რა არის SEO?

Სარჩევი

რა არის SEO?

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) არის ვებ საიტის ხილვადობისა და რეიტინგის გაუმჯობესების პროცესი საძიებო სისტემების შედეგების გვერდებზე (SERPs) როგორიცაა Google, Bing, Yahoo, Baidu და სხვა.

საბოლოო მიზანია საძიებო გვერდებზე ორგანული (არა დაფინანსებული) ტრაფიკის გაზრდა.  SEO მოიცავს სხვადასხვა ტექნიკასა და სტრატეგიას, რომელიც შეესაბამება საძიებო სისტემის ალგორითმებსა და მომხმარებლის ქცევას, აღნიშნული ალგორითმები წლიდან-წლამდე იცვლება საძიებო გვერდების მხრიდან და საჭიროებს მუდმივ ადაპტირებას.

რატომ არის SEO მნიშვნელოვანი?

საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მნიშვნელობაწარმოიდგინე, რომ გაქვს ულამაზესი მაღაზია, სადაც საუკეთესო პროდუქტებია წარმოდგენილი, მაგრამ ქალაქის ყველაზე მიყრუებულ ქუჩაზე მდებარეობს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგია შენი პროდუქტი ან სერვისი, თუ მომხმარებელი ვერ გპოულობს, შენი ბიზნესი ვერ განვითარდება. SEO (Search Engine Optimization) არის სწორედ ის, რაც შენი მაღაზიის მდებარეობას ცვლის – მიყრუებული ქუჩიდან ქალაქის ცენტრში გადმოტანით.

რა სარგებელი მოაქვს SEO-ს ბიზნესისთვის?

  1. მეტ ვიზიტორს და მეტ გაყიდვას:
    Google-ზე პირველ პოზიციაზე ყოფნა, საშუალოდ, საიტის ვიზიტორების რაოდენობას 33%-ით ზრდის. მეორე პოზიციაზე გადასვლისას ეს რიცხვი 18%-მდე ეცემა (Ahrefs-ის კვლევა). რაც უფრო მაღლა ხარ, მით უფრო მეტი პოტენციური მომხმარებელი მოიზიდება შენს საიტზე.
  2. მაღალი ROI (ინვესტიციის დაბრუნება):
    კვლევების მიხედვით, ორგანული ტრაფიკის საშუალებით მოზიდული მომხმარებლები 62%-ით მეტ გაყიდვას უზრუნველყოფენ, ვიდრე ისინი, რომლებიც მხოლოდ რეკლამით მოდიან (HubSpot-ის სტატისტიკა). ეს ნიშნავს, რომ SEO-სთვის დახარჯული თანხა სწრაფად და ეფექტურად გიბრუნდება.
  3. ბრენდის ცნობადობისა და სანდოობის გაზრდა:
    Google-ის პირველ გვერდზე განთავსებული საიტები მომხმარებლების მხრიდან სანდოდ მიიჩნევა. ადამიანები ინტუიციურად ენდობიან Google-ის პირველ შედეგებს და მათში წარმოდგენილ ბრენდებს, რაც საბოლოოდ ზრდის შენს ავტორიტეტს.
  4. ხანგრძლივი შედეგი:
    სარეკლამო კამპანიებისგან განსხვავებით, SEO-ს აქვს გრძელვადიანი ეფექტი. სწორად ოპტიმიზებული საიტი წლების განმავლობაში მოიზიდავს ტრაფიკს მინიმალური დანახარჯებით.

SEO არ არის უბრალოდ ტექნიკური პროცესი, ეს არის შენი კომუნიკაცია მომხმარებელთან და სამყაროსთან. კარგი SEO სტრატეგია ნიშნავს, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი მესიჯით მიდიხარ შენს აუდიტორიასთან.

გახსოვდეს, თუ Google-ში არ ჩანხარ, შენი ბიზნესი კარგავს პოტენციურ მომხმარებლებს კონკურენტების სასარგებლოდ, რაც დროის დიდ მონაკვეთში ბრენდის კონკურენტუნარიანობას მკვეთრად შეამცირებს.

SEO აუდიტი

არსებობს მრავალი განსხვავებული ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს SEO-ს ოპტიმიზაციას.  მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია:

1. On-Page Seo

  • საკვანძო სიტყვების კვლევა: შესაბამისი საკვანძო სიტყვების იდენტიფიკაცია, რომლებსაც მომხმარებელი იყენებს სასურველი პროდუქტის, სერვისი ან ინფორმაციის მოსაძებნად.
  • კონტენტის ოპტიმიზაცია: მაღალი ხარისხის,  ინფორმაციული და მკაფიო კონტენტი, რომელიც ბუნებრივად აერთიანებს არჩეულ საკვანძო სიტყვებს.
  • სათაურის ტეგები და მეტა აღწერილობები: შესაბამისი მეტა სათაურები და მეტა აღწერილობები, რომლითაც ვებგვერდი გამოჩნდება ძიების შედეგებში.

2. Off-Page SEO

  • ბმულები (backlinks): სხვა საიტებიდან მომართული ბმულები არის სიგნალი საძიებო სისტემებისთვის, რომ საიტი ავტორიტეტული და სანდოა. რაც უფრო მეტი მაღალი ხარისხის(ავტორიტეტის) backlinks გაქვთ, მით უფრო მაღალი იქნება თქვენი დომენის რეიტინგი (Domain Rating), რასაც ალგორითმი ითვალისწინებს ვებგევრდის პოზიციის განსასაზღვრად საძიებო გვერდზე.
  • სოციალური მედია: ეფექტური სოციალური მედიის გვერდები, რათა გაიზარდოს ბრენდის ცნობადობა და გაიზარდოს ტრაფიკი ვებსაიტზე.

3. ტექნიკური SEO:

  • საიტის სიჩქარე: საიტის ჩატვირთვის სიჩქარე მნიშვნელოვანი ფაქტორია დარჩება თუ არა მომხმარებელი ვებგვერდზე, ასევე საძიებო სისტემის ბოტების რომლებიც შედიან საიტზე ინფორმაციის შესაგროვებლად.
  • მობილურზე მორგებული: დარწმუნდით, რომ თქვენი ვებსაიტი მორგებულია მობილურზე, რადგან საძიებო სისტემები უპირატესობას ანიჭებენ სხვადასხვა გაფართოებებზე სწორად ადაპტირებულ ვებგევრდებს.  ტრაფიკის 60% მეტი მობილური მოწყობილობებიდან მოდის.
  • XML საიტის რუკა (sitemap) და Robots.txt: საიტის რუკა ეხმარება საძიებო სისტემებს ვებსაიტის სტრუქტურის გაგებაში.
    robots.txt არის ფაილი, რომლიდანაც შეგიძლიათ შეზღუდოთ წვდომა სასურველ მისამართებზე საძიებო სისტემების ბოტებისთვის.

საკვანძო სიტყვები (keywords)

შეარჩიეთ სწორი Keywords, სეო აუდიტი, სეო ოპტიმზიაციაპირველი ნაბიჯი არის სამიზნე სიტყვების არჩევა. საკვანძო სიტყვები, რომლებიც შეესაბამება თქვენ კონტენტსა და  სერვისს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვანძო სიტყვების კვლევის ინსტრუმენტი, როგორიცაა Semrush keyword magic tool ან Ahrefs keyword manager რათა იპოვოთ შესაბამისი და პოპულარული საკვანძო სიტყვები.

მას შემდეგ რაც გექნებათ სამიზნე საკვანძო სიტყვების სია, თქვენ უნდა განსაზღვროთ მათი პრიორიტეტები. ზოგიერთი საკვანძო სიტყვა უფრო კონკურენტუნარიანი (KD) იქნება, ვიდრე სხვები, ასე რომ პირველ ეტაპზე მიზანშეწონილია დაიწყოთ ნაკლებად კონკურენტუნარიანი საკვანძო სიტყვების გამოყენება.

მაღალი სირთულის საკვანძო სიტყვებზე თქვენ ვერ გაუწევთ კონკურენციას უკვე არსებულ მაღალი დომენის რეიტინგის (DR) საიტებს.  საწყის ეტაპზე ასევე რეკომენდირებულია  “long tail keywords”-ის გამოყენება.

შინაარსის ოპტიმიზაცია სამიზნე სიტყვებისთვის

SEO ოპტიმიზაცია - საძიებო სიტყვების კვლევამას შემდეგ, როცა შეადგენთ სამიზნე სიტყვების სიას, თქვენ უნდა მოახდინოთ თქვენი კონტენტის ოპტიმიზაცია ამ საკვანძო სიტყვებისთვის ( SEO copywriting). ეს ნიშნავს საკვანძო სიტყვების გამოყენებას თქვენს კონტენტში, მათ შორის თქვენი ვებგვერდის სათაურებში, მეტა აღწერილობებში და მეტა სათაურებში.

ასევე მნიშვნელოვანია ტექსტთან მიმაგრებული ფოტოების შინაარსი და alt აღწერილობა იყოს შესაბამისობაში. ეს არ ნიშნავს არაბუნებრივად გააბნიოთ თქვენი სამიზნე სიტყვები მთელ გვერდზე, ეცადეთ გააკეთეთ ეს ბუნებრივად ან დაიქირავეთ SEO copywriter-ი.

თუ თქვენი კონტენტი არ შეესაბამება სამიზნე სიტყვებს, საძიებო სისტემის ალგორითმი თქვენ სასარგებლოდ არ იმუშავებს.

მომართული ბმულები (backlinks)

სხვა ავტორიტეტულ საიტებზე მითითებული თქვენი საიტის ბმული არის ძლიერი სიგნალი საძიებო სისტემებისთვის. რაც უფრო მეტი მაღალი ხარისხის backlinks გაქვთ, მით უფრო მაღალი იქნება თქვენი ვებგვერდის დომენის რეიტინგი და შესაბამისად ადგილი ძიების შედეგებში. ასევე მნიშვნელოვანია სწორად სტრუქტურირებული საიტის შიდა ბმულების(inbound links) სისტემაც.

არსებობს სხვადასხვა გზა თქვენს ვებსაიტზე მომართული ბმულების შესაქმნელად. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მაღალი ხარისხის კონტენტი, რომელსაც სხვა საიტები დაუკავშირდებიან ბუნებრივად, ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საიტის ადმინებს და სთხოვოთ, გამოიყენონ თქვენი საიტის მისამართი მათ კონტენტში.

ბმულებს გააჩნიათ “follow” და “nofollow” ტეგი, საძიებო სისტემების ბოტებისთვის “nofollow” ტეგი არის სიგნალი რომ არ გაყვეს ამ ბმულს შესასწავლად, თუმცა ისინი მაინც დადებითად მუშაობენ თქვენი საიტის ინდექსირებაზე,  მნიშვნელოვანია მომართულ ბმულებს ჰქონდეთ “follow” ტეგი.ბექლინკის ილუსტრაცია: გამავალი ბმული

საიტის ჩატვირთვის სიჩქარე

ვებ საიტის ჩატვირთვის სიჩქარე, როგორც მობილურ, ასევე დესკტოპ გაფართოებაზე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც საძიებო სისტემების ალგორითმი ითვალისწინებს. ოპტიმიზირებული ტექნიკური SEO-ს გარეშე თქვენ გაგიჭირდებათ სასურველი შედეგების მიღება. 

საიტის სტრუქტურა საძიებოს სისტემის ბოტებისთვის უნდა იყოს მარტივად  წასაკითხი. არსებობს სახელმძღვანელო წესები, რომლებიც  გასათვალისწინებელია საიტის დამზადების პროცესში და მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ყველაზე გავრცელებული შეცდომების დაშვებას საიტის დაგეგმვისა და დამზადების ეტაპზე.

არსებობს ხელსაწყოები, რის საშუალებითაც შეძლებთ თქვენი საიტის წარმადობისა და სხვა მნიშნელოვანი მახასიათებლების გატესტვასა და ხარვეზების აღმოჩენას, მაგალითად გუგლის ტესტირების ხელსაწყო ან google developer tools.
lighthouse mobile, საიტის აუდიტი, სეო აუდიტიlighthouse Desktop, საიტის შემოწმება, სეო აუდიტი

მორგებული დიზაინი

მორგებული ვებსაიტის დიზაინი თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს სმარტფონებსა და პლანშეტებს. ინტენეტ ტრაფიკის დიდი წილი სწორედ სმარტფონებიდან მოდის. თუ თქვენი საიტი არ არის მობილურ მოწყობილობაზე მორგებული (responsive), თქვენ ვერ შეძლებთ პოტენციური ტრაფიკის დიდი ნაწილი მიღებას.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ეს ფაქტორი და საიტის შენების პროცესში გქონდეთ მორგებული დიზაინი ყველა გაფართოების ეკრანისთვის.

გამოიყენეთ სურათები და ვიდეო

Wordpress SEO ფოტოების მნშვნელობასურათებსა და ვიდეოებს შეუძლიათ თქვენი კონტენტი უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახადონ. მათ ასევე შეუძლიათ თქვენი საიტის რეიტინგის გაუმჯობესება ძიების შედეგებში. 

საიტზე სურათებისა და ვიდეოების გამოყენებისას, დარწმუნდით, რომ მოახდინეთ მათი ოპტიმიზაცია ფაილის ზომის, ტიპისა და გაფართოების შესაბამისი სტანდარტებით.

ალტერნატიული ტექსტები უნდა იყოს არწერილობითი და ლაკონური. თითოეული ფოტო თუ ვიდეო უნდა შეესაბამებოდეს იმ ტექსტის შინაარსს, რის სიახლოვესაც მას განათავსებთ.

სოციალური მედია

SEO და სოციალური მედიასოციალური მედია შესანიშნავი გზა და ძლიერი ინსტრუმენტია თქვენი ვებსაიტის (და არამარტო ვებსაიტის : )  პოპულარიზაციისა და მასზე ტრაფიკის გასაუმჯობესებლად. სოციალური მედია იძლევა საშუალებას სწორად მიმართოთ კონტენტი/სერვისი სასურველ აუდიტორიაზე. 

საიტზე ჩაშენებული სოც-მედიის გასაზიარებელი ღილაკები გაძლევთ საშუალებას ერთი მოქმედებით გაზიარდეს თქვენი პოსტი, პროდუქტი, ფასდაკლების შეთავაზება და სხვა სერვისები სოციალურ ქსელებში.

მუდმივად აკონტრილეთ SEO შედეგები

მას შემდეგ რაც განახორციელებთ SEO-ს ოპტიმიზაციას, მნიშვნელოვანია თქვენი SEO შედეგების მონიტორინგი. ეს ნიშნავს, რომ თვალყური ადევნოთ ტრაფიკსა და თქვენი საიტის რეიტინგს ძიების შედეგებში.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ინსტრუმენტები, მაგალითად როგორიცაა Google Search Console. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ერთჯერადი ოპტიმიზაციით გრძელვადიან პერსპექტივაში მიზანს ვერ მიაღწევთ, SEO საჭიროებს მუდმივ მუშაობასა და მონიტორინგს.

რეგულარულად უნდა გადახედოთ თქვენს სტრატეგიას და საჭიროებისამებრ განახორციელოთ კორექტირება. საძიებო სისტემების ალგორითმები,  საიტის ტექნიკური მხარის სტანდარტები მუდმივად იცვლება და უმჯობესდება, ეს ცოცხალი პროცესია განვითარების.

seo-ს ფასები

სეო ოპტიმიზაცია ფასი, სეო აუდიტი, სეო მომსახურება

სეო ოპტიმიზაციის ფასი დამოკიდებულია საიტის მიმდინარე მდგომარეობაზე, რომელიც განისაზღვრება სეო აუდიტითა და საიტის სრული შემოწმებით. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია რა მიზნის მიღწევა გსურთ და რა სირთულის კონკურენციაა თქვენი ნიშის საძიებო სიტყვებზე. 

ჩვენთან საიტის აუდიტი იწყება ₾500-დან, რეგულარური სეო ოპტიმიზაციის ფასი იწყება ₾1000-ლარიდან და დამოკიდებულია გვერდების და/ან პროდუქტების რაოდენობაზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, წინასწარ ზუსტდება განსახორციელებელი მოქმედებების გეგმა და ფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად ყველა პროექტზე.

შეჯამება:

ზემოთ მოყვანილი რჩევები არის ძალიან მცირე სახელმძღვანელო SEO-სთან დაკავშირებული სამუშაოების მასშტაბთან. ეს  ზედაპირია რითიც იწყება საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, თემა გაცილებით ღრმა და საინტერესოა, მოიცავს ბევრ ნიუანსს, სტრატეგიასა და განსხვავებულ აზრს.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია გრძელვადიანი ინვესტიციაა. დრო და ძალისხმევა სჭირდება საძიებო გვერდებზე (SERPs) მყარად დასახლებას, მაგრამ როგორც კი ამას გააკეთებთ, თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ ისეთი უპირატესობებით როგორიცაა:

  • გაზრდილი ტრაფიკი და შესაბამისად გაყიდვები
  • ფართო აუდიტორიაზე წვდომა
  • ბრენდის ცნობადობის გაზრდა

“SEO არ არის მხოლოდ ტრაფიკის მიღება; საუბარია სწორი ტრაფიკის მიღებაზე.”

Neil Patel

Giorgi Aptsiauri web developer_გიორგი აფციაური ვებ დეველოპერი_WordPress
Giorgi Aptsiauri
WordPress Developer
Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გსურთ თვალი ადევნოთ სიახლეებს?

მიიღეთ ჩვენი ყველაზე ღირებული რჩევები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე, თვეში ერთხელ