდაჭერის ფორუმები
  • ხშირად გამოყენებული მენიუს პარამეტრები,  საიტის თემა, ვიჯეტები და მენიუ
  • პერსონალიზატორი (Customize), საიტის სხვადასხვა პარამეტრების შესაცვლელად, საიტის თემის ფონტები, ფონები, ფერები და ა.შ.
  • კომენტარების მართვა
  • ახალი პოსტის, მედიის, გვერდის ან მომხმარებელის დამატება
  • მიმდინარე გვერდის რედაქტირება
  • საიტზე ძებნის განხორციელება
  • პროფილის ნახვა, რედაქტირება, ადმინ პანელიდან გამოსვლა
 
ინსტრუმენტების პანელის დამალვა შესაძლებელია მომხმარებლის პარამეტრებიდან.how hide wordpress toolbar-ინსტრუმენტების პანელის დამალვა
 
Giorgi Aptsiauri web developer_გიორგი აფციაური ვებ დეველოპერი_WordPress
Giorgi Aptsiauri
WordPress Developer, Blogger