WordPress საიტის ადმინ პანელში შესვლა
ვიდრე შეძლებთ რაიმე ცვლილების განხორციელებას თქვენს საიტზე, თქვენ უნდა შეხვიდეთ სისტემაში. თქვენს საიტზე შესასვლელად სტანდარტული ბმული იქნება “https://your-domain.com/wp-admin”. “your-domain.com” უნდა ჩაანაცლოთ თქვენი რეალური დომენით.
ავტორიზაციის ბმული შესაძლოა არ იყოს სტანდარტული. მაგალითად, თქვენი WordPress საიტი შესაძლოა დაინსტალირებული იყოს ქვედირექტორიაში. თქვენი საიტის დეველოპერი მოგაწვდით ზუსტ ბმულს, საიდანაც შეძლებთ ავტორიზაციის გავლას.
თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს Dashboard-ში (სამართავი პანელში) თქვენი მომხმარებლის სახელის ან თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ელ-ფოსტის მისამართის გამოყენებით.
შეგიძლიათ დააჭიროთ „თვალის“ ხატულას პაროლის ველში, რათა გამოჩნდეს თქვენ მიერ შეყვანილი პაროლი, თუ გსურთ დარწმუნდეთ, რომ სწორად აკრიფეთ.
თუ პაროლი დაკარგეთ, ან უბრალოდ არ გახსოვთ, დააწკაპუნეთ ღილაკზე “Lost your password?”. მსგავს სიტუაციაში რისკების თავიდან ასაცილებლად ჯობია მიმართოთ დეველოპერს.
თუ თქვენს საიტზე დაინსტალირებულია რამდენიმე ენა, შესვლის ეკრანი აჩვენებს ჩამოსაშლელ ველს, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ ენები. ამ ველში არჩეული ენა შეცვლის მხოლოდ ავტორიზაციის ველის ენას, როდესაც შეხვალთ სამართავ პანელში იქ დაგხვდებათ ის ენა რომელიც უკვე დაყენებულია. სამართავ პანელში თქვენთვის სასურველი ენის შესაცვლელად უნდა შეხვიდეთ მომხმარებლების მართვის ველში.