WordPress 6.7 სახელმძღვანელო

როგორ ვმართოთ WordPess საიტი დამოუკიდებლად

WordPress საიტის ადმინისტრირება & საიტის მართვის გიდი

სახელმძღვანელო შექმნილია WordPress-ის სამართავი დაფის (WordPress dashboard) ფუნქციების გასაცნობად და თანდართული აქვს მათი გამოყენების პრაქტიკული მაგალითები მედია ფაილების საშუალებით.

WordPress-ზე საიტის დამზადების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ინდივიდუალური პირებისთვის არის მისი მართვის სისტემა და ეფექტური ადაპტირების უნარი მიმდინარე საჭიროებებზე, სწორედ ეს განაპირობებს ამ პლატფორმის პოპულარობას და დინამიურად მზარდ წილს კონტენტის მართვის სისტემების ბაზარზე.

მასალა არ არის პროფესიონალებისთვის, შესაბამისად, არ იქნება გადატვირთული თითოეული თემის დეტალური და კომპლექსური ჩაშლით. არ მოიცავს ინდივიდუალური თემების, მოდულების დამზადების პრაქტიკას, ბირთვის ფაილების რედაქტირებას და მსგავს სიღრმისეულ მიმართულებებს.

თუ თქვენ ეძებთ უფრო სიღრმისეულ ცოდნას, არსებობს ძალიან ბევრი სტატია უშუალოდ ვორდპრესის კოდექსში და მის ფორუმებში, სადაც უფრო დეტალურადაა განხილული თითოეული ფუნქცია.

სტატიის მიზანია მიაწოდოს საიტის მფლობელებს საბაზისო ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკული ინსტრუქცია.  მომხმარებლებს, ვისაც არ აქვს საწყის ეტაპზე საიტის ადმინისტრირების სერვისი, ან უბრალოდ თვითონ სურს მართოს საიტი.

მასალის ავტორი: ITLover

გამოყენებული რესურსები:  WordPress CodexWordPress DocumentationLearn WordPress.