გვერდები
გვერდების მენიუს ოფციაზე დაწკაპუნების შემდეგ გამოჩნდება თქვენს საიტზე არსებული გვერდების სია. ნაჩვენებ ინფორმაციას შორის არის გვერდის სათაური, ავტორი, გამოქვეყნების თარიღი, უკვე გამოქვეყნებული და დამუშავების პროცესში არსებული გვერდები.
გვერდის ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი გვერდი გაქვთ თქვენს საიტზე, რამდენი გამოქვეყნდა თქვენს მიერ ან სხვა ავტორისგან, გამოქვეყნების მომლოდინე გვერდები, დამუშავების პროცესში არსებული გვერდები, წაშლილი გვერდები რომელიც ინახება ურნაში.
გვერდების თითოეულ მწკრივზე კურსორის გადატანისას რამდენიმე ბმული გამოჩნდება პოსტის სათაურის ქვეშ:
- Edit– საშუალებას მოგცემთ დაარედაქტიროთ თქვენი გვერდი, გვერდის სათაურზე დაკლიკვით გადახვალთ იგივე გვერდზე.
- Quick Edit – საშუალებას გაძლევთ დაარედაქტიროთ გვერდის ძირითადი ინფორმაცია, როგორიცაა სათაური, თარიღი, საჯაროობა და რამდენიმე სხვა ვარიანტი.
- Trash – ამ ღილაკზე დაკლიკვით გვერდი გადაინაცვლებს ურნაში. თუ ურნიდანაც გაასუფთავებთ გვერდი წაიშლება სრულად.
- View – ამ ღილაკით შეგიძლიათ გახსნათ გვერდი და დაათვალიეროთ. თუ გვერდი ჯერ არ გამოქვეყნებულა შეგხვდებათ სიტყვა – Preview.
თქვენ ასევე შეგიძლიათ გაფილტროთ გვერდები დროის სტატუსისა და სხვა პარამეტრების საშუალებით, ჩამოსაშლელი სიებისა და ფილტრის ღილაკის გამოყენებით.
ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ეკრანის პარამეტრების ღილაკზე დაწკაპუნება საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ გვერდების სიის ჩვენება. თქვენ ასევე შეგიძლიათ დამალოთ სხვადასხვა სვეტები მხედველობიდან, თუ არ გსურთ მათი ნახვა. შენახვის ღილაკზე დაჭერით თქვენს მიერ არჩეული ცვლილებები განხორციელდება.