განვითარების მოკლე მიმოხილვა
WordPress სტარტს იღებს 2003 წელს, როგორც ბლოგის საბაზისო ინსტრუმენტი. ახლა ის არის მრავალი ვებსაიტის ხერხემალი, ადგილობრივი სტარტაპებიდან დაწყებული გლობალურ საწარმოებამდე.
WordPress-ის ზრდის სტატისტიკა წლების განმავლობაში შთამბეჭდავად გამოიყურება. იმის გაგებით, თუ როგორ იყენებენ ადამიანები WordPress-ს, ჩვენ ვსწავლობთ ვების ტენდენციებს, მომხმარებლის პრეფერენციებსა და ონლაინ კონტენტის მართვის მომავალ შესაძლებლობებს.
WordPress სტატისტიკა აჩვენებს წარმატებულ სტრატეგიებს, პოპულარულ მახასიათებლებსა და გაუმჯობესების შესაძლებლობებს კონკრეტული მიმრთულებებით. ბაზრის წილი, მომხმარებელთა ბაზის მასშტაბი, ოფიციალურ საცავში არსებული დანამატებისა და თემების ფართო არჩევანი ხდის ამ პლატფორმას მოქნილსა და მუდმივად განვითარებად კომპლექსურ პროგრამულ უზრუნველმყოფად.
ახლა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ რამდენი ვებსაიტი იყენებს 2024 წლის სტატისტიკით WordPress-ს.
WordPress სტატისტიკა 2024 წლის ოქტომბერში
- WordPress-ის ძრავზე მუშაობს ყველა ვებსაიტის 43.5%.
- WordPress-ზე აშენებულია დაახლოებით 478 მილიონი ვებგვერდი.
- WordPress დომინირებს CMS ბაზარზე 62.5% წილით.
- WordPress-ის ოფიციალურ საცავში 30000-ზე მეტი თემაა ხელმისაწვდომი.
- WordPress-ისთვის 70000-ზე მეტი მოდულია ხელმისაწვდომია.
- WooCommerce ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც ფლობს ბაზრის 35.33%-ს.
ვებსაიტების რამდენი პროცენტი იყენებს WordPress-ს?
2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, გლობალურად ყველა ვებსაიტის 43.5% იყენებს WordPress-ს.
W3Techs-ის უახლესი მონაცემები ადასტურებს WordPress-ის, როგორც კონტენტის მართვის სისტემის (CMS) წამყვან პოზიციას. ეს სტატისტიკა არ ეხება მხოლოდ მის დინამიურად მზარდ პოპულარობას. ის ხაზს უსვამს WordPress-ის კრიტიკულ გავლენას ციფრული შინაარსის შექმნასა და მის მართვაზე მთელ მსოფლიოში.
რამდენი ვებსაიტი იყენებს WordPress-ს?
2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, 478 მილიონზე მეტი საიტი იყენებს WordPress.
მისი რეალური გავლენის გაგება მოითხოვს ვებსაიტების გამოყენების სტატისტიკის ღრმა ანალიზს.
NetCraft-ის ანგარიში 2024 წლის სექტემბრიდან აჩვენებს სულ 1,1 მილიარდ ვებსაიტს. ეს მოიცავს ყველაფერს, პირადი ბლოგებიდან და კომპანიის საიტებიდან ონლაინ მაღაზიებსა და სოციალურ ქსელებამდე.
WordPress-ზე აშენებული ყველა საიტის 43.5%-ით, ჩვენ ვხედავთ მის მასიურ კვალს. NetCraft-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით, მსოფლიოში 478 მილიონზე მეტი ვებსაიტი მუშაობს WordPress-ზე.
ამ სტატისტიკისს მნიშვნელობა უფრო შთამბეჭდავი ხდება WordPress-ის პოზიციის გათვალისწინებით CMS ბაზარზე.
რა არის WordPress-ის წილი CMS ბაზარზე?
იდენტიფიცირებადი CMS-ის მქონე საიტებზე, WordPress-ის წილი შეადგენს 62,5%-ს. ბაზრის კონტროლის ეს დონე სცილდება დომინირებას და უახლოვდება მონოპოლიას CMS სამყაროში.
Shopify და Wix, WordPress-ის უახლოესი კონკურენტები, მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან 6.5% და 4.3% წილით, შესაბამისად ეს ხაზს უსვამს WordPress-ის დიდ უპირატესობას კონტენტის მართვის სისტემებში მის როლზე და გამოყენებადობაზე.
გარდა ამისა, საინტერესოა აღინიშნოს, რომ ინტერნეტის 30.4% ფუნქციონირებს აღიარებული CMS-ის გარეშე, რაც აჩვენებს ვებ განვითარების მიდგომების მრავალფეროვნებას. მიუხედავად ამისა, ვებსაიტებს შორის, რომლებიც ირჩევენ CMS-ს, WordPress-ის ლიდერობა ნათელია.
ინოვაციებმა და უნარმა, უპასუხოს ვების განვითარებად მოთხოვნილებებს, დაამკვიდრა მისი მთავარი ადგილი CMS ბაზარზე.
წყარო: W3Techs.
WordPress-ის ისტორიული ზრდის ტენდენციები
WordPress-ის CMS სამყაროში ლიდერობა არის უწყვეტი ზრდისა და ევოლუციის შედეგი. W3Techs-ის ანალიზი ასახავს WordPress-ის მზარდ გავლენას წლების განმავლობაში.
WordPress-ის როლი შთამბეჭდავად გაიზარდა 2013 წლის 1 იანვრიდან. 2013 წელს მისი წილი ბაზარზე შეადგენდა არსებული ვებსაიტების 17.4%-ს. 2024 წლის 1 ოქტომბრისთვის მისი ბაზრის წილი 43.5%-მდე გაიზარდა.
სტატისტიკა გვიჩვენებს შესამჩნევ ვარდნას იმ ვებსაიტების წილში, რომლებიც მუშაობენ აღიარებული CMS-ის გარეშე. მათი რაოდენობა განახევრდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, 2013 წლის იანვარში 68,2%-დან 2024 წლის ოქტომბრისთვის 30,4%-მდე. ეს მიუთითებს CMS-ის გამოყენებადობის ზრდის ტენდენციას ვებ დეველოპმენტში, სადაც WordPress არის ამ მოძრაობის ფლაგმანი.
რამდენი WordPress თემა (მზა საიტების შაბლონები) არსებობს?
2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, WordPress.org თემების საცავი შეიცავდა თითქმის 12000 უფასო თემას. ეს რაოდენობა ხაზს უსვამს WordPress-ის უკან არსებულ დინამიურ დეველოპერთა საზოგადოებას.
ამას ემატება ThemeForest -ზე განთავსებული კიდევ 12000 ფასიანი თემის ვარიანტი.
ერთად, ეს ორი წყარო აერთიანებს 24000-ზე მეტ თემას. თუმცა, ეს არაა სრული რაოდენობა. ძალიან ბევრი უფასო და პრემიუმ თემები ხელმისაწვდომია სხვადასხვა დამოუკიდებელი მაღაზიებში, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს არჩევანს.
თემების შექმნისა და მუდმივი განვითარების დინამიკის გათვალისწინებით, ზუსტი რაოდენობის სტატისტიკა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, არსებული სტატისტიკით WordPress თემების საერთო რაოდენობა 30000-ს აჭარბებს.
WordPress-ის ყველაზე პოპულარული თემები
WordPress თემების სამყარო ფართო და მრავალფეროვანია. BuiltWith.com-ის სიღრმისეული კვლევა, რომელიც ფოკუსირებულია ტოპ 1 მილიონი ვებსაიტის ანალიტიკაზე, აჩვენებს წამყვან თემების გამოყენების სტატისტიკას:
- Hello Elementor იყენებს 14,385 ვებსაიტი. ეს ტოპ საიტების 1.44%-ს შეადგენს.
- Astra არის 10,960 საიტზე, რაც 1.1%-ს წარმოადგენს.
- Divi 10,470 საიტზე, ბაზრის 1.05%-ს იკავებს.
- GeneratePress-ს ირჩევს 8265 საიტი, რაც შეადგენს ტოპ მილიონის 0.83%-ს.
- Newspaper 5136 საიტზეა განთავსებული, რაც ტოპ ვებსაიტების 0.51%-ს შეადგენს.
Envato Market-ზე ყველაზე პოპულარული თემებია:
- Avada – 982 ათასი გაყიდვით
- The7 – მიაღწია 314 ათას გაყიდვებს
- BeTheme – ახლოს არის 308,3K გაყიდვებით
- Enfold – 261,3 ათასი გაყიდვით
- Flatsome – 244,1 ათასი გაყიდვით
რა ღირს WordPress თემები?
WordPress თემების ღირებულება ცვალებადია, ფასი დამოკიდებულია ბიუჯეტსა და მოთხოვნებზე. უამრავი უფასო თემაა ხელმისაწვდომი მათთვის, ვისაც შეზღუდული ბიუჯეტი აქვს.
თემის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ზოგი ხელმისაწვდომია $10, ზოგი კი $200-ს აღემატება. WordPress თემის ტიპიური ფასი არის დაახლოებით $59.
არსებობს წევრობის გამოწერები, რაც გულისხმობს ღირებულების შეთავაზებას მათთვის, ვისაც სურს წვდომა მრავალ თემაზე ერთი შეძენის საშუალებით. ამ წევრობის წლიური გადასახადი მერყეობს $48-დან $399-მდე, საშუალო წლიური ღირებულება დაახლოებით $145.
უფრო მეტიც, ზოგიერთი პროვაიდერი გვთავაზობს „უვადო“ წევრობას. ეს ერთჯერადი გადახდის მოდელი აძლევს წევრებს შეუზღუდავ წვდომას ყველა არსებულ და მომავალ თემაზე, რაც გამორიცხავს ყოველწლიური განახლების აუცილებლობას. უწყვეტი წევრობის საშუალო ღირებულება არის დაახლოებით $255, რაც მას მიმზიდველ ვარიანტად აქცევს WordPress-ის გრძელვადიანი ენთუზიაზისტებსა და დეველოპერებისთვის, რომლებიც ეძებენ თემებზე ფართო წვდომას თავიანთი პროექტებისთვის.
რამდენი WordPress დანამატი (პლაგინი) არსებობს?
უახლესი სტატისტიკით, WordPress Plugin Directory-ში არის 59,000 უფასო დანამატი და CodeCanyon-ზე 5,200-ზე მეტი ფასიანი დანამატი. ერთად, ეს წყაროები მოიცავს 64,600-ზე მეტ დანამატს.
თუმცა, ეს სტატისტიკა არასრულია, WordPress-ის ეკოსისტემა უზარმაზარია და სხვადასხვა მესამე მხარის საიტები გვთავაზობენ კიდევ ბევრ მოდულს.
მოდულის შემუშავებისა და განაწილების დინამიური ბუნების გათვალისწინებით, ზუსტი ჯამის დადგენა რთულია. მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ WordPress დანამატების საერთო რაოდენობა 70,000-ს აღემატება.
WordPress-ის ყველაზე პოპულარული დანამატები
WordPress მოდულების საცავში შედის რამდენიმე გამორჩეულ დანამატი, თითოეულს აქვს 5 მილიონზე მეტი აქტიური ინსტალაცია. ეს მოიცავს:
- Elementor, 10+ მილიონი აქტიური ინსტალაციით
- Contact Form 7, 10+ მილიონით
- Yoast SEO, 10+ მილიონით
- Classic redactor, 10+ მილიონით
- WooCommerce, 7+ მილიონით
- Akismet, 6+ მილიონით
- WPForms, 6+ მილიონით
- LiteSpeed Cache, 6+ მილიონით
- All-in-One WP Migration, 5+ მილიონით
- Wordfence Security, 5+ მილიონით
ეს დანამატები დიდი პოპულარობით სარგებლობს და მოიცავს ფუნქციების ფართო სპექტრს, რომლებსაც WordPress მომხმარებლები აქტიურად იყენებენ.
რამდენი ვებსაიტი იყენებს WooCommerce-ს?
WooCommerce არის ლიდერი გლობალური ელექტრონული კომერციის პლატფორმის ბაზარზე, 35.33%-იანი წილით. ის უსწრებს Shopify-ს, Custom Cart-სა და Wix-ს, რომლებსაც აქვთ წილი:18.04%, 13.61% და 5.30%.
2024 წლის ოქტომბრისთვის WooCommerce-ის გავლენა საერტთ ელექტრონულ კომერციის ბაზარზე მნიშვნელოვანია და მართს ვებსაიტების 13.2%-ს აღიარებული CMS-ით, ანუ ყველა ვებსაიტის 9.2%-ს.
ეს მაჩვენებლები ხაზს უსვამს WooCommerce-ის მთავარ პოზიციას ონლაინ კომერციის არენაზე.
წყაროები: Store Leads, W3Techs.
დასკვნა
WordPress-ის სტატისტიკა, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, ცალსახად ადასტურებს მის დომინანტობას კონტენტის მართვის სისტემის დეველოპმენტში. ყველა ვებსაიტის 43.5%-ზე მეტი მუშაობს მის ძრავზე, რაც ამტკიცებს მის სტატუსს, როგორც კონტენტის მართვის ტოპ სისტემა.
WordPress-ის აღმავალი ტრაექტორია, ბაზრის წილის მოცულობასთან ერთად, ხაზს უსვამს საიმედოობას, გამოყენების მარტივობას, თემებისა და დანამატების ფართო დამხმარე ქსელს.
მომავალში, WordPress მზადაა შეინარჩუნოს გავლენიანი როლი ინტერნეტში, მოერგოს და მოემსახუროს საზოგადოების მრავალფეროვან მოთხოვნებს.