Google სპამის წესები

Სარჩევი

Google-ის საძიებო სისტემის სპამის პოლიტიკა

Google-ის საძიებო სისტემის კონტექსტში სპამი არის ისეთი ვებ-კონტენტი, რომელიც შექმნილია მომხმარებლების მოსატყუებლად ან Google-ის საძიებო სისტემების მანიპულირებისთვის, რათა გვერდი მაღალ პოზიციაზე აღმოჩნდეს. სპამის პოლიტიკა იცავს მომხმარებლებს და აუმჯობესებს საძიებო შედეგების ხარისხს. იმისათვის, რომ ვებ-კონტენტი (ვებგვერდები, სურათები, ვიდეოები, ახალი ამბები ან სხვა მასალები) გამოჩნდეს Google-ის საძიებო შედეგებში, ის არ უნდა არღვევდეს Google-ის პოლიტიკას ან ამ გვერდზე ჩამოთვლილ სპამის წესებს. ეს პოლიტიკა ეხება ყველა საძიებო შედეგს, მათ შორის Google-ის საკუთრებაში არსებულ საიტებს.

Google ახორციელებს სპამის პოლიტიკას ავტომატიზირებული სისტემებით და, საჭიროების შემთხვევაში, ადამიანური რესუსრის გამოყენებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საიტის რეიტინგის დაქვეითება ან საძიებო შედეგებიდან მისი ამოღება.

google სპამის წესები

სპამის ძირითადი ტიპები:

  1. Cloaking (შენიღბვა)
    ეს ნიშნავს სხვადასხვა კონტენტის ჩვენებას საძიებო სისტემებისთვის და მომხმარებლებისთვის რეიტინგის მანიპულირებისა და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის მიზნით.
  2. Doorway (დერეფნების) ბოროტად გამოყენება
    ეს არის გვერდები, რომლებიც შექმნილია კონკრეტული, მსგავსი მოთხოვნების რეიტინგისთვის, რომლებიც მომხმარებელს არასასურველ ან უსარგებლო გვერდებზე ამისამართებენ.
  3. Expired domain (ვადაგასული დომენების) ბოროტად გამოყენება
    როდესაც იყიდება ვადაგასული დომენები და გამოიყენება რეიტინგის ხელოვნური გაზრდისთვის დაბალი ხარისხის კონტენტით.
  4. Hacked content (გატეხილი კონტენტი)
    არასანქცირებული კონტენტის განთავსება საიტებზე, რაც მომხმარებლებისთვის საფრთხის შემცველია.
  5. Hidden text and link abuse (დამალული ტექსტებისა და ბმულების გამოყენება)
    ტექსტებისა და ბმულების დამალვა საძიებო სისტემის რეიტინგის მანიპულაციის მიზნით.
  6. Keyword stuffing (საკვანძო სიტყვების გადაჭარბებული გამოყენება)
    გვერდების ზედმეტად დატვირთვა საკვანძო სიტყვებით, რაც ტექსტის არაბუნებრივობას იწვევს.
  7. Link spam (ბმულების სპამი)
    ბმულების გამოყენება რეიტინგის მანიპულირების მიზნით (მაგალითად, ბმულების ყიდვა ან გაყიდვა).
  8. Machine-generated traffic (გენერირებული ტრეფიკი)
    ავტომატური მოთხოვნების გაგზავნა Google-ში ნებართვის გარეშე, რაც არღვევს სისტემის მუშაობას.
  9. Malware and malicious practices (მავნე პროგრამები)
    საიტებზე მავნე ან არასასურველი პროგრამული უზრუნველყოფის განთავსება, რაც მომხმარებლებს საფრთხეს უქმნის.
  10. Misleading functionality (ყალბი ფუნქციონალი)
    მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა საიტის ფუნქციონალურობის შესახებ, რეალურად უსარგებლო სერვისების შეთავაზებით.
  11. Scaled content abuse (მასშტაბურად შექმნილი დაბალი ხარისხის კონტენტი)
    უამრავი გვერდის ავტომატურად გენერირება, რომლებიც მომხმარებლისთვის ღირებულებას არ წარმოადგენს.
    Scraping (კონტენტის მოპარვა)
    კონტენტის სხვა საიტებიდან ავტომატურად აღება და საკუთარი რეიტინგის ხელოვნური გაზრდისთვის გამოყენება.
  12. Site reputation abuse (საიტის რეპუტაციის ბოროტად გამოყენება)
    როდესაც მესამე მხარის კონტენტი იდება მაღალი რეპუტაციის მქონე საიტებზე რეიტინგის გაუმჯობესების მიზნით.
  13. Sneaky redirects (მომხმარებლის მოტყუება გადამისამართებით)
    მომხმარებლის მოტყუება და სხვა გვერდზე გადამისამართება, განსხვავებული ან მავნე კონტენტის საჩვენებლად.
  14. Thin affiliation (დაბალი ხარისხის აფილირებული კონტენტი)
    აფილირებული ბმულების გამოყენება, რომელიც მომხმარებელს ორიგინალურ ან დამატებით ინფორმაციას არ აწვდის.
  15. User-generated spam (მომხმარებლების მიერ შექმნილი სპამი)
    მომხმარებლების მიერ დამატებული სპამ კონტენტი, რომელსაც საიტის მფლობელი ხშირად ვერ აკონტროლებს.

სხვა პრაქტიკები, რომლებიც იწვევს რეიტინგის შემცირებას ან კონტენტის ამოღებას:

  • სამართლებრივი დარღვევები (ავტორული უფლებების დარღვევა, პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება)
  • პოლიტიკისთვის გვერდის ავლა
  • თაღლითობა (საიტების ყალბი წარმომადგენლობა)

ამ წესების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი საიტის რეიტინგის შემცირება ან Google-ის შედეგებიდან სრულად ამოღება.

Giorgi Aptsiauri web developer_გიორგი აფციაური ვებ დეველოპერი_WordPress
Giorgi Aptsiauri
WordPress Developer
Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გსურთ თვალი ადევნოთ სიახლეებს?

მიიღეთ ჩვენი ყველაზე ღირებული რჩევები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე, თვეში ერთხელ