ონლაინ მაღაზიის შექმნა
ვაჭრობის ისტორია ათასობით წელს ითვლის და ის ბუნებრივად ჩამოყალიბდა – ადამიანები ერთმანეთს პროდუქტებს უცვლიდნენ საჭიროებისამებრ. დროთა განმავლობაში გაჩნდა ფული, როგორც გაცვლის ახალი საშუალება, რამაც პროცესი ბევრად მარტივი და მასშტაბური გახადა.
ტექნოლოგიურმა განვითარებამ ეს დარგი ახალ ეტაპზე აიყვანა, დღეს ჩვენ შეგვიძლია დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ განვახორციელოთ ნივთის ან სერვისის შეძენა, ან პირიქით მისი გაყიდვა.
ონლაინ ვაჭრობა ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა მიაწოდოს პროდუქტი მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
სწორედ ამიტომ წლიდან-წლამდე იზრდება ონლაინ ვაჭრობის წილი, რაც ბუნებრივად განაპირობებს ონლაინ მაღაზიების დამზადებისა და შესაბამის სერვისებზე მზარდ მოთხოვნას.

ბიზნესები, რომლებსაც არ აქვთ ონლაინ მაღაზია ყოველდღიურად კარგავენ მომხმარებლებს კონკურენტების სასარგებლოდ. ჩვენი, როგორც მომხმარებლების ქცევა სწრაფი ტემპით იცვლება(განსაკუთრებით მსოფლიო პანდემიის შემდეგ), ჩვენ გვსურს არ დავხარჯოთ საათები იმის შესაძენად, რასაც ონლაინ რამდენიმე კლიკით ვიპოვით, შევიძენთ და მოგვიტანენ.
WordPress + WooCommerce არის ყველაზე ხელმისაწვდომი გზა ონლაინ მაღაზიის დასამზადებლად, არსებობს სხვა პლატფორმებიც, მაგალითად Shopify. ამ პოსტით გაეცნობით იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რომელიც დაგეხმარებათ სწორად დაგეგმოთ ონლაინ მაღაზიის შექმნისა და განვითარების პროცესი, ეს მნშვნელოვნად შეგიმცირებთ საიტის დამზადების ფასსა და დროს.
მაღაზიის შექმნის ნაბიჯები მოიცავს:
- მკაფიო ბიზნეს მოდელის განსაზღვრა
- დომენისა და ჰოსტინგის სერვისების არჩევა
- ონლაინ მაღაზიის რეგისტრაცია
- WordPress + Woocommerce ინსტალაცია წინასწარ არჩეულ ჰოსტზე
- ელექტრონული კომერციისთვის განკუთვნილი თემის არჩევა და ინსტალაცია
- აუცილებელი გვერდების განსაზღვრა
- ელექტრონული კომერციის მოდულის ინსტალაცია, როგორიცაა WooCommerce
- მაღაზიის პარამეტრებისა და გადახდის დანამატების კონფიგურაცია
- პროდუქტების დამატება, ინვენტარისა და საცავების მართვა
- მუდმივი SEO ოპტიმიზაცია და მომხმარებელზე მორგებული დიზაინი
თითოეული ეს ეტაპი გავლენას ახდენს მაღაზიის ფუნქციონირებაზე და დამზადების ბიუჯეტზე.
ონლაინ ვაჭრობის ტენდენციები საქართველოში და მსოფლიოში
როგორც გლობალურ ბაზარზე(5 ტრილიონი-2020), ასევე საქართველოში ონლაინ ვაჭრობის წილი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020 წელს ონლაინ ვაჭრობის წილი 3.2-ჯერ გაიზარდა 137.9 მლნ ლარი შეადგინა.
სწრაფი ზრდის მიუხედავად, საქართველოში ელ-კომერციის წილი საცალო გაყიდვებში ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ბაზრების დონეს (1.1% საქართველოში vs. 12% ევროპის საშუალო).
საქართველოში ასევე დაბალია ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი ონლაინ ვაჭრობაზე – 950 ლარი 2020 წელს, რაც ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს 3-ჯერ ჩამორჩება, თუმცა პროგნოზით და მიდინარე სტატისტიკით საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის ბაზრის ზომა 1.1 მლრდ ლარამდე გაიზრდება 2021-25 პერიოდში, ხოლო მისი წილი საცალო გაყიდვების 4.7%-ს მიაღწევს იგივე პერიოდში.
- 631 ათასი ონლაინ მყიდველი
- ₾597 მლნ ელ-კომერციის ბრუნვა
- ₾950 ერთი მომხმარებელის საშუალო წლიური ონლაინ დანახარჯი
- 23% ადგილობრივი ელ-კომერციის წილი ჯამურ ონლაინ შესყიდვებში
- 1.1% ადგილობრივი ელ-კომერციის წილი საცალო გაყიდვებში
აღნიშნული მონაცემები აღებულია გალტ & თაგარტის კვლევიდან, დეტალურ სტატისტიკა შეგიძლია ნახოთ აქ გალტ & თაგარტი – ელექტრონული კომერცია საქართველოში.
WordPress-ის 2024 წლის სტატისტიკით WooCommerce დანამტი ამუშავებს ონლაინ მაღაზიების 33%-ს. WordPress-ზე ონლაინ მაღაზიის შექმნა მოიცავს რამდენიმე ძირითად ნაბიჯს. პირველი რაც ყველა შემთხვევაში გჭირდებათ არის რათქმაუნდა დომენის სახელი და ჰოსტინგის სერვისის არჩევა. WordPress უფასოა, მაგრამ პრემიუმ თემები და მოდულები ფასიანია.
როგორ გავხსნათ ონლაინ მაღაზია?
იდეის განსაზღვრა და პროდუქტის არჩევა
საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია განსაზღვროთ თქვენი ბიზნეს მოდელი, ვინ უნდა იყოს თქვენი აუდიტორია, რა პროდუქტი უნდა შესთავაზოთ მათ, რა არეალს დაფარავთ მიწოდების კუთხით და ა.შ.
დომენის და ჰოსტინგის შერჩევა
სწორი ჰოსტინგის არჩევა გადამწყვეტია WordPress მაღაზიის მუშაობისა და საიმედოობისთვის. ძირითადი მახასიათებლებია:
- წარმადობა: ჰოსტინგის პროვაიდერს უნდა ჰქონდეს სწრაფი ჩატვირთვის დრო და სტაბილური მუშაობის გარანტიები.
- მასშტაბურობა: ონლაინ მაღაზიის ზრდასთან ერთად, ჰოსტინგის პაკეტი უნდა მოერგოს გაზრდილ ტრაფიკის.
- უსაფრთხოება: SSL სერთიფიკატები, ყოველდღიური სარეზერვო ასლები, მავნე პროგრამებისგან და არადაშვებული შეღწევებისგან დაცვა, მნიშვნელოვანია ჰოსტინგის დაცვის სტრუქტურაც.
- მხარდაჭერა: ჰოსტინგს უნდა ჰქონდეს 24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი, გაუთვალისწინებელი ხარვეზების სწრაფად მოსაგვარებლად.
- ღირებულება: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაკეტების ღირებულების დაბალანსება მახასიათებლებისა და სისწრაფის მიმართ; იაფ პაკეტებს შეიძლება არ ჰქონდეს საჭირო რესურსები.
დომენი უნდა შეარჩიოთ საჭიროებისმაბრ, რეგისტრატორიც უნდა შეარჩიოთ ფასისა და სანდოობის მიხედვით. დომენის შერჩევის შემდეგ, თუ აღმოჩნდა რომ ხელმისაწვდომია – აუცილებელია შეამოწმოთ დომენის ისტორია, იყო თუ არა ის მანამდე გამოყენებული, და თუ იყო როგორია მისი ავტორიტეტი.
WordPress + WooCommerce დაყენება
ამ ეტაპზე შეგიძლიათ დააყენოთ WrdPress-ი და ონლაინ ვაჭრობისთვის აუცილებელი დანამატი Woocommerce.
WooCommerce რეკომენდირებულია მისი ფუნქციონალის, მასშტაბურობისა და პერსონალიზაციის ფართო შესაძლებლობების გამო. გასათვალისწინებელი ძირითადი მახასიათებლები მოიცავს:
- გადახდები
- ინვენტარის მართვა
- მიწოდების შეთავაზებები
- SEO შესაძლებლობები
ონლაინ მაღაზიის თემის არჩევა
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საიტის დამზადებისთვის არის შესაბამისი, სწორი თემის არჩევა, მნშვნელოვანია, თემას ჰქონდეს მიმდინარე განახლებები და მხარდაჭერის სერვისი. თემები უზრუნველყოფს საიტის გარეგნობისა და ფუნქციონირების საფუძველს.
პრემიუმ თემები vs უფასო თემები:
- უფასო თემები: შეზღუდული პერსონალიზაციის შესაძლებლობები, მაგრამ ამცირებს ხარჯებს.
- პრემიუმ თემები: გთავაზობთ ფართო ფუნქციებს, მხარდაჭერას და დიზაინის მოქნილობას. ხარჯები 30-დან 100 დოლარამდე მერყეობს.
- ინდივიდუალური თემის დეველოპმენტი: თუ თქვენ გაქვთ დიდი ბიუჯეტი შესაძლებელია ინდივიდუალური თემის აწყობა.
- თემების მარკეტები: პლატფორმები, როგორიცაა მაგალითად ThemeForest, გვთავაზობენ თემებისა და სხვა საჭირო დანამატების მრავალფეროვან არჩევანს, როგორც მუდმივი ლიცენზიებით, ასევე ყოველწლიურით.
კონკრეტული მიზნებითა და სჭიროებებით განსაზღვრული საიმედო თემის არჩევა უზრუნველყოფს საიტის სტაბილურ განვითარებას და ამცირებს ხარჯებს.
ონლაინ მაღაზიისთვის აუცილებელი გვერდები
ელ-კომერციის საიტზე აუცილებელი გვერდების შექმნა მოითხოვს სტრატეგიულ დაგეგმვას, ეს გვეხმარება საიტი გავხადოთ მომხმარებლისთვის კომფორტული და მარტივი იყოს საჭირო გვერდებზე ნავიგაცია. ონლაინ მაღაზიისთვის დამახასიათებელი ძირითადი გვერდებია:
- მთავარი გვერდი: პირველი შთაბეჭდილება პროფესიონალური დიზაინით და მკაფიო CTA ღილაკებით.
- პროდუქტის გვერდები: დეტალური აღწერილობები, მაღალი ხარისხის სურათები და მიმოხილვები.
- კალათა: მოსახერხებელი ინტერფეისი, რომელიც აჩვენებს შერჩეულ ნივთებს.
- გადახდის გვერდი: უსაფრთხო პროცესი გადახდის სხვადასხვა ვარიანტით.
- ჩვენს შესახებ: ბიზნესის ისტორია, მისია და გუნდი.
- საკონტაქტო გვერდი: საკონტაქტო ფორმა, ტელეფონის ნომერი და მისამართი.
- FAQ: პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე, რათა დავეხმაროთ მომხმარებელს.
- კონფიდენციალურობის პოლიტიკა: შესაბამისობა საკანონმდებლო რეგულაციებთან.
- ვადები და პირობები: სახელმძღვანელო საქმიანი პროცესების შესახებ.
ონლაინ მაღაზიის გვერდების ნავიგაცია და საიტის სიჩქარე
ნავიგაციისა და საიტის სიჩქარის გაუმჯობესება გადამწყვეტია მომხმარებლის ხარისხიანი გამოცდილების შესაქმნელად. სწორი ნავიგაცია უზრუნველყოფს, მომხმარებლებმა სწრაფად და ეფექტურად იპოვონ ის, რაც მათ სჭირდებათ. ეს მოიცავს:
- მენიუს ლოგიკური სტრუქტურა.
- მკაფიო და შესაბამისი კატეგორიების, ქვეკატეგორიების, ტეგების გაკეთება.
- “breadcrumb”-ის გამოყენება ბმულიდან უკან დაბრუნების გასამარტივებლად.
საიტის სიჩქარე პირდაპირ გავლენას ახდენს მომხმარებლის შენარჩუნებაზე და საძიებო სისტემის რეიტინგზე. ოპტიმიზაციის სტრატეგიები მოიცავს:
- სურათების ოპტიმიზაცია ჩატვირთვის დროის შესამცირებლად.
- ქეშირების მოდულის ინსტალაცია და კონფიგურაცია.
- CSS და JavaScript-ის მინიმიზაცია.
- ბალანსის დაცვა გრაფიკული ელემენტების გამოყენებასა და მთლიანი კოდის ზომას შორის.
სწრაფი საიტი და ინტუიციური ნავიგაცია ხელს უწყობს მომხმარებელთა კმაყოფილებასა და საიტის ეფექტურად განვითარებას, რაც გადამწყვეტია ნებისმიერი ონლაინ მაღაზიისთვის.
ონლაინ მაღაზიის რეგისტრაცია და გადახდები საქართველოში
ონლან მაღაზიის დამზადებამდე თქვენ უნდა იყოთ დარეგისტრირებული მცირე მეწარმედ, აღნიშნულის საფუძველზე თქვენი შპს-ს სახელით მიმართავთ სასურველ ბანკებს, რომელთა საშუალებითაც გსურთ გადახდებისა და/ან განვადების განხორციელება.
ბანკი თქვენი შპს-ს სახელზე გადმოგცემთ Merchant Id-ის და Merchant Password-ს, რითაც შეძლებთ მიიღოთ გადახდები ონლაინ და შესთავაზოთ განვადება მომხმარებლებს. საიტის დამზადების დაწყებისთანავე რომ მიმართოთ ბანკს ჯობია, ხშირად ძალიან აგვიანებენ პასუხს აღნიშნულ მიმართვაზე.
ონლაინ მაღაზიის SEO ოპტიმიზაცია
იმისათვის, რომ ონლაინ მაღაზიამ მოიზიდოს ორგანულ ტრაფიკი, აუცილებელია ფოკუსირება საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაზე (SEO). ძირითადი ნაბიჯები მოიცავს:
- საკვანძო სიტყვების კვლევა: განსაზღვრეთ შესაბამისი საკვანძო სიტყვები, რომლებსაც მყიდველები იყენებენ პროდუქტების მოსაძებნად.
- ხარისხიანი შინაარსი: დეტალური, მაღალი ხარისხის პროდუქტის აღწერა და მომხმარებლისთვის სასარგებლო ბლოგის პოსტები.
- მეტა ტეგები: მეტა სათაურებისა და აღწერილობების ოპტიმიზაცია სამიზნე საკვანძო სიტყვებით.
- ბმულები (URL): მარტივი და საკვანძო სიტყვებით მდიდარი URL-ები.
- მობილურზე მორგებული: ნებისმიერი საიტი აუცილებლად უნდა იყოს მოსახერხებელი მობილურებისთვის.
- სურათების ოპტიმიზაცია: alt ტეგები და ოპტიმიზირებული სურათები შესაბამისი გაფართოებით სწრაფი ჩატვირთვის მისაღწევად.
- შიდა ბმულები: მნიშვნელოვანია ძლიერი შიდა დამაკავშირებელი სტრუქტურის შექმნა.
- შემომავალი ბმულები (Backlinks): სხვა ავტორიტეტული და სანდო გვერდებიდან თქვენს საიტზე მომართულ ბმულებზე მუშაობა.
როგორ ვმართოთ ონლაინ მაღაზია?
ონლაინ მაღაზიის მოვლა და განახლებები
მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე გაითვალისწინოთ ონლაინ მაღაზიის საიტის შენახვის ხარჯები, თუ თქვენ დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ საიტის მართვას, მოვლასა და განახლებებს დაგჭირდებათ დეველოპერი ან ვებ სტუდია რომელიც უზრუნველყოფს საიტის ადმინისტირირებას, განახლებებს, უსაფრთხოების მონიტორინგს და საიტის მიმდინარე მიზნებთან სრულ თავსებადობას.
მოდულები და თემები:
- თემისა და გამოყენებული მოდულების რეგულარული განახლებები.
- განახლებების დაწყებამდე სარეზერვო ასლების წარმოება.
უსაფრთხოება:
- უსაფრთხოების ზომების გატარება და მონიტორინგი.
- WordPress-ის ბირთვის რეგულარული განახლება.
კონტენტის მენეჯმენტი:
- პროდუქტების რეგულარული განახლება.
- შინააარსისა და მახასიათებლების საჭიროებისამებრ განახლება SEO-ს გასაუმჯობესებლად.
საიტის სიჩქარის ოპტიმიზაცია:
- საიტის სიჩქარის რეგულარული ტესტირება და ხარვეზების აღმოფხვრა.
- ქეშირებისა და კონტენტის მიწოდების ქსელების (CDN) გამოყენება.
მომხმარებელთა ჩართულობა:
- მომხმარებლების მომართვიანობაზე დროული რეაგირების უზრუნველყობა.
- გამოხმაურების საფუძველზე გადახდისა და მიწოდების სისტემების ოპტიმიზაცია.
ღირებულებები და ხარჯები
სერვისების მიახლოებითი ხარჯები, რაც ონლაინ მაღაზიის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
- დომენის ღირებულება 50-ლარიდან წელიწადში.
- ჰოსტინგის სერვისი მინიმუმ 300-ლარიდან წელიწადში.
- ფასიანი თემის გამოყენების შემთხვევაში 30-იდან 100 დოლარამდე რეგულარული ლიცენზიით.
- თუ PRO მოდულების გამოყენება გჭირდებათ + მათი ფასი.
- დეველოპერის ანაზღაურება – ინდივიდუალური შეთანხმებით.
- საიტის მართვა – ინდივიდუალური შეთანხმებით.
ჩვენთან ონლაინ მაღაზიის საიტის შექმნა ფასები იწყება ₾2500-დან და არ მოიცავს ჰოსტინგის, დომენის, ან ნებისმიერი მესამე მხარის ფასიან სერვისებს.
ეს არის ფუნდამენტური საჭიროებები, რაც ონლაინ მაღაზიის დასამზადებლად ან პროცესის სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ საწყისი ეტაპიდანვე.
თითოეული პროექტს გააჩნია კონკრეტული საჭიროებები, ყველა იდეა ინდივიდუალურ მიდგომებს მოითხოვს და ეს ყველაფერი საბოლოოდ უნდა განიხილოთ დეველოპერთან, რის შემდეგაც, შეძლებთ დააზუსტოთ თქვენი კონკრეტული პროექტის ღირებულება და დამზადების ვადები.
თუ გაქვთ შეკითხვები ან გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, დაგვიტოვეთ კომენტარი, ან მოგვწერეთ
გისურვებთ წარმატებებს ციფრულ სივრცეში!