სამართავი პანელის მენიუ
დაფის მარცხენა მხარეს განლაგებულია ნავიგაციის მენიუ. ეს არის იმ ინსტრუმენტების ჩამონათვალი საიდანაც შეძლებთ საიტის განახლებას, ცვლილების შეტანას და ა.შ.
კურსორის გადატანით მენიუს თითოეულ ვარიანტზე გამოჩნდება გაფართოებული მენიუ არჩეული ვარიანტის სხვადასხვა ქვეკატეგორიით.
მთავარი მენიუს პარამეტრები და მათი გამოყენებაა:
Dashboard
ეს აჩვენებს სამართავი დაფის მთავარ გვერდს. თქვენი Dashboard-ის ზედა მარცხენა ნაწილში ნახავთ სტატისტიკას თქვენს საიტზე განთავსებული პოსტების, გვერდების, კატეგორიების და ტეგების რაოდენობაზე, ასევე კომენტარების საერთო რაოდენობაზე.
Posts
აქ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ბლოგის პოსტი. აქვე შეგიძლიათ განაახლოთ კატეგორიები და პოსტის ტეგები.
Media
აქ ინახება თქვენი ყველა ატვირთული სურათი, ვიდეო, დოკუმენტი ან ფაილი. შეგიძლიათ დაათვალიეროთ თქვენი მედია ბიბლიოთეკა, ასევე დაარედაქტიროთ და განაახლოთ ფაილები.
Pages
აქ თქვენ ქმნით და ინახავთ თქვენი საიტის ყველა გვერდს.
Comments
თქვენ შეგიძლიათ მართოთ ყველა თქვენი კომენტარი ამ განყოფილებაში, მათ შორის, კომენტარებზე პასუხის გაცემის ან სპამად მონიშვნის ჩათვლით.
Appearance
ეს არის ველი, სადაც თქვენ აკონტროლებთ როგორ გამოიყურება თქვენი საიტი, რა თემას იყენებთ თქვენი საიტის ფუნდამეტისთვის. შეგიძლიათ აირჩიოთ ახალი თემა, მართოთ თქვენი საიტის ვიჯეტები, მენიუ, დაარედაქტიროთ თქვენი საიტის თემის ფაილები(თემის ფაილების რედაქტირება გამოცდილების გარეშე სარისკოა).
Plugins
დანამატები აფართოებენ WordPress-ის ფუნქციონალს. აქ შეგიძლიათ დაამატოთ ან წაშალოთ დანამატები, ასევე გაააქტიუროთ ან გამორთოთ ისინი.
Users
ამ ველში ჩამოთვლილია თქვენი საიტის ყველა არსებული მომხმარებელი და მათთვის განსაზღვრული როლები, თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ახალი მომხმარებლები და მართოთ მათი როლები.
Tools
ეს განყოფილება გაძლევთ წვდომას სხვადასხვა მოსახერხებელ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა მონაცემების იმპორტისა და ექსპორტის პარამეტრები თქვენს WordPress საიტზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ საიტის მდგომარეობის შემოწმება, რომელიც აჩვენებს კრიტიკულ ინფორმაციას თქვენი WordPress კონფიგურაციისა და ნებისმიერი ელემენტის შესახებ, რომელიც შეიძლება მოითხოვდეს თქვენს ყურადღებას.
Settings
აქ არის თქვენი საიტის საბაზისო კონფიგურაციები. საიტის სახელი, საიტის ხატულა, ბმულების სტრუქტურა, მთავარი გვერდის არჩევა, შეუძლიათ თუ არა მომხმარებლებს დატოვონ კომენტარები და მრავალი სხვა პარამეტრი. ხშირ შემთხვევაში, თქვენი საიტის დასრულების შემდეგ ამ განყოფილებაში რომელიმე პარამეტრის შეცვლა საჭირო აღარ არის.
მენიუს ბოლოში დაინახავთ ბმულს სახელწოდებით “Collapse menu”, მასზე დაჭერით დაიმალება მენიუ და უბრალოდ გამოჩნდება მათი ხატულები. მენიუს გასაშლელად ისევ დააწკაპუნეთ პატარა ისრის ხატულაზე.
ზოგჯერ მოდულის დაყენებისას მას ექნებათ საკუთარი კონფიგურაციის გვერდები. მათი ადგილმდებარეობა მთლიანად იქნება დამოკიდებული ინდივიდუალურ დანამატზე, უმეტეს შემთხვევაში ეს გვერდები გამოჩნდება ინსტრუმენტების განყოფილებაში, პარამეტრების განყოფილებაში ან მენიუს ახალ განყოფილებაში.