პოსტები

პოსტების მენიუს ოფციაზე დაწკაპუნების შემდეგ გამოჩნდება თქვენს საიტზე არსებული პოსტების სია. ნაჩვენებ ინფორმაციას შორის არის პოსტის სათაური, ავტორი, კატეგორიები, ტეგები, კომენტარების რაოდენობა და გამოქვეყნების თარიღი, დაგეგმილი გამოქვეყნების თარიღი ან პოსტის ბოლო ცვლილების თარიღი.

ვორდპრესი საიტის დამზადება, პოსტების გაკეთება

გვერდის ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი პოსტი გაქვთ თქვენს საიტზე, რამდენი გამოქვეყნდა თქვენს მიერ ან სხვა ავტორისგან,  გამოქვეყნების მომლოდინე პოსტები, დამუშავების პროცესში არსებული პოსტები, წაშლილი პოსტები რომელიც ინახება ურნაში.

პოსტების თითოეულ მწკრივზე კურსორის გადატანისას რამდენიმე ბმული გამოჩნდება პოსტის სათაურის ქვეშ:

  • Edit– საშუალებას მოგცემთ დაარედაქტიროთ თქვენი პოსტი, პოსტის სათაურზე დაკლიკვით გადახვალთ იგივე გვერდზე.
  • Quick Edit – საშუალებას გაძლევთ დაარედაქტიროთ პოსტის ძირითადი ინფორმაცია, როგორიცაა სათაური,  თარიღი, კატეგორიები, საჯაროობა და რამდენიმე სხვა ვარიანტი.
  • Trash – ამ ღილაკზე დაკლიკვით პოსტი გადაინაცვლებს ურნაში. თუ ურნიდანაც გაასუფთავებთ გვერდი წაიშლება სრულად.
  • View – ამ ღილაკით შეგიძლიათ გახსნათ პოსტი და დაათვალიეროთ. თუ პოსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა შეგხვდებათ სიტყვა – Preview.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გაფილტროთ გვერდები დროის, კატეგორიის, სტატუსისა და სხვა პარამეტრების საშუალებით, ჩამოსაშლელი სიებისა და ფილტრის ღილაკის გამოყენებით.

ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ეკრანის პარამეტრების ღილაკზე დაწკაპუნება საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ პოსტების სიის ჩვენება. თქვენ ასევე შეგიძლიათ დამალოთ სხვადასხვა სვეტები მხედველობიდან, თუ არ გსურთ მათი ნახვა. შენახვის ღილაკზე დაჭერით თქვენს მიერ არჩეული ცვლილებები განხორციელდება.

Giorgi Aptsiauri web developer_გიორგი აფციაური ვებ დეველოპერი_WordPress
Giorgi Aptsiauri
WordPress Developer, Blogger