Google Search Essentials

Სარჩევი

Google Search Essentials

Google-ის საძიებო სისტემის ძირითადი მოთხოვნები

Google-ის საძიებო სისტემის ძირითადი მოთხოვნები განსაზღვრავს იმ პირობებს, რომლებიც თქვენს ვებგვერდზე არსებულ კონტენტს (გვერდები, სურათები, ვიდეოები და სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალები, რომლებსაც Google პოულობს ინტერნეტში) საშუალებას აძლევს გამოჩნდეს და წარმატებით ინდექსირდეს Google-ის საძიებო შედეგებში:

  • ტექნიკური მოთხოვნები: ის, რაც Google-ს სჭირდება, რათა გვერდი საძიებო შედეგებში გამოჩნდეს.
  • სპამის პოლიტიკა: ქცევები და ტაქტიკები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდის დაბალი რეიტინგი ან Google-ის საძიებო შედეგებიდან მისი მთლიანად ამოღება.
  • საუკეთესო პრაქტიკები: მოქმედებები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი საიტის რეიტინგის გაუმჯობესებაში Google-ის საძიებო შედეგებში.

Google-ის საძიებო შედეგებში გამოჩენა სრულიად უფასოა. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ მაშინაც კი, თუ გვერდი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნასა და საუკეთესო პრაქტიკას, Google მაინც არ იძლევა გარანტიას, რომ ეს გვერდს აუცილებლად მოხვდება ძიების შედეგებში. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „როგორ მუშაობს საძიებო სისტემა“.

ტექნიკური მოთხოვნები

ტექნიკური მოთხოვნები მოიცავს მინიმალურ პირობებს, რომლებიც Google-ს სჭირდება, რათა გვერდი საძიებო შედეგებში აჩვენოს. სინამდვილეში, ძალიან ცოტა ტექნიკური მოთხოვნა არსებობს, რომელთა უმეტესობას საიტები ავტომატურად აკმაყოფილებენ, ისე რომ ამის შესახებ არც იციან.

სპამის პოლიტიკა

სპამის პოლიტიკა მოიცავს იმ ქცევებსა და ტაქტიკებს, რომლებიც იწვევს გვერდის ან მთლიანად საიტის დაბალ რეიტინგს ან სრულ ამოღებას Google-ის საძიებო შედეგებიდან. საიტები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ ხარისხიანი კონტენტის შექმნასა და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე და იცავენ Google-ის რეკომენდაციებს, უფრო წარმატებულნი არიან Google-ის საძიებო შედეგებში.

საუკეთესო პრაქტიკები

არსებობს მრავალი რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი საიტის SEO-ს გასაუმჯობესებლად, თუმცა ძირითადი პრაქტიკები, რომლებიც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას თქვენს კონტენტზე Google-ის შედეგებში, არის შემდეგი:

  • შექმენით სასარგებლო, სანდო და მომხმარებელზე ორიენტირებული კონტენტი.
  • გამოიყენეთ სიტყვები, რომელთაც ადამიანები იყენებენ თქვენი კონტენტის მოსაძებნად. ეს სიტყვები განათავსეთ გვერდის მთავარ ადგილებში, მაგალითად სათაურსა და ქვესატაურებში, ასევე ისეთ აღწერით ადგილებში, როგორიცაა Alt ტექსტი და ბმულის ტექსტი.
  • გახადეთ თქვენი ბმულები “crawlable” (საძიებო სისტემისთვის ადვილად ხელმისაწვდომი), რათა Google-მა შეძლოს სხვა გვერდების პოვნა თქვენს ვებსაიტზე.
  • გაუზიარეთ ინფორმაცია თქვენი კონტენტის შესახებ სოციალურ და ჯგუფებში, სადაც შეგიძლიათ მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანები მოიზიდოთ და თქვენი პროდუქტები და სერვისები გააცნოთ.
  • თუ თქვენს საიტზე გაქვთ ისეთი კონტენტი, როგორიცაა სურათები, ვიდეოები, სტრუქტურირებული მონაცემები ან JavaScript, დარწმუნდით, რომ მათი მართვის სპეციფიკურ საუკეთესო პრაქტიკებს იცავთ, რათა Google-მ კარგად გაიგოს ეს ელემენტები.
  • გააუმჯობესეთ თქვენი საიტის ვიზუალური გამოჩენა Google-ის საძიებო შედეგებში შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით.
  • თუ გაქვთ კონტენტი, რომლის მოძებნა საძიებო შედეგებში არ გსურთ ან საერთოდ გინდათ საიტი ამოიღოთ საძიებო შედეგებიდან, გამოიყენეთ შესაბამისი მეთოდები Google-ის საძიებო სისტემაში თქვენი კონტენტის გამოჩენის კონტროლისთვის.
Giorgi Aptsiauri web developer_გიორგი აფციაური ვებ დეველოპერი_WordPress
Giorgi Aptsiauri
WordPress Developer
Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გსურთ თვალი ადევნოთ სიახლეებს?

მიიღეთ ჩვენი ყველაზე ღირებული რჩევები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე, თვეში ერთხელ!