გახადეთ თქვენი ვებსაიტი Google-ში ხილვადი
წყარო: Google Search Central
Google ავტომატურად ეძებს საიტებს, რომლებიც უნდა დაემატოს მის საძიებო ბაზას. ჩვეულებრივ, არაფრის გაკეთებაა საჭირო გარდა იმისა, რომ განათავსოთ თქვენი საიტი ვებში. თუმცა, ზოგჯერ გუგლმა საიტების ინდექსირება შეიძლება არ განახორციელოს. შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენი საიტი Google-ში და შეიტყვეთ, თუ როგორ გახადოთ თქვენი კონტენტი უფრო ხილვადი Google-ის ძიებაში.
Google-ის ძიების შედეგებში გამოჩენის საბაზისო ინსტრუქციები
აქ მოცემულია რამდენიმე მეთოდი, რომელითაც თქვენ შეძლებთ ინფორმაციის მიღებას კონკრეტული საიტის ინდექსირების სტატუსის შესახებ. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ SEO-ს საბაზისო სახელმძღვანელოში.
ჩანს თუ არა თქვენი ვებსაიტი Google-ში?
იმისათვის, რომ გაიგოთ, არის თუ არა თქვენი გვერდები უკვე ინდექსირებული, მოძებნეთ თქვენი საიტი Google-ში შემდეგი მოთხოვნით. შეცვალეთ “example.com” თქვენი საიტით.
site:example.com
საძიებო ოპერატორი “site:” ყოველთვის არ აბრუნებს ყველა იმ URL-ს, რომელიც ინდექსირებულია მოთხოვნაში მითითებული დომენზე.
Google ასკანირებს მილიარდობით გვერდს, მაგრამ გარდაუვალია, რომ ზოგიერთმა საიტმა ვერ შეძლოს ინდექსირება (იშვიათად მაგრამ მაინც). თუ გუგლის საძიებო ბოტები ვერ პოულობენ საიტს ეს შეიძლება იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან ერთ-ერთი, ან რამდენიმე მათგანის ერთიობლიობა:
- თქვენს საიტზე არ არის ბმულები რომელიც მოემართება სხვა დომენიდან. შეეცადეთ მიიღოთ ბმულები თქვენს საიტზე სხვა საიტებიდან (რეალური რისკის შემცველია ბმულების ყიდვა წესების დარვევით, ეს შეიძლება ჩაითვალოს Google’s Spam პოლიტიკის დარღვევად).
- თუ თქვენ ახლახანს გაუშვით საიტი და Google-ს ჯერ არ ჰქონდა დრო მისი სკანირებისთვის. Google-ს შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს ახალი საიტის ან თქვენს არსებულ საიტზე ნებისმიერი ცვლილების აღსაქმელად.
- საიტის დიზაინი ართულებს Google-ს ბოტების მიერ დოკუმენტის ეფექტურ სკანირებას. თუ თქვენი საიტი აგებულია სპეციალიზებულ ტექნოლოგიაზე, არა HTML-ზე, Google-ს შეიძლება ჰქონდეს პრობლემები მის სწორად სკანირებაში. გახსოვდეთ, გამოიყენოთ ტექსტი, არა მხოლოდ სურათები ან ვიდეო, თქვენს საიტზე.
- Google-მა მიიღო შეცდომა თქვენი საიტის სკანირების პროცესში. ამის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ის, რომ თქვენ გაქვთ ავტორიზაციის გვერდი თქვენს საიტზე ან რომ თქვენი საიტი რაიმე მიზეზით ბლოკავს Google-ს ბოტებს, ან სერვერმა დააგვიანა პასუხი სკანირების პროცესში. დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს საიტზე ინკოგნიტო რეჟიმში.
- მცირე ზომის და გვერდები Google-მა შესაძლოა გამოტოვოს და არ მოხდეს მათი სწრაფი შესწავლა, ყოველდღიურად გუგლი ასკანირებს მილიარდობით საიტს და პრიორიტეტი ენიჭება კონტენტით მდიდარ გვერდებს. დაელოდეთ ცოტა ხანს და შეეცადეთ მიიღოთ ბმულები სხვა საიტებიდანაც.

დაიცავით Google Search Essentials, რათა დარწმუნდეთ, რომ აკმაყოფილებთ საიტის სახელმძღვანელო მითითებებს Google-ში ინდექსირებისთვის.
შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი საიტი Search Console-ში, რათა გაიგოთ, არის თუ არა შეცდომა, რომელიც შეიძლება ხელს უშლიდეს Google-ს თქვენი საიტის სკანირებაში.
სთავაზობთ თუ არა მომხმარებლებს მაღალი ხარისხის კონტენტს?
თქვენი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ თქვენს მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება ჰქონდეთ თქვენს საიტზე შემოსვლით. დაფიქრდით, რა ხდის თქვენს საიტს უნიკალურს, ღირებულს ან მიმზიდველს. Google-ის სახელმძღვანელო დაგეხმარებათ შექმნათ სასარგებლო, საიმედო და ადამიანზე ორიენტირებული კონტენტი. დარწმუნდით, რომ მართავთ თქვენს ვებსაიტს Google-ის მიერ მოწონებული პრაქტიკის გამოყენებით.
ჩანს თუ არა თქვენი ბრენდი ადგილობრივი ბიზნესის რუკაზე?
Google-ის ბიზნეს პროფილი საშუალებას გაძლევთ მართოთ თქვენი ბიზნესის ინფორმაციის გამოჩენა Google-ში, მათ შორის ძიებასა და Maps-ში. გააკეთეთ ბიზნეს პროფილი და გაიარეთ ყველა საჭირო ვერიფიკაცია.
არის თუ არა თქვენი კონტენტი სწრაფი და ადვილად ხელმისაწვდომი ყველა მოწყობილობაზე?
უმეტესობა ძიებას ახორციელებს მობილური მოწყობილობებიდან; დარწმუნდით, რომ თქვენი კონტენტი ოპტიმიზირებულია სწრაფი ჩატვირთვისთვის და სწორად გამოსახვისთვის ყველა ეკრანის ზომაზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა Lighthouse, რათა შეამოწმოთ, არის თუ არა თქვენი გვერდი მობილურ მოწყობილობებთან თავსებადი.
არის თუ არა თქვენი ვებსაიტი დაცული?
თანამედროვე მომხმარებლები ელოდებიან უსაფრთხო ონლაინ გამოცდილებას. დაიცავით თქვენი ვებსაიტის კავშირი HTTPS პროტოკოლით.
გჭირდებათ დამატებითი დახმარება?
SEO სპეციალისტები არიან პროფესიონალები, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი ვებსაიტის გაუმჯობესებაში და ძიების სისტემებში ხილვადობის გაზრდაში. შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ დაიქირაოთ SEO სპეციალისტი.