ტოპ 10 შეცდომა WordPress ვებსაიტის შექმნისას (და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან)

Სარჩევი

WordPress მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებსაიტების მართვის სისტემაა, 2024 წლის სტატისტიკით პლატფორმაზე მუშაობს საიტების სრული რაოდენობის 43.5%. მისი მოქნილობისა და გამოყენების სიმარტივის მიუხედავად, ახალბედა მომხმარებლები ხშირად უშვებენ შეცდომებს, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ ვებსაიტზე. ამ სტატიაში განვიხილავთ 10 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას WordPress-ზე ვებსაიტის შექმნისას და გეტყვით, როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან.

არასწორი ჰოსტინგის არჩევა

ჰოსტინგი თქვენი ვებსაიტის საფუძველია. იაფმა ან არასანდო ჰოსტინგმა შეიძლება გამოიწვიოს ვებსაიტის ნელი ჩატვირთვა, ხშირი გათიშვები და უსაფრთხოების პრობლემები. აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი კონკრეტული საჭიროებები და ამის შესაბამისად აირჩიოთ საჭირო პაკეტი, რომელიც უპასუხებს საიტის ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფას.

ჰოსტინგის არჩევა საიტისთვის

გამოსავალი: აირჩიეთ რეპუტაციის მქონე WordPress-ისთვის ოპტიმიზირებული ჰოსტინგი, წინასწარ განსაზღვრეთ რა სახის სერვისები გჭირდებათ და რომელი პროვაიდერი იქნება თქვენთვის ოპტიმალური არჩევანი. 

სტანდარტული თემის გამოყენება (ან ცუდად კოდირებული თემის არჩევა)

სტანდარტული WordPress თემები შეიძლება იყოს კარგი დასაწყისი, მაგრამ ისინი ხშირად არ გვთავაზობენ საკმარის ფუნქციონალსა და დიზაინის მოქნილობას. ცუდად კოდირებული თემები კი აზიანებს საიტის სიჩქარეს და უსაფრთხოებას. ვორდპრესის ოფიციალური საცავი და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მარკეტებზე 30000-ზე მეტი თემაა, მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე სწორად განხაზღვროთ თქვენი საიტისთვის საჭირო ფუნქციონალი და შეარჩიოთ შესაბამისი უზრუნველყოფის თემა.

ასევე უნდა გაითვალისწინოთ მნიშვნელოვანი გარემოებები როგორიცაა თემის მიმდინარე განახლებები, მხარდაჭერის სერვისი, ზოგადი ონლაინ რესურსები თემის მართვაზე და რედაქტირებაზე. არასდროს დაიწყოთ საიტის აწყობა თემაზე, რომლის ბოლო განახლებებიც რამდენიმე თვით თარიღდება.

როგორ ავირჩიოთ WordPress-ის თემა
გამოსავალი: აირჩიეთ პრემიუმ ან კარგად კოდირებული უფასო თემა, რომელსაც აქვს კარგი რეიტინგი და რეგულარულად განახლებები.

ზედმეტი დანამატების (პლაგინების) გამოყენება:

დანამატები აფართოებენ WordPress-ის ფუნქციონალობას ხდიან მას მასშტაბირებადს, მაგრამ ბევრი დანამატის გამოყენებამ შეიძლება შეანელოს თქვენი ვებსაიტი და გამოიწვიოს კონფლიქტები თემის ბირთვსა და პლაგინებს შორის. ყოველ ჯერზე, როცა ახალი ფუნქცია დაგჭირდებათ ნუ გამოიყენებთ ახალ პლაგინს, სცადეთ იპოვოთ ალტერნატიული გამოსავალი მარტივი ძიების საშუალებით გუგლში, ან გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი. 

ვორდპრესის პლაგინების სწორი გამოყენება

გამოსავალი: გამოიყენეთ მხოლოდ აუცილებელი და კარგად კოდირებული დანამატები. რეგულარულად წაშალეთ გამოუყენებელი დანამატები. არასდროს გამოიყენოთ დაკრეკილი პრო ვერსიები, ამით თქვენ რისკის წინაშე დააყენებთ საიტის ფუნქციონირებასა და მონაცემთა უსაფრთხოებას.

საიტის სიჩქარის იგნორირება

ვებსაიტის ჩატვირთვის სიჩქარე მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლისთვის, ასევე SEO-სთვის. ნელი საიტი აუარესებს მომხმარებლის გამოცდილებას და უარყოფითად აისახება საძიებო სისტემების რეიტინგზე.

საიტის აუდიტი, საიტის შემოწმება

გამოსავალი: გამოიყენეთ ქეშირების დანამატები, ოპტიმიზირებული სურათები და აირჩიეთ სწრაფი ჰოსტინგი.

მობილურზე მორგების უგულებელყოფა

დღესდღეობით ადამიანების უმეტესობა ინტერნეტს მობილური მოწყობილობებით იყენებს, ინტერნეტ ტრაფიკის 65% მეტი მობილური მოწყობილობიდან მოდის. თუ თქვენი ვებსაიტი არ არის ოპტიმიზირებული მობილურებისთვის, თქვენ დაკარგავთ პოტენციურ ვიზიტორებს.

saitis damzadeba

გამოსავალი: დარწმუნდით, რომ თქვენი თემა არის responsive (ადაპტირებადი) და გამართულად მუშაობს სხვადასხვა მოწყობილობაზე, გამოქვეყნებამდე გატესტეთ თქვენი გვერდები და პოსტები სხვადასხვა გაფართოებაზე.

SEO-ს უგულებელყოფა

თუ გსურთ, რომ თქვენი ვებსაიტი იპოვონ საძიებო სისტემებმა, აუცილებელია SEO-ს საბაზისო პრინციპების დაცვა საიტის დამზადების პროცესში. ეცადეთ საიტის ზოგადი სტრუქტურა, ბმულები იყოს მარტივად გასაგები საძიებო სისტემის ბოტებისთვის. 

Search Engine Optimization Tbilisi

გამოსავალი: გამოიყენეთ SEO დანამატები (როგორიცაა Yoast SEO ან Rank Math), დააოპტიმიზირეთ კონტენტი საკვანძო სიტყვებით, შექმენით საიტის რუკა, მეტა აღწერები, მეტა სათაურები, robots.txt ფაილი და გააუმჯობესეთ საიტის სტრუქტურა.

უსაფრთხოების უგულებელყოფა

WordPress, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა CMS, შეიძლება გახდეს კიბერშეტევის სამიზნე. ნებისმიერ სისტემას აქვს ბაგები და არარსებობს უნიკალური კოდი, რომელსაც გარკვეული დროის მერე არ დასჭირდება განახლება. უსაფრთხოების უგულებელყოფამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თქვენს საიტსა და რეპუტაციას. 

საიტის დაცვა

გამოსავალი: გამოიყენეთ ძლიერი პაროლები, განაახლეთ WordPress, თემები და დანამატები, დააინსტალირეთ უსაფრთხოების დანამატი და გამოიყენეთ SSL სერთიფიკატი. არ გამოიყენოთ არალიცენზირებული თემები და პლაგინები, არ დაუშვათ კომენტარიდან სკრიპტის გაშვების შესაძლებობები. საიტის დაცვისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენს მიერ არცეული ჰოსტინგის დაცვის სისტემაც.

სარეზერვო ასლების არ შექმნა

ვებსაიტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, სარეზერვო ასლი დაგეხმარებათ სწრაფად აღადგინოთ თქვენი საიტი და ჩავარდნის დრო შეამციროთ მაქსიმალურად. 

Making website backup copies

გამოსავალი: რეგულარულად შექმენით თქვენი ვებსაიტის სარეზერვო ასლები და შეინახეთ ისინი უსაფრთხო ადგილას. ამისთვის ვორდპრესზე არის რამდენიმე ძალიან კარგი დანამატი, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ CPannel-ით.

ანალიტიკის არ გამოყენება

ვებსაიტის ანალიტიკა გეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ იქცევიან თქვენი ვიზიტორები საიტზე და რა შეგიძლიათ გააუმჯობესოთ. სტატისტიკა გიჩვენებთ სად გაქვთ სამუშაო და რა პრიორიტეტებია განსასაზღვრი მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად. 

საიტზე ტრაფიკის ანალიტიკა

გამოსავალი: დააინსტალირეთ Google Analytics და გამოიყენეთ ის თქვენი ვებსაიტის ეფექტურობის გასაზომად. Google Site Kit უნდა მიაბათ თქვენს Google Search Console-ის ანგარიშს, მისი დაკავშირება შესაძლებელია SEO მოდულებთანაც, რაც დაგეხმარებათ ტრაფიკის ფართო ანალიზის გასაკეთებლად.

კონტენტის განახლების შეწყვეტა

ახალი და საინტერესო კონტენტი იზიდავს ვიზიტორებს და აუმჯობესებს საიტის რეიტინგს საძიებო სისტემებში.  

ვებ საიტის კონტენტის განახლება და რედაქტირება

გამოსავალი: რეგულარულად განაახლეთ თქვენი ვებსაიტი ახალი კონტენტით, რედაქტირება გაუკეთეთ ძველ მასალებს.


ამ შეცდომების თავიდან აცილებით, თქვენ შეძლებთ შექმნათ ეფექტური, სწრაფი და უსაფრთხო WordPress ვებსაიტი. 

Giorgi Aptsiauri web developer_გიორგი აფციაური ვებ დეველოპერი_WordPress
Giorgi Aptsiauri
WordPress Developer
0 0 votes
Article Rating
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Most Voted
Newest Oldest
Inline Feedbacks
View all comments

გსურთ თვალი ადევნოთ სიახლეებს?

მიიღეთ ჩვენი ყველაზე ღირებული რჩევები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე, თვეში ერთხელ!